თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი
Posted: 01 ოქტ 2005, 18:33
მაგარი იყო!
დიდი მადლობა ბატონ რობინსონს!
მალე ჩემთან დავდებ სურათებს და ბმულსაც მოგცემთ.
ქვემოთ მოყვანილი მოგზაურობის აღწერა შემოგვთავაზა kakha-მ (admin)
1. მარშრუტი: თელათგორი - ლავრისხევი - ტაძერი ლავრა - წინარეხი - მაღალლანთ ეკლესია - ქვათახევი
2. საწყის პუნქტამდე ანუ თელათგორამდე მიდის მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან. შეიძლება კაცი გაყვეს წინარეხი მარშრუტკასაც, რომელიც ასევე თელათგორში შეივლის. მანქანით მგზავრობისას მცხეთიდან უნდა წახვიდეთ არმაზისხევისკენ (გზა მცხეთის სადგურთან იყოფა), შემდეგ გაივლით ძეგვს, სასხორს, ნიჩბისს და მიადგებით გზისსაყარს სადაც ფირნიშია მიმართულებების ჩვენებით. ერთი გზა მიდის თელათგორში, მეორე წინარეხში და მესამე გორში. ლავრისხვეში მოსახვედრად უნდა გაყვეთ თელათგორის გზას. თელათგორის ჩრდილოეთით არის სოფელი ლავრისხევი. გზა ლავრიხევამდე დიდებული არაა მაგრამ მსუბუქი მანქანით თავისუფლად მიხვალთ. სამწუხაროთ კილომეტრაჟი არ დამინიშნია, მაგრამ ალბათ ასე 40-50 კმ იქნება.
მაღალაანთ ეკლისიასა და ქვათახევისკენ სამანქანო გზა გადის სოფელ წინარეხზე, ანუ ლავრისხევიდან უნდა დაბრუნდეთ უკან გზისსაყართან და იქიდან გაემგზავროთ წინარეხისკენ. წინარეხიდან ორიდ კილომეტრში არის მაღალაანთ ეკლესია, ხოლო თუ გზას გააგრძელებთ 4 კილომეტრში ქვათახევია. აქაც გზა იდელაური არაა მაგრამ მსუბუქი მანქანით მიისვლება. ყველაზე რთული მონაკვეთია აღმართი მაღალაანთ ეკლესიასთან თუ ნაწვიმარია, რადგან გრუნტი თიხიანია და შეიძლება ამ აღმართის გავლა გაგიჭირდეთ.
3. უკან წამოსვლა იგივე გზით ხდება.
4. მაშრუტი არაა რთული და მისი ვარირება შიძლება. ჩვენ ცალკე ვნახეთ ლავრა, რომელიც სოფ. ლავრისხევიდან ორიოდ კილომეტრშია და სადამდეც მიდის გრუნტის გზა, ძლიერ დაზიანებუული. ნაწვიმარზე ეს გზა საკმაოდ ტალახიანია. ლავრის ნახვის შემდეგ ჩვენ უკან ლავრისხევში დავბრუნდით და მანქანით წავედით მაღალაანთ ეკლესიისკენ. როგორც მწყემსებმა გითხრეს ლავრიდან ქვათახევამდე ასე 5-6 კმ უნდა იყოს, მთავარია ქვათახევისკენ დროზე გადაუხვიოთო. ერთ ადგილას ბილიკი იყოფა, ორიენტირად მიგვითითეს ბილიკების საყარზე პანტები (5-6 პანტის ხეა იქო და იმ ადგილს პანტიანს ვეძახითო).
თუ ჩვენსავით მაღალაანთ ეკლესიისკენ წახვალთ მაქანით იქიდან ქვათახევამდე ფეხით მისვლა პრობლემა არაა - კარგი გრუნტის სამანქანო გზა მიდის, სულ ოთხიოდე კილომეტრია. ერთ ადგილას ხიდი შეგხვდებათ და მსაზე უნდა გადახვიდეთ. ხიდამდე გზა იყრება. თუ მარჯვნივ ჩრდილოეთით (თუ მხარი არ მეცვალა) წახვალთ მიადგებით ნასოფლარ პარატისს, რომლის თავზეც მთის მაღალ კონცხზე დგას თავკავთის ციხე და შიგ წმ. გიორგის ეკლესია.
5. მაღსრუტს ერთ დღეზე მეტი არ დასჭირდება თუ მისი გართულება, სხვა ძელგების დამატება არ გადაწყვიტეთ.
6. ამ მარშრუტზე ნახავთ მეათე საუკუნის ტაძარს ლავრას (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 173), ასევე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მაღალაანთ ეკლესიას (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 214, ასევე ბერიძე ვ. მაღალაანთ ეკლესია, ”ქართული ხელოვნება”, თბ. 1959, ტ. 5) და მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნის ქვათახევის მონასტერს (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 199, ასევე მელქისეთ-ბეგი ლ. არქეოლოგიური მოგზაურობა კავთურის ხეობაში 1923 წელს, ტფ. 1925 - თფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. 5)
7. საცნობარო ლიტერატურა წინა პუნქტიშია მითითებული
8. საბანეკე ადგილები ყველგან მრავლადაა. წყაროები სადაა არ დაგვიდგენია.
9. n/a
10. მარშრუტი შედგა 2005 წლის 1 ოქტომბერს.
11. იხილეთ რუკა