საინტერესო მოსაყოლი ბევრი არაფერია, მხოლოდ სურათებს გაგიზიარებთ ცოტაოდენ საინტერესო მოსმენილი ისტორიებითურთ...
ვიყავი მარტო, ვმოძრაობდი ავტოსტოპით, ვიკვებებოდი იმით რითიც მიმასპინძლდებოდნენ და საერთო ჯამში დავხარჯე 10 ლარი.
აბასთუმანში მოვხვდი 17 აპრილს, წითელ პარასკევს. ამინდი საზიზღარი იყო, ციდან რაღაც გაურკვეველი თოვლი თუ წვიმა მოდიოდა, ბინდი იყო და ციოდა... მეორე დღეც ასეთივე არასასიამოვნო იყო.
მოიხედავად ამისა ერთ ადგილას არ გავჩერებულვარ...
კურორტი როგორც მოგეხსენებათ რომანოვების მიერ არის აშენებული, ნიკოლოზ მეორეს ჭლექიანი ძმისთვის. მიუხედავად უიმისა რომ რომანოვებისადმი არავითარი სიმპატიები არ გამაჩნია, კურორტი ლამაზად გააშენეს, უნდა ვაღიარო. კომუნისტებმა ააშენეს რამდენიმე უმახინჯესი "ხრუშჩოვკა" და მოაწყვეს საკავშირო მნიშვნელობის კურორტი ჭლექიანებისთვის. კურორტის მოსახლეობაც ძალიან შერეულია, ზოგი აქ ქვედა სოფლებიდან გადმოსახლდა, ზოგიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოვიდა სამკურნალოდ, შემდეგ კი დარჩა და სანატორიუმებში მუშაობა დაიწყეს. დღეს სამწუხაროდ კურორტის ცხოვრება თითქმის მკვდარია, სანატორიუმები გაპარტახებულია, შენობები ლპება და ნელნელა ნადგურდება... არა და რომ მიეხედოს სიღნაღზხე გაცილებით ლამაზი გამოვიდოდა, თან ტურისტული თვალსაზრისით გაცილებით პერსპექტიული. თუმცა მგონი რაღაც ნაბიჯები უკვე იდგმევა, მაგრამ მეტი აქტიურობაა საჭირო.
