Page 1 of 4

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 22:54
by Truli
1. რეგიონი:
ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - დომანისი - ფიტარეთი - ტანძია - ქვეში - მარნეული - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თბილისი - დომენისი - 8 ლარი, უკანა გზა 4 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
3 + ცუგა

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ნინო85

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
დომანისი - 10 კმ, ტანძია 8 კმ

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
არ ვიცი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
1 დღე 10 კმ, 2 დღე მგონი 12 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტყე, დანგრეული საყდარი, ფიტარეთი, ხრამის პირას ციხე, ქვეშის ციხე

12. საბანაკე ადგილები:
ბლომადაა, ჩვენ ფიტარეთთან დავბანაკდით


13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ტყეში წყაროები არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი ბათინკები, თბილი ტანსაცმელი (ამ სეზონში) არაყი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერ სეზონზე?!

16. რისკები, საფრთხეები:
ხრამის ხიდი მთავარია ადგილზე იყოს, სხვა ბევრი არაფერი... შესაძლოა სახლში დაბრუნება აღარ მოგვინდეს

17. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10.

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:03
by Truli
განთიადი იყო, როდესაც სატახტო ქალაქის თბილისის ორთაჭალის ქარვასთან ცხენიდან ჩამოჯდა დონა ტრულა. იგი შორეული ქვეყნიდან იბერიაში ჩამოსული მოგზაური იყო. მას წინა დღით მისმა მეგობარმა, დონ ნიკოლა დე ვახანმა უთხრა, რომ იბერიის ტყეებში არის საიდუმლო მონასტერი, მის შესახებ ძალიან ცოტამ იცის, და მისი ბერები უკვე ათას წელზე მეტია ინახავენ გრაალის თასის საიდუმლოებას.
დონ ნიკოლა დე ვახანის ეს მონათხრობი კიდევ ერთმა ადამიანმა გაიგო, დონ არჩილ დე დაკოტელმა, და მანაც ისურვა გრაალის საიდულოს გაგება. სწორედ ამან მოიყვანა გამთენიისას დონა ტრულა ქარვასლასთან.
მზე ამოდიოდა, როდესაც მამაკაცებიც გამოჩდნენ და სამივე დაიძრა წალკის მიმართულებით მიმავალ საფოსტო კარეტის საძებნელად. კარეტა უბადრუკი იყო, მითი მხოლოდ მონები და გლეხები გადაჰყავდათ.
მგზავრები ჩასხდნენ, კუჩერმა შესძახა "ჰოე!" და გაემგზავრნენ დამტვერილ გზაზე.
გრძელი გზა გაიარეს, კარეტაში მარნეულელი გლეხები ჩასხდნენ, გაცდნენ თეთრ წყაროს და სოფელ დომანისის გადასახვევს მიუახლოვდნენ.
დონ ნიკოლას წინა მოგზაურობისას მომაკვდავი ბერი გადაეყარა გზაზე, და მან უადერძა შემთხვევით მგზავრს რუქა, რომელზეც მოცემული იყო საიდუმლო ორდენის კოორდინატები. რუქის თანახმად გზაც სწორად დომანისიდან უნდა დაეწყოთ მგზავრებს.

