
მაგრამ ყველაფერი თანნიმდევრულად დავიწყოთ ჯობია... ეს ყველაფერი მოხდა 2 იანვარს, წავედით მე, ნუსა, ზღარბი, Chipoo, და არჩილი, ოღონდ დაკოტელი ნაცვლად აბალდენნისა...
დიდიბის სადგურიდან ბორჯომის სამარშუტო 10 სთ–ზე ადრე არ გადიოდა, ეხლა ვხვდები რომ შეიძლება ოკრიბადან ცოტა ადრეც გადიოდა, ამას მე ადრე ვერც მივხვდებოდი რადგან მისვლა დამაგვიანდა... (რომ მივედი, ნუსას ვუთხარი, ხომ იცი ადმინის გინება არ შეიძლება მეთქი... არც გულში? არ დააყოვნა პასუხი ნუსამ...


იქვე დაკოტელის ლოდინში გავარკვიეთ რომ ბოლო სამარშუტო ბაკურიანიდან გამოს 5 სთ–ზე, ამ ინფოთი კმაყოფილები დავსხედით და ლოდინი განვაგრძეთ, მერე ვიფიქრე იქნებ ტელ ნომერი გავიგო იმ მძღოლის, რომელიც 5ზე გამოდის მეთქი, ის მძღოლი თურმე იქ იდგა და როცა ნომერს ჩავიწერ–მეთქი ვუთხარი, ფერადი სავიზიტო ბარათი მომაწოდა სადაც ისრებით იყო მითითებული მოძრაობის მიმართულებები, რომ არ მეზარებოდეს ფოტოს დავდებდი...
მოკლედ ჩავედით ბორჯომში, გუგულა მატარებლის სადგური ბაკურიანის ხიდს გადახვალ თუ არა იქვე აღმოჩნდა, ბილეთი ორი ტიპის არისო, მოდერნიზირებული 2ლ, არამოდერნიზირებული 1 ლ. ბილეთის ყიდვა ყოველთვის შეიძლებაო, ვაგონში 36 ადამიანი ეტევა და თუ ძალიან ბევრი ხალხია კიდევ ერთ ვაგონს დაამატებენო... გაირკვა რომ მატარებელი შედგება გამწევი (ალბათ ლოკომოტივი) ვაგონის და სხვადასხვაფერი ორი ვაგონისაგან,მწვანე კომფორტული, წითელი არა... მეგონა არა–ვაგონში რამე სასწაული იქნებოდა, არა–ვაგონიც თბება, აქვს რბილი სკამები და ვინც მეორედ მაინც მგზავრობს ზის იქ, 2 ლარიან ვაგონში სხედან ისინი ვინც პირველად მგზავრობენ და არ იციან რომ 1 ზედმეტ ლარს ტყუილად იხდიან

ვაგონები დახურულია, იღება ფანჯრები, აქვს ვაგონწინა ტამბური, კომფორტულის დახურული, არაკომფორტულის ტამბური ღიაა. ვაგონებს შორის გადასვლა არც ისე ძნელია ასე რომ ფოტო გადაღებების მოყვარულებს თვითონ შეუძლიათ აირჩიონ ადგილი.
ბორჯომიდან ბაკურიანში ასვლას 2 საათი და 15იოდე წუთი სჭირდება, 13 სთ ჩავსხედით და 15.15 სთ გადმოვედით...
თბილისიდან ჩამსვლელები უფრო ადრე ჩავედით ვიდრე წაღვერელები, ბაქანზე დიდი ყიჟინით შემოვიდნენ, მომსვლელ დამხვდურები ერთმანეთის პირისპირ განგვალაგეს და რა ლამაზი დღეა შევასრულეთ, თვალებგადიდებული სადგურის მშაკების წინაშე

შემდეგ ვაგონშიც ბევრი ვიგიჟეთ (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ) და ცემში ჩავიდნენ რათა წაღვერამდე ფეხით ჩასულიყვნენ... სანამ ბაკურიანში ავიდოდით მეორე ბანდამ დაგვირეკა, და რესტორნის ფერები ჩაგვაწერინა რომელშიც ისხდნენ... 25–იანის შესახვევთან აღმოჩნდა, ისინიც მოვინახულეთ, მაგრამ ჩვენი სამარშუტო უკვე გადიოდა და დიდხანს ვერ დავრჩით, დავბრუნდით უკან. თბილისამდ უპრობლემოდ მოვედით, სადაც მაკო–ჩიპოს ძმები დაგვხვდენ, რომლებიც სულ არ აღმოჩნდნენ "არაჩვეულებროვი გამოფენის" თინას ძმების მსგავსნი


