Page 1 of 4

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 01:11
by Int3lig3nt
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, თეთრი წყაროს რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-პანტიანი-წვერის ეკლესია-პანტიანი-ბეთანიის აგარაკები და მონასტერი-თბილისი.

3. ხანგრძლივობა:
3 არასრული დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
70 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
7 კარაველ-პლუსი:

1. z g a r b i
2. teo-
3. buddha_bar
4. buddha_bar +
5. VooDoo
6. VooDoo +
7. Int3lig3nt


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
z g a r b i

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
წყნეთი 15 კმ, სამადლო 8 კმ, პანტიანი 4 კმ

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისის რკინიგზის სადგურიდან წვერის წმინდა გიორგის ეკლესიამდე 30 კმ, ბეთანიამდეც დაახლოებით მაგდენი.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
15-20 კმ ალბათ.

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
წვერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, 700 მეტრით ადრე ასევე პატარა ეკლესია, ბეთანიის მონასტერი. ასევე ხედები მდინარითა და დასერილი ფერდობებით.

12. საბანაკე ადგილები:
ბევრია წვერის წმინდა გიორგისთან.
ბეთანიასთან უფრო ტყიანი ფერდობებია, თუმცა შეიძლება მოძებნა.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
წვერის წმინდა გიორგის ეკლესიის გზაზე ზემოდამ მოედინება მილით.
ეკლესიასთან ახლოსაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ დამშრალივით იყო. მხოლოდ ქვის ავზში იყო დაგუბებული.
ბეთანიის გზაზეც არის, ბეთანიის აგარაკებზე და მონასტერთანაც.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წვერის წმინდა გიორგისთან ძლიერი ქარი იცის და შესაფერისი სამოსის ჩაცმაა საჭირო.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ალბათ ზამთრის გარდა ნებისმიერი.
თუმცა არც ზამთარში არ იქნება ურიგო :)

16. რისკები, საფრთხეები:
კლდის თავზეა წვერის წმინდა გიორგი და თუ ძლიერი ქარი იქნება, შეიძლება ადვილად გადავარდე.
ჰოდა... მგლები მომრავლდნენ მაგ ადგილებშიო და რა ვიცი.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში
განსაკუთრებული არაფერი.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ქარიანი ადგილებია წვერთან და ფრანების გაფრენა შეიძლება.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
თითქმის ყველგან იჭერს. ბეთანიაში ალაგ-ალაგ უჭირს.

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სადგურის მძღოლები, სოფელი წყნეთისა და პანტიანის მოსახლეობა

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
კოორდინატები და თანამგზავრული რუკა ამ ბმულზე იხილეთ (თაგვის ბორბლის საშუალებით შეგიძლიათ დააშოროთ):
წვერის წმინდა გიორგის ეკლესია:
ძველი:
http://wikimapia.org/#lat=41.6742902&lo ... =0&m=a&v=2
ახალი:
http://wikimapia.org/#lat=41.6669852&lo ... =0&m=a&v=2
ბეთანიის მონასტერი:
http://wikimapia.org/#lat=41.6899392&lo ... =0&m=a&v=2

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია :)

23. სასარგებლო ბმულები
http://www.betaneli.ge/all.php?language ... e=georgian

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 02:59
by Int3lig3nt
მიუხედავად ამინდის სიგიჟისა, ძალიან კარგი ლაშქრობა გამოგვივიდა.

გულშემატკივრობისათვის მადლობა მინდა გადავუხადო გოგას, რომელმაც რამდენჯერმე დაგვირეკა.
ასევე წივწივას და არჩილ-აბალდუის.

ლაშქრობის მონაწილეები.

Image

ხვალ შევეცდები მოვყვე და ფოტოები შემოგთავაზოთ.

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 09:53
by pauna
Int3lig3nt

მაგარი სასტავი ხართ :D თქვენ გაიხარეთ ხალხნოოო....

ქრისტე აღსდგა!!!

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 10:16
by buddha_bar
pauna
რატო არ წამოხვედი? კარგი დრო ვატარეთ, ცოტა დავიგალე :roll:
ჩემი პლიუსის სურათებს მალე დავდებ :)

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 10:49
by z g a r b i
Int3lig3nt
ყოჩაღ :) შენ მონაყოლს ველოდები, მერე ცოტას მეც დავწერ..

pauna
ჭეშმარიტად !!

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:07
by Int3lig3nt
თარსად დაიწყო ჩვენი ლაშქრობა და თარსად გაგრძელდა :).
2:30-ზე გვქონდა შეხვედრა დანიშნული, მაგრამ საცობების თუ ჩვენი მიზეზით, 3-ზე ძლივს შევიკრიბეთ.
ნახევარი საათი საყიდლებს მოვანდომეთ და 15:30-ზე დავიძარით.
რამდენიმე წუთიც წყნეთში გავჩერდით (არყის საყიდლად, რომელიც უკან, თბილისში ჩამოვიტანეთ :D) და 5 საათამდე დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ.

დანიშნულების ადგილი იყო სოფელ პანტიანის ზემოთ, წვერის წმინდა გიორგის გადასახვევი:

Image

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:25
by z g a r b i
Int3lig3nt wrote:თარსად დაიწყო ჩვენი ლაშქრობა და თარსად გაგრძელდა :).
ამინდს თუ გულისხმობ არც ისე თარსი იყო :)
წლევანდელი ბოლო (იმედია :roll: ) თოვლის სიტკბო ხომ უნდა შეგვეგრძნო და გაგვეცილებინა ზამთარი? :P

მართლა საოცარი იყო.. ერთ დღეს საწვიმრებში ვემალებოდით თოვლ-წვიმას და მეორე დღეს, ჩრდილებს ვეძებდით მზისგან დასაცავად :)

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:30
by ARCHILI
z g a r b i wrote:
წლევანდელი ბოლო (იმედია :roll: ) თოვლის სიტკბო ხომ უნდა შეგვეგრძნო და გაგვეცილებინა ზამთარი? :P

მართლა საოცარი იყო.. ერთ დღეს საწვიმრებში ვემალებოდით თოვლ-წვიმას და მეორე დღეს, ჩრდილებს ვეძებდით მზისგან დასაცავად :)
მოკლედ, მე და თქვენ სადაც დავდივართ, წვიმა და თოვლი სულ თან დაგვყვება.

:)

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:39
by lama
ARCHILI wrote:
z g a r b i wrote:
წლევანდელი ბოლო (იმედია :roll: ) თოვლის სიტკბო ხომ უნდა შეგვეგრძნო და გაგვეცილებინა ზამთარი? :P

მართლა საოცარი იყო.. ერთ დღეს საწვიმრებში ვემალებოდით თოვლ-წვიმას და მეორე დღეს, ჩრდილებს ვეძებდით მზისგან დასაცავად :)
მოკლედ, მე და თქვენ სადაც დავდივართ, წვიმა და თოვლი სულ თან დაგვყვება.

:)
სეტყვასაც შემოგაშველებთ

მომავალში :roll: :roll: :roll: :roll:

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:41
by z g a r b i
lama wrote: სეტყვასაც შემოგაშველებთ

მომავალში :roll: :roll: :roll: :roll:
არაა მადლობ :P
მაგ ლექსს არ გათქმევინებთ :lol:

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:47
by Int3lig3nt
ძლიერი ქარი ქროდა.
ჰორიზონტი მოვათვალიერეთ და შორს წვერის წმინდა გიორგის ეკლესია დავლანდეთ.

Image

ავიკარით გუდა-ნაბადი და დინჯად გავუყევით გზას.

Image

ეს სარკე ვაგზალზე შეიძინა ზღარბმა, სახლში დამრჩა და სარკის გარეშე ლაშქრობაში როგორ წავიდეო.

