აფხაზური საქართველო
Posted: 17 იან 2009, 17:13
ძალიან დიდი ხანია ვფიქრობდი ამის შესახებ...
ხან მეტიჩრობად მიმაჩნდა...
ხან არაკარავულად...
ხან უმიზნოდ...
ხან არაადეკვატურად...
ჯერ ვფიქრობდი ამას საახალწლოდ გავუკეთებ მეთქი კარავს...
მერე გადავიფიქრე...
მერე შობისათვის...
მერეც გადავიფიქრე...
ეს არც ჩემი მოგზაურობაა... არც ჩვენი... არც გვალვას დაგეგმილია, არც ნიკასი და არც გამარჯობასი, არც ლობოს მოუვლია ავტოსტოპით და არც მე მარტოს... არც ლამა ყოფილა, არც კოტეტბელი, არც ზურა, არც დრუიდს ჩაუვლია უკრაინიდან, არც მაო ასულა თავის ნივით, არც ოფრფროუდერებს შეუვლიათ ჯიპებით, არც კავკასიკას, არც გობეს და არც სხვა რომელიმე კარაველს...
აქ ჩვენი კარავი ჯერ არ გაშლილა...
აქ ჩვენ მხოლოდ ფიქრებით თუ ვმოგზაურობთ და ვშლით კარავებს, ვწვავთ წვადებს, მხოლოდ ფიქრებში თუ ვიცინით და ვიკარგებით... უფრო კი ცრემლიან ფიქრებში მუშთი გვეღერება და არც ვიცით, ვისთვის... არ ვიცით, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე... უფრო კი ყველა საკუთარ თავს ვმტრობთ, როცა მოყვარე მტრად გვეჩვენება და მტერი მოყვარედ...
როცა ვტყუით, როცა ვისვრით, როცა სიკვდილს ვუსურვებთ...
იარაღი ღვთის წინააღმდეგ აღმართული ძალაა მხოლოდ, რასაც სიძულვილით აშენებ, ის არასოდეს მოგცემს სიკეთეს...
ჩვენც ჯერ მხოლოდ ვოროტებას ვიმკით...
ეს არის თემა აფხაზეთის შესახებ...
თემა, რომელსაც მე წარმოდგენით ვქმნი თქვენთან ერთად, რას მოვივლიდი, როგორ, რანაირად...
იქნებ, გამობრაზდეთ კიდეც, იქნებ, თქვენი ოდნავ შეხორცებული და შეგუებული ტკივილი გავაღვივო ისევ...
უნდა მომიტევოთ, თუ კი ზედმეტს გავბედავ...
ბოლოსდაბოლოს თქვენი სიყვარულის და ჩემს მიმართ მოთმინების ხარჯზე გახსნილ თემად მიმითვალეთ და მაპატიეთ, როგორც ხშირად მპატიობთ, პატიობთ და ვპატიობთ ხოლმე ერთმანეთს...
ეს უნდა იყოს სიყვარულის თემა, მხოლოდ სიყვარულით დაწერილი და ჩემი თხოვნაც ეს იქნება, მოვერიდოთ ლოზუნგებსა და იარაღის ჩხარუნს და ერთად გამოვიტიროთ ყველა ჩვენი ძმა ოეივე მხარიდან, ერთად ვანუგეშოთ და მოვიხსენიოთ მათი სულები... ერთად და ერთმანეთისათვის ვამხილოლოთ, თუ საჭირო იქნება და ისიც მხოლოდ სიყვარულით, ამ ეპოქის ყველაზე დეფიციტური და ღვთისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი უნარით...
მეც არ ვიცი, რას ვაკეთებ და როგორ უნდა გავაკეთო... მაგრამ ჩემი გულის ძახილს მივყვები...
იმედია, შემინდობთ შესანდობს და დამეხმარებით...