კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by Mta Mkvarebia » 02 მარ 2009, 10:38

1. რეგიონი:
თეთრიწყაროს რაიონი და თბილისში შემომავალი კოჯორი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი ქოროღლამდე, ქოროღლიდან ღოუბნამდე რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
კაცზე 1 ლარი კოჯრამდე მინიბუსით მგზავრობისთვის

6. მონაწილეთა რაოდენობა
7

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
კოჯორი - ტაბახმელა, წავკისი, შინდისი, თბილისი
ღოუბანი- კოჯორი, ერტისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
26 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
კოჯორი-უძო-კოჯორი - 4 კმ
ქოროღლი - 4 კმ
ქოროღლი-ღოუბანი-ქოროღლი - 3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაცემულ ქართველ იუნკერთა მემორიალი ქოროღლის ციხის ძირას, ციხესთან თეთრი ეკლესია, ციხიდან ღოუბნანი-კუმისის ტბის ხედები

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული ფეხსაცმელი, ამ პერიოდში ლაშქრობისას სასურველია წყალგაუმტარი, რადგან კოჯრიდან
უძომდე თოვლში მოგვიწია სიარული.
ასევე თბილი ტანსაცმელი, თუკი ამ დროს გადაწყვეტთ ლაშქრობას. უძოზეც და ქოროღლიზეც ძლიერი ქარი ქრის.
ქოროღლიდან ღოუბნის ეკლესიამდე ჩასასვლელად ბილიკი თეთრი ეკლესიიდან იწყება.
შემდეგ მშრალ ღელეს უე1თდება და ეკლესიებამდე მშვენივრად ჩადიხართ. ტყეში სამანქანო გზაც ჩნდება.
ისიც ეკლესიამდე ჩადის.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხულის ბოლოდან შუა შემოდგომამდე, ძალიან ლამაზი იქნება გაზაფხულზე, როცა ტყე გაიკვირტება, ასევე შემოდგომით, ჭრელი სამოსით მორთული

16. რისკები, საფრთხეები:
ღოუბნისკენ ხევში არასწორ გზაზე ჩასვლისას არის ფეხის დაცურების საფრთხე.
გზის გამკვალავი ნიშნები არსად გვხდება

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
ამ გასვლისას, შეიძლება, ინახოს:

შეიძლება იგივე მარშრუტის განხორციელება ღოუბნიდან სოფლებში ერტისი- კოდაში ჩასვლით.
უძოდან - წყენეთში ჩასვლა შეიძლება

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ტყეში შეიძლება კოცონის დანთება და მწვადის შეწვა.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კოჯორშიც, ქოროღლიზეც და ღოუბანშიც მობილური ტელეფონები ადვილად იჭერს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ადგილობრივი მოსახლეობა, ორბელიანის (ყოფ. კოლმეურნეობა) მოედნის გაჩერების მძღოლები

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
რუკა მოგვიანებით

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 (მარშრუტი ძალიან საინტერესოა, მაგრამ ძალიან ციოდა

სასარგებლო ბმულები:
როგორ იგეგმებოდა ეს გასვლა:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3044
მსგავსი გასვლა ქოროღლიდან ღოუბანში:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2632
Last edited by Mta Mkvarebia on 02 მარ 2009, 11:07, edited 4 times in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by Mta Mkvarebia » 02 მარ 2009, 10:38

როგორც ეტყობა, წინა დღის ავდარმა და წვიმამ ხალხს გადააფიქრებინა ლაშქრობაში წამოვსვლა, ამიტომ მხოლოდ 7 კარველი ვიყავით:

1. გამარჯობა საქართველი
2. ვანსკი
3. ილია
4. ლომი
5. ჯიმი
6. ჯიმის პლიუსი რაფო
7. მთაშენკა


შევიკრიბეთ დილით კოლმეურნეობის მოედანზე. გაგვაცილა მოდერმა კახამ. ჩავსხედით კოჯრისკენ მიმავალ მინიბუსში. და კოჯრიდან გზას ფეხით ავუყევით უძოსკენ. კოჯორში რომ თოვლი დაგვხვდა, გაკვირვებული დავრჩით, მე პირადად არასასიამოვნოდ გაკვირვებული, რადგან საკმაოდ თხელი ბოტასები მეცვა, მაგრამ ფეხის დასველებას გადავრჩით :) .

