Page 1 of 21

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:46
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
შიდა ქართლი, კასპის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-იგოეთი-კასპი-ახალქალაქი-ფავნისი-ერთაწმინდა-ჩაჩუბეთი-იკვი-რკონი-კასპი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
13 ლარი თითოზე, 1 მინიბუსის ფასი - 200 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
3 მძღოლის ჩათვლით 50, რაც "კარავის" გასვლებისთვის სარეკორდოა

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
მთავარი დასახლებული პუნქტებია ქალაქი კასპი და სოფელი ახალქალაქი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
186 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
იკვი - 1კმ
რკონი -4კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ფავნისი - დარბაზული ეკლესია, ფრესკები, ეზოს საფლავის ქვები
ერთაწმინდა - საკურთხევლიდან მარცხნივ პაატა სააკაძის მოკვეთილი თავის შესალაგი,
მარჯვენა მხარეს სიწმინდები და ქვეშ გასაძვრომი შიშების დასაძლევად.
საკურთხევლის მარცხნივ, ზედა კედელზე ირმის
რქებზე გამოსახული ჯვრის ფრესკა, შესასვლეთან დაბრძანებული ხატი, სადაც წმინდა ევსტატე თოფითაა გამოსახული
ჩაჩუბეთი - თავად ეკლესია და ეზოს საფლავის ქვები. ეკლესიაში ფრესკები არ არის
იკვი - ჩუქურთმები, ფრესკები
რკონი - მთელი კომპლექსი, მისი ჩუქურთმები, ფრსეკები, დაახლოებით 100 მეტრში თამარის
ხიდი მდინარეზე, აგრეთვე კლდის წვერზე ძველი ეკლესია

12. საბანაკე ადგილები:
საბანაკე ადგილები ყველგანაა.
საუკეთესო ადგილებია რკონსა და იკვში.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებშია. გზებზე არ შეგვხვედრია.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ძირითადათ, მაინც სასმელი წყალი.
განსაკუთრებული არაფერია საჭირო

15. ფიჭური კავშირგაბმულობა
ჩაჩუბეთის შემდეგ ყველა კომპანიის ქსელი გაჭირვებით მუშაობს.
იკვი-რკონში ქსელები არ მუშაობს

16. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წლის ნებისმიერ დროს. ზამთარში დიდ თოვლობის დროს, რკონი-იკვში მოხვედრა რთული იქნება.
საუკეთესო დრო მაინც აყვავბეულ-ამწვანებული მაისი და ლამაზფრად დახუტული ნოემბრის დასაწყისი იქნება

17. რისკები, საფრთხეები:
რკონი-იკვისგენ ზამთარში მგელი დათარეშობს

18. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს


კასპის რაიონი მდიდარია ისტორიული და სულიერი ძეგლებით.
საინტერესოა ნოსტესა და სოფელ მეტეხის ეკლესიის ნახვა.
რკონშია ციხე,
იკვთან კი დიდი იკვის ნანგრევები

19. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ცალკეული რუკები არის, ამ ძეგლთა 1ობლივი რუკა არ იძებნება

20. სასარგებლო საკონტაქტო ცნობები:
არ საჭიროებს. თუმცა, დიდი დახმარების გაწევა შეუძლია მოდერ კახას

21. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ა) მონახულებულის შეფასება: - 9 (იქაურობა ნოემბრის დასაწყისში რომ მენახა, თვალწარმტაცი საშემოდგომო
ფერების გამო, 10იანს დავუწერდი)
ბ) სა2განიზაციო მხარე:
9

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:49
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჯერ ფავნისის ეკლესია ვნახეთ:
Image

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:52
by GAMARJOBA SAKARTVELO
შემდეგ ერთაწმნიდის ეკლესია
Image

რომელშიც აი, ასეთი ხატია.
Image

წმინდა ევსტატე პლაგიდა თოფითაა გამოსახული.
ხატი მე19 საუკუნის შუა წლებშია დაწეილი

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
ერთაწმინდიდან ჩაჩუბეთის ეკლესიის სანახავად წავედით
Image

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:54
by GAMARJOBA SAKARTVELO
შემდეგ იკვში გადავინაცვლეთ
Image

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:56
by GAMARJOBA SAKARTVELO
იკვში 1 სთ გავჩერდით და რკონის ულამაზესი კომპექსის სანახავად წავედით

Image

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 06:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
იქვე ახლოს თამარის ხიდია
Image

გადავკვეთეთ, დავბანაკდით, წავიხემსეთ და მთვარის გამონათებამდე იქ დავყავით

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:00
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, რამდენნი ვიყავით:
Image

და რითი ვიყავით
Image

Image

საინტერესოა, რომ 3ვე მინიბუსი წითელი იყო.
ეს ყველაზე მრავალრიცხოვანი გასვლა გამოვიდა.
მკდ, თვალსა და ხელ შუა კიდევ 1 რეკორდი დამყარდა

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:01
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა კი, წარმოგიდგენთ იმათ ფოტოს, ვინც დათქმულ დროს მოვიდა შეკრების ადგილას.
Image

გენაცვალეთ პუნქტუალობაში.
ფოტოზე ისინი ვერ მოხვდნენ, ვინც თუნდაც 1 წუთი დააგვიანა.

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:04
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქვე აღვნიშნავ, რომ ეს თემა 2შაბათს უნდა გამეხნსა, მაგრამ მაშ შემდეგ, რაც შატილიონკას გარდაცვალების ამბავი
გავიგე, საამისო თავი არ მქონდა.
არადა, კვირას, როდესაც ყველა ტაძარში მის სახელზე ლოცვებს ვკითხულობდი (იკვში რამდენიმემ სულაც 1ობლივად წავიკითხეთ), რას წარმოვიდგენდი, რომ მე2 დღე ტკივილიანი გამიხდებოდა...

მკდ, თქვენს წინაშეა 16 გიორგობისთვის გასვლის რეპორტაჟი.
დანარჩენი თქვენზეა

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:10
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ ფოტოს კოლხ გოგოს ვუძღნი
Image

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:12
by GAMARJOBA SAKARTVELO
ჰო წარმოგიდგენიათ, აქაურობა ცოტა ხნის წინათ რა ლამაზ ფერებში იქნებოდა შეხვეული?
Image

ანდაც, რა კოხტად იქნებოდა გამოწყობილი გაზაფხულის მწვანე სამოსელში...

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს ფოტო ლიკაკოს ეძღვნება
Image

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 07:16
by GAMARJOBA SAKARTVELO
ამ ძეგლის შესახებ ცოტა რამ ვიცი:
Image

მდებარეობს თამარის ხიდის გადმოკვეთიდან 250 მეტრში მთის წვრეზე.
დაბლიდან არ ჩანს
ამბობენ, რომ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა

რკონი-იკვი-ერთაწმინდა და სხვაც 2008ის 16 გიორგობისთვეს

Posted: 25 ნოე 2008, 09:11
by zika
GAMARJOBA SAKARTVELO

ყოჩაღი ხარ გენაცვალე :D და ფოტოებიც მომეწონა ძან როგორც ყოველთვის :lol: :lol: :lol: