Page 1 of 23

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
კახეთი, ქიზიყი, დედოფლისწყაროს რ/ონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-დედოფლისწყარო-ტარიბანა-ტახტი თეფა-ვაშლოვანი-დათვის ხევი-ალესილები-
მიჯნის ყურე-ბუღა მოედანი
-ზემო და ქვემო-ქედები-დედოფლისწყარო-არწივის ხეობა- თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე და 2 ღამე

4. სირთულე:
ჯიპ ტურისთვის საშუალო სირთულის

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სასტუმრო-საწვავ-მეგზურის დაქირავებიანად კაცზე 60-85 ლარი.
განსხვავებული ფასები მანქანის ხარჯებმა განსაზღვრა.

6. მონაწილეთა რაოდენობა
7 ჯიპი, 26 მონაწილე, + 1 მეგზური

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
რაიონული ცენტრი დედოფლისწყარო, აგრეთვე, სოფლები, ზემო და ქვემო ქედი და არხილოსკალო

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-დედოფლისწყარო-თბილისი-269 კმ
დაცული ტერიტორიები - 322 კმ
სულ 591 კმ და 258 მეტრი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სა1ო ჯამში 3,5 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტახტი თეფას ბუყბუყა კრატერები, იორის წყალსაცავი, დაცული ტერიტორიების ლანდშაფტები,
ხეობები, დათვის ხევში სპილოს უძველესი ჩონჩხის ნაწილი,
"ალესილი" კლდეები, შავი მთა და იქვე მონასტრიშ ნაშთები და სხვა.
არწივის ხეობაში მცირე ჩანჩქერები, ხეობის ზევიდან კი კავკასიონის მთები, ალაზნის ველები

12. საბანაკე ადგილები:
მიჯნის ყურეში, ვაშლოვანის ცენტრალურ ნაწილში, იორის წყალსაცავთან სასტუმრო კოტეჯებია.
დაბანაკებისთვის ხელსაყრელი ადგილებია მიჯნისყურეში, აგრეთვე, შავ მთაზე. მხოლოდ,
საჭიროა, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ოფიციალური ნებართვა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
კოტეჯებს წყალი აქვთ. დაცულ ტერიტორიებზე კი სასმელი წყლის მოძიება პრობლემაა.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, ჯიპ-ტურისთვის მოხერხებულად ჩაცმა, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, სასმელი წყალი. აგრეთვე, პირადობის მოწმობა ან პასპორტი დაცული ტერიტორიების დიდ ნაწილში (ტახტი თეფა, მიჯნის ყურე, ბუღა მოედანი)

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გაზაფხულის მე2 ნახევარი და შუა შემოდგომა

16. რისკები, საფრთხეები:
გველები სიცხეში. ფეხით სიარულისგან საჭიროა
ყურადღებიანად ყოფნა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ელია თეზბიტელის ტაძარი, ხორნაბუჯის ციხე, დაცული
ტერიტორიების სხვა ნაწილები

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ნებადართული თევზაობა და სეზონური ნადირობა ფრინველსა და ცხოველებზე,
ფრინველებზე დაკვირვება, ნავჯომარდობა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ტერიტორიების უდიდეს ნაწილზე მობილურები არ იჭერს.
ზოგი1 შემაღლებულ ადგილზე "მაგთი" და "ჯეოსელი" იჭერს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მეგზურები:
ამირანი 891 308697
თემური 855 540474

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
რუქას სხვა საჭირო მონაცემებით 23ე პუნქტში დადებულ ბმულებზეა

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9,0

23. სასარგებლო ბმულები
http://www.vashlovanipa.ge

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2862&start=0

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=33 ... sc&start=0

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1546

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:28
by L-O-M-I
GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი გასვლა გამოგვივიდა ! გაიხარე!

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:35
by Duckling
კარგი გასვლა გამოგვივიდა ! გაიხარე!
ვეთანხმები ლომს :)

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:37
by tamuna_gudarexi
ნა-თიას მოვაყოლე უკვე ამბები და დაწვრილებით კიდევ ველი თავგადასავლებს და ფოტოებს! :)

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:38
by GAMARJOBA SAKARTVELO
2009ის 15 ვარდობისთვეს, პარასკევს, საღამოს დედოფლისწყაროში 16ნი წავედით, გვიან ლომი და
ვანსკი შემოგვი1დნენ, შაბათს, 16ში დილით კი 8 წევრისგან შემდაგრი 2 ეკიპაჟი შემოგვი1და
ოფროუდერებისა და კარაველების სახით.
დილიდანდვე ტახტი თეფისკენ გავემართეთ, იქიდან საღამოს უკვე ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებსიკენ
გადავინაცვლეთ, სადაც დათვის ხევში 5 მილიონი წლის წინანდელი სპილოს ჩონჩხის ნაწილი ვნახეთ,
იქიდან შესანიშნავი ლანდშაფტის სანახავად ალესილებში გადავინაცვლეთ. უკვე დაბნელებულზე
კი მიჯნის ყურეში ვიყავით. დავბანაკდით, ვიქეიფეთ.
კვირას,
17ში უკვე ბუღა მოედანზე წავედით, შემდეგ შავ მთაზე ავედით, რომელიც სინამდვილეში
მწვანეა, მაგრამ ეს სახელი შორიდან დანახული შეფერილობის გამო მიიღო, 5 სთზე კი ისევ
დედოფლისწყაროში ვიყავით და ნაწილი არწივის ხეობაში შევიდა, ნაწილი მას ზევიდან მოექცა.
ღამის 12ზე ყველა შინ იყო. თუ ვინმემ სადმე გადაუხვია, ეგ არ ვიცი.
ყველას დიდი მადლობა, მონაწილეობისთვის, სასიამოვნო განწყობისთვის, 1სულოვნებისთვის.
ეს იყო გასვლა პრობლემების გარეშე. თუ არ ჩავთვლით, იმას, რომ მეგზურს კოტეჯებისთვის თეთრეულის
წამოღება დაავიწყდა.
რამაც ძნ აღმაფრთოვანა, 7 მანქანა სრულიად 2განიზებულად, მოწესრიგებულად დადიოდა. იყო სრული გაგება.

ნელ-ნელა ფოტოებს შემოგთავაზებთ

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:40
by keto
L-O-M-I wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
კარგი გასვლა გამოგვივიდა ! გაიხარე!
უძალიანკარგესი :D რეპორტაჟს და ფოტოებს ველი სულმოუთქმელად :roll:

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 11:48
by L-O-M-I
GAMARJOBA SAKARTVELO
7 მანქანა სრულიად 2განიზებულად, მოწესრიგებულად დადიოდა. იყო სრული გაგება
რაციების დამსახურებაა და ნეო-ზ ამისათვის დიდი მადლობა! მართლა კარგი რამაა ეს რაციები :)

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:04
by SHORENA
უფ კარგი იყო აფრიკა, მართალია ლომები კი არადა გიურზაც არ გვინახია მაგრამ მაინც :D... მიუხედავად იმისა რომ სიცხემ, მტვერმა და უწყლოობამ ცოტა შეგვაწუხა მაინც მაგარი იყო, თითქოს მართლა სადღაც არა ამქვეყნიურ ადგილებში ვიყავით :) ...

ხოდა მაინც, ამ აფრიკული შეგრძნებების შემდეგ შავი მთის და არწივების ხეობის სიმწვანე მე პირადად ძალიან მეამა და კარგი დასასრულიც იყო...

ამ ყველაფრისათვის დიიიიიდი მადლობა გოგას- იგივე გამარჯობა საქართველოს, ასევე დიდი მადლობა უსაყვარლეს ადამიანებს გეგას -იგივე ნეოზს-იგივე ავტომოყვარულს და მის პლიუსებს ბექა შტურმანს და ირაკლი ადამიანს :lol:, ხოდა ვაშლოვანის აფრიკული ლანდშაფტი და არომატი რომ განსაკუთრებულად შეიგრძნო ნეოზის მანქანით უნდა იმგზავროოო და მე ძალიან გამიმართლააა :lol:

მოკლედ, უძალიანკარგესი 2 დღე გამოგვივიდა და მადლობა ყველააააას! :)

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:10
by Ninukala
ხალხო ფოტოები დადეთ... :( და ისე მოყევით....

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:13
by keto
SHORENA
ლომი არ გვინახავსოო? :shock: აბა ერთი პოსტით ზევით აიხედე :D
ისე მე, ციციმ, გოგამ და ქსოვრელმა ვნახეთ გველი და ამირანს რომ ვაჩვენეთ, დანამდვილებით ვერ თქვა (თავი არ უჩანდა გველს კარგად ფოტოზე), მაგრამ გიურზა უნდა იყოსო გვითხრა.

მე მართლა ვერ გამოვდივარ ჯერ იქიდან. ძალაინ დიდი მადლობა გოგას და ნაიას ორგანიზებისთვის, გეგას და ბექას ხომ პერსონალური მადლობა ეკუთვნით ჩემგან, ძალიან კარგები ხართ!!! ჩემს ეკიპაჟს მადლობა, ოფროუდერებს და მოკლედ ყველას რაა :D გავილექსე, ტრიბუნა და ხელში ოსკარის ფიგურა მაკლია რა :lol:

ხო, და კიდევ ერთი, მინდა ავღნიშნო, რომ მეგზური გვყავდა არაჩვეულებრივი ადამიანი, ამირანი, უკეთილშობილესი, თავის საქმეზე შეყვარებული და ათიანზე კი არა ასიანზე მცოდნე.

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:25
by SHORENA
keto
:lol: :lol:
ნუ, მე 4 ფეხა ვიგულისხმე, თან აფრიკული :lol: ისე კი ყველა 'ლომი' ხართ ვინც საჭესთან იჯექით :wink:

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:55
by GAMARJOBA SAKARTVELO
აგერ, ბატონო, ამ გასვლის მონაწილენი:
Image

Image

Image

და ჯიპებიც
Image

1 დღეს ვნახეთ:
1. ტახტი თეფა და იორის წყალსაცავი, გზად ჩავუარეთ ჭაჭუნის აღკვეთილს
2. ვაშლოვანის ნაკრძალის ფრაგმენტები
3. დათვის ხევი ხეობით და სპილოს ძვლების ნაშთებით
4. ალესილები და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ხედები

მ2 დღეს:
5. მიჯნის ყურე ალაზნით
6. ბუღა მოედანი
7. შავი მთა მონასტრის ნაშთებით
8. არწივის ხეობა ზემო და ქვემო ქედისა და არხილოსკალო-დედოფლისწყაროს გავლით

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:57
by აცაბაცა
Image

Image

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:57
by GAMARJOBA SAKARTVELO
Image

Image

Image

ქართული აფრიკა: ვაშლოვანი-ტახტი თეფა-არწივის ხეობა, სხვაც

Posted: 18 მაი 2009, 13:59
by GAMARJOBA SAKARTVELO
ალესილები
Image

Image