Page 1 of 32

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:33
by Tamusia
შესავალი:

ვგიჟდები კარვულ ზღაპრებზე. მზად ვარ სისტემატიურად მოვწყდე რეალობას და ვიყო მათი(კარვული ზღაპრების) პერსონაჟი.

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:43
by Mta Mkvarebia
ამავე მიმართულებით ზაფხულში გასვლისას გოგას დაპოსტილი დავაკოპირე:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote: 1. რეგიონი:
შიდა ქართლი, ქარელის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-მუხრანი, ურბნისი-რუისი-დირბი-ბრეთი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
მთელი დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
დირბი-ბრეთი გვერდი-გვერდაა. მათ სიახლოვესაა სოფლები წვერი (2,5 კმ), გვირგვინა (2), ტახტისძირი (1,6), გოგეთი (2,2)

რუისი - ბებნისი (2 კმ), ურბნისი (1.5) სასირეთი (2,5), სკრა (4)

ურბნისი - ქვემო ხვედურეთი (1,5 კმ), ქვენაფლავი (2,0), კოშკები (3,5)

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 105 კმ

7. ფეხით გავლილი მანძილი:
ძნ მცირე, რადგან ტრანსპორტი ყველაგნ კარამდე მიდის და ტაძრები მთავარი გზატკეცილიდან დიდად არაა დაშორებული.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
დირბი - აქაურ მცირე ეკლესიაში, რომელიც მიძინების სახელზეა აგებული, ფეხმძიმე ღვთისმშობლის უნიკალური ფრესკაა.
ტაძარს ძველი ციხესიმაგრე გადმოჰყურებს. ციხის გვერდით კი წისქვილად ქცეული დაბალი ეკლესიაა ალაგ-ალაგ შემორჩენილით ფრესკით.
დირბის მონასტრის ეზოშია ნამარანევი ძველი ქვევრებით
ასე რომ, ისიც სანახავია.

ბრეთის ტაძარი წმინდა გიორგის სახელზეა აგებული და ჩრდილოეთ ნაწილში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის - პიროს ბრეთელის საფლავია.
ყურადღებამისაქცევია ტაძრის სამხრეთის ხის კარი. მასზე წმინდა გიორგის გამოსახულებაა ამოტვირთული
რუის-ურბნისის ტაძრები - აქ საინტერესო ფრესკებია

9. საბანაკე ადგილები:
ტაძრები სოფლების შუა გულშია, რაც იქ დაბანაკებას შეუძლებელს ხდის.
შედარებით უკეთესი
საბანაკე ადგილების მოძიება შესაძლებელია დირბის ეკლესიასთან, მდინარე ფრონეს ხეობაში

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ეკლესიებში ნაკურთხი წყალია. ზოგან ჭაა.
წყალი სოფლებშიც ადვილად მოიძიება

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
განსაკუთრებული არაფერი

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
სოფლის გამგეობები, საპატრიარქო 822 990378

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში,
შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

შიდა ქართლი ისტორიული და სულიერი ძეგლებით მდიდარი მხარეა და შესაბამისად,
ბევრი რამის ნახვა შეიძლება.
უფრო კონკრეტულად კი ბრეთის ეკლესიამდე კიდევ 2 ეკლესიია. ერთი წვერის სამებად იწოდება და მთაზეა აღმართული, მე2 კი სოფელშივეა.

დირბის ეკლესიამდეა 600 მეტრში, სასაფლაოსთან, წმინდა გიორგის სახელობის ბაზილიკა. დირბის ეკლესიას ზემოდან ძველი ციხეგალავანი გადმოჰყირებს.

14. რუკა:
დირბის რუკა:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Dirbi.html
ბრეთის რუკა:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Breti.html
რუისი:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Ruisi.html
ურბნისი:
http://www.fallingrain.com/world/GG/25/Urbnisi.html
ბმულები იმავე მიმართულებით გასვლებზე:

რუისი-ურბნისი - ბრეთი და ა.შ. 29.06.08
რუის-ურბნისი-ბრეთი-დირბი-უბისა-ბაგრატი-მოწამეთა-გელათი(ბრეთის მონასტერი)
ბრეთი, დირბი, ტახტიძირი, რუისი, ურბნისი


ცნობები დირბის ტაძრის შესახებ

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:46
by Nini_A
Mta Mkvarebia
Tamusia
:D ამას ქვია ოპერატიულობააა :lol:


