27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by ARCHILI » 02 მარ 2009, 10:39

მეგრული ტური:

მეგრული ტური ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი


მარშრუტი:

თბილისი - სენაკი - ნოქალაქევი (ციხეგოჯი ) - სენაკი - თბილისი


27 თებერვალს, პარასკევს ღამით, ჩვენ გავედით მატარებლით თბილისი-ფოთი. ავიკელით მთელი ვაგონი. გამცილებელი, შემდეგ გამცილებელი და დაცვა ამაოდ იხარჯებოდნენ ძმობის თეორიით კარაველების გაჩუმებას. კარგად დალევა და სადღეგრძელოები, სიმღერა-ცეკვა და ლოლაძე არ აკლდა თბილისი-ფოთის მეოთხე ვაგონის უბედურ მგზავრებს.

ჩავედით დილაბნელს სენაკში. დაგვხვდა შეპირებული მარშრუტკა, რომელშიც სასწაულებრივი ძალით ჩავსხედით 25 ადამიანი. არსებობს დამადასტურებელი კადრები, რომელსაც იხილავთ.

ნელ-ნელა კი ამბებსაც მოვყვებით და ფოტოებსაც დავდებთ...

ჩემი მხრიდან მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ ტევადი ორი დღე იყო, არც დასვენება გვაკლდა, არც ხეტიალი, არც ცივი წყალი წვიმის სახით და არც ცხელი - გოგირდოვანი ცხელი წყლების სახით, არც ციხეებზე ძრომა, არც მუზეუმი, არც გაზაფხული, არც ძილი და ა.შ. ერთი სიტყვით, ყველაფერი საკმარისად იყო...

დიდი მადლობა ჩვენს მასპინძლებს, ნოქალაქევის მუზეუმის დირექტორსა და თანამშრომლებს ჩვენი შეფარებისათვის და განსაკუთრებული მადლობა თამუნა გუდარეხს და მის ნათესავს - სერგოს, რომელმაც ძალიან დიდი სტუმართმოყვარეობა და ყურადღება გამოიჩინა.

ამბები, სავარაუდოდ, მრავალია მოსაყოლი, ერთობლივიც და ლოკალურიც და იმედია, ყველაფერი ნელ-ნელა დაიპოსტება. დიდი მადლობა ტურის ყველა მონაწილეს და ჩვენს გამცილებლებს.


მეგრული ტურის მონაწილეები:


ორგანიზატორი: www.karavi.ge
მენეჯერი: არჩილი.
მთავარი დამხმარე: პაუნა.
დამხმარე: ლამა.
მიმართულების გიდი: თამუნა გუდარეხი.
მიმართულების გიდი: იმერხეველი.
ფოტორეპორტიორები: უმრავლესობა.
განსაკუთრებული წვლილი: ბუდა ბარი, ჯაბა ფიცხელაური.
სპეციალური მადლობა: მუზეუმის დირექტორს, პროფესორ ნონიკაშვილს; თამუნა გუდარეხის პლიუსს - სერგოს სამეგრელოდან და მოსახლეობას.
განსაკუთრებული მადლობა: ტურის ყველა მონაწილეს.

:)

მოლაშქრეები:

1. არჩილი - არჩილ გამზარდია
2. ლამა - კახაბერ ოღაძე
3. ზღარბი - ცირა ვახანია
4. ქავთარაძე - გიოგი ქავთარაძე
5. თავადი - ზაზა გაბაშვილი
6. ტრული - რუსუდან ცისკრელი
7. მონადირე - ირაკლი სირაძე
8. ფაუნა - გიორგი ქევხიშვილი
9. ნინი 85 - ნინი ჩადუნელი
10. იმერხეველი - ნინო აბესაძე
11. პატაპუტინა - ხათუნა კვახაძე
12. არჩილ დაკოტელი - არჩილ კუკულაძე
13. ინტელიგენტი - ივანე ნაზღაიძე
14. buddha_bar - ლაშა ნადირაძე
15. მირანდა - მირანდა მერკვილაძე
16. ლოლა - ნინო ლოლაძე.
17. თამუნა გუდარეხი - თამარ დავითაია.
18. სიფრა - დათო სიფრაშვილი.
19. ზღარბის პლიუსი - ნინო მიქაია.
20. tiskrine - თიკო ჩილინგარაშვილი.
21. ლოლას პლიუსი - სოფო მთივლიშვილი.
22. ლოლას პლიუსი - ამირან ნიკურაძე
23. ქეთი - ქეთევან სიდამონიძე
24. ჯაბა ფიცხელაური
25. ნიკუშა-ნიკუშა - ჯაბა ფიცხელაურის პლიუსად წოდებული

