Page 4 of 4

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 04 ნოე 2010, 22:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
Tamari-ch. wrote:
ასეთ შემთხვევაშის, სჯობს 2-3 ღირსშესანიშნაობა მაინც მიუთითო ჰა-ჰა, რაიონი, ვიდრე მხოლოდ კუთხის სახელი.
მოდერატორი როგორც ჩათვლის საჭიროდ - ისე შეასწოროს.
კი, მაგრამ მოდერატორის გადასაწყვეტი რატომ უნდა გავხადოთ ის, რაც ავტორს შეუძლია,
მარტივად გააკეთოს - გასაგები და თვალსაჩინო სათაური დაარქვას საკუთარ თემას?
განა, ასეთ რთულად არის საქმე?
თემას ჰომ იმიტომ ვხსნით, რომ :კარავის: მნახველებს ადვილად მივაგნებინოთ სად ვიყავით რა ვნახეთ?

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 05 ნოე 2010, 12:36
by Mta Mkvarebia
Tamari-ch. wrote:
ასეთ შემთხვევაშის, სჯობს 2-3 ღირსშესანიშნაობა მაინც მიუთითო ჰა-ჰა, რაიონი, ვიდრე მხოლოდ კუთხის სახელი.
მოდერატორი როგორც ჩათვლის საჭიროდ - ისე შეასწოროს.
რატომ ურთულებთ მოდერატორებს საქმეს იმით, რაც თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ? მით უმეტეს თუ ამ მოდერატორების გასაკეთებელია ყველა გასვლის რეპორტაჟიც და ასატვირთია ფოტოებიც? ალბათ ძალიან მოცლილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ ეს მოდერატორები :roll:

სათაურში მიუთითეთ იმდენი ძეგლის დასახელება, რამდენიც დაეტევა და შემდეგ ლაშქრობის აღწერის პირველ წერილში გაამუქეთ მონახულებული ადგილების მთელი ჩამონათვალი.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 31 დეკ 2011, 12:45
by Archil
მიზანშეწონილად მიმაჩნია ორგანიზატორის დასახელებისას არა ერთი, არამედ რამოდენიმე კარაველი დასახელდეს. სინამდვილეშიც მარტო ერთი ადამიანი კი არ ახორციელებს გუნდის მართვას, არამედ რამოდენიმე. ორგანიზების დროსაც ერთი ტრანსპორტს ქირაობს, მეორე მარშუტს შეიმუშავებს,მესამე კიდევ რაღაც სხვას ადგენს და ეგეთები.

ერთი ორგანიზატორის დასახელება სტიმულს უკარგავს დანარჩენებს. "ორგანიზატორი ეგაა და თავში ქვაც უხლია, მაგან მოაგვაროს საქმეო", ეგეთი დამოკიდებულება ყალიბდება და ეგ ცუდია. თუ ლაშქრობისას რაიმე პრობლემა წარმოიშვება, ერთ კაცს - ორგანიზატორს ბრალდება, მაშინ როდესაც ეს მთელი ჯგუფის საფიქრალი და გადასაწყვეტია. ძველი კარავი რაც მახსოვს, იქ ყველაგრძნობდა თანაბარ პასუხისმგებლობას და მაგი სჯობდა მგონია.

ასე რომ ორგანიზატორების ჩამონათვალში ისინი უნდა მოხვდნენ, ვინც თავი გამოიჩინა ლაშქრობის ორგანიზებისას და მსვლელობისას.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 31 დეკ 2011, 14:52
by qvevri
მე მაქვს მთლად კარგი წინადადება ამის შესახებ. მოდი ყველანი ორგანიზატორები ვიყოთ ხოლმე. (რა თქმა უნდა მძღოლის გარდა).

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 31 დეკ 2011, 23:13
by Archil
qvevri

ძველად მასე იყო. ანუ როცა მიდიოდი, ფეხებზე კი არ გეკიდა დეტალები, არამედ ბოლომდე იცოდი რა დროს რა უნდა მომხდარიყო და ბუნებრივია მომზადებულიც იყავი ამისთვის. ეხლა კიდევ ეს ოხერი ორგანიზატორი, რატო არ გაითვალისწინაო, მაგას იტყვიან და ეგაა... ძველი მიდგომა უფრო სწორად მიმაჩნია. თუ მიდიხარ ლაშქრობაში, შენი წილი პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეს და შენზეა დამოკიდებული ლაშქრობის წარმატება თუ წარუმატებლობა.


ექსკურსიებმა შეიწირა ისე ეგ მიდგომა...

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 10 მარ 2012, 19:41
by Ismail
ჩემს მიერ ცალკე განხორციელებული, ორკაციანი ლაშქრობა რომ დავდო, ხომ შეიძლება?

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 10 მარ 2012, 19:56
by Ketevan Guliashvili
როგორც გული გიკარნახებს.Ismail

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 10 მარ 2012, 19:56
by Kakha
Ismail
რატომაც არა, დადე რა თქმა უნდა.

ლაშქრობის აღწერის წესები

Posted: 10 მარ 2012, 23:04
by QAQUCA
Ismail wrote:ჩემს მიერ ცალკე განხორციელებული, ორკაციანი ლაშქრობა რომ დავდო, ხომ შეიძლება?

კარგი მოლაშქრე ხარ და საინტერესო იქნება შენეული აღწერაც! :wink: