Page 1 of 26

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 16:54
by ARCHILI
Image


ტურის მენეჯერი არჩილი

წარმოგიდგენთ !!!


1. არჩილი
2. ხაო
3. პაუნა
4. ქავთარაძე და გიორგი (ქავთარაძის პლიუსი)
5. თავადი
6. სიფრა
7. ელოიზა
8. გაგარინა
9. თებრო
10. Ketis
11. Ketis პლიუსი
12. ტრული
13. გიორგი (სიფრა +)
14. ნუსა
15. თებროს პლიუსი
16. ზვიოსული
17. პატაპუტინა

და ქეთუნა 4 თავის პლიუსებიანად



წარმოგიდგენთ


დიდი Fიშ-ტური 1 - სიონის Fიშ-ტური


ეს:

Image

ეს:

Image

ეს:

Image

და სხვა მრავალი იხილეთ რეპორტაჟში:




Image



27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 17:10
by Kavtaradze
დიდი მადლობა არჩილს და დანარჩენ კარაველებს ასეთი დაუვიწყარი დღეებისთვის

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:16
by tavadi
ჩამოვედით მაგარი იყო ძალიან


თან 28 ში ჩემი დაბადების დღე იყო და ჩემი თხოვნით "ხეფი ბირზდეის" მაგივრად "ზესტაფონო ზესტაფონო გშორდები" მიმღერეს, დიდი მადლობა ყველას

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:19
by pataputina
ნუ იტყუებით!!!!


ჯერ არ ჩამოვსულვართ,
გზები რომ გაიწმინდება, მერე ჩამოვლათ


კი არა და


:roll:

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:33
by Wanderer
აბა ამოალაგეთ ეხლა დაჭერილი თევზები. :wink: :D

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:40
by burdula
ვახ ვახ,აბა დიდი სიამოვნებით ველი რეპორტაჟს.როგორც ვხვდები მშვენიერი ტური გამოგსვლიათ

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:46
by Ketis
Kavtaradze wrote:დიდი მადლობა არჩილს და დანარჩენ კარაველებს ასეთი დაუვიწყარი დღეებისთვის
შენც დიდი მადლობა, ქავთარაძევ! ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ... შენს მიერ მოწყობილი "აფეთქებების" მიუხედავად :P

ჩემმა პლიუსმა მითხრა, ამ ხალხთან ერთად კიდევ თუ წახვალ სადმე, მეც გამიყოლეო 8) 8) 8)
მეც ძალიან ვისიამოვნე ამ ლაშქრობით. 8) ულამაზესი ადგილი, შესანიშნავი ხალხი და შესანიშნავი განწყობა.. მეტი რა უნდა ინატრო ლაშქრობაში??? უკეთესი ამინდიო?? კარგით რა, მთელი ხიბლი "ამ" ამინდში იყო :P


ისე, მარტი რის მარტი იქნებოდა, ამ სამ დღე-ღამეში თავისი ნამდვილი სახე რომ არ ეჩვენებინა?!? მზე იყო? იყო! ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ვნახეთ? ვნახეთ! ქარი კოცონს ეთამაშებოდა? ეთამაშებოდა! წვიმამ დაგვნამა? დიახაც! თოვლმა დაფარა ირგვლივ მიმოფანტული ნაგავი? რა თქმა უნდა, თანაც იმდენი ქნა, რომ იქაურობა ზღაპრის გადასაღებ მოედანს დაამსგავსა. თოვლის ბაბუა გვყავდა? გვყავდა, თანაც სამი!!! Fიშ ტურზე თევზი დაიჭირეს მეთევზეებმა? რა საკვირველია! საკითხავი ისაა, ჩვენები თუ იყვნენ ეს მეთევზეები :lol: :lol: :lol: :roll:

სურათების ბმულს მალე მოგწერთ :wink:



27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:47
by sifra
მაგარი იყო ძაან, დიდი მადლობა ყველას და კიდევ პერსონალურად პატაპუტინას თოვლისთვის

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 18:56
by eloiza
http://up.jeje.ge/download.php?id=CA924BB23

სპეციალურად ქავთარაძისთვის:)))


გაიხარეთ, კარგები ხართ ძალიან:)))

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 19:02
by sifra
აბა შენ იმედზე ვარ ქეთ ერთI სული მაქვს როდის დაიდება ფოტოები განსაკუთრებით მე რომ თოვლის პაპასთან ვიკადრე ეგ მაინტერესებს :)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 19:23
by Int3lig3nt
საღოლ თქვენა :).

დაწვრილებით რეპორტაჟს ველოდები :).
(ტრული სად ხარ?)

