Page 1 of 29

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 12:33
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. ქვეყანა, ქალაქი, რეგიონი:
თურქეთი, ოლთუ (ოლთისი), იუსუფელი (ახალთა),
არდანუჯი (არტანუჯი) და სხვაც, ტაო და კლარჯეთი

2. გეოგრაფიული მდებარეობა:
ევრაზია,
საქართველოდან სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყანა

3. ხანგრძლივობა:
4 დღე და 3 ღამე

4. სავიზო პირობები:
არასამუშაოდ შესვლა 90 დღით უვიზოა,
ქვეყანაში შესვლა-გამოსვლისთვის ბეჭედი სასაზღვრო-გამშვებ დაწესებულებებში ირტყმება

5. საათობრივი განსხვავება თბილისთან:
თურქეთი თბილისს 1 სთით ჩამორჩება

6. ვალუტა, კურსი ლართან:
1 თურქული ლირა დაახლოებით 1 ლარია

7. მონახულებული ადგილები:
ბანა(Penek)-ოლთისის ციხე (Oltu)-ოთხთა ეკლესია (Dortkilise)-იშხანი(Ishkhan)-თორთუმის ჩანჩქერი და
ტბა-ოშკი (Oshvank)-ხანძთა
(Y.Porta)-შატბერდი- არტანუჯის ციხე (Ardanuj)-ტბეთი (Cevizli)-დოლისყანა (Hamamli)
მონახულებით არა, მაგრამ დროის სიმცირის გამო, ახლოდან
ვნახეთ კავკასიძეების ციხე, ოპიზა, შავშეთი ციხე და სხვა მრავალი.

8. ტრანსპორტის სახეობა ფასით 1 მგზავრზე:
დაქირავებული ავტობუსი, მგზავრზე მთელი ტურის ჩართვით 300 ლარი

9. ღამისგასათევებილი ფასით:
სასტუმროს ფასი ტურის ფასში იყო შესული

10. განსაკუთრებული რჩევები:
ვალეთი წამსვლელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თურქი მესაზაღვრეები საზღვარს
დილის 9ზე აღებენ და საღამოს 6ზე კეტავენ.
ვფიქრობ, ვალეზე დაბალი მოძრაობის გამო, იქაურმა მესაზღვრეებმა თვითნებურად მიიღეს ეს
გადაწყვეტილება, რადგან გამშვები დაწესებულებები ყველგან 24 სთიან რეჟიმში მუშაობენ.
ტაო-კლარჯეთში სუვენირები არ იყიდება.
ადგილობრივ ქართველებს ბევრგან შეხვდებით.
საყველპურო ქართული ბევრ თურქსაც ესმის.
ქართული ძეგლების მდგომარეობაზე დავა-ჩხუბი თურქ მოსახლეობასთან დაუშვებელია.
ეს საკითხები 2 ქვეყნის შესაბამისი უწყებებების განსჯის საგანია
ქართულ ძეგლებთან ქრისტიანული რიტუალების დემონსტრაციულობა სასურველი არ არის.
ტაძრებს შიგნით პრობლემა არ არის

11. დამატებით სანახავი დროის გახანგრძლივების შემთხვევაში:
ტაო-კლარჯეთი ქართული ძეგლებით მდიდარია და მათ
სრულყოფილად სანახავად 25-30 დღე მაინც არის საჭირო.
იუსუფელი საჯომარდოდ არაჩვეულებრივი ადგილია
ხანგრძლივი შვებულების შემთხვევაში, შესაძლებელია კაპადოკიისა და სტამბულის ტურის მოწყობა.
თურქეთი სხვა ტურისტული ცენტრებითაც ძნ მდიდარია

12. საქართველოს წარმომადგენლობის კოორდინატები ქვეყანაში:
მისამართი:
ანკარა,
Hilal Mahallesi, Hollanda Cadde. N : 31 Yildiz/ Cankaya/ Ankara
კოდი:
90 312
ფაქსი:
442-65-07
ტელეფონი:
442-65-08/09/10
E-Mail :
geoemb@ada.net.tr
სამუშაო საათები:
9.00-18.00

13. ტაო-კლარჯეთში წასვლისთვის საუკეთესო დრო:
ვარდობისთვე-ღვინობისთვის ბოლომდე.

