მოკლედ ჩემმა პირველმა კარავულმა ლაშქრობამ სასიამოვნოდ და წარმატებით ჩაიარა
სანამ
Gio-horus-სურათებს დებს მე მცირე ინფორმაციას მოგაწოდებთ ლაშქრობის შესახებ:
შევიკრიბეთ ივერიასთან, ჩავსხედით მიკროავტობუსში და ლაშქრობაც დაიწყო...
ჯერ სამგორის ბაზრობაზე გავილაშქრეთ, საჭირო ნივთები მოვიმარაგეთ და განვაგრძეთ გზა.
Gio-horus-ის იდეა იყო სოფელ ამლევიდან გადავსულიყავით ბირთვისებში. ხოდა ეგრეც მოვიქეცით.(თითქმის ყველასთვის უცხო მარშრუტი იყო, რამაც ინტერესი გააორმაგა

). ამინდი დილით ნისლიანი იყო, მაგრამ მეორე ნახევრისთვის გამოსწორდა და მზეც გამოჩნდა. ცოტა ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ მივადექიტ ეკლესიას, იქიდან კი ბილიკის მეშვეობით გადავედით ხეობაში რომელმაც პალიანამდე მიგვიყვანა... გადავწყვიტეთ აქ წაგვეხემსა(მაგას თუ წახემსება ქვია

). მოკლედ გადაწყდა რომ მწვადები იქვე შეგვეწვა. ამოვალაგეთ ყველამ ჩვენი სურსათ სანოვაგე, და შევუდექით შეშის შეგროვებას. გოგოები naia და deida kama სუფრის გაშლას შეუდგნენ...
ცეცხლიც დავანთეთ, (ხო მართლა, სამან ამ საქმიანობას შევუდგებოდით
Gio-horus-მა გამოჩხრიკა წინა ლაშქრობაზე გადამალული არაყი, და ამ უკანასკნელის წინაშე ვალიც პირნათლად მოვიხადეთ

)
შამფურები გამზადდა, და როგორც კი დაგროვდა საკმარისი ნაკვერჩხალი, მწვადების შეწვასაც შევუდექით.(G-მ უხელმძღვანელა ამ ყველაფერს... ) ...
მწვადის შეწვის შემდეგ რა მოხდებოდა თქვენც კარგად ხვდებით

...
"წახემსებამაც" ჩაიარა და გამოვბრუნდით უკან... ტბისთან გველოდებოდა ჩვენი ტრანსპორტი, მივედით, ჩავსხედით, წამოვედით, ჩამოვაღწიეთ და ახლა ზოგი ვწერთ, ზოგი სურათებს დებს, ზოგიც ათვალიერებს... მოკლე მონახაზი ასეთია... დანარჩენს სხვებიც დაამატებენ
მგონი უცხოელებიც არ დარჩნენ უკმაყოფილო...
მართლა კარგი ლაშქრობა იყო... ეს ერთი და სხვა მრავალი!!!
მადლობა ყველას ყველაფრისთვის
