პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ივნ 2009, 10:40

გაზაფხულის ბოლო დღე ნამეტანი კულტურული გამოვიდა.
ეს მთა-ტყე-ღრეში მოსიარულე უცებ მუზეუმებში არ აღმოჩნდა?
გასა20არი რამ მოხდა - დროულად შევიკრიბეთ დათქმულ დროს და სიღნაღშიც
დროულად ვიყავით, სადაც პიკასოს 40მდე ნამუშევარი უნდა გვენახა.
მუზეუმს ასუფთავებდნენ, აწესრიგებდნენ და გვითხრეს, 11ზე გავხსნითო.
1 სთ ქალაქში გასასეირნებლად გამოვიყენეთ, ალაზნის ველებზე აზიდული კავკასიონის
მთაწვერებით დავტკბით და ბევრი ფოტოც გადავიღეთ.
12ზე უკვე მირზაანის გზას დავადექით, სადაც ნიკალას სახლიც ვნახეთ და მისი 11 ნამუშევარიც.
მუზეუმი ძბ ცუდ მდგომარეობაშია.
თუმცა, გვითხრეს, რომ მომავლ წელს უკვე მისი რესტავრაცია იწყება.

მინიბუსში, სადაც 18 მგზავრი იყო, მათ შორის, 6 წლის გეგა, გადაწყდა, რომ მირზაანის
შემდეგ გეგმა შეგვეცვალა და ალვანში ზეზვაობაზე წავსულიყავით.
4 სთზე ალვანში მართლაც ვიყავით, მაგრამ რად გინდა?
ღონისძიების კუდებიღა მოჩანდა, ხალხი უკვე ქეიფობდა.
2-3ჯერ კახურმა მრავალხმიანობაც დაიგუგუნა.
ეგ იყო და ეგ.
ვიღაცამ იხუმრა, ალვანში ჯერ ზეზვაობაა, შემდეგ ჟეჟაობაა.
ვიდრე ჟეჟაობას გადავაწყდებოდით, წავიხემსეთ და თბილისის გზას დავადექით.
გზად ჯერ ალავერდში შევედით, შემდეგ კი იყალთოს მეზობელ სოფელ აწყურში აგებული
ეკლესია ვნახეთ, წმინდა გიორგის სახელობის, რომელსაც თეთრი კედლების გამო, თეთრ გიორგის ეძახიან.
გაზაფხულის ისეთი სურნელი ტრიალებდა, ცაცხვი და მინდვრის ყვავილები, კავკასიონისა
და ალაზნის ხედები ისეთ სურათს ხატავდა, რომ პირადად მე იქიდან ადრე წასვლა არ მინდოდა.

სხსვა რა, 426 კნ ვიარეთ მინიბუსით და ძნ ცოტა მანძილი ფეხით.
დაღლილები ჩამოვედით, მაგრამ სასიამოვნო განცდებით.
მადლობა, ყველას
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 ივნ 2009, 10:45

ბმული ამ გასვლის დაგეგმვაზე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3400&start=0

ამ გასვლის მონაწილეები:

1. ციცი
2.3. თუთა და ბადრი
4. ნაია
5. GAMARJOBA SAKARTVELO
6. ზიკა
7. თიკალოო
8. თუთა+
9. თუთა +
10. ანნ
11-12. პოპინსიკო+გეგა
13. ანნ+
14. ამიგო
15. თამარა
16. ბივრილი
17. ანნ-ის მე2 +
18. შორენა

სიაში მყოფებიდან ბელას გარდა, ყველა წამოვიდა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by TuTa » 01 ივნ 2009, 12:29

მშვენიერი გასვლა იყო:) დიდი მადლობა ყველას

კავკასიონის ხედი ჩვენი მოგზაურობის მუდმივი თანამგზავრი აღმოჩნდა გუშინ, დღესაც თვალწინ მიდგას მისი სიდიადე.