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 19:34
by Truli
აქ ვარ ინტელ :)
წავუძინე დავიბანე, ვჭამე და მოვედი.
მოკლედ, მოსაყოლი არაფერია, ვითევზავეთ, მორალი წავუკითხე ყველას, ვიმარხულე "სგუშჩონით" ვსვით და მიგვათოვა.
სიონი არ მომეწონა. ნაგვის ბუდეს ჰგავს იქაურობა :?
საზოგადოება მაგარი იყო!!!
სიფრა არაა სწორე, მაგი სტუდენტია, და გიორგი კი სინამდვილეში სტუდენტის ძმაა.
უკვე მენატრება ყველა. ახლა სურათებსაც დავდებ.

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 19:38
by Truli
ესეთი იყო ბანაკი შაბათს დილით
Image

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 19:47
by Truli
ჩვეულებისამებრ გაზაფხულს მივაგე პატივი და ნაგვისგან მოშორებით, რომლითაც იქაურობა სავსეა, დავიწყე ამ ლამაზმანების გადაღება
Image

Image

Image

Image

27/28/29 მარტი:სიონის თევზტური/თევზტური 1

Posted: 29 მარ 2009, 19:48
by ARCHILI
Kavtaradze wrote:დიდი მადლობა არჩილს და დანარჩენ კარაველებს ასეთი დაუვიწყარი დღეებისთვის
გაიხარე ძმობილო :)

დიდი მადლობა ყველას, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ერთად, შესანიშნავი საზოგადოება შეიკრიბა, მრავალფეროვანი და მხიარული დღეებიც გავატარეთ.

მე მგონი, რომ ჩემს მიერ ინიცირებული პარასკევი ღამის ათვისების იდეამ კვლავ წარმატებულად ჩაიარა, თან თუ გავითვალისწინებთ, როგორი ენთუზიაზმით გავათენეთ პარასკევი ღამე.

ასეა, დაღლილი სამუშაო კვირის მიუხედავად, კვლევ ენერგიით ავსებულები ღამის მგზავრობას თავიდანვე თავგადასავლური ელემენტებით დავიწყეთ. ჩვენი "ნავაროჩენი" მერსედესის წუწუნა მძღოლი, მოულოდნელად დამთავრებული ბენზინი, ღამის 12 საათზე ცხვარიჭამიაში, ღულელებსა და ხევსურთსოფელში ბენზინის გამყიდველების ძებნა კარდაკარ და ღამით აკლებული სიონის ტყე და ჩვენი სიმღერებით დაყრუებული მგლები პირველივე საათებში ამტკიცებდა, რომ ეს დღეები მოულოდნელობებითა და სიამოვნებებით იქნებოდა სავსე.

ყველაფერი ჩვეულებრივ "მარშრუტკაში" ჩასხდომითა და მგზავრობით დაიწყო, ფრიად კომფორტული მანქანა, ყველას ძალიან გვესიამოვნა, თუმცა, წუწუნა მძღოლის დაუდევრპბები და უხარუსხო რუსული ესტრადა გვახსენებდა, რომ ჯობია ნაკლებადკომფორტული მანქანა და კარგი ხასიათის მძღოლები.

ჯერ კიდევ მარშრუტკაში თავადმა გვამცნო თავისი დაბადების დღის მოსვლა და რამდენიმე წუთში, მისივე თხოვნით, "ზესტაფონო, გშორდები" "რა ლამაზი დღეას ნაცვლად" შევუსრულეთ.


Image

Image

Image

ასე სიცილ-სიმღერ-ბღავილ-ხარხარით, სოფლე-სოფელ ბენზინის ძიებით ჩავედით სიონში ღამის 12 საათის გადაცილებულზე, ქეთუნამ, ქეთუნას პლიუსებმა და ხაომ უკვე გაჩაღებული კოცონი დაგვახვედრეს. ხაოს ეძინა, ჩვენ რომ ჩავედით და ზოგიერთ ჩამსვლელს ეგონა კიდეც, რომ ხაო გამოგოგნილი პერსონაჟი იყო და არა ნამდვილი ადამიანი, მასზე სწორედ ასე ვამბობდით, ჰო, ხაო ის არის, აქ რომ არის და ვერ ვხედავთო.

დახვედრილი კოცონიკიდევ მეტად გახურდა, არტის ბოთლებს თავი წაეცალათ საკალანდო ღორისავით და ღამის ქეიფიც გახურდა დაბაანკების პარალელურად.
თავადის საიუბილეო ღამეს დაბადების დღე კარავმა სიონის პირას, ტყეში გადაუხადა და ყველამ თავი იუბილარად ვიგრძნენით.

ქეიფი დილამდე გაგრძელდა, გათენებულზე ხაო მაინც ვერ გავაღვიძეთ. მე, სიფრამ და სიფრას პლიუსმა, მომავალმა კარაველმა გიორგიმ, უფრო გასაგებად რომ დავასახელო, მე, სტუდენტმა და სტუდენტის ძმამ, გათენებიდანვე სიონს ანკესებით მივაშურეთ და მზის ამოსვლას იქ შევხვდით ანკესებით ხელში მეთევზის რანგში.