ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:21

1. რეგიონი:
მცხეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი- ზემო ნიჩბისი - ქვემო ნიჩბისი - სასხორი - თბილისი


3. ხანგრძლივობა:
1 დღე


4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1,5 ლარი ღირს სარეისო - თბილისი - ნიჩბისი
სულ 3 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
2 - მე და ბალახა (გიო)

7. ორგანიზატორი
მე

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ძეგვი. მცხეთა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 80 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ზუსტად არ ვიცი -
ბევრი ვიმოძრავეთ სოფლის შიგნით - ალბათ სულ 10 - 11 კმ
ზემო ნიჩბისამდე 3 - 4 კმ -
+ კიდევ ტყეში 1- 2 კმ
და ძეგლებამდე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ბევრი ძეგლია - სულ დავითვალე 13 ძეგლი -
და გარდა ამისა მითხრეს ტყეშიაო კიდევ რამდენიმეს ნანგრევბი...

12. საბანაკე ადგილები:
ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წყაროა ქვემო ნიჩბისშიც და ზემო ნიჩბისშიც.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
განსაკუთრებული არაფერი.
მოხერხებული ფეხსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი, ზამთარიც კი.

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული,
მოსახლეობა მშვიდად შეგვხდა და მაქსიმალურად დაგვეხმარენ

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ძეგვი, დიდგორი, წინარეხშია ასევე ძეგლები

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური იჭერს

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
7-8


აგრეთვე, "კარავის" გასვლის გეგმა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1388
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=153403#153403
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=87


რუქა აღებულია გ.ბაგრატიონის დისკიდან
და მე დავამატე ის ძეგლები რომელიც არ იყო აღნიშნული

Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Naia » 13 მაი 2009, 23:35

Tamari-ch.
როგორც იქნა წახვედით :)

დიდი ინტერესით ვადევნებ თემას თვალს. მაინტერესებს რა ძეგლები ნახეთ :) უმზეურაში იყავით?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:37

11 მაისს საღამოს მირეკავს გიო და ვეუბნები, რომ სამსახურის გამო ხალხი არ დარჩა
და შევრჩით ერთმანეთს მე და გიო.
მერე რაო - მითხრა
წავიდეთო -
შეიძლება იწვიმოს თქო - ვუთხარი -
საწვიმარს წამოგიღებო - მიპასუხა

ჰოდა წავედით.
:D


დილით მართლა წინწკლავდა -
მაგრამ განწყობა იყო შესანიშნავი -

დიდუბეში შევხვდით ერთმანეთს -
გზაში დავაზუსტეთ სარეისოების გასვლა მოსვლა -
ნიჩბისელებმა შესანიშნავად აგვიხსნეს გზაში რომელს საათზე რა სარეისო დადიოდა...

და ჩავედით ნიჩბისში -

მე პირველ რიგში მაინტერესებდა ზემო ნიჩბისი, ვინაიდან ვერც ლიტერატურაში და ვერც რუქებზე (მათ შორის გ. ბაგრატიონის რუქაზე) ზემო ნიჩბისის ძეგლები აღნიშნული არ იყო..
არადა ნიჩბისელმა მღოლმა 2 კვირის წინ მიხსენა აკაკიების ეკლესია და იქ კიდევ რამდენიმეაო...


შაბიამნისფერი წერტილით აღნიშნულია სარეისოს ბოლო გაჩერება-
(ისე ცნობისათვის - 2 საათზე თბილისიდან გამოსული სარეისო ადის ზემო ნიჩბისამდე..)

იქვე გზაზე მილები ჰყრია.
იმ ადგილას გზა იყოფა -
ერთი გზა (მარჯვნივ) ადის ზემოთ - ზემო ნიჩბისისკენ
და მეორე კი გრძელდება მდინარის გასწვრივ

მოგვიანებით გავიგეთ რომ მდინარის პირას მიმავალი გზა უმზეურასკენ მიდიოდა -
სამწუხაროდ ამის გამო ეს ძეგლი გამოგვრჩა.
უმზეურა არ გვინახავს...

ია ეს გზა, რომელიც ადის ზემო ნიჩბისისაკენ
Image

და ბალახა ამ გზაზედა..
:)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:40

Naia
უმზეურა უკან დაგვრჩა
და უკვე შუადღეს, როცა ჩამოვედით ზემო ნიჩბისიდან
მხოლოდ მაშინ გავიგეთ,
რომ ეს ძეგლი უკან დაგვრჩა
-ანუ ისევ მაღლა უნდა ავსულიყავით -
და ამიტომ გადავწყვიტეთ აღარ წავსულიყავით იქ..
უნდა ითქვას, რომ როცა ფეხით მიდიხარ -
ერთ დღეში ყველა ძეგლის ნაგვა ნიჩბისის გარშემო ვერ ესწრება.
სხვააა როცა მიდიხარ საკუთარი მანქანით...

პირველ რიგში ადგილობრივებს ვკითხე აკაკების ეკლესიაზე.
აკაკების ეკლესია არისო გზის პირას -
გვაჩვენეს ეს გზა - "აი ზემოთ რომ ხეს ხედავთო - იმის ძირშიაო"...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:44

ნელ ნელა ავდიოდით ზემოთ აღმართზე -
და ჩვენგან მარჯვნივ შესანიშნავი ხედები გადაიშალა -

ლამაზად მოსჩანდა წმ ნიკოლოზის ეკლესია და ციციშვილების რეზიდენცია

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:48

საკმაოდ ვიარეთ - ალბათ 3 კმ -მდე...

რაც უფრო მაღლა ავდიოდით -
მით უფრო მომხიბვლელი იყო ბუნება
ამინდმაც ნელ ნელა იბრუნა პირი

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:55

უნდა ითქვას, რომ სოფელი ნიჩბისი ქართლის ერთ ერთი უძველესი სოფელია.
მცხეთასთან და მეჯვრსხევთან ერთად იგი ითვლებოდა მეჭურჭლეობის განთქმულ ცენტრად,
ვინაიდან აქ ყოფილა კვარცის ქვიშის საბადოები..
მართლაც უცნაური შენების კლდეებია აქ...


ნიჩბისი ნახსენებია გიორგი II - ის - 1072 წლის სიგელში -
მეფე გიორგის ეს სოფელი შიომღვიმეს მონასტრისთვის შეუწირავს..

1615 წელს მეფე ლუარსაბს ნიჩბისი ქაიხოსრო და მერაბ ციციშვილებისთვის უბოძია.
იმის მერე ეს სოფელი ციციშვილების რეზიდენციად იქცა.

XVIII საუკუნეში სოფელი გაჩანაგდა ლეკების გამუდმებული შემოსევებისგან..
ამ საუკუნის ბოლოს აქ 5 კომლიღა იყოო დარჩენილი...

:?

აი ასეთ მწვანე გორებია ნიჩბისში -
შორს, შორს კი მოსჩანს წმ ნიკოლოზის ეკლესია...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 13 მაი 2009, 23:57

როგორც იქნა ავედით მთის თავზე

და დავინახეთ პაწაწინა ეკლესიის ნანგრევები..

Image

იგი მდებარეობს ხის ძირში -
და ზუსტად მის მერე იწყება ზემო ნიჩბისი...

Image
Last edited by Tamari-ch. on 15 მაი 2009, 21:58, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:10

რატომ ჰქვია აკაკების ეკლესია?
:roll:

აკაკები -აკაკია -
სულხან საბას განმარტებით აკაკი - ხეა
"ბრინჯის ხის ხილი"
:roll:

მ.ჯანელიძის აზრით - აკაკია აკაცია უნდა იყოს

ა. მაყაშვილი აკაკის განმარტავს როგორც ძელქვას - ბრინჯის ხეს, ხებარდას,
Celtis caucasica Willd. - каменное дерево - კავკასიური აკაკი

არ ვიცი ეს ის ხეა თუ არა -
მაგრამ ამ პატარა მიტოვებული ეკლესიის შიგნით
ამ ხემ ჰპოვა თავისი ბინა...

Image

ლამაზადაა ჩაზრდილი ეკლსიაში
და ფესვებით შემოჰხვევია საყდარს - თითქოს იცავსო..

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:13

აქ საკურთხეველივით უნდა ყოფილიყო...
Image

არ ვიცი სალოცავი იყო ეს ადგილი თუ ვინმე დიდებულის საძვალე ეკლესია,

მაგრამ ასეთი პატარა სალოცავებ მრავლადაა ამ არემარეში -
არცაა გასაკვირი -
ეს სოფელი ყველაზე ცოტა 10 საუკუნეს ითვლის -
და ვინ იცის რამდენ თაობას ულოცია აქ...



Image
Last edited by Tamari-ch. on 14 მაი 2009, 00:18, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:17

განვაგრძეთ გზა -
ზემო ნიჩბისელმა ქალბატონმა გვითხრა - სოფელში -
ძველი სკოლის უკან კიდევ ერთი ეკლესიააო -
წმ მარიამის სახ.

ახლოს გზაზე კი წმ გიორგის ნიშიაო -

ნიშიც ვნახეთ , საკმეველი ვაპკურეთ
Image

ქვევრებიც იყო იქვე -
და საფლავის ქვაც...

Image

Image


Image
Last edited by Tamari-ch. on 15 მაი 2009, 21:59, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:24

ზარს ჩამოვკარით -
ლოცვა ვთქვით -
და გავაგრძელეთ გზა...

Image

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:27

ძალიან ლამაზი ახლადაბიბინებული მწვანე ფერები იყო გარშემო -

და დიიიდი მინდვრები -

გიოს ნიჩბისელი ცხენი მოეწონა და გადაწყვიტა გასაუბრებოდა მას -
მგონი ცხენიც "გაიპრანჭა "-
:lol:

მერე სამახსოვრო სურათიც გადავიღეთ..
:D


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:30

ზემო ნიჩბისის "ცენტრში"
ასეთი ლამაზი ტირიფი დგას -
იქვეა წყაროც...


Image


სწორედ ამ ხესთან უნდა აუხვიოთ ზემოთ მარჯვნივ -
ძველი სკოლის შენობისკენ

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ნიჩბისი - მინილაშქრობა 12 მაისს

Post by Tamari-ch. » 14 მაი 2009, 00:31

აღმართის ავლის მერე გამოჩნდება შემოღობილი ადგილი
შიგნით კი ეკლესიის ნანგრევებია -

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]