სიღნაღნათან კი უკვე იმდენი მნიშვნელოვანი მოვლენა მაკავშირებს...არასდროს მომბეზრდება მისი ხილვა

შევეცდები მოგვიანებით ფოტოებიც დავდო

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 12:54

პაბლო დიეგო ხოსე ფრანსისკო დე პაულა ხუან ნოპომუსენო მარია დე ლოს რემედიოა კრისპინ კრისპიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად რუის პიკასო
(ნამდვილი გვარი რუისი)
ესპანური წარმოშობის ფრანგი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე
დაიბადა 1881 წლის 25 ოქტომბერს, ესპანეთში, თუმცა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში. ხატვის ტექნიკას მამის (ხოსე რუისი მხატვარი იყო) სახელოსნოში დაეუფლა. 13 წლისამ სწავლა ბარსელონას სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა, შემდეგ კი მადრიდის "სან ფერნანდოს" აკადემიაში. ამ პერიოდს ეკუთვნის მისი ადრეული ხანის ნამუშევრები: "დედის პორტრეტი', "პირველი ზიარება", დის სურათი და სხვა. მადრიდში სწავლის დროს იგი პირველად ეწვია პარიზს, 1901 წელს მოაწყო პირველი გამოფენა, 1904 წლიდან კი საბოლოოდ დამკვიდრდა საფრანგეთში.

პიკასოს შრომებს ხშირად პერიოდების მიხედვით აჯგუფებენ. მიუხედავად იმისა, რომ მისი ბოლო პერიოდების სახელებზე ურთიერთშეთანხმება მიღწეული არ არის, მისი ყველაზე ერთხმად მიღებული პერიოდები იყო:

ცისფერი პერიოდი (1901—1904), სევდიანი, ცისფერი შეფერილობის ნახატები, რომელზეც გავლენა მისმა ესპანეთში მოგზაურობამ და ახლო მეგობრის გარდაცვალებამ იქონია; ხშირად აღწერს აკრობატებს, არლეკინებს, მეძავებს, მათხოვრებსა და ღარიბ მხატვრებს.
ვარდისფერი პერიოდი (1905—1907), უფრო ხალისით სავსე სტილი ნარინჯისა და ვარდისფერი საღებავებით; აქაც მრავალი არლეკინი ფიგურირებს. ამ პერიოდში პარიზში ის ხვდება ფერნანდა ოლივიეს, რომელიც მხატვრებისა და სკულპტორებისთვის მოდელირებდა, და მრავალი ნახატი გამსჭვალულია ოსტატის მოდელისადმი თბილი დამოკიდებულებით, ფრანგულ მხატვრობასთან ახლო გაცნობასთან ერთად.
აფრიკული პერიოდი (1908—1909), აფრიკული ხელოსნური ნაკეთობების ზეგავლენით; მნიშვნელოვანი ნიმუშია „Les Demoiselles d’Avignon“ (ავინიონის დიაცები).
ანალიტიკური კუბიზმი (1909—1912), ხატვის სტილი, რომელიც მან ბრაკთან ერთად განავითარა მონოქრომული მოყავსფრო ფერების გამოყენებით, სადაც მათ ობიექტები დაშალეს და „ანალიზი“ ჩაუტარეს ფორმებს. პიკასოსა და ბრაქის ამ პერიოდის ნამუშევრები ერთმანეთს ზედმიწევნით ემსგავსება.
სინთეტიური კუბიზმი (1912—1919), სტილი კოლაჟისა და ქაღალდის ნაჭრების გამოყენებით; ეს იყო სახვით ხელოვნებაში კოლაჟის გამოყენების პირველი შემთხვევა.

როცა მორიგ სეანსზე იგი გერტრუდა სტაინის პორტრეტს ხატავდა, განუცხადა, როცა გიყურებ, ვეღარ გხედავო. სწორედ ეს ფრაზა იქცა გარდამტეხ მოვლენად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კუბიზმს, როგორც ახალ მიმდინარეობას.
80 000- მდე ნამუშევარი დაუტოვებია :shock: , მათ შორის ის 40 ნახატიც რომელიც საქართველოშია გამოფენილი.
ცნობილია მისი ნახატები: "ქალი ყვავილით", "მშვიდობის მტრედი", "კომედიანტების ოჯახი", სამი ქალი", ქ"ალი მარაოთი", "გერნიკა" და სხვა.
თავის ბოლო სიყვარულს და მუზას ჟაკლინ როკს იგი 80 წლის ასაკში ხვდება და სიკვდილის ბოლომდე მასთან რჩება. ამ პერიოდს ეკუთვნის პორტრეტების სერია, რომლებიც წარმოდგენილია საქართველოში.
გარდაიცვალა 92 წლის, საფრანგეთში. დაკრძალულია საკუთარი ციხე -სიმაგრის ვოვენარტის მახლობლად.


პ.ს. სახელთა რაოდენობამ არ გაგაკვირვოთ, იგი ესპანური ტრადიციის მიხედვით ოჯახის სათაყვანო წმინდანების და პატივსაცემი ნათესავების სახელების ერთიანობას წარმოადგენს.





ნიკო (ნიკოლოზ) ასლანის ძე ფიროსმანაშვილი (ნიკო ფიროსმანი) (დ. 1862, სოფ. მირზაანი ― გ. 1918, თბილისი), ქართველი მხატვარი.
ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, ყველა - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვირის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები.

ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი); იშვიათად მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს ("ბათუმი", "ფუნიკულორი" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით", მოსკოვი, კერძო კოლექცია; "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანაშვილის მიერ თბილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით",მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი და სხვა). სოციალური დაპირისპირება მკაფიოდ არის ნაჩვენები ცნობილ სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვა (ყველა საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ფიროსმანს იზიდავდა ისტორიული თემებიცა და პერსონაჟებიც ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე მეორე", "გიორგი სააკაძე" -

ფიროსმანი ჩვეულებრივ მუშამბაზე წერდა. მის სურათებში ადვილი შესამჩნევია, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს არ უშლის ხელს მხატვრის მიერ შექმნილი სამყაროს მთლიანობას, ერთგვარად ხელს უწყობს კიდეც მისი სურათების მკაფიო თავისებურებების გამოვლენას. ფიროსმანაშვილის სურათების უპირველეს ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა, დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მკაფიო გამოკვეთა. სხვა თვითნასწავლ მხატვართაგან განსხვავებით, ფიროსმანაშვილი მიზნად არ ისახავდა ბუნების ნატურალისტურ იმიტაციას, არ მისდევდა წვრილმანებს, შესწევდა ყველაფერში არსებითის, ტიპურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული (ბევრი სხვა თვითნასწავლი მხატვრისაგან განსხვავებით, რომლებსაც ფერადების სიჭრელე ხიბლავდა). მათი აგება მოწმობს ავტორის მახვილ კომპოზიციურ ალღოს. ფიგურების განლაგება უმეტესად ფრონტალურია, იერატიკული, სახეები არ გადმოგვცემს კონკრეტულ განწყობილებას; სივრცის გადმოცემა, პროპორციული შეფარდებები რამდენიმე პირობითია; განურჩევლად ზომისა, ფიროსმანაშვილის სურათებს შინაგანი მნიშვნელოვანება და მონუმენტურობა ახასიათებს. ყველა ამ თვისებით ფიროსმანის შემოქმედება ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება.











შევიკრიბეთ დათქმულ დროს და გავემართეთ სიღნაღისკენ
გზაზე დაგვხვდა გაყინული ზიკა, რომელიც შევიფარეთ თბილ მინიბუსში

სიხარულის ყიჟინა ისმოდა, როცა მოსწავლეებით დატვირთულ ავტობუსებს და უზარმაზარ სატრანზიტო ავტოებს უსწრებდით, ისე ვივაჟკაცეთ მუზეუმში პირველი დამთვალიერებლები აღმოვჩნდით, ანუ ჩვენ პირველები ვიყავით ვინც პიკასოს ნახატები ნახა, გარდა იმ ხალხისა, ვინც გუშინ ოფიციალუ გახსნაზე დასტკბნენ ჟაკლინის სახით...