პ.ს. ტურის გეგმის შესახებ ვირტუალური მასალა თქვენ შეგეძლოთ გეხილათ აქ:
http://up.jeje.ge/download.php?id=432AF66E18


==============================================================================================================

დამხმარე ინსტრუქცია მომავალში წამსვლელთათვის:

მარშრუტი:

თბილისი - სენაკი - ციხეგოჯი - ნოქალაქევის ცხელი წყლები - სენაკი - თბილისი


I დღე: 27 თებერვალი - პარასკევი ღამე

ღამით გავედით მატარებლით - თბილისი-ფოთის რეისით. სენაკში ჩავედით დილის ხუთი საათისათვის. პაუნას დახმარებით და ორგანიზებით, ამ დროს უკვე დაგვხვდა მარშრუტკა, რომელმაც 50 ლარად წაგვიყვანა ნოქალაქევში.

II დღე: 28 თებერვალი - შაბათი

ნოქალაქევში ამ დროისათვის მიხვალთ სიბნელეშივე, შეგიძლიათ დაბანაკებამდე და აზრზე მოსვლამდე, ციხეგოჯის ტერიტორიაზე მიხვედეთ და სამრეკლოს ქვეშ შეაფაროთ წვიმის შემთხვევაში თავი. თუ არ იწვიმებს, ეგრილება მაინც და სადმე ჩამოჯექით და წაუძინეთ :)

კარგი ამინდის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჯერ ციხეგოჯი მოიაროთ გათენების შემდგომ და მერე სადმე ტეხურის ნაპირზე დაბანაკდეთ.

წვიმის შემთხვევაში, ცოტა მოითმინეთ, მერე, იქვე, ახლოს მდებარე მუზეუმში - ასე 9 საათის შემდეგ დირექტორი მოინახულოთ პროფესორი ნონიკაშვილი, აუხსნათ თქვენი ვიზიტის მიზანი და სთხოვოთ, ვერიკო ანჯაფარიძის სახლში დაბანაკების ნებართვა. კარაველებს უკვე გვიცნობს და იმედია, უკმაყოფილო არ დარჩენილა ჩვენი სტუმრობით, ფანჯრებზე ცელოფნები მაინც დავუტოვეთ გაკრული :wink:

დღის მეორე ნახევარში დაათვალიერეთ ციხეგოჯი უკეთ, ადით ზემო კომპლექსში, ჩადით მდინარესთან, რომელიც იქვეა, შედით მუზეუმში და ა.შ.

III დღე: 1 მარტი - კვირა

აუცილებლად გირჩევთ, მოინახულოთ ცხელი წყლები, რომელიც მარტვილის გზისაკენ არის რამდენიმე კილომეტში, საკმაოდ ახლოა. კარგი პეიზაჟები, ტეურას ხეობა, უამრავი ყანჩა გადაგიფრენთ და ისიამოვნებთ.

წვიმის გამო, ჩვენ სენაკის დედათა მონასტრის მონახულება ვერ მოვახერხეთ... მსგავს შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ სენაკიდან ნოქალაქევში დადის ავტობუსი, რომელიც ლურჯი პაზიკია და 17:00-თვის ამოვა ნოქალაქევში, შეგიძLიათ გაყვეთ მას და 20 ლარი ჯდება სულ მთელი ავტობუსის დაქირავება სენაკამდე ასე ვთქვათ.

ჩადით სენაკში, დაათვალიერეთ, ადით დედათა მონასტერში, მოინახულეთ მენჯის ტაძარი და ა.შ.

თუ მანამდე ყველაფერს ადვილად განახორციელებთ, შეგიძლიათ შუადღიდანვე წამოხვიდეთ ფეხით სენაკისაკენ, როგორც ამჯერად ტრული და ნინი 85 მოიქცნენ...

გვიან საღამოს, დროის გასაყვანად, გირჩევთ, რომელიმე კაფეში ან რესტორანში შეხვიდეთ და მატარებლის მოსვლამდე მოილხინოთ.