ამინდი გადასარევი იყო, ცა მოიწმინდა და მზემაც გამოანათა. თუმცა უძოზე ძლიერი ქარი ქროდა. იქიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა. კარგად მოჩანდა თბილისიც, თბილისის ზღვაც. და ღრუბლებს რომ არ დაეფარა, ალბათ კავკასიონის ქედსაც დავინახავდით მთელი თავისი მშვენიერებით.

სამწუხაროდ ფოტოები შინ მაქვს, ამიტომ მოგვიანებით ავტვირთავ.
Last edited by Mta Mkvarebia on 02 მარ 2009, 10:54, edited 1 time in total.
Image

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by ZVIOSULI » 02 მარ 2009, 10:52

Mta Mkvarebia
ამოდონა კაცებში მარტო იყავიუ პატარავ - მაგრამ შენ ხომ ყოჩაღი გოგო ხარ - გამწყესავდი რამენაირად :)

ისე და კინაღამ ამოგადექით :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by QEBURIUS » 02 მარ 2009, 11:09

ZVIOSULI wrote:Mta Mkvarebia
ამოდონა კაცებში მარტო იყავიუ პატარავ - მაგრამ შენ ხომ ყოჩაღი გოგო ხარ - გამწყესავდი რამენაირად :)

ისე და კინაღამ ამოგადექით :D
მარტო კი არა მე და ალექსა 3-სულიანი მდედრების ჯგუფით დავადექით, მაშ
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by ZVIOSULI » 02 მარ 2009, 11:15

kurush
ვიცი და ვინებიც იყავით ისიც ვიცით :)

არაუშავს სამივენი მაგრები არიან გაუძლებდნენ შენს მტერმეტყველებას :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by Mta Mkvarebia » 02 მარ 2009, 11:23

ვნახეთ უძოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. იქვე მონასტერი შენდება. როგორც იქაურმა მამებმა გვითხრეს, ეკლესია მე-11 საუკუნუნის ყოფილა, მაგრამ გარედანაც და შიგნიდანაც შელესიალია და სიძველის ყველა კვალი სამწუხაროდ წაშლილია :( . მხოლოდ ერთ ადგილას ჩანს ჩუქურთმის პატარა ნაწილი.

უძოდან ქოროღლის ციხისკენ გავემართეთ. თოვლის საფარიდან თავი ამოეყოთ ვარდისფერ ყოჩივარდებს. სიცივის მიუხედავად, ჰაერში გაზაფხულის სურნელი აშკარად იგრძნობოდა :) .

ქოროღლიზე მისულებმა მოვინახულეთ 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ ქართველ იუნკერთა მემორიალი, პატივი მივაგეთ დაღუპულ გმირებს და მემორიალი იქვე დაკრეფილი ყვავილებით შევამკეთ. მერე ციხისკენ გავემართეთ. ისეთი ძლიერი ქარი ქროდა, კლდის ქიმს ძლივს შევაფარეთ თავი წასახემსებლად.

მერე მოლაშქრეთა ნაწილი ღოუბნისკენ დაეშვა. როგორ დალაშქრეს 40 მოწამეთა ტაძარი ამის შესახებ თავად მოგვითხრობენ.

მალე ნაია და დონი შემოგვიერთდნენ მიშა-მინუს-კურუშთან, სასკვასთან, თეო-ტირესთან, ჩიპოსთან ერთად. მერე მოლაშქრეებიც შემოგვიერთდნენ. ბოლოს კი კიდევ ერთი სურპრიზი გაგვიკეთა დონმა, როცა მოულოდნელად აცაბაცა დაგვაყენა თავზე :). კოცონი დავანთეთ, მწვადი შევწვით, სიცივის და ქარის მიუხედავად კარვულად წავუქეიფეთ და 9 საათისთვის გამოვემართეთ თბილისისაკენ.
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by Naia » 02 მარ 2009, 11:31

გული დამწყდა დილიდანვე რომ ვერ შემოგიერთდით :( მაგრამ განვთავისუფლდი თუ არა მაშინვე თქვენსკენ გამოვვარდი. სიცივის და ქარის მიუხედავად არაჩვეულებრივი დრო გავატარე. თვალებიდან არ გამომდის ყოჩივარდებით მოფენილი ველები. რომ მოვედი, ცა მოწმენდილი იყო და ჰორიზონტზე ცოტა ხნით მზით განათებული მთები გამოჩნდა (ჩემი ვარაუდით, ეს კავკასიონი იყო). კარგა ხანს ვიდექი და ამ სილამაზით ვტკბებოდი.