:)


ამ საყვირმა დიდი სამსახური გაგვიწია, გარდა იმისა რომ გვაფხიზლებდა გეგას სათამაშო ნივთადაც იქცა... :lol:

Image

აი სიღნაღი გამოჩნდა და ამის აღსანიშნავად კიდევ ერთხელ დაიყვირა ანტიკვარულმა ნივთმა, რომელიც თითქოს თავს იფასებდა, სიძველეობას იჩემებდა და ჩაბერვის დროს ხან საერთოდ დუმდა ხან ზედმეტან გაჰკიოდა... :D



Image
Last edited by Bivrili on 01 ივნ 2009, 16:05, edited 2 times in total.
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 12:58

შადრევანი ისევ იმ ადგილასაა, შენობებიც ისევ ლამაზად იწონებენ თავს

განსაკუთრებით კი ეს კაცი გვიღიმოდა

Image

Image
Last edited by Bivrili on 01 ივნ 2009, 13:01, edited 1 time in total.
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Peso
ბილიკზე მოარული
Posts: 66
Joined: 16 ივლ 2008, 12:19
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Peso » 01 ივნ 2009, 13:01

გოგას ვერავინ ვერ დაასწრო მოკლედ გამოფენაზე შესვლა:))) არადა დალაპარაკება მინდოდა მეც შევყვებითქო და "მხოლოდ საშვებითო" :(

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:08

სანამ პიკასოს ნახავთ სიღნაღი დაათვალიერეთო, გვირჩიეს მუზეუმში :)
ბაღში პოზიორებენ

Image

ამ კიბეებთან ტურისტული ბილიკი მთავრდება :)
ჩვენ რატომღაც ბოლოდან დავიწყეთ

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:15

სიღნაღი

Image


Image

Image


Image

თამარი ხუმრობდა რა ჩინელი ტურისტებივით დავდივართ და ყველა დეტალს ვაფიქსირებთო :lol:

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:18

Image

Image

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:25

ციცი

Image

აქეთ ნაია პოზიორობს

Image

თუთა და ბადრი

Image

თუთას მეუღლე


Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:33

ვა, უკვე მუზეუმშI ვართ

წინა პლანზე (თუ ხედზე) პიკასოს შედევრი არ გეგონოთ, ჩვენი გეგააა :lol:

Image

მერე ვთხოვე ახლა ჩვეულებრივად დადექი მეთქი და უცბად დასერიოზულდა

Image

მინდა გითხრათ, რომ გეგასთვის პიკასო ჩვეულებრივად აღქმადი და მარტივად გასაგები აღმოჩნდა...
7 წლის ბავშვმა დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ პიკასო რთულად ხატავდა,
რომ პიკასოს შექმნილი სახეები ძნელად ამოსაცნობია...
სამწუხაროდ ის სურათი არ მაქვს , რომელიც გეგამ "გაშიფრა" :lol:
თუ ვინმემ გადაიღო დადეთ
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:40

როგორც უკვე ავღნიშნე მუზეუმმა პირველად ჩვენ გვიმასპინძლა, იკა თუში და ის ადამიანია ვინც პირველმა გადაიღო ფოტო პიკასოს შედევრებთან :)


Image


ესაა პიკასოს ბიჭი?
ამით ერთობოდა პიკასო?

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:50

პიკასოს ჟაკლინი ხომ ლამაზია, ჩვენი გოგოები უკეთესები არიან

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:55

გვერდით დარბაზში ვურდემანის ნახატები დავათვალიერეთ
საკმაოდ ლამაზი პეიზაჟები

და წამოვედით
გარეთ ხელთნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა დავათვალიერეთ და მინიბუსისკენ ავიღეთ გეზი...
იქ კი ეს ანცი დაგვხვდა, საკმაოდ კარგად გამოსდიოდა საყვირზე დაკვრა...

Image
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
პიკასო-ფიროსმანი სიღნაღი-მირზაანში, აწყურის თეთრი გიორგი

Post by Bivrili » 01 ივნ 2009, 13:58

უსეფთავესი ქალაქია სიღნაღი
მაგრამ მაინც ვიპოვე
:D

Image


ის კიდევ ჰო, მაგრამ ეს ტომრები რატომ მემალებოდნენ ფაეტონს უკან ვერ გავიგე...

Image

:)
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]