ბოლოს, 00:20-თვის სენაკში ჩამოდგება ღამის მატარებელი ფოთი-თბილისი, რომელიც ფოთიდან გამოდის 23:35 და დაახლოებით, პირველის ოცი წუთისათვის უკვე სენაკის სადგურში იქნება და გამოემგზავრებით თბილისში.
[/size]

მეგობრებო, თუ ორგანიზებული ჯგუფით წახვალთ, შეგიძლიათ და რეკომენდებულიც არის, მატარებლის ბილეთები წინასწარ დაჯავშნოთ:[/size]

მე ჯგუფური ბრონი შევუკვეთე და პირობები უკეთესია: დავწერე წერილი შპს "საქართველოს რკინიგზის" ფილიალ "მგზავრთა გადაყვანის" დირექტორის, ბ-ნ თემურ ბულიას სახელზე, რომელიც მდებარეობს ვაგზლის მოედანზე, IV სართულზე. წერილში წარმოვადგინე პასუხისმგებელი პირი (საკუთარი თავი), ასევე ის, თუ რამდენ ადამიანზე მსურდა ჯავშანი და მივუთითე მათი ვინაობები... ასევე ის, თუ როდის გვსურდა, რომელი მატარებლით წასვლა და შესაბამისად, დაბრუნება... თითო ბილეთზე დაემატა ბრონის ფასი 1 ლარი... ჩვენთვის ბილეთები გაიყიდა, 5 დღით ადრე...

===============================================================================================================


ხარჯები:

ავაგროვეთ 30-30 ლარი.

(1) მატარებლის ფული იქით-აქეთ 20 ლარი + ჯავშანი 2 ლარი = 22 ლარი

(2) დარჩენილი თანხით შევიძინეთ დამატებითი სასუსნავები:

ყველი, კანფეტი, სამწვადე, ბადრიჯანი და ბულგარული, არყები, ერთჯერადი ცხვირსახოცები და ხელსახოცები, ერთჯერადი თეფშები და ჭიქები, კეტჩუპები, მაიონეზები, სარდელი, შესქელებული რძეები (ე.წ. "სგუშონკები"), კარტოფილი (ნაკვერჩხალში მაგრად გაასწორა), შაქარი, ლიმონი, ჩაი და ყავა, სოკო (ე.წ. შამპინიონები), ასანთი და კდევ რამდენიმე წვრილმანი.

აუცილებელი საჭიროებები განისაზღვრებოდა შემდეგნაირად:

(1) საძინებელი ტომრები.
(2) კარვები.
(3) თბილი ჩასაცმელები.
(4) საჭმელ-სასმელი, რომელიც მოგვაქვს სახლიდან 2-3 დღის ვარაუდით.
(5) ფანრები.
(6) საწვიმრები.

ტრანსპორტის საშუალებეები:

I - დაქირავებული მარშრუტკა.
II - სარეისო მარშრუტკა.
III - ავტობუსი.
IV - მატარებელი.

ჩვენ მატარებელს მივანიჭეთ უპირატესობა, ამით მატარებლით საინტერესო და სასიამოვნო მგზავრობაც მოვახერხეთ და თან დროც მოვიგეთ, გამთენისას უკვე ადგილზე ვიყავით, მაშინ, როდესაც მარშრუტკით ორ-სამ საათზე ადრე ვერ ჩავიდოდით:

მატარებლის საშუალებები:

(1) მატარებელი თბილისი-ზუგდიდი 22:00 / 04:32 ჩადის სენაკში.
თბილის-ფოთი 23:35 / 04.46 ჩადის სენაკში.

(2) მატარებელი ზუგდიდი-თბილისი 22:35 / 07:10 ჩამოდის თბილისში.
ფოთი-თბილისი 23:30 / 06.05 ჩამოდის თბილისში.


გირჩევთ თბილისი-ფოთი-თბილისის რეისი არჩიოთ.


აენაკთან ახლოს მდინარე ტეხურის სანაპიროზე მდებარე ციხეგოჯი (ნოქალაქევი, ძვ.წ. მესამე საუკუნე), ისტორიული წყაროებით იგი ეგრისისა და სვანეთის ერისთავს ქუჯის აუგია. ეს ძეგლი ბერძნულ წყაროებში ’’არქეოპოლისად’’ მოიხსენება.

