ჯავახეთის ზეგანი-კვარშა,ქილდა,სამსარის კლდეში ნაკვეთი ტაძარი
Posted: 28 მაი 2009, 15:21
შარშან 2008 წლის შემოდგომაზე ჯავახეთის ზეგანზე გახლდით, 2 დღიანი ექსპედიცია მოვაწყვეთ და უაღრესად საინტერესო ძეგლები ვნახეთ - კვარშა, ქილდა, კუმურდო, კაჭიო, სირგვა, აფნია, ბარალეთი, მეღვრეკისი... მათ შორის სამსარის ქვაში ნაკვეთი გუმბათოვანი ტაძარი და ციკლოპური ნაგებობა ნასოფლარ გრიალში,ეს ის ძეგლებია სადაც ქართველების ფეხი უკვე დიდი ხანია აღარ ყოფილა.
მოკლედ მოგითხრობთ ამ გასვლის შესახებ და შესაბამისად ფოტომასალასაც დავდებ.
თბილისიდან ახალქალაქისკენ მიმავალ გზაზე, მას შემდეგ რაც ხერთვისის ციხესთან მარცხნივ ახალქალაქისკენ მიმავალ გზას დაადგებით, დაახლოებიტ 20 წუტში მარჯვნივ ნიშანი შეგხვდებათ წარწერით სოფ.ჩუნჩხა. აი აქედან იწყება ის გზა რომელიც ამ 2 დღის განმავლობაში გავიარეთ. ძეგლები ერთმანეთისგან საკმაოდ არიან დაშორებული და მიმოფანტული ამიტომ ადგილობრივი მცოდნე მეგზურის გარეშე მატი პოვნა საკმაოდ ძნელია და ბევრ დროს მოითხოვს. ამ გასვლაში ჩემი ადგილობრივი 3 მეგობარი მონაწილეობდა და მათი დახმარებით მოხერხდა სწორედ რომ 2 დღეში ამდენი საინტერესო ძეგლის ნახვა მოესწრო.