Image

გზამ თავიდან მთის კალთაზე გაიარა, სადაც ქარი ნაკლებად ქროდა

Image

შემდეგ ვიფიქრე გზას მოვჭრიდი-თქო და ჩემი ჭკუით მოკლეზე გადმოვუხვიეთ, თუმცა მინდორი დამთავრდა და 150 გრადუსით მოგვიწია მოხვევა და გზაზე დაბრუნება :)

Image

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:51
by Int3lig3nt
ეს ფოტო ზღარბს მოეწონა რატომღაც და დავდებ ბარემ :).

Image

მალე წვერის წმინდა გიორგის ახალი ეკლესიაც გამოჩნდა

Image

შემდეგ გზა ამ ხეივანში გაგრძელდა :)

Image

პატარა მინდორში აღმოვჩნდით, საიდანაც აი ეს ხედი გამოჩნდა და არ გვესიამოვნა :S.
(ფოტო 12X არის გადიდებული, ასე ახლოსაც არ ვყოფილვართ თბილისთან :))

Image

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 22:53
by z g a r b i
Int3lig3nt wrote: g]

ეს სარკე ვაგზალზე შეიძინა ზღარბმა, სახლში დამრჩა და სარკის გარეშე ლაშქრობაში როგორ წავიდეო.

Image
ნუ ამახინჯებ ინფორმაციას! რაღაც კრემ-წამალს ვისვამდი სახეზე და მაგისთვის მჭირდებოდა :)

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 23:07
by ARCHILI
Int3lig3nt wrote:
შემდეგ ვიფიქრე გზას მოვჭრიდი-თქო და ჩემი ჭკუით მოკლეზე გადმოვუხვიეთ, თუმცა მინდორი დამთავრდა და 150 გრადუსით მოგვიწია მოხვევა და გზაზე დაბრუნება :)
მიყვარს ყველაფერი, რაც გასვლას განსაკუთრებულობას ანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ გზაზე მობრუნებები, ამინდების გაუარესება თუ დაკარგვები, ძალიან არაკომფორტულია, ამავდროულად, მოგზაურობას განსაკუთრებულობას ანიჭებს ხოლმე...

:)

თქვენ კი ძალიან იყოჩაღეთ.

მხურვალედ გგულშემატკივრობდით ყაზბეგიდან და ძალიან გავიხარე, რომ ამინდსა და ფორს მაჟორს არ შეუშინდით, ჩანაფიქრი განახორციელეთ და აღდგომას ბეთანიაში შეხვდით...

:)

წვერის წმინდა გიორგი - ბეთანია 17-18-19.04.09

Posted: 20 აპრ 2009, 23:39
by Int3lig3nt
წვერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან პატარა მინდორი ვნახეთ და აზრად მოგვივიდა იქ დაბანაკება. თან იქვე ჩასახვევში წყარო გვეგულებოდა.
ვფიქრობდით, ჯერ დავბანაკებულიყავით და მერე ავსულიყავით ეკლესიაში.

მე და ზღარბი ჩავედით დასაზვერად, 100 მეტრზე მეტი გავიარეთ და ქვის აუზიანი წყარო ვნახეთ. წყარო დამშრალი იყო, მხოლოდ აუზში იყო დაგუბებული.

არ ვიცი, რატომ არ მომაფიქრდა ფოტოს გადაღება.
საერთოდაც ძალიან ცოტა ფოტო გადავიღე ამ გასვლაში.
ალბათ ამინდის ბრალია, ხალისი არ იყო.

ამოვბრუნდით მინდორზე და გადავწყვიტეთ უკან დაბრუნება.
მანამდე კი ეკლესიაში ავედით.

წვერის წმინდა გიორგის ეკლესია:
(მოსაღამოვებული იყო და უკეთესი ფოტო ვერ გადავიღე :()

Image

ეკლესია შიგნიდან

Image

ფრესკები:

Image


Image

ეკლესიასთან კიდევ ის ჯგუფური ფოტო გადავიღე, პირველ პოსტში რაც დევს.
მეორედ აღარ დავდებ.