Page 1 of 9

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 13:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი, ბონისის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მარნეული-ცურტავი-ბოლნისი-ქვეში-კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი-ბოლნისი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
ავტოტურისთვის საკმაოდ რთული, მაგრამ აზარტული კაზრეთი-ბალიჭი-უკანგორის ნიადაგის გზა ტალახის გამო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
8-10 ლარი, ფასი მანქანაზეა დამოკიდებული

6. მონაწილეთა რაოდენობა
6 ეკიპაჟი, 28 წევრი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ყველა ჩამოთვლილ პუნქტთან დასახლებებია.
რაიონული ცენტრებიდან ახლოსაა მარნეული-ბოლნისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სა1ო ჯამში 170 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ყველგან მცირე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ცურტავის (ზოგან ქოლაგირი) ციხე ერეკლე მეფისა და დარეჯანის სახლები, ციხის ეკლესია, სართულიანი ქონგურები
ქვეშის ციხე - ციხე და მისი ეკლესია
კიანეთის ეკლესია - ეკლესის ეზოში საფლავის ძველი ქვებია
კაზრეთის ეკლესია - საინტერესო ჩუქურთმები, რელიეფები დასავლეთ ფასადზე
უკანგორის ეკლესია - უძველესი ეკლესიაა, სიძველის კვალი

12. საბანაკე ადგილები:
ცურტავის (ზოგან ქოლაგირი) ციხე ციხის გარეთ,
ქვეშის ციხე -ციხის ეზოში ან მის გარეთ, იქვე ახლოს
კიანეთის ეკლესია - სოფლის შუაგულშია და დაბანაკება შეუძლებელია
კაზრეთის ეკლესია - მადნეულის სიახლოვის გამო, არაა ნებადართული
უკანგორის ეკლესია საბანაკე ადგილი ბევრგანაა.
სოფლის ბოლოში ხევია და იქ უკეთესი ადგილებია

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
განვლილ მიმართულებაზე წყალი ყველგან არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ავტოტურისთვის ტალახზე სასიარულო საბურავები და დასაზღვევად, მანქანის სამაშველო გამწევი, ჯალამბარი
ციხეებზე სასიარულდ კლდის შესაფერისი მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კაზრეთის სამების ნახვისთვის მადნეულის ადმინისტრაცია საშვს ითხოვს, რადგან ტაძარი მათ ტერიტორიაზეა.
უმეტესად, უსაშვოდ დაშვება დაცვის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.
უკანგორში წასასვლელად შეიძლება კაზრეთიდანაც და მაშავერადანაც

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო

16. რისკები, საფრთხეები:
უკანგორის გზაზე ფეხით გადაადგილება მგლების სიმარვლის გამო, სარისკოა

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ჭაპალას ციხი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ტანძია

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ლაშქრობის მოწყობა კაზრეთიდან უკანგორისკენ

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან იჭერს.
უკანგორის ეკლესია - სოფელში მობილურები არ იჭერს.
გზაზე ალაგ-ალაგ წყვეტაა

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მოსახლეობა

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
მარტივი, დასახლებული მიმართულებისა და ტურისტული ნიშნების გამო,
რუკების საჭიროება არ არის
ბოლნისის კოორდინატები
41° 22' 39
44° 30' 3

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ცურტავი - წვიმის გამო - 8
დანარჩენი - 8,5

23. სასარგებლო ბმულები
თემა ამ გასვლის გეგმის შესახებ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3047&start=0
NeoZ wrote:დავიწყოთ მარშრუტის ზედ ხედით

Image

სრული ვერსია (სურათი)

http://bin.ge/file/14350/qveshi-curtavi ... 8.jpg.html

განვლილი მარშრუტის ტრეკი

http://bin.ge/file/14353/W20090228103334.kml.html

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 13:42
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ჭაპალას ციხი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ტანძია
პირღებულის ციხე? თუ ის შორსაა?

