Page 1 of 2

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 27 სექ 2005, 22:33
by Nika
მოკლედ ეს ლაშქრობა არ იყო. ექსკურსია იყო. წავედით 5-ნი ჩემი მანქანით. მე, გვალვა და კიდე 3 კაცი არაკარველები (იმედია დროებით). თავდაპირველად ვაპირებდით 2 დღიანის გაკკეთებას. მერე გაირკვა რომ ტაბაწყურზე ღამე გაყინვის სერიოზული საფრთხე იყო. შეშა იქ არ იშოვება და ა.შ. გაჩნდა იდეა რომ ტაბაწყურის ნახვის შემდეგ გავჩერებულვიყავით სადმე ქვაბისხევში და მეორე დღეს სამაგიეროდ გაგვევლო აბასთუმანით და საირმეთი. მაგრამ ამ უკანასკნელს დაემთხვა დმანისის ექსკურსია და საბოლოოდ ტაბაწყური, ტიმოთესუბანი, ბორჯომით შემოვიფარგლეთ.

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 27 სექ 2005, 22:36
by ilia
ფოტოები იქნება?

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 27 სექ 2005, 22:41
by Nika
ახლა კიდე ფოტოები. პირველი სურათები ბაკურიანში გადავიღეთ.
Image

გზა საკმაოდ კარგი იყო. სადღაც ამ მთების იქით ტაბაწყურია
Image

უკვე ალპური ზონა დაიწყო
Image

შემოდგომა უკვე შემოიპარა
Image

ძალიან ბევრ სურათს ვიღებდით
Image

მთაზე ცხვირ ფარა იყო
Image

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 27 სექ 2005, 22:47
by Nika
და აი ისიც საქართველოს გადარჩენი იმედი BP-ს ტრუბა. ახლა აქ უკვე გაის ტრუბა გაყავთ.
Image

აი აქედან ამოვედით :)
Image

ტრუბის ჩადება პანორამული კადრი 2X2-ზე
Image

აქ ერთი იაღლიში მოგვივიდა. დაცვის მანქანა მოგვადგა და გვირჩია რომ არ გავჩერებულვიყავით რადგან დიდი მანქანების ბორბლების ქვეშ მოხვედრის დიდი შანსი იყო. ცხრაწყაროზე გადასვლის შემდეგ ტრუბას მოვცილდით და ისევ მოვიმარჯვეთ კამერები. უკანა პლანზე "თავკვეთილა" ჩამქრალი ვულკანი.
Image

თივის ზვინები
Image

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 27 სექ 2005, 22:58
by Nika
როგორც იქნა ტაბაწყურიც გამოჩნდა და ო საოცრებავ ტბაში კუნძული ყოფილა
Image

ეს ბებო სახურავზე გაზრდილ ბალახს ცელავდა მარა ჩვენს დანახვაზე გაჩერდა :(
Image

ცოტა ხეტიალის შემდეგ წყალთან მივედით. იქვე ფიჭვების ტყე იყო (ხელოვნური ცხადია)
Image

ხალხი წყლის პირას სადღეგრძელოებს იძახდა
Image

ამასობაში გვალვა სოკოებს აგროვებდა. ისე გაერთო რომ 2 პარკი გაავსო.
Image

აქვე გადავწყვიტეთ რომ გზად ტიმოთესუბანში გაგვევლო. მალე უკან დავიძარით. როგორც იქნა ცაზე ღრუბლები გამოჩმდა რაც ფოტოებს ცოტა მაინც აუმჯობებსედა. თუმცა განათება უკვე აღარ ვარგოდა. ეს ცხრაწყარო უკანა მხრიდან
Image

ეს კი მდინარე ქცია. აქ ის ჯერ ძაან პატარაა.
Image

ვუახლოვდებით უღელტეხილს
Image

ისევ ძველი ადგილი მარა უკვე საღამოს განათება.
Image

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 27 სექ 2005, 23:04
by Nika
ტიმოთესუბანი. პირველ რიგში გაგვაოცა მშვენიერმა ასფალტის გზამ. ასევე შესანიშნავად მოვლილმა გარემომ. ეკლესიის შიგნით კი სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.
Image

Image

ცოტა კურიოზული კადრებიც გადავიღე. "ტუალეტი"
Image

კეშის დასამალი ადგილი აქ ვერ ვნხახეთ და ბორჯომისკენ დავიძარით.
ეს აბანოა.
Image

ფოტო სამახსოვროდ
Image

ბორჯომის მინერალური წყალი აქ ამოდის
Image

ხედი პარკზე პლატოდან
Image

მერე უკვე წვიმა წამოვიდა და გვალვამ "ამერიკანსი გორკები" ვერ ნახა. დავიძარით თბილისისკენ და მშვიდობიანად ჩამოვედით შთაბეჭდილებებით სავსე და დმანისში წასვლის მოლოდინში.

