შიდა ქართლი: კასპის და გორის რაიონი.
2. მარშუტი:
თბილისი-ახალქალაქი-ერთაწმინდა-რკონი-სამოჭალა-იკვი-წითელწყარო-საყავრე-ფიცესი-ხოვლე-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
3 დღე
4. ტრანსპორტი:
თბილისი - ახალქალაქი 2.5 ლ. მინიბუსები გადიან დიდუბიდან: 9-ზე, 12 - ზე, 15 საათზე და 18 საათზე. მძღოლთა ტელ: 899283872, 893283445 ორივეს ქვია ვანო ( ამ ინფოსთვის უღრმესი მადლობა თამარი_ჩს).
ახალქალაქიდან რკონამდე ტაქსი: 25 ლ.
ხოვლე - თბილისი 3 ლ. ხოვლედან ბოლო მინიბუსი გამოდის 5:30ზე.
5. მონაწილეთა რაოდენობა
1. ქსოვრელი.
2. ჩიტუციო.
6. ამ გზაზე არსებული სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სუ სუ თავიდან თუ დავიწყებთ, მაშინ...
ფავნისი, ერთაწმინდა, ჩაჩუბეთი, რკონის სამონასტრო კომპლექსი, რკონის ციხე, რკონის ხიდი, სვეტი, იკვი, სამოჭალოს წმინდა გიორგის ეკლესია, წითელწყაროს ნათლისმცემელი, მთადეკეულის წმინდა გიორგი, ჭიანთის ეკლესია, საყავრეს ღვთისმშობლის ეკლესია, საორბისის წმინდა გიორგი, ხოვლეს შემოგარენი... მარა ამ ყველაფრით რომ დატკბეს ადამიანი 1 კვირა მაინც დასჭირდება.

7. რისკები, საფრთხეები:
მგლები, განსაკუთრებით წითელწყაროში.
8. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თეძამის ხეობაში არ იჭერს. წითელწყაროში არაა პრობლემა. წითელწყაროდან საყავრეში ასვლისას რაღაც მონაკვეთზე არ იჭერს, საყავრედან ფიცესში გადასვლისასაც ხან იჭერს და ხან არა. ფიცესიდან ხოვლემდე არ იჭერს.
9. სასარგებლო წიგნები
ს. მაკალათია, თეძამის ხეობა.
საქართველოს კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5.
ი. გომელაური, ერთაწმინდის ტაძრის არქიტექტურა...
ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ამ წიგნებიდანაა მოძიებული.
10. რუქები.