14. ტურის ფასი:
300 ლარი, შევიდა ტრანსპორტის, ღამისთევის 2ჯერადი კვების ფასი.
მეგზურად მახარე ჯანაშვილი გვყვავდა

14. გასვლის შეფასება:
9,0

15. სასარგებლო ბმულები:
http://virtualtao-klarjeti.com/map.aspx?id=95

http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... 36&start=0

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 12:45
by qvevri
ვის ატყუებთ ძმაო თქვენ? ბავშვი ხომ არა გგონივარ? რა ტაო-კლარჯეთი რის ტაო-კლარჯეთი ამ სამი დღის წინ დაგინახეთ ორთაჭალის თაღლაურაში ისხედით მთელი ეგ სასტავი და ხინკალსა სჭამდით და ლუდს აყოლებდით... არ გაგივათ ეგ ნომერი თქვენ.
და მერე იყტვით, რომ ტაოში ვიყავითო. სურათებიც ინტერნეტიდანა გაქვთ გადმოქაჩული და ვითომ თქვენ გადაიღეთ ხო?
აი აი აი აი... ნტ ნტ ნტ ნტ ნტ... მოკლეთ რა :twisted:

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 12:50
by GAMARJOBA SAKARTVELO
გასვლის მონაწილეები:

1. ჭუნიკო
2. მთაშენკა
3. ნიმფა
4. ამიგო
5. ოკულონე
6. ჩიტუციო
7. ზვიოტაო
8. ზ-ს ზვიოზდაჩკა
9. ნაია
10. GAMARJOBA SAKARTVELO
11. Toma-თომა
12. ანანო
13. GAMARJOBA SAKARTVELOს + ალეკო
14. ხათუნა (ჭუნიკოს +)
15. ბუბა (Vanski)
16. ოპტიმისტი
17. ინკოგნიოტო
18. GAMARJOBA SAKARTVELOს + ლიკა
19. teb(r)o
20. თამუსია, სიაში ნაიას პლიუსი იყო


მანქანით ცალკე წამოვიდნენ სასკვა, მისი დაიკო და + დათო, დონ.
ღამით სასტუმროში ყველა 1ად ვიყავით ხოლმე.
დღისით, 2-3 ადგილას 1მანეთს შევხვდით კიდეც.

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 12:57
by Tamari-ch.
2. გეოგრაფიული მდებარეობა:
აზია, საქართველოდან სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყანა
ევროპა ბატონო -
ევროპა!!!!
:D

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 13:00
by Ninukala
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება... სულმოუთქმელად ველი რეპორტაჟს :)

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 13:01
by guruli
GAMARJOBA SAKARTVELO
მახარე ჯანიაშვილი
ბოდიშის მოხდით - მგონი, ჯანაშვილია ეგ კარგი კაცი, და არა ჯანიაშვილი. ჯანიაშვილები ქიზიყელები არიან, ეგ კი ჰერია, საქართველოს კიდევ ერთი ტკივილიანი და ტაოსავით "ჩამოკვეთილი" (როგროც არჩიგიომ უწოდა) კუთხის შვილი.
მივესალმები რეპორტაჟის დაწყებას. ყველაფერი ძალიან მაინტერესებს, კითხვებიც ბევრი მაქვს, მაგრამ ჯერ გაცლით რეპორტაჟის და მერე ჩაგეკითხებით, გზადაგზა. :oops: :oops:

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 13:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
ვნახეთ ძნ ბევრი, მაგრამ ამასთანავე, ძნ ცოტა იმისა, რაც ჩვენმა წინაპრებმა ტაო-კლარჯეთში შექმნეს.
ჩემთვის სასიამოვნო და მტკივნეულიც იყო ეს გასვლა.
სასიამოვნო, რომ ვეფერებოდი ჩვენი წინაპრების სისხლითა და ოფლით აგებულ კედლებს,
მტკივნეული იყო იმიტომ, რომ ჭუნიკოსგან და მეგზური მახარესგან სულ მესმოდა,
როგორ ნახეს წინა გასვლებში ზოგან გუმბათი, სტელა, უფრო მაღალი კედელი, მზის სთ და ეს
ყველაფერი როგორ ინგრევა ან იკარგება.
ტაძრებიდან თითქმის ყველა ფრესკაც ჩამორეცხილია.

ჩემთვის სასიამოვნო სიახლე იყო ის, რომ ოშკის კედელზე მიდგმული ბოსელი თუ სხვა რამ სათავსო ამ ჯერზე არ დამხვდა.
მგონი, საქართველოს, თურქეთის მთავრობებისა და იუნესკოს მეშვეობით მოხერხდა, რომ ტაძარი
კერძო მინაშენებისგან გათავისუფლდა.

ფოტოებს მოგვიანებით დავდებ.
აბა, დანარჩენებიც გაგვიზიარდით

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 13:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:
2. გეოგრაფიული მდებარეობა:
აზია, საქართველოდან სამხრეთ-დასავლეთით მოსაზღვრე ქვეყანა
ევროპა ბატონო -
ევროპა!!!!
:D
როდიდან არის თურქეთი გეოგრაფიული ევროპა?
ჰაჰა, მისი ტერიტორიის 10-15 % თუა ევროპული ნაწილი
კგ, ამაზე რომ არ ვიდაოთ ამ საინტერესო თემაში, ევრაზიას დავწერ
guruli wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
მახარე ჯანიაშვილი
ბოდიშის მოხდით - მგონი, ჯანაშვილია ეგ კარგი კაცი, და არა ჯანიაშვილი.
გმადლობ. არადა, სულ ჯანიაშვილი მესმოდა.
გვარს ჩავასწორებ.

