Page 19 of 26

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 02 აპრ 2009, 11:20
by ARCHILI
XAO wrote:ARCHILI
შენ გინახავს, რომ რამე მეთქვას და არ შემესრულებინოს?
იმედია მაისის დასაწყისში წავალთ :D :D
იმედია კი არა - წავალთ!

:)

ოღონდ უფრო მცირე მოცულობით...

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 02 აპრ 2009, 11:22
by XAO
ARCHILI
ცაიცვი და წავედით :D :D

Image

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 02 აპრ 2009, 19:45
by TORO
ყოჩაღ ხალხო კარგი დრო გიტარებიათ, როგორც მეთევზე 1 დიდი მინუსი დავინახე, ბუნების ტრფიალისთვის ეკრანი შეუფერებელია (ე.წ. სათევზაო იარაღს ვგულისხმობ)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 02 აპრ 2009, 20:18
by ARCHILI
TORO wrote:არჩილ ერთი დაწერე რაზე იჭერდით რა დროში და რამდენი დაიჭირეთ
მოკლედ, ამ ამბავს ცოტა იუმოსტულად უნდა შევხედოთ. ღამისთევის ლოთობის შემდეგ ჩავედით თევზაობის მოყვარული ხალხი სიონზე, გვქონდა სილიკონის მატყუარები, რომელიც მშიერ თევზსაც კი ვერ მოატყუებდა, ასევე გვქონდა კოპტონი, პური. ჭიაყელები ამჯერად ვერ ვიშოვეთ.

ვცადეთ თევზაობა, მაგრამ... როცა ადრეა და ცივა, ე.ი. ადრეა და ცივა. ერთადერთი ვარიანტი ზღვაში შესვლა და იქ თევზაობა იყო, ნაპირიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იყო დაჭერა.

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, მაინც ვისიამოვნეთ. წამოწოლილი ვიყავი ნაპირზე რომ ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა მოვიდა ჩვენთან. იჭერთ რამესო? ჩვენც შესაბამისად მივუგეთ, ჰოო, ადრეა აქ ჯერო, აი, შესართავთან იჭIრება და გადადითო, ჩვენ ამჯერად ვერ მოვახერხებდით და მერე ვიზამთ მაგას თქო.

მკითხა, საიდან ხართ, გაერმოს დაცვიდან ხომ არაო, მე ვუთხარი, თავად ჟურნალისტი ვარ, აგერ ზვიო, პროკურატურიდან, გარემოს დაცვის ხალხი ზემოთ გვყავს, ბანაკში-თქო. მერე კიდევ ვისაუბრეთ, გავიხსენე ბავშვობა და თიანეთი და ძალიან გაუკვირდა ასე კარგად რომ ვიცნობდი მხარეს.

მერე, იქვე ნავზე ვკითხეთ, ვისიაო, მან გვითხრა, რა ვიცი, ამინტერესებს ჩაშვებულ ბადეებში თუა თევზი დაშესვლას ვაპირებო და იმიტომ გკითეთ, გარემოს დაცვიდან ხომ არ ხართო. მე ვუთხარი, ჩვენ არაფერ პრობლემას არ შეგიქმნით, განსაკუთრებით თუ სტუმრებს დაპატიჟებ მეთქი თევზზე და მეგობრების დახმარება შევთავაზე. მან იუარა, არა, რას ამბობ, თუ რამე იქნება, სიამოვნებით დაგპატიჟებთ, აბა, რას ვიზამთო.

ვინც თიანელებს იცნობს, იცის, რომ მაგათზე უფრო ძუნწი ადამიანები კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს, ამიტომ ამ შეპირებას დიდი იმედით არ შევხედე. ის წავიდა, ჩაჯდა ნავში, მრე რაღაც მომენტში სხვა მხარეეს ჩამოვიდა და გაქრა კიდეც. ზვიომ გამაშაყირა ეგეც შენი შეშინებულ-შეპირებულიო.

მეც გამეცინა, ვიცი რა თიანელების ამბავი. ეს არც გამკვირვებია. გარკვეული დროის შემდეგ კი, ჩვენდა გასაკვირად, ეს ადამიანი გამოჩნდა და პარკით თევზი მორიდებულად და ბოდიშებით დაგვიდო, მეტი არ იყო, მაგრამ მიცრედად ესიამოვნებათ გოგოებსო. ჩავხედე და ასე, 20-22 ცალი საშუალო ზომის ფუჩხული იყო სულ.

თევზიანი პარკი ხელში დავიჭირე და რამდენიმე ფაქტის კონსტატაცია გავაკეთე.

1. ის, რომ ჩვენ სათევზაოდ ვიყავით ჩამოსულები.
2. ის, რომ ვითევზავეთ.
3. ის, რომ ბანაკში თევზი მივიტანეთ.
4. ის, რომ თევზი დავიჭირეთ (მართლაც, თევზი გვეჭირა ხელში)

აი, ასე მოხდა ამ ტურზე თევზის "დაჭერა"

:)

ამიტომ, ჩვენ უკვე დავგეგმეთ მაისში ჯიხოს ხეობაში თევზაობა, ამჯერად ჩვენიოვე ანკესით დაჭრის მიზნით :)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 03 აპრ 2009, 00:50
by sipragio
ARCHILI

იმაზე მეტი განვიცადე ვიდრე გადმოცემა შემიძლია, შენგან განსხვავებით

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 03 აპრ 2009, 17:48
by Ketis
ვარიაციები თემაზე : "როცა კარველს ეძინება, მისთვის ყველა ადგილი მისაღებია!" :lol: :lol: :lol:

პატაპუტინა
Image

ქეთის
Image

თავადი "კნიაზი - იუბილარი"
Image

Ketis პლიუსი, აწ უკვე Tatana-დ წოდებული :D
Image

კვლავ თავადი
Image

:roll: 8) :)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 03 აპრ 2009, 20:58
by Kavtaradze
ქეთი დადე ჩემი გადაღებული ვიდეოოოო

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 02:30
by XAO
Kavtaradze
ის ვიდეო ვისააქ მე რო გადაგიღე?

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 19:32
by ninola
Image
ნება მიბოძეთ ძილისგუდა დაღლილი კარველების სურათებს ეს სამი სურათიც შევმატო :)
ესეც პატაპუტინას სურათი :)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 19:40
by ninola
Image
გიტარა წუხანდელი ღამენათევია და ჩაეძინა, ნინოლას რაღა მოუვიდა? :roll: :wink:

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 19:40
by ARCHILI
ninola


მოგვენატრე ძალიან...

ძალიან და ძალიან...

და... შემდეგ Fიშ-ტურზე, იმედია, ჩვენთან იქნები და მანამდეც ;)


ხომ?

:)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 19:43
by ninola
Image
:) ესეც არჩილი :D

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 19:44
by ninola
ძალიან მენატრებით, კარვული დაავადება მოურჩენელი აღმოჩნდა :) მეც დიდი იმედი მაქვს თქვენთან ერთად ყოფნის :)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 19:58
by ARCHILI
ninola


ნატახტარის ბოთლი თავთან, ჯიბეში ანკესის ნაწილი...

თან მძინარე...


ვაააჰხთო! - იტყოდა... ნუ.. იცით, ვინც...

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 04 აპრ 2009, 20:05
by ninola
:mrgreen: