ქვემო ქართლი, ბონისის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მარნეული-ცურტავი-ბოლნისი-ქვეში-კიანეთი-კაზრეთი-უკანგორი-ბოლნისი-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
ავტოტურისთვის საკმაოდ რთული, მაგრამ აზარტული კაზრეთი-ბალიჭი-უკანგორის ნიადაგის გზა ტალახის გამო
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
8-10 ლარი, ფასი მანქანაზეა დამოკიდებული
6. მონაწილეთა რაოდენობა
6 ეკიპაჟი, 28 წევრი
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ყველა ჩამოთვლილ პუნქტთან დასახლებებია.
რაიონული ცენტრებიდან ახლოსაა მარნეული-ბოლნისი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სა1ო ჯამში 170 კმ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
ყველგან მცირე
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ცურტავის (ზოგან ქოლაგირი) ციხე ერეკლე მეფისა და დარეჯანის სახლები, ციხის ეკლესია, სართულიანი ქონგურები
ქვეშის ციხე - ციხე და მისი ეკლესია
კიანეთის ეკლესია - ეკლესის ეზოში საფლავის ძველი ქვებია
კაზრეთის ეკლესია - საინტერესო ჩუქურთმები, რელიეფები დასავლეთ ფასადზე
უკანგორის ეკლესია - უძველესი ეკლესიაა, სიძველის კვალი
12. საბანაკე ადგილები:
ცურტავის (ზოგან ქოლაგირი) ციხე ციხის გარეთ,
ქვეშის ციხე -ციხის ეზოში ან მის გარეთ, იქვე ახლოს
კიანეთის ეკლესია - სოფლის შუაგულშია და დაბანაკება შეუძლებელია
კაზრეთის ეკლესია - მადნეულის სიახლოვის გამო, არაა ნებადართული
უკანგორის ეკლესია საბანაკე ადგილი ბევრგანაა.
სოფლის ბოლოში ხევია და იქ უკეთესი ადგილებია
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
განვლილ მიმართულებაზე წყალი ყველგან არის
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ავტოტურისთვის ტალახზე სასიარულო საბურავები და დასაზღვევად, მანქანის სამაშველო გამწევი, ჯალამბარი
ციხეებზე სასიარულდ კლდის შესაფერისი მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კაზრეთის სამების ნახვისთვის მადნეულის ადმინისტრაცია საშვს ითხოვს, რადგან ტაძარი მათ ტერიტორიაზეა.
უმეტესად, უსაშვოდ დაშვება დაცვის კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული.
უკანგორში წასასვლელად შეიძლება კაზრეთიდანაც და მაშავერადანაც
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო
16. რისკები, საფრთხეები:
უკანგორის გზაზე ფეხით გადაადგილება მგლების სიმარვლის გამო, სარისკოა
17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
ჭაპალას ციხი, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ტანძია
18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
ლაშქრობის მოწყობა კაზრეთიდან უკანგორისკენ
19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან იჭერს.
უკანგორის ეკლესია - სოფელში მობილურები არ იჭერს.
გზაზე ალაგ-ალაგ წყვეტაა
20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
მოსახლეობა
21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
მარტივი, დასახლებული მიმართულებისა და ტურისტული ნიშნების გამო,
რუკების საჭიროება არ არის
ბოლნისის კოორდინატები
41° 22' 39
44° 30' 3
22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ცურტავი - წვიმის გამო - 8
დანარჩენი - 8,5
23. სასარგებლო ბმულები
თემა ამ გასვლის გეგმის შესახებ:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3047&start=0
NeoZ wrote:დავიწყოთ მარშრუტის ზედ ხედით
სრული ვერსია (სურათი)
http://bin.ge/file/14350/qveshi-curtavi ... 8.jpg.html
განვლილი მარშრუტის ტრეკი
http://bin.ge/file/14353/W20090228103334.kml.html