პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნოპომუსენო მარია დე ლოს რემედიოა კრისპინ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის პიკასო
(ნამდვილი გვარი რუისი)
ესპანური წარმოშობის ფრანგი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე
დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს, ესპანეთში, თუმცა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. ხატვის ტექნიკას მამის (ხოსე რუისი მხატვარი იყო) სახელოსნოში დაეუფლა. 13 წლისამ სწავლა ბარსელონას სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, შემდეგ კი მადრიდის "სან ფერნანდოს" აკადემიაში. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი ადრეული ხანის ნამუშევრები: "დედის პორტრეტი', "პირველი ზიარება", დის სურათი და სხვა. მადრიდში სწავლის დროს იგი პირველად ეწვია პარიზს, 1901 წელს მოაწყო პირველი გამოფენა, 1904 წლიდან კი საბოლოოდ დამკვიდრდა საფრანგეთში.
პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:
ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.
როცა მორიგ სეანსზე იგი გერტრუდა სტაინის პორტრეტს ხატავდა, განუცხადა, როცა გიყურებ, ვეღარ გხედავო. სწორედ ეს ფრაზა იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა
კუბიზმს, როგორც ახალ მიმდინარეობას.
80 000- მდე ნამუშევარი დაუტოვებია

, მათ შორის ის 40 ნახატიც რომელიც საქართველოშია გამოფენილი.
ცნობილია მისი ნახატები: "ქალი ყვავილით", "მშვიდობის მტრედი", "კომედიანტების ოჯახი", სამი ქალი", ქ"ალი მარაოთი", "გერნიკა" და სხვა.
თავის ბოლო სიყვარულს და მუზას ჟაკლინ როკს იგი 80 წლის ასაკში ხვდება და სიკვდილის ბოლომდე მასთან რჩება. ამ პერიოდს ეკუთვნის პორტრეტების სერია, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოში.
გარდაიცვალა 92 წლის, საფრანგეთში. დაკრძალულია საკუთარი ციხე -სიმაგრის ვოვენარტის მახლობლად.
პ.ს. სახელთა რაოდენობამ არ გაგაკვირვოთ, იგი ესპანური ტრადიციის მიხედვით ოჯახის სათაყვანო წმინდანების და პატივსაცემი ნათესავების სახელების ერთიანობას წარმოადგენს.
ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი
(ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი მხატვარი.
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვირის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.
ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს ("ბათუმი", "ფუნიკულორი" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით", მოსკოვი, კერძო კოლექცია; "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით",მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).
ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე მეორე", "გიორგი სააკაძე" -
ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.
შევიკრიბეთ დათქმულ დროს და გავემართეთ სიღნაღისკენ
გზაზე დაგვხვდა გაყინული ზიკა, რომელიც შევიფარეთ თბილ მინიბუსში
სიხარულის ყიჟინა ისმოდა, როცა მოსწავლეებით დატვირთულ ავტობუსებს და უზარმაზარ სატრანზიტო ავტოებს უსწრებდით, ისე ვივაჟკაცეთ
მუზეუმში პირველი დამთვალიერებლები აღმოვჩნდით, ანუ ჩვენ პირველები ვიყავით ვინც პიკასოს ნახატები ნახა, გარდა იმ ხალხისა, ვინც გუშინ ოფიციალუ გახსნაზე დასტკბნენ ჟაკლინის სახით...
ამ საყვირმა დიდი სამსახური გაგვიწია, გარდა იმისა რომ გვაფხიზლებდა გეგას სათამაშო ნივთადაც იქცა...
აი სიღნაღი გამოჩნდა და ამის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ დაიყვირა ანტიკვარულმა ნივთმა, რომელიც თითქოს თავს იფასებდა, სიძველეობას იჩემებდა და ჩაბერვის დროს ხან საერთოდ დუმდა ხან ზედმეტან გაჰკიოდა...