პს. იქნებ ფოტოებიც შემოგვაშველოთ?

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by Mta Mkvarebia » 02 მარ 2009, 11:32

Naia
ფოტოები, სამწუხაროდ, თან არ მაქვს. იქნებ ვინმე სხვამ მოგვაშველოს და მერე მეც გავაგრძელებდი.
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მარ 2009, 11:51

საინტერესოც და ლამაზი გასვლაც იყო.
სხვანაირად ვერც წარმოვიდგენდი.
ისეთი ლაშქრობა გამოგვივიდა, გაზაფხულის 1ლ დღეს რომ შეეფერებოდა - ქარიანი, მზეთბილიანი,
თოვლიანი, ყოჩივარდების ფარდაგებიანი.

და კიდევ, წავედით 7ნი, ჩამოვედით 14ნი.
ეგეც ფოკუსი.
მოდერმა კახამ გაგვაცილა. აშკარად კგ ფეხი ჰქონია, ისე მშვენივრად აეწყო ყველაფერი
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
NeoZ
მაწანწალა
Posts: 344
Joined: 18 აგვ 2008, 10:09
Location: თბილისი, საქართველო
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by NeoZ » 02 მარ 2009, 12:45

Mta Mkvarebia

თუ ტრეკი არ გაქვთ, იქნებ გუგლიდან ამოღებულ სურათზე paint-ში მონიშნოთ თქვენს მიერ განვლილი მარშრუტი და საერთოდ ტრეკის არ არსებობის შემთხვევაში მსგავსი პრაქტიკის დანერგვა არ იქნებოდა ცუდი.
Life after road.

В любом деле ценится хороший инструмент: он не просто облегчает труд – он вызывает желание работать.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by ilia » 02 მარ 2009, 12:52

კაი ხანია ასე გემრიელად ფეხით არ მივლია, ნამდვილი ლაშქრობა იყო..
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მარ 2009, 13:59

ZVIOSULI wrote:Mta Mkvarebia
ამოდონა კაცებში მარტო იყავიუ პატარავ - მაგრამ შენ ხომ ყოჩაღი გოგო ხარ - გამწყესავდი რამენაირად :)

ისე და კინაღამ ამოგადექით :D
და რატომ არ ამოგვადექი?
იქაურობით დატკბებოდი.
ilia wrote:კაი ხანია ასე გემრიელად ფეხით არ მივლია, ნამდვილი ლაშქრობა იყო..
მართლაც, კგ ლაშქრობა გამოვიდა.
ციხზე დაბერილ ქარიშხალსაც თავისი ეშხი ჰქონდა და ტყეში ჩაგუბებულ სითბოსა და
შემოდგომის ფოთლების შრიალსაც.
ყოჩივარდების ველებზე ჰო, აღარაფერს ვამბობ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მარ 2009, 14:38

გაზაფხულის ფერები და სურნელი იყო უძოს ტყეშიც, ღოუბნის ტყეშიც...

Image

Image

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 02 მარ 2009, 14:40

ეს ფოტო გვალვას ეძღვნება, დღევანდელი დღის იუბილარს
Image

ღოუბნის 40 მოწამეთა ეკლესიის ეზოშია გადაღებული
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
კოჯორი-უძო-ქოროღლი-ღოუბანი, გაზაფხულის პირველ დღეს 1.03.09.

Post by Gio-horus » 02 მარ 2009, 14:43

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეს ფოტო გვალვას ეძღვნება, დღევანდელი დღის იუბილარს
Image

ღოუბნის 40 მოწამეთა ეკლესიის ეზოშია გადაღებული
ვაა რა ლამაზია გოგა
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]