Page 1 of 14

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:46
by Truli
1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ახალციხე-ასპინძა-სარო -ხიზაბავრა-ასპინძა-ახალციხე-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2.5 დღე

4. სირთულე:
უმეტესად საკმაოდ მარტივი, კლდიდან თუ არ გადაეჩეხი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი-ვალე მატარებელი 4 ლარი + საკვები

6. მონაწილეთა რაოდენობა
5

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მენაი ანუ ტრული!!!

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სარო, ხიზაბავრა, ნიჯგორი ასპინძა

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
250 დაახლოვებით

10. ფეხით გავლილი მანძილი:
გააჩნია როგორ ივლი...

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელი სარო, ნაქალაქარი, ეკლესია, ხიზაბავრის ეკლესია, საროს ჩანჩქერები, კიდევ რაღაც გაყინული ქვებიო და ჩანჩქერიო ხიზაბავრასთან, მაგრამ იქ ვერ მივედით.

12. საბანაკე ადგილები:
საროს ნაქალაქარში, ხიზავაბრაშიც არის

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ტრასაზეა წყაროები, ასევე სოფლებში.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ამ სეზონში თბილი ტანსაცმელი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ყოველთვის!!!! (ზამთარში კი თუ სიცივეს არ უფრთხით!

16. რისკები, საფრთხეები:
ასპინძაზე გადარევა...

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
მაგას რა გამოლევს, ისე კი ხერთვისი არც ისე შორია... არც ზველია შორს, დრო იყოს და...

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ხვალ დავდებ რუქას. ჯიპიესი და ეგეთები არ ვიცი მე.


19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
საროში დეიდა ნათელა, ეკლესიასთან ახლოს ცხოვრობს. კარგი ქალია.

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
მგონი 10 :)

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
Truli
კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.
იმედია, მშვენიერი გასვლა გქონდათ.
ყოჩაღ, რომ თემაც შესაბამისად გაგიხსნია

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:48
by paata_
მოგვიხველ მშვიდობით

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:51
by Truli
იმის შესახებ კი, თუ როგორ, მე, ქალმა, შევაცდინე 4 კაცი, ვიმგზავრეთ თბილისი-ვალეს მატარებლით, ვიარეთ ფეხით და ვუყურეთ განთიადს ახალციხეში, მივიღეთ საჯდომკანტუზია, არჩილი როგორ გდმოხტა და ცხვირპირი კინაღამ აილეწა, გვეძინა შუა გზაზე, გავიცანით ნათელა დეიდა, ვნახეთ თხის მშობიარობა, არჩილი როგორ კინაღამ გახდა იაღოველი და ისწავლა კლდიდან ფრენა, როგორ ეძინა წივწივას, როგორი კულინარია ქსოვრელი, როგორ გავატარეთ ღამე, როგორ წავედით ხიზაბავრაში და მოვხვდით ბესოს ბებიის ქელეხში, როგორ ვეზიარეთ ოქროსფერ ასპინძას და ბოლოს როგორ გავიყავით ახალციხეში და დავბრუნდით თბილისში ხვალ მოგითხრობთ დაწვრილებით :))

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:52
by paata_
უიმეე, სულ ეს იყო?

:shock:

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:53
by Truli
paata_
მაცადე ყმაწვილო, ეს ანონსი იყო, დანარჩენი ხვალე!!!
შურით თითებს დაიკმნეტთ!

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:57
by ARCHILI
დიდი მადლობა გულშემატკივრებს...

ჩამოვედით მშვდიობით, პირადად, მე ისე რა მშვიდობით...

:)

ჯერ იყო და საროს ასახვევში კარვული ფრენა დამისრულდა არასასურველად, რის გამოც მცირედად ვიკისრისტეხე, შმედეგ კი მართლაც კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა ჩვენი ლაშქრობა, როდესაც კლდის ციცაბო ფერზე, რომელიც ხევში ჩადიოდა და რომლის სიმაღლე ალბათ რამდენიმე ათეული მეტრი იყო, კინაღამ იძულებითი ფრენა მოვაწყვე :D

საბოლოოდ უხიფათოდ მაინც ვერ გადავრჩი და უკანა გზაზე ხიზაბარვრიდან რომ მოვდიოდით, ფერდზე დავგორდი და ფეხი ვიღრძე..