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 15:15
by Tamusia
ჩემთვის ეს გასვლა დიდი საჩუქარი იყო, რომელიც შეედრება დაბადების დღის, ახალი წლის და გაზაფხულის ერთად მოსვლაზე უფრო მეტს.

მართალია, შეზღუდული გრაფიკის გამო, დროის უმეტესი ნაწილი მგზავრობაში გავატარეთ,რაც დამღლელია ხოლმე, მაგრამ იქაურ, წალკოტის მსგავს ნამონასტრალთა წამიერ-წუთიერი განცდა მაინც მოვასწარი.

რაც მთავარია საკუთარი თვალით ვიხილე წინაპართა ჩვენთა ძალისხმევის, ნებისყოფისა და შრომის შედეგად აღმართული შთამბეჭდავი ტაძრები და მიმდებარე ტერიტორიები, რომლებზეც სიცოცხლისა და სულიერებისთვის თავდაუზოგავი ღვაწლი ხორციელდებოდა.


განსაკუთრებული მადლობა GAMARJOBA SAQARTVELO-ს და Naia-ს

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 15:17
by pauna
მოგესალმებიტ წმინდა მიწიდან დაბრუნებულებოოო :D :D :D მშვიდოაბა თქვენს დაბრუნებას :D

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 15:27
by ZVIOSULI
ეს ქვევრს ჩემგან:

ხანძთის ვაზი და ტაძარი....

Image


... გვანან ...

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 15:33
by ZVIOSULI
ეს კი სანამ დიდი რაკეტა და ჯაბახანა აპარატებიდან და სხვა უთოებიდან გადმოწერენ სხვე\ბი მე ცემი შეუდარებელი ქვათმტეხველიდან გადარებულს დავსდებ:

შეუდარებელი ხანძთა შეუდარებელი გაზაფხულის განწყობით... იმედია თებრომ უკეთესი გადაიღო


გამხმარი ვაზისშემდეგ კარგი კადრის :D

Image

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 15:38
by MIRANDA
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება!
დარწმუნებული ვარ ყველა ძლიერი და დადებითი შთაბეჭდილებების ქვეშ ხართ!
ველი რეპორტაჟს ფოტოებითურთ!

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 15:49
by paata_
დაგვიბრუნდით

აბა ეხლა კაი რეპორტაჟს ველით

ტაო-კლარჯეთი 9-12.04.2009

Posted: 13 აპრ 2009, 16:22
by Naia
ZVIOSULI
ფოტოაპარატშივე ეტყობოდა, რომ მაგარი ფოტო გამოვიდოდა :)

უფ, ნელ-ნელა მოვდივარ აზრზე და შევეცდები რომ ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ. იმედია, სხვებიც თანდათან შემომიერთდებიან, თორემ ჩემი აპარატისა და გადაღების ნიჭის წყალობით დიდი ვერაფერი ფოტოები გამომივიდა :oops:

მოკლედ, 9 იგრიკას (ანუ 9 აპრილს) დილის 5.30 სთ-ზე უკვე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ. გავიცანით ჩვენი მეგზური მახარე და ახალციხელი წარმოშობის თურქი მძღოლი მუსტაფა.

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც მოგვიწია დაგვიანებულის ლოდინი. ამჯერად ეს გოგას პლიუსი ლიკა იყო.

როგორც იქნა, დავიძარით. ავტობუსში შედარებით სიმშვიდე იყო, რადგან ყველა დაძინებას ცდილობდა. მაგარამ, მიშა მინუსის დაუსრულებელი ლაპარაკის გამო ეს მცდელობა არ შედგა :)

ბორჯომს რომ მივუახლოვდით, კავკასიკას დავურეკეთ და გზაზე დაგვხვდა. ყველა მოგვიკითხა და კეთილი მგზავრობა გვისურვა. ჩვენ მცდელობა გვქონდა ბორჯომში სადმე დილის ხაშზე დავმსხდარიყავით, მაგრამ მახარეს კატეგორიული მოთხოვნით, ეს იდეა თავიდან ამოვიგდეთ და ასე ხაშზე ოცნებით გავუდექით თურქეთისკენ მიმავალ გზას.

სადღაც 9 სთ-ზე უკვე ვალეში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან ვიყავით. საზღვარზე ცოტა დიდხანს დავყოვნდით, რადგან ბევრნი ვიყავით და თან თურქული მხარე ჯერ არ იყო გახსნილი.

როგორც იქნა საზღვარზეც გადავედით და მოგზაურობა გავაგრძელეთ.