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:12
by Truli
სამი მგზავრი ფეხით დაიძრა, გადაუხვიეს მთავარი გზიდან და გაიარეს სოფელი.
დიდხანს მიდიოდნენ მოტიტვლებილ მინდვრებზე, რომლებიც მიუხედავად გიორგობისთვისა მწვანე იყო.
ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს დაინახეს ძველი მიტოვებული საყდარი. კეთილშობილი იდალგოები ისე როგორ ჩაუვლიდნენ საყდარს, მისთვის მცირედი პატივიც რომ არ ეცათ?
რაინდები შევიდნენ საყდარში, ხოლო დაღლილი დონა ტრული, რომელიც ცდილობდა კაცებზე უარესად არ ევლო, იქვე ჩამოჯდა დასასვენებლად.
ამასობაში მათთან ცხენოსანი მივიდა, რომელიც დომენისისკენ მიდიოდა.
იდალგო ნიკოლამ ჰკითხა:
-კეთილშობილო ბატონო, გვსმენია, რომ ამ მხარეში საიდუმლო ორდენს დაუდვია ბინა ერთერთ მონასტერში, ხომ არ გსემია ამის შესახებ რამე?
-კეთილშობილო დონ, გეტყობათ შორი გზიდან მოდიხართ და არ ხართ ჩვენიანი. საიდან შეიტყვეთ ამ ორდენის შესახებ?
- მართალი ბრძანდები ბატონო ჩემო, შორეული ქვეყნიდან მოვდივარ. ამ ორდენმა კი გასაიდუმლოების მიუხედავად ისე გაითქვა სახელი, რომ ჩემს ქვეყანაშიც იმტერესდებიან მითი. ჩვენ 3 კეთილშობილი ბატონები და ქალბატონი გამოგვგზავნეს რათა მათ სიწმინდეებს ვცეთ თაყვანი.
- კეთილი ბატონო ჩემო, გეტყვით როგორ მიხვიდეთ. გაყევით ამ ბილიკს. გრძელი და რთული გზა გელით, უღრან ტყეში შეხვალთ, სადაც ბევრია ნადირი. შემდეგ ძველი დამალული ბილიკი უნდა იპოვოთ და მას მიყვეთ. უეცრად კი ულამაზეს ფიტარეთს იხილავთ! მეც ხვალ მაქეთ წამოვალ და შესაძლოა დაგეწიოთ.
- გმადლობთ კეთილშობილო ბატონო. - თვა დონ ნიკოლამ და მგზავტრებმა განაგრძეს გზა.
მართლაც ბევრი იარეს, გადაიარეს მთა და ტყეში შევიდნენ.

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:14
by Archil
Trulala

ორგანიზატორი ნინი85 იყო ;)

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:19
by Truli
უღრანი ტყე დონა ტრულას სულ არ მოეჩვენა საშიშად. გიორგობის თვემ იგი შემოდგომის წითელ და ოქროს ფრად შეღება. მიწა დამალული იყო დაცვენილი ფოთლების ქვეშ და ერთადერთი ფერი სწორედვ ეს, გიორგობის თვის მოოქროსფრო წითელი იყო. თან მას ორი ისეთი გულადი, გმირული საქციელით განთქმული, კეთილშობილი იდალგო ახლდა თან რომ, არაფრის არ ეშინოდა და საფრთხის შესახებ არც უფიქრია.
კიდევ დიდხანს იარეს მოგზაურებმა ლამაზ ტყეში, როდესაც დონ ნიკოლა დე ვახანს მოშივდა და მგზავრები გზის პირას წასახემსებლად წამოჯდნენ.
გაიყვეს უბრალო საჭმელი, მიირთვეს და ახალი ძალღონით განაგრძეს გზა. დიდხანს იარეს თუ ცოტახანს, ცხრა მთა გადაიარეს და წააწყდნენ იმ დამალულ ძველ ბილიკს.
ბილიკი უღრან ტყედ ქცეულიყო, გზაზე ეკლოვანი და წვრილტოტა მცენარეები იზრდებოდა. დონა ტრულა არ დაუფრთხა არაფერს, ქალისთვის გასაკვირი შემართება გამოიჩინა და პირველი წავიდა წინ. გზას დონ ნიკოლას მიერ ბოძებული ჯოხით იკვლევდა. უღრანი ბილიკი დამთავრდა თუ არა, მგზავრები ისევ კარგ გზაზე აღმოჩნდნენ და მათ წინაშე, უეცრად, თითქოს არსაიდან ამ უღრან ტყეში წარმოსდგა დიდებული ფიტარეთის მონასტერი!

