Page 1 of 2
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:19
by GAMARJOBA SAKARTVELO
ისე მოხდა, რომ ამა წლის ღვინობისთვეს კიდევ 1ხელ გამიმართლა და ისტორიულ ჰერეთში, იმავე საინგილოში მოვხვდი.
მათ შორის კახის რაიონში, სადაც რაიონული ცენტრიდან არც თუ დიდადაა დაშორებული ქურმუხის წმნინდა გიორგის უმშვენიერესი ეკლესია.
ეკლესიიდან დედასამშობლო საქართველოს ხედები მოჩანს და გარდა იმისა, რომ განცდებით მის წიაღში უმალ ბრუნდები,
გულსაც დაგიმწუხრებს ისტორიული კუთხის მისი კალთიდან უსამართლოდ ჩამოხსნის გამო და თუ ადგილობრივი ქართველი მის
გზას მიგასწავლის, აის ზერბაიჯანის უშიშროების ჯაშუშთა კლანჭების მსხვერპლი ხვდება...
გთავაზობთ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიის ფოტორეპორტაჟს, გადაღებულს 2008ის ღვინობისთვის მიწურულს
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:22
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს აბრა ეკლესიამდე 2კმტშია და როგორც იქაური ქართველები ამბობენ, ყალბი ცნობის გადმომცემია.
არავითარი ალბანური ტაძარი ამ ადგილას არ ყოფილა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი ნაშთებიც კი არავის უნახავს
აქედან ტაძრის გზა იწყება:

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:24
by GAMARJOBA SAKARTVELO
მალე ტაძრის გუმბათიც ჩნდება, მარჯვნივ კი დედა-საქართველოსკენ მაცქერალი ველებია

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:28
by GAMARJOBA SAKARTVELO
გზა ულამაზეს ტყეში შედის
და ნელ-ნელა ტაძრის ეზოსთანაც გაახლოვებს
სადაც განატვრისთვალებული ხეები გხვდება
და სადაც სანთლებისგან შეშავებული კლდეები რწმენაზე ამბებს გითხრობენ

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:37
by GAMARJOBA SAKARTVELO
აი, თავად წმინდა გიორგის ტაძარიც ახლოდან:
დასავლეთის მხარე
სამხრეთ(წინა მხარე)-დასავლეთი მხარე
კვლავ სამხრეთ ფასადი
ჩრდილო-აღმოსავლეთი (ჯვრიანი) მხარე

(ამ ბოლო ფოტოს უფრო სრულყოფილად, ვგულისხმობ, ხის ტოტების ფარდის გარეშე გადაღება შეუძლებელი აღმოჩნდა)
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:41
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:43
by GAMARJOBA SAKARTVELO
ეს საკურთხევლის გარეკედელია
საიდანაც წალკოტი ადვილად შესამჩნევია
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:47
by GAMARJOBA SAKARTVELO
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:53
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქ სა20არ სისუფთავეს ნახავ, მიუხედავად იმისა, რომ საქეიფო ადგილებია მოწყობილი
და თურმე, სა20არ ფერებს ხატავას აქაურობა გიორგობის თვეს
თუმცა, არც ღვინობისთვის ფერებია მშვენებანაკლული

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 01:58
by GAMARJOBA SAKARTVELO
აქაურობის ნახვა წლის ყოველ დროს არის შესაძლებელი.
ჰოდა, როდესაც დროს გამონახავ, წადი და ნახე 1ხელ მაინც შენს ცხოვრებაში...
გიორგებო და არაგიორგებო, გიორგობას გილოცავთ.
შეგწეოდეთ ქურმუხის წმინდა გიორგის მადლი, მის კედლებთან ანთებულ სანთლებს კი თქვენი რწმენის გზები ენათებინოთ
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 08:07
by paata_
გილოცავთ გიორგობას
წავედით მე, ტომა და ქვევრი ჰერეთში

ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2008, 12:46
by guruli
paata_
წავედით მე, ტომა და ქვევრი ჰერეთში
ბედნიერი მგზავრობა. დედასამშობლოს მოკითხვა ჰერეთს.
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 23 ნოე 2008, 01:13
by GAMARJOBA SAKARTVELO
paata_ wrote:გილოცავთ გიორგობას
წავედით მე, ტომა და ქვევრი ჰერეთში

აბა, თქვენს ფოტოებს ველით.
მშვიდობიანად დაბრუნებულიყავით ქუმუხიდან.
თქვენ კგ დროს ხართ მანდ, გიორგობას, როდესაც იქაურობა ქართველობის ლოცვით ივსება
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 23 ნოე 2008, 01:21
by lama
დღეს დამირეკეს და გამიხარდა იქ რომ ხვდებიან ჩვენები გიორგობას
წმინდა გიორგი გვეწეოდეს და გვფარავდეს
ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია
Posted: 22 ნოე 2010, 13:09
by GAMARJOBA SAKARTVELO
ხვალ ქურმუხში დიდი დღესასწაულია.
გიორგობაა