ლეგენდა, რომელზეც გიამბობთ, ამ ადგილს უკავშირდება


ნოქალაქევის ტერიტორია თათრებისაგან ყოფილა დაკავებული,დაუნგრევიათ, აუოხრებიათ ციხე-ქალაქი, ხალხიც გაუჟლეტიათ,მოსახლეობა საშინელ დღეში ყოფილა ჩავარდნილი. ერთხელ, ერთი ფეხმძიმე ქალი წყლის მოსატანად მდინარე ტეხურზე ჩასულა. გამოკიდებია ვიღაცა თათარი. ქალი გაქცეულა, მაგრამ მტერი ფეხდაფეხ მისდევდა, დაეწია კიდეც. ის იყო უნდა დაეჭირა,რომ ქალი შევედრებია ღმერთს, ღვთისმშობელს:

დედა მოკა,მოკა,მოკა,
სითი მოკა, მათი მოკა,
წორო ქიქივდგათი ბოგა.

(დედა ორსული,ორსული, ორსული,
შენც ორსული, მეც ორსული,
ორივემ თანაბრად გავიდგათ ხიდი.)

ამ სიტყვებით გადამხტარა წყალში, ნაპირები შევიწროვებულა და ქალი მეორე ნაპირზე გასულა უვნებლად.

იმ ადგილს, რომელიც ახლაც ვიწრო ხეობადაა დარჩენილი, დედამოკას ეძახიან.

/ამ ინფორმაციისათვის დიდი მადლობა ქალბატონ ლალის :) /

ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დას. საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ნაქალაქარი განლაგებული მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად მდინარე ქალაქს სამი მხრიდან შემოსაზღვრავს. · გასული საუკუნეების ზოგიერთი მკვლევარის მტკიცებით, სწორედ დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც იაზონმა, მედეამ და არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. პირველად ეს მოსაზრება XIX საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა სპეციალისტმა დიუბუა დე მონპერემ ("F. Diobua de Monpereoux)წამოაყენა
ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. ამ პერიოდის მონაპოვრებს შეადგენს სხვადასხვა ცხოველების (ცხვარი, ღორი, ცხენი) კერამიკული ქანდაკებები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ორთავიანი ცხოველების ქანდაკებები, რომლებიც ამ პერიოდის ნოქალაქევში ცხოვრების მაღალ დონეზე მიუთითებს. ცხოვრება ნოქალაქევში ძვ. წ. VI-IV ს.ს-შიც გრძელდება, ამ პერიოდის ფენებიდან გამოვლენილია როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტული თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით გამოსარჩევია ნოქალაქევში აღმოჩენილი ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I ს.ს.) ორმო და ქვევრსამარხები, მდიდარი სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, მინისა და პასტის მძივები, ბეჭდები, საყურეები, სასაფეთქლეები, სამაჯურები და სხვა. ასევე გამოვლენილია ამ პერიოდის მდიდარი კერამიკული მასალა. განსაკუთრებით გამოსარჩევია ამფორები.
ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი ("ქუჯის ციხე").
ახ. წ. IVს-ში ნოქალაქევში შენდება ციხე-ქალაქი, რომელიც მალე ლაზეთის (ლაზიკა) სამეფოს ანუ მთელი დას. საქართველოს დედაქალაქი ხდება. V და VI ს.ს-ში ქალაქი კიდევ უფრო ფართოვდება. 3 კმ-ის სიგრძის გალავნებით გარშემოტყმული ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ქალაქის გალავნის სამხრეთი ნაწილი მიემართებოდა მდინარის გასწვრივ, შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მკვეთრად უხვევდა ჩრდილოეთით და მიჰყვებოდა ფერდობს.ციტადელის ჩრდილოეთ კედელი კი მთის მწვერვალის გასწვრივ იყო აშენებული. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები. განსაკუთრებით მაღალი არქიტექტურული დონით არის ნაშენები ქალაქის მდინარესთან დამაკავშირებელი გვირაბი, რომელიც გარდა წყლის მომარაგებისა, ქალაქის ერთ-ერთი (სამდინარო) ჭიშკრის ფუნქციასაც ასრულებდა. საგანგებო აღნიშვნის ღირსია ნოქალაქევის ძლიერი საფორტიფიკაციო სისტემა, რომელსაც ანალოგი მთელი კავკასიაში არსად მოეძებნება; ქალაქს სამი მხრიდან მდინარე და ციცაბო კლდეები იცავდა, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში აღმართული იყო ერთდროულად სამი გალავანი, ამასთან კოშკების და ჭიშკრების გონივრული განლაგება ქალაქის აღებას მეტად ართულებდა.

