მთიულეთი, ჭართალი,
დუშეთის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ბუჩაანი-მზეწვერის წმ. გიორგი-მთავართას კომპლექსი-ბუჩაანი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
საშუალოზე ოდნავ რთული
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1 კაცი - 21 ლარი ავტობუსისთვის (გაიზარდა პოტენციურ წამომსვლელთა არ წამოსვლის გამო) და კვებისთვის
6. მონაწილეთა რაოდენობა
24
7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
ბუჩაანი
8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
100 კმ ერთი მიმართულებით
9. ფეხით გავლილი მანძილი:
საერთო ჯამში 11 კმ, ავედით 970 მ. ზღვის დონიდან 1800 მ.-მდე
10. სანახავი ღირშესანიშნაობები
მზეწვერის წმ. გიორგი, მთავართას კომპლექსი, მერეს ციხე (ახლოდან ვეღარ მოვასწარით).
12. საბანაკე ადგილები:
მთავართას კომპლექსის ქვემოთ 200 მ.ში ნასახლართან.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მთავართას კომპლექსის ქვემოთ 200 მ.ში ნასახლართან და სოფ. ბუჩაანის სასაფლაოს ბოლოში ე.წ. "ნინას წყარო"
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი მთაში სასიარულო ფეხსაცმელი, ხელჯოხი, წყლის მათარა, ფარანი ბნელი ეკლესიის გასანათებლად
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისიდან - ოქტომბრის ჩათვლით
16. რისკები, საფრთხეები:
ტყეში გარეული მტაცებელი ცხოველები ბინადრობენ, დამქანცველი მთიდან დაშვებისას ფეხი არ უნდა ამოგიტრიალდეთ
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
სოკოების კრეფა
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მარშრუტის ზედა ნაწილში მობილური ოპერატორები შეუფერხებლად მუშაობს.
ხეობაში, ტრასასთან, მაგთი კარგად იჭერდა, ხოლო ჯეოსელს უჭირდა და ხან საერთოდ იკარგებოდა.
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი
23. სასარგებლო ბმულები
ჯერ არ არსებობს