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 13:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
თბილისიდან 5 ეკიპაჟი გავემართეთ:
ნაიას,
Donე ალექსის,
TuTaს
მეუღლის ბადრის,
ნეოზასა და მისი +ის.
შუა დღით ქვეშიც ციხეზე L-O-M-I-ს ეკიპაჟიც შემოგვი1და Ann, ვანსკი, ზიკას, აცას შემადგენლობით.

სულ 28ნი ვიყავით.
თავდა1ლად, წვიმაში ვიარეთ, ცურტავის ციხეს სულ რომ არ უხდებოდა, მაგრამ ხელიც არ შეუშლია.
ქვეშიც ციხიდან კი უკვე, მზე გვეპრანჭებოდა, თხელი ღრუბლიდან გამომზეურებას რომ ცდილობდა,
მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავდა.
გვარიანმა წვიმამ კაზრეთი უკანგორის გზა ისეთი ტალახიანი გახადა, რომ ნამდვილი საოფროუდერო ჯიპტური გამოვიდა.
ნაიამ რაღაც სასწაულები გააკეთა.
თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ 1 ვეება გუბეტალახში ნეოზამ დიდი დახმარება გაუწია.
ალექსის მანქანას საოფროუდერო საბურავები არ ჰქონდა, ამიტომ, ფერდობზე იარა, მაგრამ 1გან გაგვეჭედა,
გზას ვეღარ აგრძელებდა და ხელითაც მივაწექით და გზა ეკალ-ბუჩქებისგანაც გავუსფუთავეთ.
ბადრისა და ოფროუდერების ეკიპაჟებმა შებინდებისას ბოლნისის სიონიც ნახეს, დანარჩენები
კვლავ ქვეშის ციხეზე ავედით და ლომის ეკიპაჟს შევუ1დით, სადაც კოცონი და წასახემსებელი დაგვხვდა.

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 13:54
by Naia
GAMARJOBA SAKARTVELO
ნაიამ რაღაც სასწაულები გააკეთა.
:oops: :oops: :oops:
ნაია არაფერ შუაშია, მანქანაა ეგეთი ;) :)

ფოტოები დადეთ რა... ქვეშის ციხემ განმაცვიფრა. ძალიან ლამაზია ....

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 14:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ ფოტოზე 5 ეკიპაჟის ხალხია.
Image

ლომის ეკიპაჟი ქვეშის ციხეზე გველოდა და კაზრეთში ვერ შემოვიტყუეთ

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 14:10
by Gio-horus
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ამ ფოტოზე 5 ეკიპაჟის ხალხია.
Image

ლომის ეკიპაჟი ქვეშის ციხეზე გველოდა და კაზრეთში ვერ შემოვიტყუეთ
კაი ხალხი ხართ)

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 14:14
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯერ ცურტავის ციხე ვნახეთ:
Image
ქოლაგირის ციხესაც უწოდებენ

შემდეგ, ბოლნისის გავლით, ქვეშში ჩავედით და ციხე ვნახეთImage

ქვეშის ციხიდან იქვე ახლოს, 1 კმში სოფელი კიანეთია, რომლის შუაგულშიც ეს ძველი ტაძარი ვნახეთ:
Image
ტაძარის გარეთა კედლები, სამწუხაროდ, სომხური ნაკაწრებითაა აჭრელებული

კიანეთიდან კაზრეთში შევედით, თუმცა, იმის გამო, რომ უკანგორი 8 კმში იყო, შორი გზისკენ გავემართეთ.
ეს 1-1 უძველესი ეკლესიაა. მის მშენებლობას ვახტანგ გორგასალსაც მიაწერენ.
Image
სოფელი ამჟამად, დაცარიელებულია და მხოლოდ 2-3 მწყემს აქვს ბინა დადებული.

უკანგორიდან მაშავერათი შეგვეძლო კაზრეთში ჩასვლა, მაგრამ კვლავ ძველი გზა ავირჩიეთ, რადგან,
უკვე ვიცოდით, რა წინაღობები უნდა დაგვეძლია.
კაზრეთში სამების ტაძარი ვნახეთ:
Image

შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაწილი კვლავ ქვეშის ციხეზე ავედით, ნაწილი - ბოლნისის სიონში წავიდა.
შემდეგ კი, ვიპურმარილეთ

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 14:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
ნაია ტალახით გალამაზებულ მანქანაში

Image

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 14:31
by GAMARJOBA SAKARTVELO
Naia wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ჭაპალას ციხი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ტანძია
პირღებულის ციხე? თუ ის შორსაა?
პირღებული ძნ შორსაა, თეთრწყაროსთან ახლოს, სამონასტრო კომპლექსია.

ბერდიკის ციხეა სოფლ ფოლადაურთან, ეგეც ბოლნის რაიონშია, მაგრამ მაგას გამოთავისუფლებული დრო არ ეყოფა.
1 დღე უნდა.
დანრჩენ ძეგლებს, რომლებიც მე17 პუნქტში ჩამოვთვალე, მცირე დრო სჭირდება

Gio-horus wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ამ ფოტოზე 5 ეკიპაჟის ხალხია.

ლომის ეკიპაჟი ქვეშის ციხეზე გველოდა და კაზრეთში ვერ შემოვიტყუეთ
კაი ხალხი ხართ)
მადლობა, მისტერ ჰორუს.
შენც უნდა ყოფილიყავი, რა იქ.
ულამაზეს ადგილებს ნახავდი

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 14:41
by Don
Image

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 17:43
by neo...
დადეთ რა სურატები

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 17:56
by NeoZ
როგორც იქნა გაიხსნა თემა :)

საღამოს ჩემს მიერ გადაღებულ სურათებს დავდებ.

მადლობა ყველა მონაწილეს შესანიშნავი დღისათვის, ისეთი დაღლილი და ჭუჭყიანები ვიყავით მე და ჩემი +, იგივე neo... (გარეჯის გასვლის მერე დარეგისტრირდა თუმცა არ აქტიურობს თუ ვერ აქტიურობს არ ვიცი :) )-ის ეკიპაჟები რომ თბილისში გაგრძელებას ვეღარ დავესწარით და სახლებს მივაშურეთ.

არ შეიძლება არ აღინიშნოს Naia, ამ ტურში ერთადერთი სუსტი სქესის მძღოლი.

მან შესანიშნავად გაართვა თავი გზის სირთულეებს და უსაფრთხოდ და თამამად მოატარა მარშრუტი მის ეკიპაჟს.

საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ტური. დანარჩენიც მერე ;)

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 18:27
by SHORENA
მართლა ძალიან კარგი დღე იყო, მადლობა ყველააააააას!

ხოდა ნაიამ და მისმა მანქანამ იქ კლასი აჩვენეეს, ნუ სიტყვები არ მყოფნის:D

პ.ს ნიიინ შენ ნამდვილი ოფროუდერი ხარ!!! :wink:

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 20:10
by t.d
neo... wrote:დადეთ რა სურატები
ვა ნეო შენ შემოგევლე ესეიგი ერთერთ ჩემიან კარველს ყავს უკვე ჯიპი და ამის მერე არ მომერიდება ჯიპ ტურებზე წასვლა და სიაში ჩაწერა. :lol:

ცურტავი-ქვეშის ციხეები, კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი, 28.02.2009

Posted: 02 მარ 2009, 21:14
by Mrs. Robinson
მშვენიერი მარშრუტი შეგირჩეიათ.
ქვეშის ციხეზე არ ვყოფილვარ... :(
უფრო ზუსტად ხომ ვერ მიმანიშნებთ სადაა??

აქ ცაზე რა ხდება :?:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
კაზრეთში სამების ტაძარი ვნახეთ:
Image