:D

მოკლედ, მე და ფეხი ვერ ვმეგობრობთ რა მაინცდამაინც... :D ამჟამად ფეხი დასიებულ და ჩალურჯებულ მდგომარეობაშია და ფეხსაცმლიდან ძლივს ამოვათრიე...

:D

ეს იქით იყოს და ტრული, მალადეც... მალადცი წივწივა, ანდრო, ალექსა.... ყველას დიდი მადლობა, ძალიან ვისიამოვნე... განსაკუთრებული ტური იყო, საუკეთესო გუნდი და თავგადასავლები, რასაც ტრულიც, ლაშქრობის მონაწილეებიც და ალბათ მეც ნელ-ნელა მოვყვებით...

შესანიშნავი იყო და შემთხვევის მიუხედავად, განსაკუთრებულად ვისიამოვნე...

დიდი მადლობა მომკითხველებს.

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:59
by Truli
ARCHILI
ჩემნაერო... მიდი დაწექი ფეხს მიხედე!

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 22 მარ 2009, 23:59
by guruli
Truli
paata_
მაცადე ყმაწვილო, ეს ანონსი იყო, დანარჩენი ხვალე!!!
ვა - აქაც ტელევიზიაა და ანონსები გადის სახვალიო გადაცემაზე? :D

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 23 მარ 2009, 00:01
by Truli
guruli
მაშ ;)
ჯერ უნდა დაგაინტრიგოთ :))

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 23 მარ 2009, 00:02
by Truli
GAMARJOBA SAKARTVELO
გმადლობ

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 23 მარ 2009, 00:06
by ნიმფა
Truli

я впредкунении :D

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 23 მარ 2009, 00:09
by Naia
Truli
ყოჩაღები ხართ!

მიდი, დაგვაჭამიე თითები და იდაყვები :D

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 23 მარ 2009, 00:10
by burdula
გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას და ველით ფოტოეეებს

ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Posted: 23 მარ 2009, 01:35
by GAMARJOBA SAKARTVELO
Truli wrote:[11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
სოფელი სარო, ნაქალაქარი, ეკლესია, ხიზაბავრის ეკლესია, საროს ჩანჩქერები, კიდევ რაღაც გაყინული ქვებიო და ჩანჩქერიო ხიზაბავრასთან, მაგრამ იქ ვერ მივედით.
ჩანჩქერები და გაყინული ქვები მაინტერესებს.
თუ შეგიძლიათ, ამათზე რამე მითხარით, რა.

ARCHILI wrote: ჯერ იყო და საროს ასახვევში კარვული ფრენა დამისრულდა არასასურველად, რის გამოც მცირედად ვიკისრისტეხე, შმედეგ კი მართლაც კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა ჩვენი ლაშქრობა, როდესაც კლდის ციცაბო ფერზე, რომელიც ხევში ჩადიოდასაბოლოოდ უხიფათოდ მაინც ვერ გადავრჩი და უკანა გზაზე ხიზაბარვრიდან რომ მოვდიოდით, ფერდზე დავგორდი და ფეხი ვიღრძე..
მოკლედ, მე და ფეხი ვერ ვმეგობრობთ რა მაინცდამაინც... :D ამჟამად ფეხი დასიებულ და ჩალურჯებულ მდგომარეობაშია და ფეხსაცმლიდან ძლივს ამოვათრიე...
არა, რა, შენთან ტელეფონით არ უნდა მელაპარაკა.
ახლა, ვიცი, დათარსვას დამაბრალებ (ჰაჰა).
მიხარია, რომ მაინც მშვიდობით დაასრულეთ გასვლა.
ფეხი არაფერია, მალე გაგივლის