Page 1 of 4

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:12
by Toma
1. რეგიონი:
კახეთი,
დედოფლისწყაროს რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მირზაანი-ტარიბანა-დალის წყალსაცავი-ხორნაბუჯი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
1 კაცი - 25 ლარი მინიბუსისთვის და საჭმელისთვის,

6. მონაწილეთა რაოდენობა
15

7. უახლოესი დასახლებული პუნქტი
დედოფლისწყაროს

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
185 კმ ერთი მიმართულებით

9. ფეხით გავლილი მანძილი:
ციხეზე ავედით ფეხით 100 მეტრი

10. სანახავი ღირშესანიშნაობები
მირზაანში ფიროსმანის სახლმუზეუმი, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი, ხორნაბუჯის ციხე, ელიას მთა და ეკლესია ელიას მთაზე.

12. საბანაკე ადგილები:
ხორნაბუჯის ციხესთან მშვენიერი საბანაკე ადგილია, წყალიც ყოფილა ახლოს.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დედოფლის წყაროში, დალის წყალსაცავზე

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მონასტრებში შესასვლელად ქალებისთვის თავსაბურავი და კაბით(!) შესვლა ციხისთვის კლდე-ქვაზე დაცურების საწინააღმდეგო ძირიანი ფეხსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მარტის ბოლოდან- მაისის დასაწყისამდე

16. რისკები, საფრთხეები:
ტარიბანას ველზე ქვეწარმავლები ბინადრობენ, არასასიამოვნოა მათთან კონტაქტი (ჩემთვის :roll: )

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
დალის წყალსაცავზე თევზაობა

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მობილური ოპერატორები ყველაგნ შეუფერხებლად მუშაობს.
მცირეოდენი ხარვეზებია ტარიბანას ველზე.


21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
თელეთი
http://www.maplandia.com/georgia/georgia-territories/

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი

23. სასარგებლო ბმულები
http://www.vashlovanipa.ge/

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:13
by Toma
ტახტი-თეფა მდებარეობს ვაშლოვანის ნაკრზალის ტერიტორიაზე.

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია.იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, 620 მ ზღვის დონიდან, რომელიც სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:16
by Toma
როგორც ჩვენი გამყოლი გეოგრაფი ამბობდა, ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი, უნიკალურია და საქართველოში ერთადერთიაო.

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:30
by Toma
როცა ამ მარშუტს აირჩევთ სასურველია აცნობოთ დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს თქვენი მოგზაურობის შესახებ და დედოფლის წყაროში ჩასვლისას მიხვიდეთ სასაზღვრო დაცვის დეპარტამენტში, ჩააწერინოთ თქვენი გვარები, სასურველია იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიბანას ველზე გამოგედევნებათ კვადროციკლზე ამხედრებული და შეიარაღებული მესაზღვრეები და იძულების წესით წაგიყვანთ მესაზღვრეების დისლოკაციის ადგილას. ჩვენ გაგვიმართლა რადგან მათი უფროსი რომელიც ადგილზე იმყოფებოდა კეთილგავწყობილი ადამიანი აღმოჩნდა. :D

პიკაპით გაასეირნა ჩვენი ბიჭები და რუქაზე დატანილი ტბა გვაჩვენა, რომელის კვალიც სამწუხაროდ აღარსად ჩანდა, სრულად ტრიალი მინდორი იყო. ოდესღაც არსებულ ტბას ერქვა "ყაჯირის ტბა"

თვალები გაგვიფართოვდა როცა გვითხრა აი ტბაოოოოო :shock: კარგა ხანი მეგონა რომ ცუდად გვეხუმრა და დრო დაგვაკარგინა მეთქი, სინამდვილეში კი ტბა დიდიხნის დამშრალი ყოფილა, ასე რომ დღეს-დღეობით არსებული რუქების იმედად ნუ იქნებით.

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:37
by paata_
ნიკო ფიროსმანის მუზეუმი

Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:40
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:45
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:51
by paata_
მუზეუმი ძალიან სავალალო მდგომარეობაშია, ცივა, წყალი ჩამოდის და ნესტია

თანამშრომელს რო ვკითხე ნახატებს არ დააზიანებს მეთქი - არა , შეეჩვივნენო
სასაციალოა სატირალი რომ არ იყოს

Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 22:52
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 23:00
by paata_
დალის წყალსაცავი

გაცილებით სუფთა, წყნარი და კარგია, ვიდრე სიონის წყალსაცავი

Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 23:02
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 23:04
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 23:29
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 23:30
by paata_
Image

ტარიბანას ველები

Posted: 30 მარ 2009, 23:30
by paata_
Image