Page 1 of 5

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 01 ოქტ 2005, 18:33
by navigator
მაგარი იყო!
დიდი მადლობა ბატონ რობინსონს! :lol:
მალე ჩემთან დავდებ სურათებს და ბმულსაც მოგცემთ.

ქვემოთ მოყვანილი მოგზაურობის აღწერა შემოგვთავაზა kakha-მ (admin)

1. მარშრუტი: თელათგორი - ლავრისხევი - ტაძერი ლავრა - წინარეხი - მაღალლანთ ეკლესია - ქვათახევი
2. საწყის პუნქტამდე ანუ თელათგორამდე მიდის მარშრუტკა დიდუბის სადგურიდან. შეიძლება კაცი გაყვეს წინარეხი მარშრუტკასაც, რომელიც ასევე თელათგორში შეივლის. მანქანით მგზავრობისას მცხეთიდან უნდა წახვიდეთ არმაზისხევისკენ (გზა მცხეთის სადგურთან იყოფა), შემდეგ გაივლით ძეგვს, სასხორს, ნიჩბისს და მიადგებით გზისსაყარს სადაც ფირნიშია მიმართულებების ჩვენებით. ერთი გზა მიდის თელათგორში, მეორე წინარეხში და მესამე გორში. ლავრისხვეში მოსახვედრად უნდა გაყვეთ თელათგორის გზას. თელათგორის ჩრდილოეთით არის სოფელი ლავრისხევი. გზა ლავრიხევამდე დიდებული არაა მაგრამ მსუბუქი მანქანით თავისუფლად მიხვალთ. სამწუხაროთ კილომეტრაჟი არ დამინიშნია, მაგრამ ალბათ ასე 40-50 კმ იქნება.
მაღალაანთ ეკლისიასა და ქვათახევისკენ სამანქანო გზა გადის სოფელ წინარეხზე, ანუ ლავრისხევიდან უნდა დაბრუნდეთ უკან გზისსაყართან და იქიდან გაემგზავროთ წინარეხისკენ. წინარეხიდან ორიდ კილომეტრში არის მაღალაანთ ეკლესია, ხოლო თუ გზას გააგრძელებთ 4 კილომეტრში ქვათახევია. აქაც გზა იდელაური არაა მაგრამ მსუბუქი მანქანით მიისვლება. ყველაზე რთული მონაკვეთია აღმართი მაღალაანთ ეკლესიასთან თუ ნაწვიმარია, რადგან გრუნტი თიხიანია და შეიძლება ამ აღმართის გავლა გაგიჭირდეთ.
3. უკან წამოსვლა იგივე გზით ხდება.
4. მაშრუტი არაა რთული და მისი ვარირება შიძლება. ჩვენ ცალკე ვნახეთ ლავრა, რომელიც სოფ. ლავრისხევიდან ორიოდ კილომეტრშია და სადამდეც მიდის გრუნტის გზა, ძლიერ დაზიანებუული. ნაწვიმარზე ეს გზა საკმაოდ ტალახიანია. ლავრის ნახვის შემდეგ ჩვენ უკან ლავრისხევში დავბრუნდით და მანქანით წავედით მაღალაანთ ეკლესიისკენ. როგორც მწყემსებმა გითხრეს ლავრიდან ქვათახევამდე ასე 5-6 კმ უნდა იყოს, მთავარია ქვათახევისკენ დროზე გადაუხვიოთო. ერთ ადგილას ბილიკი იყოფა, ორიენტირად მიგვითითეს ბილიკების საყარზე პანტები (5-6 პანტის ხეა იქო და იმ ადგილს პანტიანს ვეძახითო).
თუ ჩვენსავით მაღალაანთ ეკლესიისკენ წახვალთ მაქანით იქიდან ქვათახევამდე ფეხით მისვლა პრობლემა არაა - კარგი გრუნტის სამანქანო გზა მიდის, სულ ოთხიოდე კილომეტრია. ერთ ადგილას ხიდი შეგხვდებათ და მსაზე უნდა გადახვიდეთ. ხიდამდე გზა იყრება. თუ მარჯვნივ ჩრდილოეთით (თუ მხარი არ მეცვალა) წახვალთ მიადგებით ნასოფლარ პარატისს, რომლის თავზეც მთის მაღალ კონცხზე დგას თავკავთის ციხე და შიგ წმ. გიორგის ეკლესია.
5. მაღსრუტს ერთ დღეზე მეტი არ დასჭირდება თუ მისი გართულება, სხვა ძელგების დამატება არ გადაწყვიტეთ.
6. ამ მარშრუტზე ნახავთ მეათე საუკუნის ტაძარს ლავრას (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 173), ასევე მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მაღალაანთ ეკლესიას (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 214, ასევე ბერიძე ვ. მაღალაანთ ეკლესია, ”ქართული ხელოვნება”, თბ. 1959, ტ. 5) და მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნის ქვათახევის მონასტერს (იხ. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ. 1990, გვ. 199, ასევე მელქისეთ-ბეგი ლ. არქეოლოგიური მოგზაურობა კავთურის ხეობაში 1923 წელს, ტფ. 1925 - თფილისის უნივერსიტეტის მოამბე, ტ. 5)
7. საცნობარო ლიტერატურა წინა პუნქტიშია მითითებული
8. საბანეკე ადგილები ყველგან მრავლადაა. წყაროები სადაა არ დაგვიდგენია.
9. n/a
10. მარშრუტი შედგა 2005 წლის 1 ოქტომბერს.
11. იხილეთ რუკა