ახლა გვალვას ფოტოებს ველი.

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 28 სექ 2005, 22:00
by Gvalva
აუ, რა კაი საურათები გამოსულა!!
ყველაფერი გამახსენდა!!
მე ბევრი არ გადამიღია, როცა შენ იღებ მე ისე თუ დავაჩხაკუნებ ხოლმე. ხვალ იქნება თუ რამემ ივარგა :)

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 28 სექ 2005, 22:06
by Gvalva
ხო, სოკოები ცხოვრებაში პირველად დავკრიფე, მართალია ხელები ისე გამიჭუჭყიანდა რომ ადგილობრივმა პემზის კარიერებმაც ვერ მიშველეს, მარა დიდი სიამოვნება მივიღე. გაგონილი მქონდა სოკო დანით უნდა მოჭრა, რომ არ განადგურდეს და სხვა დროს (ალბათ მომავალ წვიმას) კიდევ ამოვიდესო, მარა ერთ-ერთმა იქ მყოფმა ისე მეცნიერულად ამიხსნა რომ, ვერაფერი კი გავიგე, მარა სამაგიეროდ დავიჯერე, და შემდეგ მშვიდად ვკრეფდი უდანოდ :)

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 28 სექ 2005, 23:23
by ilia
კაი რეპორტაჟია. ბორჯომში მართლა გააკეთეს დისნეი ლენდის მაგვარი რამ?

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 29 სექ 2005, 10:51
by Gvalva
თრიალეთში გადაიხედავ თუ არა უღელტეხილიდან სრულიად განსხვავებული ფერებია, წითელი ისე ურევია მიწას მგონი ბალახიც მოწითალო იზრდება აქ.
მგზაურობის თავისებურება მტვერი იყო, ამ სურათზე ცეცხლის კვამლი არ გეგონოთ, უბრალოდ, მანქანა მიდის და მტვერია, ყოველი შემხვედრი მანქანის დანახვაზე მე და ნიკა სინქრონულად ამოვწევდით შუშებს რომ გაივლიდა ჩავწევდით, მარა ამან ვერ გადაგვარჩინა.

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 29 სექ 2005, 10:56
by Gvalva
ველები, სათიბები რომლებიც მე ყოველთვის მხიბლავდნენ.

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 29 სექ 2005, 11:06
by Gvalva
ტაბაწყურზე იყო კიდევ ორი ღირსშესანიშნავობა: პემზის ქვის ქარიერები, რომელიც მგონი არ გადაგვიღია, და ჭაობი ტბის გვერდით, რომელიც ასევე არ გადაგვიღია :)

ამ ჭაობზე გვითხრეს რომ გადამფერენი ფრინველებისთვის დასასვენებელი ადგილიაო. მრავლად დაიარებოდნენ თოფიანი და ძაღლიანი კაცები, ამ უკანასკნელებმა (ძაღლებმა, და არა კაცებმა) ჩვენი სუფრიდან ძეხვიც მოიპარეს როცა ჩვენ უფასო (და ამიტომაც მგონი უშედეგო :) )birdwatching-ით ვიყავით დაკავებულები

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 29 სექ 2005, 13:46
by Mrs. Robinson
მშვენიერი ფოტოებია.
ისე ავტოტურების განყოფილებაც ხომ არ დაგვემატებინა? :D

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 29 სექ 2005, 14:00
by lama
ძალიან ლამაზი ადგილებია ნამდვილად თქვენ რომ წახვვედით მანამდე ვიყავით ჩვენ 23 კაცი და ძაან მაგარი დრო ვატარეთ ვიყავით 5 დღე და შევესწარით ძალიან ლამაზ მთვარის დაისს ტაბაწყურის ტბაზე ეს იყო რაღაც სასწაული რამ :shock: :shock:

ცხრაწყარო-ტაბაწყური-ტიმოთესუბა&#

Posted: 01 ოქტ 2005, 10:19
by toga
ძაააააან ყამაზი სურათებია