Page 6 of 10

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 16:58
by Tamari-ch.
ქვევრი და ქვევრი
:D


Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:02
by Tamari-ch.
ავიღეთ გეზი ჯებოტასაკენ -

გზაზე თიანეთში სულ ასეთი სერებია!

ბიბინა მწვანე ფერები!


Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:06
by Tamari-ch.
გავიარეთ სოფელი ზარიძეები , თუშურები -

საინტერესო ისაა, რომ საცხოვრებელი სახლებიც კი ასეთი ქვებითაა ნაშენი -
როგორსაც ძველად იყენებდნენ


Image

შევედით ჟებოტაში -
გადავიარეთ ხიდი -
და გეზი ავიღეთ მარცხნივ -
ჩრდილოეთისაკენ -
სოფელ გოჯიანისაკენ

იქ გვეგულებოდა წმინდა მარიამის კომპლექსი...

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:10
by Tamari-ch.
როგორც კი ჟებოტადან გავედით - კლდეზე შევნიშნეთ ჟებოტას ეკლესიების ნანგრევები -
რომელიც ჩვენს გეგმებში არ შედიოდა.
ქვევრიმ უკვე აჩვენა წყარო -

Image

სადაც გზა იყოფა ორად -
ერთი მიდის პირდაპირ სოფელ გოჯიანში

ხოლო მეორე უხვევს მარჯვნივ ახალსოფელში -
კითხვა კითხვით მივდივართ....

არცერთმა სოფლელმა არ იცის გოჯიანების წმ მარიამის - დედა მარიამის კოლმპლექსი -
მხრებს იჩეჩავენ...

ჩვენც დავიბენით...
დავდივართ წინ და უკან...

მერე მეორე სახელი გამახსენდა - იხინჭა -
და კიო მაგი ვიცითო...

სოფლის ბოლოს რომ სასაფლაოა - იქააო...

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:17
by Tamari-ch.
საბედნიეროდ ქვევრის აღმოაჩნდა გიორგი ბაგრატიონის ტელეფონი
ვურეკავთ და ვეკითხებით -

და ვიწყებთ სიარულს უკვე ახალი ინსტრუქციებით -

სოფლიდან რომ გამოხვალთ იქვე მარჯვნივ არის გადასახვევის სასაფლაოსკენ...

აი აქ ჩანს ეს სოფელიც და სასაფლაოც - მარჯვნივ ქვემო კუთხეში

Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:27
by Tamari-ch.
აქ კიდევ ერთი იაღლიში მოგვივიდა -
სასაფლაოს გვერდი ავუარეთ და წავედით ჯერ მარჯვნივ რაღაც გზაზე -
მერე მივხვდით რომ ეს გზა ახალსოფელისაკენ მიდიოდა -
დავბრუნდით უკანა და ახლა
წავედით სასაფლაოს მარცხნივ -
რაღაც გზისმაგვარი იყო თითქოს -
მერე ვხედავთ, რომ გზა აღარაა -
:shock:

არც კაციშვილია რომ ვკითხოთ ამბავი -
თამაზიმ გაზს დააჭირა და გადავედით მინდორზე -
უკვე მიქრის ჩვენი სამარშრუტო მინდორზე -
და ახლა ჩვენ გაგვყავს გზა...
:)

აიჭრა ჩვენი "ლურჯა" მთაზე და მიადგა ტყეს...
ახლა საით??
:roll:
:lol:

უცებ მოპირდაპირე გორაზე შევნიშნეთ ეს პატარა ეკლესია -
და
დავინახეთ მწყემსები
Image

Image

გვეშველა!! -
მივედით ერთ ბაბუსთან
"ეგა შვილო სხვა ეკლესიაა - კოპალას ვეძახითო -
იხინჭა მაღლაა მთაშიო - ტყეშიაო -
ადით ამ გორაზეო -
ტყეში შეხვალთ და მერე სწორზე ახვალთ ტყეში და დაინახავთო იქო...
ერთ ნახევარი საათის გზააო.."
უკეთესი იქნება თუ სასაფლაოსთან გახვალ და ხრეშიან გზას აუყვებითო -
პირდაპირ მიგიყვანთო"... -

წამოვედით უკან -

Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:41
by Tamari-ch.
სასაფლაოს გვერდით მარცხნივ, მართლაც რაღაც ხრეშისმაგვარი გზა ამოდის -
აი ეს -

Image


Image

ამას იმიტომ გაჩვენებთ დეტალურად რომ მეორეჯერ წასულებს აღარ აგერიოთ ჩვენსავით და აღარ იწვალოთ - -

შევედით ტყეში -

Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:47
by Tamari-ch.
ბევრი ვიარეთ ტყეში -

წვიმაც წამოვიდა -

ქვევრი და ლეგენდა წავიდნენ წინ -
ჩვენ გადავწყვიტეთ დავლოდებოდით დაზვერვის შედეგებს...