ნოქალაქევის დედაქალაქობის პერიოდის შესახებ ინფორმაციას გვაწვდიან VI საუკუნის ბიზანტიელი ავტორები - იუსტინიანეს "ნოველა", პროკოფი კესარიელი და აგათია სქოლასტიკოსი, რომლებიც პირველად მოიხსენიებენ ამ ქალაქს, სახელით "არქეოპოლისი" ანუ "ძველი ქალაქი." VI საუკუნის ირან-ბიზანტიის ომის აღწერისას ეს ავტორები არქეოპოლისს იხსენიებენ როგორც "უდიდეს და ძველს "მთავარ და უდიდეს ქალაქს ლაზების ქვეყანაში." რაც თავისთავად არქეოპოლისის დედაქალაქობას გულისხმობს. ამ ავტორებთან დაცული ინფორმაციის თანახმად არქეოპოლისი (ნოქალაქევი) ირან-ბიზანტიის ომების დროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი იყო ეგრისის სამეფოში. მისი აღება ვერ შესძლო ირანელთა სარდალმა მერმეროემ, რომელიც რამდენიმე ათასი მეომრით, სპილოებით და კრიო-მანქანებით ცდილობდა არქეოპოლისის დაუფლებას.

ქართულ წერილობით წყაროებში დაცულია ინფორმაცია ნოქალაქევის განადგურების შესახებ XI საუკუნის ავტორი ჯუანშერი წერს, რომ VIII საუკუნის 30იან წლებში არაბმა სარდალმა მურვან იბნმუჰამედმა ("მურვან ყრუმ") მას შემდეგ რაც დაიპყრო ქართლი და სომხეთი, ეგრისში გადავიდა და "ციხე იგი სამზღუდე, რომელ არს ციხეგოჯი, შემუსრა." აღსანიშნავია, რომ ციხეგოჯის და ეგრისის სამეფოს დამორჩილების შედეგად მურვან ყრუმ ფაქტიურად მთელი კავკასიის დაპყრობა შეძლო. ამის შემდეგ ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას

XVI-XVIII ს.ს-ში ნოქალაქევი სამეგრელოს მთავრთა ერთ-ერთი შტოს რეზიდენციაა. XVIII ს-ის ი
Last edited by ARCHILI on 15 მარ 2009, 23:30, edited 5 times in total.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მარ 2009, 11:21

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.
გქომაგობდით.
ვიცოდი, რომ თავსხმა წვიმას არ შეეპუებოდით.
ველით, თქვენი ამბების მოყოლასა და რჩევებს სამომავლო გასვლებისთვის
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by pataputina » 02 მარ 2009, 11:56

წუიმად გადავიქეცი

:roll:



კი არა და


რა იყო ეს, ჰხათ?





ჰხუხ


:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by imerkhevli » 02 მარ 2009, 12:06

pataputina wrote:წუიმად გადავიქეცი

:roll:



კი არა და


რა იყო ეს, ჰხათ?





ჰხუხ


:roll:
აბა,აბა.
მცივა არ მცივა, თუ მაკანკალებს არ აკანკალებს ვერ ვხვდბი :D :D :D
კი

არა

და ....
დადეთ ფოტოები .............. :( :( :( სანამ ფეხზე ვდგავარ :lol: :lol: :lol:

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by pauna » 02 მარ 2009, 12:06

კი არა და

წვიმის სეზონი მართლა დაგვემთხვააა... მაგრამ მაინც დაგეგმილი რაც გვქონდა ქე ვნაეთ...

ვიკადრეთ კიდევაც :D
მოკლეთ ხალხმა ვერ გაიგვიძა თუ....
აუ ქავთარაძეს ვეძებ და ვერ პოულობ :)

დიდი ამდლოაბ ხალხნო მშვენიერი დრო გავტარეთ....
ImageImage

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by Naia » 02 მარ 2009, 12:09

ვაჰ, ჩვენი მარგალი მოლაშქრეები დარბუნებულად :)

დარწმუნებული ვიყავი, რომ გადასარევად გაერთობოდით!