გოგა კიდევ ერთხელ გმადლობ ასეთი კარგი გასვლისთვის :)

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:48
by Truli
ჩასასწორებელია
+ მუხრანი - ქუთაისი

ზღაპარზე რა ვთქვა, ეს ექსკურსია იყო და არა ლაშქრობა, მუზა არ მომსვლია...
ისე ვიტყვი, რომ შევიკრიბეთ. წავედით...
გადავუხვიეთ ახალგორისკენ და გავაპროტესტეთ, ამდენი ხალხი აქეთ თუ მოვდიოდით, იარაღი გვინდა თქო. მარა მუხრანამდე მივედით.
იქ გალავნიანი ეკლესიაა, მგონი მიძინების. ვინმე კეთილი თუ დაწერს მის ისტორიას მადლობას ვეტყვი.
გალავანი ძალიან დამაჯერებელია, 4 კოშკით.
ვიფორთხიალეთ კოშკებში... მე ცოტა სიმაღლის შიშმა გამაწვალა...
ნასიამოვნებები უკან გავბრუნდით და გზაზე თებროლე ავიყვანეთ. მერე ვიარეთ... ეკლესია ა - მე დავიძინე. ეკლესია ბ - გავნაგრძე ძილი. ეკლესია ც. ისევ მძინავს და ინტელას კდევამოსილება ავხადე.
მერე მონადირეს. ბოლოს ვანსკის.
ურბნისში კარგად გავერთეთ. ბოლოსაც მოვილხინეთ.
თუმცა ზღარბუნიას ჩაუშხამდა ბოლოსკენ გასვლა, დიდი ბებია გარდაეცვალა.
დავბრუნდით.

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:49
by teo-
ვაიმე როგორ მეძინება ბავშვებოოოო(შეიტანეთ ისტორიაში)წავედი და ხვალ დამხვედრეთ ბევრი პტოები..მპუათ

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:50
by Tamusia
მთაო

პრაფესიონალი ხარ.

ჩემი ხათრით ეს გასვლა ქულებში არ ჩაატიოთ, რა (ე.ი. ქულებით არ შეაფასოთ), მაგრამ მგონი უკვე ასე არ მოხდა(ქულებით არ შეფასდა)

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:51
by Truli
ველი ფოტოებს
მითუმეტეს ჩემსას :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:51
by ninka
Tamusia wrote:მთაო

პრაფესიონალი ხარ.

ჩემი ხათრით ეს გასვლა ქულებში არ ჩაატიოთ, რა (ე.ი. ქულებით არ შეაფასოთ), მაგრამ მგონი უკვე ასე არ მოხდა(ქულებით არ შეფასდა)
ეხლა ბალებით აფასებენ :lol: :lol: :lol:

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 22:56
by ARCHILI
ს პრიეზდომ

:)


მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 23:06
by konstantine
ოჰო,

ჩამოსულხართ უკვე :)

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 23:12
by Mta Mkvarebia
მესმის ყველას განწყობა, ცოტა ბახუსიც მოგრევიათ, მაგრამ მეორედ არ დავინახო, წესების გარეშე გახსნილი თემა :lol: +მონახულებული ადგილების ერთი-ორი ფოტო თვალსაჩინოებისათვის. თუ არ იცით, ისწავლეთ. თუ სწავლა გეზარებათ, იმას დააცადეთ ვინც იცის და თქვენთვის არ იზარებს :D .

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 23:24
by Truli
ფოტოებს ველი!!!

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 23:28
by marita 777
გენაცვალეთ ჩემოხვედით?

ძალიან მაინტერესებს ფოტოები :)

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 23:28
by khrukhuna
ძალაიან ლამაზი, ძალიან თბილი,ძალიან ძალიააან...კარგი დღე იყო..
მადლობა გოგას ფსალმუნისთვის...
გასკდა თავი რადგან არ იყო ყავა..გასკდა გული გარკვეული მიზეზებისდაგამო, აცივდა და გამეყინა ხელები, თანაც საშინლად ხოოოდა დავლიე...
ჩემი არაფხიზელი მდგომარეობის გამო ხვალ შემოგიერთებით რააა..
ძAლიან ბევრი კოცნის სმაილი..

მუხრანი, რუის-ურბნისი, ბრეთა-დირბი 30.11.08.

Posted: 30 ნოე 2008, 23:48
by Truli
რა ხდება, მარტო მე ვარ ფხიზელი?