ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Naia » 09 მარ 2009, 10:27

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთის რეგიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ქვემო ნიჩბისი-ზემო ნიჩბისი-ძველი სასხორი-მცხეთა-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
კაცზე 3 ლარი (მანქანით გადაადგილებისას), საზოგადოებრივი ტრანსპორტით ალბათ უფრო ნაკლები

6. მონაწილეთა რაოდენობა
6

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ნაია

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სასხორი, ძეგვი, მცხეთა, წინარეხი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
80 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
5 კმ-მდე (2-2 კმ უმზეურას ეკლესიამდე მისვლა-წამოსვლისთვის, 1 კმ სოფელში გადაადგილებისთვის)

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
იქაურობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით. როგორც ერთმა ადგილობრივმა გვითხრა, მარტო ნიჩბისის შემოგარენში 14-მდე ისტორიული ძეგლია

12. საბანაკე ადგილები:
სოფლის გარშემო

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ქვემო ნიჩბისის ცენტრში სოფლის წყაროა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი
თოკი თუ ვინმეს კოშკებზე აცოცება სურს

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი

16. რისკები, საფრთხეები:
ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც საკმაოდ კონფლიქტური ყოფილა. თუმცა, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება არ დაგვრჩა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

დიდგორი, ახალი ნიჩბისის ახლად აშენებული ეკლესია, ძეგვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია
აგრეთვე, ახლომდებარე სოფლებში ბევრი საინტერესო ძეგლია

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
---

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ალაგ-ალაგ ცუდად იჭერს. უმზეურას ეკლესიასთან საერთოდ არ არის კავშირი

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
ქვევრი

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
(მოვძებნი და ცოტა ხანში დავდებ)


22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10-ბალიანი სისტემით
9

23. სასარგებლო ბმულები:
უკვე შემდგარი კარვული გასვლები ნიჩბისში:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=1388
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=153403#153403
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=87

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Naia » 09 მარ 2009, 10:49

კვირას, 8 მარტს, დილის 11 საათზე სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ: ლომი, მთაშენკა, თუთა, თუთას მეუღლე ბადრი, ამიგო და მე

3 მანქანით ვიყავით, მაგრამ გადავწყვიტეთ არ დავშლილიყავით და 1 მანქანაში მოვთავსებულიყავით. ვინაიდან, ყველაზე მოხერხებული ამ მხრივ ბადრის მანქანა აღმოჩნდა, მისი მანქანით წავედით.

ნიჩბისი ძალიან ახლოსაა თბილისთან. 40-45 წუთში უკვე ქვემო ნიჩბისთან ვიყავით.

ვნახეთ ციციშვილების ციხესიმაგრე, საცხოვრებელი კოშკითა და არაჩვეულებრივი აბანოთი

ღვთისმშობლის ეკლესია, სადაც ქვევრმა შარშან ჯვარცმის გამოსახულებიანი ზედაშე იპოვნა (სამწუხაროდ, ეს პაწია ქვევრი, დიდი ძებნის მიუხედავად, ვერ ვიპოვნეთ:( )

შემდეგ მოვინახულეთ უმზეურას 'დედა ხვთისას' სახელობის საყდარი

წმ. ნიკოლოზის სახელობის გუმბათმორღვეული ეკლესია და იქვე ღვთაების პატარა ეკლესია

ძვ. სასხორის ღვთისმშობლისა და მთავარანგელოზთა ეკლესიები და სოფლის თავდაცვითი კოშკი

წმ. გიორგის ეკლესია დიდგორის გზაზე და აგრეთვე დიდგორის გადასახვევთამ მდებარე იოანე მახარობლის ეკლესია

მცხეთაში გავლისას შევიარეთ ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმში და ვნახეთ სარკოფაგები და თბილისის შემოსასვლელთან მთაზე მდებარე, ახლად აგებული იოანე ნათლიმცემლის დედათა მონასტერი

ძალიან საინტერესო და მრავლისმომცველი გასვლა გამოგვივიდა. ამინდში გაგვიმართლა, დილით ცოტა ხნით წამოწვიმა, მაგრამ შემდეგ მთელი დღე კაშკაშა მზე და უღრუბლო ცა დაგვნათოდა. ჰაერში კი ყოჩივარდების სურნელი ტრიალებდა. მოკლედ, მე პირადად ფრიად კმაყოფილი და სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი გუშინ :)

სამწუხაროდ, აპარატი არ მაქვს და ფოტოებს მე ვერ შემოგთავაზებთ
Last edited by Naia on 10 მარ 2009, 09:43, edited 1 time in total.

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 09 მარ 2009, 11:06

ეს ჩვენ :)

Image

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 09 მარ 2009, 11:20

ჩემი სიმპატია ზარები :)
ამ ზარებს კარგი ჩამოსაკიდი არ აწყენდათ.

Image

Image

Image

Image

User avatar
Druides
იეტი
Posts: 1934
Joined: 23 აპრ 2004, 13:54
Location: Galia
Contact:
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Druides » 09 მარ 2009, 11:27

უმზეურა არ ნახეთ???
გიჟს აჰყე, ჭკვიანს დაჰყე!

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Naia » 09 მარ 2009, 11:28

Druides wrote:უმზეურა არ ნახეთ???
ვნახეთ და ძალიან მოგვეწონა

მე აპარატი არ მქონდა და ფოტები არ მაქვს. იმედია, მოგვიანებით სხვები დადებენ

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 09 მარ 2009, 11:41

ბარემ რადგან ქრონოლოგიურ რეპორტაჟს გადავუხვიე, მოდი კიდევ ცოტათი "ავურევ" :)

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანე
Image

Image

Image

არმაზის მუზეუმში
Image

ქვევრი უმზეურის ეკლესიასთან
Image

Image
Last edited by amigo on 09 მარ 2009, 21:16, edited 2 times in total.

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 09 მარ 2009, 12:00

პირველად ვნახეთ ციციშვილების ციხესიმაგრე. ციხესიმაგრეს აქვს უზარმაზარი გალავანი. გალავნის შიგნით არის კოშკი, აბანო, ძველი აფთიაქი, არის წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები შემორჩენილი.

შემოსასვლელი
Image

ეს არის ძველი აბანო

Image


ეს გახლავთ ქვის თაროები, ( არსებობს მოსაზრება, რომ ამ თაროებში ინახებოდა სხვადასხვა წამლები, თუმცა იხილეთ ქვემოთ კახას წერილი ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით :) )

Image


ესეც კოშკი

Image

ეს წყალგაყვანილობის სისტემის ნაშთები

Image
Last edited by amigo on 09 მარ 2009, 13:11, edited 1 time in total.

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by tiko_r » 09 მარ 2009, 12:35

ვააა
ეს რა ლამაზი ადგილები გინახავთ :)
ჩემს სიზარმაცეს რა ვუთხარი.. :lol:

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Kakha » 09 მარ 2009, 12:37

amigo
რაც აფთიაქად შემოგასაღეს არ უნდა იყოს აფთიაქი. ვითარება ასეთია, არის ასეთი პიროვენბა სოკარტ სალუქვაძე - თბილისში, #1 აფთიაქის დირექტორი (არ ვიცი ახლაცაა თუ პენსიაში გავიდა). ფარმაციზე შეყვარებული კაცი (რაც კარგია). დაიწყო ქართული ფარმაკოლოგიის დარგში კვლევა (რაც ასევე კარგია) და სადაც კი ნახა თახჩები, ყველა ძეგლზე ერთიანად აფთიაქებად მონათლა (ვარიძია, უფლისციხე, მაღალაანთ ეკლესიისთან მიმდებარე კომლექსის ნანგრევი). არადა არავითარი რეალური საფუძველი რომ მაინცა და მაინც აფთიაქებია არ არსებობს. უფრო სწრედ კი მოჰყავს, მისი აზრით, შესაბამისი არგუმენტაცია, მაგრამ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძელბს ეს არგუმენტაცია.

კარვიდან ბევრნი ხართ ნამყოფებცი კაპადოკიაში - აბა გაიხსენეთ რამდენი კლედში ნაკვეთი მცირე თახჩებიანი სათავსები ნახეთ იქ. ასეულობითაა, თუ არა ათასობით.

შემეკითხებით აბა რა უნდა იყოსო - ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა ასეთია, თუ დედამიწის ზურგზე უამრავი ასეთი თახჩიანი სათავსია და არც ერთი არ სოცირდება აფთიაქთან ჩვენ რა წითელი კოჭები ვართ?

კაპადოკიაში, მაგალითად, ასეთი სათავსები სრულიად ერთმინიშვნელოვნად გამოყენებული იყო სამტრედეებად. მტრედებს აშენებდნენ იქ და თან ბავრსაც. ერთი მხირვ მტრედი იჭვევა, ანუ ხორცად შეგიძლია გამოიყენო. მეორე, ასეთ სათავსებს რამდენიმე წელში ერთხელ ასუფთავებდნენ სკორესგან, რომელიც საუცხოო სასუქია.