აბა, ველით თქვენს ფოტოებსა და შთაბეჭდილებებს

ციხეგოჯის გარდა ნახეთ რამე?

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by pataputina » 02 მარ 2009, 12:09

imerkhevli

მე უკვე ვგრძნობ რომ სიცხე მაქვს
ნეტა რატო

:roll:


კი არა და


pauna

ასე მაგრად თუ ვიკადრებდით, არ წარმომედგინა

:roll: :oops:

კი არა და


ბუდა როგორ მივიდა სახლა - მდე და ში მე ეგ მაინტერესებს

:roll: :D
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by Truli » 02 მარ 2009, 12:19

გაბვიღვიძებ და დავწერ, სურათებსაც გიბოძებთ, თორემ ახლა სადაც თავს მივდებ იქ მეძინება
მი მალატ შვან

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by pauna » 02 მარ 2009, 12:23

კი არა და

ბუდას ამბავი არ ვიცი და რამე მოხდ თუ ვერ გავიგე ? :)

აუ ფოტოები მინდა რა და ვინმემ მოყვეს რაა ჩვანი ამბავიიი... ვინც კარაგდ ყვება ხოლმე

მაგალითად.................. TRULI :)
ImageImage

buddha_bar
ბოდიალა
Posts: 169
Joined: 15 ივნ 2008, 09:43
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by buddha_bar » 02 მარ 2009, 12:25

pataputina
მივედი საღსალამათი :D
არჩილთან ერთად ვიყავი თორე რომელი ტაქსი გამიჩერებდა :D

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by MIRANDA » 02 მარ 2009, 12:29

pauna
დაგავიწყდა???
ბუდა ნიკოლსონი??????? :lol:


ძალიან კარგი იყო... მართალია სულ წვიმდა და წვიმდა, მაგრამ გაგვიმართლა ძალიან, რომ ღია ცის ქვეშ დაბანაკება არ მოგვიწია... წვიმაში სიარული კი სასიამოვნოც იყო.. ძალიან ბევრი ვიხალისეთ, ისეთები ვიკადრეთ - გა20დებით, ჩვენც გაკვირვებულები ვიყავით :D

ხეები უკვე აყვავილებულია...

ციხეგოჯის გარდა ვნახეთ დედამოკა, თან ზოგმა ორჯერ :D

ნინი_85-მა და ტრულიმ დედათა მონასტერიც მოინახულეს და ისედაც ძალიან შთამბეჭდავი გასვლა ორმაგად შთამბეჭდავი გახადეს.. როგორ და რანაირად, მოგვიანებით თვითონ მოგვითხრობენ :)

მე და პატაპუტინამ აფხაზეთი დავიბრუნეთ, მაგრამ დაგვრჩა. შემდეგ წასვლაზე აუცილებლად გამოვასწორებთ ამ შეცდომას :D

გაზაფხულს და კარვულ ახალ წელს შევხვდით სახეზე დახატულები და 12 საათზე ანჯაფარიძეების სახლის აივანზე ერთმანეთისთვის მილოცვით...

როგორ მიყვარხართ ყველა ნეტა იცოდეთ........
Last edited by MIRANDA on 02 მარ 2009, 12:32, edited 1 time in total.

User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by amigo » 02 მარ 2009, 12:31

სურათებს ველით სულმოუთქმელად :)

buddha_bar
ბოდიალა
Posts: 169
Joined: 15 ივნ 2008, 09:43
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by buddha_bar » 02 მარ 2009, 12:34

MIRANDA
ნიკოლსონი არა უფრო ლეჯერი :)

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
27/02-28/02-01/03 ლაშქრობა ციხეგოჯი - გაზაფხულის კარავული ზეიმი

Post by pataputina » 02 მარ 2009, 12:40

აუ ჰხო
მოყევით ვინმემ
თორემ
მე რომ მოვყვე
მარტო
კი არა და
იქნება

:roll:

MIRANDA
:lol:
აფხაზეთიც დავიბრუნეთ
და
ისა..კიდევ...
რაღაც ამბებიც გავჩარხეთ
კი არა და

:oops: :oops: :oops:

ჰხო.... :oops:

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]