დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 07:44

თავიდან თითქოს საინტერესო იყო, ხალხი სურათებს იღებდა და პოზიორობდა

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 07:47

შემდეგ დაიყო სრულიად ბნელი დაბალი და ღამურებით სავსე ნაწილი :D ვისაც ფანარი არ ქონდა და ღამურებს ვერ ხედავდა, თამამად მიიწევდა წინ :D ვისაც გვქონდა ვიგერიებდით გაშტერებული ღამურებს შემოტევებს. სურათი ვერ გადავიღე, ჩემ აპარატს ფლეში გაფუჭებული აქვს. როგორც იქნა ჩავაღწიეთ დაბლა, მდინარესთან.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 07:49

ცხადია ამ გვირაბში მოხვედრის სურვილით ბევრი არ იყო აღრფთოვანებული, ამიტომ ნაწილი წავიდა შემოვლითი გზით ხოლო ნაწილი წავედით ისევ გვირაბის გასწვრივ , ოღონდ ზემოდან.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 07:50

გამოცანა - აბა გამოიცანით - ვინ იყო გვირაბში და ვინ არა? :D
ნაგვირაბალი ხალხი ფეხზე ვეღარ იდგა :D

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 07:51

დმანისის ცხვარი გამოგვემშვიდობა და დავადექით გზას უკან, ჩრდილოეთისაკენ

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 07:53

დანარჩენი საღამოს, ეხლა მაგვიანდება უკვე.

User avatar
ilia
Indoors Manager
Posts: 4263
Joined: 28 მაი 2005, 23:42
Location: tbilisi
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by ilia » 19 სექ 2005, 08:29

navigator
სურათები ცენტრში ბუნდოვანი რატომაა, ობიექტივი ნახე დასვრილი ხომ არ არის.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by Truli » 19 სექ 2005, 08:40

ძალიან მაგარი სურათებია! კიდევ მინდა!!! :):)

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by navigator » 19 სექ 2005, 08:48

ilia wrote:navigator
სურათები ცენტრში ბუნდოვანი რატომაა, ობიექტივი ნახე დასვრილი ხომ არ არის.
ეჰ :( დასვრილი კი არა დაკაწრულია და დიდი ხანია უკვე :( არადა მაგარი ოპტიკა აქვს ოლიმპუსს...

User avatar
tio74
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 29 აპრ 2004, 14:35
Location: გულში ...
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by tio74 » 19 სექ 2005, 10:04

:D შესანიშნავიააა :)
:)აი, მე კი სიცხიანი ვიწექი.... :(
ჰო და ... მგონი ჯობდა სიცხიანი მაინც წამოვსულიყავი რააა... :(
...
(სინანული გვიანია...! გავითვალისწინებს მომავლისთვის! :) _ახლა კი ვხარობ თქვენი მოგზაურობით!!! :D :) :) :) )
გაუღიმე ცას თბილო! :)

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by Ivane Goliadze » 19 სექ 2005, 10:09

navigator
კარგია ეს ფოტოები

მეც დავასკანერებ ფირს და დავდებ ამ დღეებში!!!!

User avatar
Ivane Goliadze
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 01 აპრ 2005, 17:13
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by Ivane Goliadze » 19 სექ 2005, 10:14

tio74
ეეეეეეეეეეეეეეეე. შენ რა გჭირს სულ აცდენ ხოლმე :)
მალე გამოჯანმრთელდი და კაი გოგო იქნები

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by tekla » 19 სექ 2005, 11:47

პატივცემული ნავიგატორი თავისი მხლებლებით გვირაბს აუყვა ერთი-ორი ღამურის ცოცხლად შეპყრობის იმედით, ჩვენ ბილიკს გავუყევით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვირეთ, 8 მთა გადავირეთ. მეცხრე მთას რომ მივადექით, გზად დაგვხვდა რუ. აქედან შემოვუარეთ, იქიდან შემოვუარეთ მაგრამ ვერ გადავლახეთ.

სად იყო და სად არა, ამ დროს გავიგეთ ძრავების ხმაური, ნიჩბების ტყლაშუნი და ჰორიზონტზე გამოჩნდა უზარმაზარი გემი, რომელიც მამაცურად მოაპობდა აბობოქრებულ ტალღებს, ბევრი ვიხტუნავეთ ვიკივლეთ, დროშები ვაფრიალეთ და როგორც იქნა გავაგონეთ. გემმა ჩვენკენ გამოსცურა მაგრამ... :-(

გემის წვერზე ფრიალებდა მხიარული როჯერი :-( პირდაპირ მეკობრე-ურჩხულს, კეშიჭამია გასპარ კოსას ჩავუვარდით ხელში :-(

წინ დიდი ტანჯვა-წამება გველოდა, კოსამ ანძაზე მიგვაბა ყველა, დიდი გამოსასყიდის მიღების იმედით. თან, ანძის წვერი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მობილური იჭერდა. ცოტა ქარი ქროდა, სხვა მხრივ არა უშავდა, ირგვლივ მშვენიერი ხედები იშლებოდა, აბობოქრებული ტალღები, მფრინავი თევზები და ჰოლანდიელები...

