ეს ჩანაფიქრი ჯერ კიდევ ორიოდე თვის წინ შიომღვიმეში წინა გასვლას უსწრებდა წინ.
მაშინ, მე და ჩემ ბიძაშვილს, კარაველ ქოჩოს სურვილი გაგვიჩნდა მოგვეძია შიომღვიმეში ფეხით სავალი გზა, თანაც ისეთი, რომ ერთ დღეში მოხერხებულიყო წასვლაც და დაბრუნებაც.
რჩევის საკითხად კარავს მივმართე:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2746&start=0
რამდენიმე რეკომენდაციას შორის პატაპუტინას ვერსია ყველაზე მეტად მომეწონა და ტურიც დავგეგმე:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=27 ... c&start=60
შემდგომში, რაოდენობის მატებამ და ახალი რეკომენდაციებით ტურის ფორმატი მცირედად შევცვალე და ჭუნას მარშრუტით წავედით:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2971&start=0
ლაშქრობა ძალიან კარგი და სასურველი გამოდგა. შიომღვიმის ტური მაშინ "კარავის გაფრენად" მოინათლა და მოვიარეთ შიომღვიმე-სხალტბა-წეროვანი.
მე და პუტინამ მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დაგვეტესტირებინა მარშრუტი.
მარშრუტულ გეგმაში პირველივე შესაძლებლობა 12 აპრილი გამოდგა. თუ კი წინა გასვლა დავით აღმაშენებლობას იყო, ამჟამინდელი გასვლა ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს დავამთხვიეთ და წავედით...
ასე, რომ...
1. არჩილი
2. ნინოლა
3. ლოკოკინა
4. ლოკოკინას პლიუსი თამუნია
5. გაგარინა
6. სიფრა
7. სიფრაგიო
8. ჩემი და ლოლას პლიუსი ამირანი
და ექსკურსიამძღოლი
9. პატაპუტინა
გთავაზობთ:
ძეგვი-შიომღვიმე-მცხეთა ფეხით

