Page 1 of 8

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 00:55
by Giorgi Bagrationi
1. რეგიონი:
მთიულეთი, ჭართალი,
დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ბუჩაანი-მზეწვერის წმ. გიორგი-მთავართას კომპლექსი-ბუჩაანი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალოზე ოდნავ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1 კაცი - 21 ლარი ავტობუსისთვის (გაიზარდა პოტენციურ წამომსვლელთა არ წამოსვლის გამო) და კვებისთვის

6. მონაწილეთა რაოდენობა
24

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
ბუჩაანი

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
100 კმ ერთი მიმართულებით

9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 11 კმ, ავედით 970 მ. ზღვის დონიდან 1800 მ.-მდე

10. სანახავი ღირშესანიშნაობები
მზეწვერის წმ. გიორგი, მთავართას კომპლექსი, მერეს ციხე (ახლოდან ვეღარ მოვასწარით).

12. საბანაკე ადგილები:
მთავართას კომპლექსის ქვემოთ 200 მ.ში ნასახლართან.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მთავართას კომპლექსის ქვემოთ 200 მ.ში ნასახლართან და სოფ. ბუჩაანის სასაფლაოს ბოლოში ე.წ. "ნინას წყარო"

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, ხელჯოხი, წყლის მათარა, ფარანი ბნელი ეკლესიის გასანათებლად

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისიდან - ოქტომბრის ჩათვლით

16. რისკები, საფრთხეები:
ტყეში გარეული მტაცებელი ცხოველები ბინადრობენ, დამქანცველი მთიდან დაშვებისას ფეხი არ უნდა ამოგიტრიალდეთ

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სოკოების კრეფა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მარშრუტის ზედა ნაწილში მობილური ოპერატორები შეუფერხებლად მუშაობს.
ხეობაში, ტრასასთან, მაგთი კარგად იჭერდა, ხოლო ჯეოსელს უჭირდა და ხან საერთოდ იკარგებოდა.


21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი

23. სასარგებლო ბმულები
ჯერ არ არსებობს

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 01:53
by Giorgi Bagrationi
ესეც ჩვენ
Image

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 09:41
by ilia
მშვეიერი ლაშქრობა იყო, ამინდშიც გაგვიმართლა :D, სიცხეს საერთოდ არ შევუწუხებივართ.

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 09:47
by ZVIOSULI
ეწს არის 40 კაცი სიაში
აუუუუ
შავი სია ასამუ-შავ-ებელია!!!!!!!!

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 10:02
by Mta Mkvarebia
ძალიან ვისიამოვნე გუშინდელი დღით :D . წვიმის, ტალახის და აღმართების მიუხედავად გადასარევი ლაშქრობა გამოგვივიდა. გული კი გვწყდებოდა, ამინდის გამო მთის წვერიდან ულამაზესი ხედებით რომ ვერ დავტკბით, მაგრამ ნისლის გვირგვინი ისეთ სილამაზეს სძენდა მთებს და ნისლიანი დაბურული ტყე ისეთ იდუმალებაში გვითრევდა, მართლა დავრწმუნდი, რომ ამინდში გაგვიმართლა :D

მზეწვერზე და მთავართაზე რომ არაფერი ვთქვათ :wink: .
დიდი მადლობა ბატონ გიორგის ამ სილამაზისთვის :D .
რეპორტაჟი ოდნავ მოგვიანებით იქნება :)

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 10:12
by Nino M
ძალიან ლამაზი ლაშქრობა გამოვიდა, მშვიდი და მდუმარე ტყე, საინტერესო ძეგლები, ჟუჟუნა წვიმა და ფუმფულა ნისლები, მთებზე მოფენილი ცხრის ფარა, აბა ასეთ ადგილებში ლაშქრობას რა სჯობს!!!!
თან ამ ყველაფერს დაემატა კახას დაბადების დღე და ექსპრომტად დამზადებული ტორტი და სიმრერა ,,რა ლამაზი დღეა" :D :D
დიდი ამდლობა ბატინ გიორგია, და ყველა მონაწილეს!!!

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 10:16
by Kavtaradze
უჰ მე დიდი სიამოვნება განვიცადე მანდ ასვლით თანაც 4-5 ჯერ უკვე :D

ისე გიორგი ბუჩაანი არ ქვია სოფელს, ბუჩაანთ კარი ქვია :)

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 11:08
by ჩიტუციო
ძაან მაგარი იყო გუშინდელი გასვლა. კარგ ამინდში რა საოცრება იქნება წარმომიდგენია :?


აუცილებლად წავალ კიდე. :!:

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 11:20
by Giorgi Bagrationi
Kavtaradze
ოფიციალურად ბუჩაანი ჰქვია, ყველა რუკაზე და საცნობარო ლიტერატურაში ასეა. ამდენად არ გვაქვს უფლება სხვანაირად ვუწოდოთ, თორემ ასე, ადგილობრივები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ისტორიული მეხსიერაბა დაკარგული აქვთ, მზეწვერის წმ. გიორგისაც "ლაშარობას" ეძახიან რადგან ლაშარობას აღნიშნავენ ხოლმე.

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 11:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
კგ გასვლა იყო.
Giorgi Bagrationმა მშვენიერი ძეგლები აღმომაჩენინა.
შემოდგომით, მაშინ, როდესაც მზიანი ამინდი და ოქროდ დაფერილი ბუნება იქნება, სიამოვნებით ავიდოდი.

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 12:04
by arcivi9
ჩემი ვიდეოები (მობილით გადაღებულები)

http://allshares.ge/download.php?id=587B31E223

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 12:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
მთავართას ციხესიმაგრე-სასახლე
Image

Image

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 13:32
by Naia
ძალიან კარგი გასვლა. ულამაზესი ბუნებით, მთებით, ნისლებით და რაც მთავარია, არაჩვეულებრივი ხალხით.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გიორგი ბაგრატიონს :)

პს. ვინც არ იცნობს წივწივას, შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი ლაშქრობაში დიდი განძია!!! თვალდახუჭული შეგიძლიათ ენდოთ! არ დამავიწყდება, როგორ მოარბენინებდა იმ ციცაბო და ტალახიან დაღმართებზე მხარზეგადაკიდებულ გოგოლას ფეხნაღრძობ პლიუსს :shock:

ტრულისნაირი მაისური მომინდა ეს რომ დავინახე :)

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 13:39
by lama
დიდი მადლობა უფალს, რომ ასეთი საოცარი ადგილები ნახვის საშუალება მომცა ჭართალში, მთიულეთში :)

დიდი მადლობა გიორგი ბაგრატიონს ამ იდეის განხორციელებისთვის :)

დიდი მადლობა ყველა ჩემს მეგობარს

გაიხარეეეეეეეეეეეეეეეეთ:)

ბუჩაანი - 26 მაისი

Posted: 27 მაი 2009, 14:15
by qvevri
რატომღაც ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ კიდევ გექნებათ სურათები გადაღებული.