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ სადაც თახჩებს დაინახავთ და თუ გეტყვიან რომ ეს აფთიაქიაო ეგერევე ნუ დაუჯერებთ.

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Naia » 09 მარ 2009, 12:51

Kakha
მეც ეჭვი შემეპარა მაგის აფთიაქობაში :)

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by amigo » 09 მარ 2009, 13:10

Kakha
Naia
მეც კი შემეპარა ეჭვი, წამლებს ამოდენა ქვის თაროები არ დასჭირდებოდა მეთქი :)
მაგრამ რომელიღაცა ჩვენგანმა დაბეჯითებით თქვა და ... :)

:)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 13:20

amigo
მე ვთქვი. მაგრამ მეს ასევე დაბეჯითებით განმანათლეს და :wink: ...

გადასარევი გასვლა იყო. 12 საინტერესო ძეგლი ვნახეთ. და მთის წვერიდან გაშლილი ხედებით დავტკბით. :D .
ფოტოები და რეპორტაჟიც იქნება, როგორც კი მოვიცლი, მაშინვე :) .
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 14:42

დილით სამთო ქიმიასთან პირველები მე და ამიგო მივედით, მერე გამოჩნდნენ, თუთა, ბადრი, ლომი და ნაია. ირაკლიმ რვა მარტი მოგვილოცა გოგოებს და ყვავილები მოგვართვა :) . მერე ბადრის მანქანაში მოვთავსდით და გავემართეთ ქვემო ნიჩბისისკენ.
ცა მოღრუბლული იყო, მაგრამ როგორც ნაიამ დაგვარწმუნა დღის 4 საათამდე წვიმა მოსალოდნელი არ იყო. ამ ამბით დაიმედებულებმა ვიფიქრეთ, 4 საათამდე ძირითადი ძეგლების ნახვას მოვასწრებთო. მაგრამ წვიმამ ციციშვილების ციხეზევე მოგვისწრო :lol: .

ესეც "აფთიაქი" :wink:

Image

ციხე ძალიან მოგვეწონა
Image

ვირუკელების ფონზე აბანოა
Image

ციხეზე ასულები ვხედავდით, ბადრიროგორ მოეფერა ვირუკელებს :)
Image

მერე ციხის გალავანს გამოუყვა და წრე დაარტყა :)
Image

ციხიდან ლამაზი ხედები იშლებოდა
Image

ციხის ტერიტორიაზე ადრე, კომუნისტების დროს, სკოლა ყოფილა. ეს სკოლის ნანგრევებია:
Image

აბანო ახლოდან
Image

ნაიამ და ირაკლიმ აბაზანის მიღება სცადეს :lol:
Image

ციხიდან კარგად ჩანს იქვე ახლოს მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიაImage
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ნიჩბისი - 2009 წლის 8 მარტს

Post by Mta Mkvarebia » 09 მარ 2009, 14:55

აბანოში წყალი ამ მილებით შეედინებოდა:

Image

Image

ციხის ეზოში ციციშვილების საგვარეულო სასაფლაოა
Image

ციხის დამპყრობლები
Image

Image

ეს ახლადაგებული სახლი-ეკლესია ციციშვილების შთამომავლებს აუგიათ. როგორც მივხვდით, კერძო საცხოვრებელია, არადა თავიდან ეკლესია გვეგონა

Image

ციხიდან ღვთისმშობლის ეკლესიისკენ გავემართეთ. ლოგიკურად ამ გზას უნდა გავყოლოდით
Image

მაგრამ ნაიამ გზის დასაზუსტებლად ერთერთ ჭიშკარს მიადგა: "მასპინძელოს" ძახილით. მოხუცი ქალბატონი გამოგვეგება, "მეც მაქეთ მოვდივარო" და ვიწრო, მიხვეულ-მოხვეული გზებით გვატარა ეკლესიისკენ. სიარული უჭირდა და ნაიაც ნელ-ნელა მოყვებოდა. ჩვენც ფეხს ვერ ვუჩქარებდით, არადა ზემოდან გვაწვიმდა. მე რიგითი "მთაშენკური ხილვა" დამემართა და ვთქვი, ნამდვილად სარძლოდ მოეწონა ნაია და ახლა "ამუშავებსთქო" (ისე აგიხდეთ ყველაფერი :lol: )
Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]