Image

დავიღალეთ...
Image

ამიგო ერთობოდა თავისთვის...
Image


30 წუთი იმოძრავეს ქვევრიმ და ლეგენდამ - მთის კენწეროზე ავიდნენ -
ვრეკავ და მეუბნებიან - არაფერი არ არისო...
ცალკე მიდის გადარეკვები გ. ბაგრატიონთან -
ვერ ნახეს ვერაფერი...


ჩვენ ველოდებით -
და ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შევეშვათ და დავბრუნდეთ უკან..
გარშემო ტყე კი ულამაზესი!
Image

30 წუთი კი გვითხრა იმ ბაბუმ,
მარა ჩვენ კი ის ვერ გავითვალისწინეთ, რომ ბაბუსთვის 30 წუთი-
ჩვენს 15 წუთს უდრიდა.
:lol:

ბაბუს და ჩვენი ტემპები სხვადასხვა იყო!
:lol:

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:50
by Tamari-ch.
ანუ -

აი ამ ტყეში რომ ავედიტ -
კიდევ გზა აღარ უნდა გაგვეგრძელებინა წინ -
ეს ტყე ვაკე ადგილასაა

Image

15 წუთი უნდა ამ ტყეში შესვლას -

(ანუ ბაბუს 30 წუთი :lol: )

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 17:55
by Tamari-ch.
უკან დაბრუნება გადაწყდა -
და ისიც ითქვა სხვა გზით დავბრუნდეთო
(ჩვენ რომ ავედით იმ გზას მეორე სამანქანო გზა უერთდებოდა)

მაგრამ ვთქვი - მოდი ისევ იმ გზით დავბრუნდეთ -
იქნებ გაგვიმათლოს და იმ ტყეში იყოს მეთქი-
ეკამ მითხრა - "არაა იმ ტყეში არაფერი - მე უკვე ვიარეო"...
ავიჩემე - "მაინც ასე დავბრუნდეთ მეთქი"...

სხვები გავიდნენ იმ გზაზე - რითაც მოვედით -
მე კი გეზი ცოტა მარჯვნივ ავიღე-
და დავიწყე ტყეში ბოდიალი...
უცებ რაღაც მომელანდასავით -
ჯერ გავჩერდი იქნებ ვცდები თქო...

ავუჩქარე ნაბიჯს -
ჰოდა ცოტა ხანში ისეთი კივილი ავტეხე - გულგახეთქილი ბავშვები აქეთ გამოვარდნენ
ბავშვების ნაწილი ჩასული იყო უკვე თამაზისთან -
ამოვარდნენ უკან!
:lol: :lol:

აი ასეა ჩამალული სიმწვანეში იხინჯას კომპლექსი -
უცებ ვერც კი შეაჩნევთ...

Image

ვურეკავ ქვევრის და ვკივივარ -
ჯერ ვერც კი გაიგო რას ვეუბნებოდი...
:lol:

ვნახეეეეთ - ვიპოვეეეეეეეთ!!!!!!!!!!

Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 20:42
by Tamari-ch.
იხინჯას კომპლექსი საინტერესოა თავისი აგებულებით -

ორსართულიანი ეკლესიაა -
რომელიც დაშენებულაი სვეტზე -

აი ეს ნაწილი სავარაუდოდ უნდა იყოს ყოფილი სვეტი -

Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 20:51
by Tamari-ch.
ეს ორსართულიანი ეკლესია -

Image

იქვეა სამრეკლოც

Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 21:28
by Tamari-ch.
გვერდით დანგრეული ეკლესია დგას -

Image


რომლის შიგნით შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და წარწერები

Image

საკურთხეველი
Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 21:29
by Tamari-ch.
ორსართულიანი ეკლესიის შიგნით შემორჩა დედა მარიამის სახე -

Image

კიდევ არის იქ ფრაგმენტები -
თუმცა გაურკვეველი -


Image


Image

ფუძნარის გარშემო - 17.05.09

Posted: 18 მაი 2009, 21:34
by Tamari-ch.
ორსართულიანი ეკლესიის მეორე სართულზე შემოსასვლელი კარის თაღი -

Image