მაგრამ კოსა ძალიან დაბნეული კაცი იყო. ბევრი თაფლი შეჭამა და კბილი ასტკივდა. გემის სტომატოლოგმა დიდი პირი გააღებინა და ............. :o ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი, ჩევნ ორპირ ქარში აღმოვჩნდით. სხვების არ ვიცი მაგრამ მე თვალები მაგრად დავხუჭე და რომ გავახილე, სადღაც მეჩეჩზე ვიყავით გარიყულები და იქვე გუბეში გაურკვეველი წარმოშობის ყუთი ეგდო, ცოტა სველი და ტალახიანი იყო, და ზედ კლიტე ედო, გვალვამ როგორც კი დახედა, მაშინვე იცნო მის მიერ ბირთვისებში დამალული კეში.

ვიღაცას ფიგურული კლუჩი აღმოაჩნდა ბევრი ეჩალიჩა მაგრამ ვერაფრით ვერ გახსნა კლიტე :-( ის იყო, წუთისოფლის სამდურავზე ლექსების გახსენება დავიწყეთ, რომ სად იყო და სად არა, მოფრინდა ჩიტი ჩიორა, ჩაუნისკარდა კლიტეს და...

გაიხსნა!!! :-P

ყუთიდან ამოფრინდა მფრინავი ქალთევზა, თავი ვუპი გოლდბერგის ჰქონდა, ტანი- არნოლდ შვარცნეგერის, ეტყობოდა რომ ფუსუსუნების საერთაშორისო სიმპოზიუმზე მიფრინავდა, მაგრამ სიჩქარეში მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტი დაუვარდა და...

მოკლედ, თანამოლაშქრეების თხოვნითა და მხარდაჭერით აქ ვაქვეყნებ ზემოთხსენებულ მამხილებელ დოკუმენტს, რომელიც ფარდას ხდის მსოფლიოს მასონურ შეთქმულებას, კაპიტალისტური სამყაროს ვერაგ ზრახვებს მსოფლიოს პლორეტარიატისა და მუშურ-გლეხური რევოლუციის წინააღმდეგ.

დოკუმენტში უარყოფითადაა მოხსენიებული შრომის პროცესი და მშრომელი მასები, და სააშკარაოზეა გამოტანილი მცირერიცხოვან ექსპუატატორთა მავნებლურ ზრახვები, მათ დაბადებიდანვე თანდაყოლილ სისასტიკე და ბოროტება!!!

პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!!!! აღსდექით უსამართლობის წინააღმდეგ!!! დაამხეთ საზიზღარი კაპიტალისტები!!! გაუმარჯოს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!!!

დაკუმენტ!!! ზდეს პრაშლი ტანკი ლეიტენანტა მახარაშვილი!!!





თაგვების სოფელს დაეცა მეხი
გვირაბის მომგონს გაუხმა ფეხი
ხოლო მის გამთხრელს დაეცა მეხი
პური რომ ჰქონდა მას განატეხი
და ქალი ტკბილი დამანგრეველი
ქალი ვულკანი
რა თმა რა ტანი?!?
ოქროს აკვანი!
ლურჯა ცხენები
ტრამალი და ველები
აღარ დამენანები
და დაგიხურავ კარს
არ გავუღიმებ სხვას,
და მე მოვწველი თხას
ისევ გავხედავ გზას,
როცა ვიქნები მზად.
ვეტრფი მონაქროლ ქარს.
მე გადავუფრენ ცას!..
და შენთან მოვალ კვლავ
შენ გაშლი ფართოდ ფრთებს
და შემოაწვდი მას სუსტ მხრებზე
ქაშმირის შალს ბეჭიდან ბეჭზე
შეძახილებს სერიდან სერზე
და ჩიტის ჭიკჭიკს სულ ზემოთ ხეზე
უსმენდა კოჭლი თხა და ტიროდა
ვაი რა მიქნეს ამ სიბერეში
ტყვია მესროლეს მე შიგ ფეხებში
მაინც ავდგები, ტყვია ვერს მიზავს
ვითარც ალგეთის ლეკვები დაიზრდებიან
ტყეში ეული მგლებივით გაბრაზდებიან
და შეჭამენ ზღმარტლს!


P.S. თუ რამე გამომრჩა თქვემ მიამატეთ, ბევრი რამ წამწშალა მეხსიერებაში იმ ავადსახსენებელი შტორმის შემდეგ :(
Last edited by tekla on 19 სექ 2005, 11:48, edited 1 time in total.
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

User avatar
Mzia
ბილიკზე მოარული
Posts: 96
Joined: 13 ივლ 2005, 15:22
Location: Tbilisi
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by Mzia » 19 სექ 2005, 11:47

ძალიან მაგარია, ამ შაბათ-კვირას იყავით დმანისში? (17-18 სექტემბერს?)

User avatar
tekla
მაწანწალა
Posts: 615
Joined: 12 სექ 2004, 12:30
დმანისი-წუღრუღაშენი-ბოლნისი (18 სე+

Post by tekla » 19 სექ 2005, 11:49

Mzia

გუშინ ვიყავით - სულ ერთი დღით :)
მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა!!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]