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 01 ოქტ 2005, 19:20
by navigator
აჰა საიტი, სურათები აქაა, მარა იქნება ცოტა ხნით, ამ საღამოს და ხვალ დილით, მერე გავთიშავ.
http://62.168.187.21/

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 01 ოქტ 2005, 20:16
by mika
ვნანობ რომ ვერ მოვახერხე წამოსვლა

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 01 ოქტ 2005, 21:04
by Mrs. Robinson
უკვე დავბრუნდით მშვიდობით!!!
ქვათახევი და მაღალაანთ ეკლესია ბევრს ნანახი გაქვთ, მაგრამ ლავრა :!: :!: :!: ყველას გირჩევთ ნახოთ ეს მშვენიერი ადგილი და პატარა და უძველესი ეკლესია.
მადლობა ყველას, ყველას, ყველას, ვინც ოქტომბრის ეს ნახევრად ღრუბლიანი დღე ჩვენთან ერთად გაატარა.
ნაწვიმარის გამო მარშრუტი ნაწილობრივ შევცვალეთ და ვერ მოვასწარით თავკავთის ციხეზე ასვლა, დაგვიღამდა. სამაგიეროდ მოვიფიქრეთ მშვენიერი ორდღიანი მარშრუტი, რადგან ყველაზე გამოცდილ და მუხლმაგარ მოლაშქრესაც კი გაუჭირდება მთელი გზის ერთ დღეში გავლა.

navigator
შენც კარგად აჩხაკუნებ აპატატს ქალბატონო ნავიგატორო :lol: :D :lol:

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 01 ოქტ 2005, 23:09
by semiramida1
Mrs. Robinson
ძალიან კარგი იყო დიიიდი მადლობა , დიდი მადლობა ასევე ყველა მონაწილეს ....
ისა და...ისტორიებს ვინ წერს? :D

ხო კიდე ისა..ჩვენ მერე ნარიყალაზე მაგრად გავაგრდძელეეეთ:D ვოოოტ:)
საერთოდაც უძაანმაგრესი დღე იყო :)

კიდევ მადლობა

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 08:42
by semiramida1
navigator
არ იხსნება ეგ ფტპ:(

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 09:01
by navigator
semiramida1
ეხლა გაიხსნება, ღამით გამოვრთე.
ხო საიტიდან სურათები ბმულებიად არ დადოთ, მერე უნდა წავშალო მაინც, მოქაჩეთ და აქ ატვირთეთ თუ ისტორიაში გამოიყენებთ.

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 12:56
by tio74
:oops:
კარგიაააააა.............
კიდევ და კიდევ რა!!!!!!!
სანამ ზამთარი მოსულა... ;) ...
:)
მიყვარხაააააააართ! :) :) :)

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 14:34
by geosul
:D გაუმარჯოს ნამდვილ კარგ ადამიანებს!

ეს დგე არაჩვეულებრივი იყო იმიტომ რომ ლაშქრობა ძაან საინტერესოდ წარიმართა და კარგად ვიმხიარულეთ კიდეც!

ასე რომ დიდი მადლობა მის რობინსონს და ყველა დანარჩენსაც იმიტო რომ ასეთი კარგი და საყვარელი ადამიანები ხართ!

ბოლოს ჩვენ ნარიყალათი დავაგვირგვინეთ მართლა მაგარი დგე გამოვიდა!

არასოდეს დამავიცხდება ეს დღე და არასოდეს დამავიცხდებით თქვენ ჩემო საყვარელო ხალხო!

:!:

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 16:03
by toga
სურათები დადეთ რა კარავზე რას ზარმაცობთ

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 16:05
by toga
ან ხალხი სად არის რატო არ აქტიურობენ მაინტერესებს კველას აზრი ამ ლაშქრობის შესახებ

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 16:11
by tekla
zura_wise

შთაგონებას ველოდები, როგორც კი მეწვევა, დავპოსტავ :D

დაგწყდეს ახლა გული, რომ არ წამოხვედი :P :D

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 16:48
by DEMNA
მწვადის შეწვის პროცესში თუ გადაიღეთ სურატები დაფოსტეთ.....იქნებ სხვადროს მშიერი შემოგიერთდეთ :lol:

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 18:16
by navigator
მოკლედ მოვყვები და იმედია სხვები შემეხმარებიან
დილით ცოტა დაგვიანები გავედით მაინც (წინადადება შემომაქვს დაგვიანებულები დავაჯარიმოთ ხოლმე :D , ისე კი სერიოზულად, თუ ვინმეს უჭირს დასახელებულ დროზე მოსვლა მაშინ წინასწარ უნდა გაგვაგებინოს)

პირველი დანიშნულების ადგილი იყო სოფელი თელათგორი და იქ მდებარე ეკლესია სასაფლოებით გარშემო.
მისასვლელი გზა გადის მცხეთაზე, უფრო სწორედ მცხეთაში შესავლელ ხიდთან უნდა გაუხვიო მარცხნივ და არა მარჯვნივ (ხიდისკენ).

თელათგორი-ლავრისხევი-ქვათახევი

Posted: 02 ოქტ 2005, 18:18
by navigator
შემდეგ გავემართეთ ლავრისხევისაკენ. გზად მეველეები და მონადირეები გვხვდებოდნენ :)