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:31
by Truli
ფიტარეთის სილამაზით გაოგნებული მგზავრები ჩამოსხდნენ გზის პირას და ტკბებოდნენ ამ დიდებული სილამაზით.
მათთან ორი დიდი ძაღლი მივიდა. ლეგენდის თანახმად გრაალის ბერებს ჰყავთ მცველი ძაღლები. თუ ძაღლი იგრძნობს რომ მოსულ მგზავრს გულში ვერაგული და მზაკვრული განძრახვა აქვს, მაშინვე დაგლეჯს მას, ხოლო თუ მიხვდება რომ მოსული გულით სუფთაა, მაშინ ელაქუცება. ამის შესახებ ჩვენმა მოგზაურებმა არ იცოდნენ, და ამიტომ ძალიან ზერელედ მიიღეს ძაღლების ლაქუცი.
გზის გაგრძელება უნდოდათ უკვე, როდესაც მათ ორდენის ბერი წამოეწია და შეაჩერა მოსულები.
- ვინ ბრძანდებით ბატონებო და საიდან მოხვედით აქ?
- დომანისიდან მოვდივართ მამაო. - მიუგო დონ არჩილმა.
- თქვენ არ მიპასუხეთ პირველ კითხვაზე, ვინ ხართ?
- შორეული ქვეყნიოდან ჩამოვედით, გვსმენია რომ ამ დამალულ მონასტერში დიდი სიწმინდეები ინახება და მთელი ჩვენი ერის სახელით გვინდა თაყვანი ვცეთ.
მამაომ გადახედა ძაღლებს, რომლებიც არხეინად ელაქუცებოდნენ მგზავრებს. ამან იგი ცოტა დაამშვიდა.
- კი მაგრამ - თქვა მამაომ და გადახედა დონა ტრულას - ქალი იქ ვერ შევა!
უნდა გამოვტყდეთ და ვთქვათ, რომ დონა ტრულა ამ გზაზე წამოვიდა იმიტომ რომ დაიღალა ქალაქის ფუსფუსით, და არა სიწმინდეების სანახავად. ამიტომ სულაც არ განაწყენებულა. მის მაგივრად მამაოს დონ ნიკოლამ უპასუხა:
- დონა ტრულა მოკრძალებული ქალბატონია, მხოლოდ გარედან დატკბება ეკლესიის სილამაზით და მაშინვე წავა იქეთ, საითან გვიბრძანებთ დაბანაკებას.
ასეთი პასუხი მოეწონა მამაოს და ერთად გაუდგნენ გზას. გადაკვეთეს ღელე და მივიდნენ მდელოსთან.
- აქ შეგიძლიათ დაბანაკდეთ კეთილშობილო სტუმრებო. წყალიც აქვეა, ცეცხლსაც დაანთებთ და იმედი მაქვს ჩვენს სტუმართმოყვარე მიწაზე თავს კარგად იგრძნობთ. - უთხრა მამაომ მგზავრებს. მათაც მოეწონათ ეს ადგილი, მაგრამ დაბანაკებამდე ეკლესიის ხილვა მოისურვეს.

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:41
by ნიმფა
ტრული, არაჩვეულებრივი მთხრობელი ხარ. :D
გენაცვალე გარჯაში, ამდენი ხეტიალის მერე ენაკვიმატობის თავი რომ გაქვს :D

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:47
by z g a r b i
მერეეეეეეეეეე? :) ძალიან საინტერესოდ და ლამაზადაა აღწერილი !! ყოჩაღ :!:

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 16 ნოე 2008, 23:50
by Truli
ეკლესიის დიდებულმა სილამაზემ ახლოდან უფრო აღაფრთოვანა მგზავრები.
ეს რა ხელმა გამოკვეთა ქვაზე ასეთი რთული ჩუქურთმები? ეს რა ნიჭმა გააცოცხლა მკვდარი ქვა, აამღერა, ააყვავა...
ოთხივე კედელზე და გუმბათზე უხვად იყო ეს ჩუქურთმები...
დიდებული ეკლესია აქაური თავადების - ორბელიანებისა არის თურმე, მაგრამ მას მთლიანად ფლობენ ორდენის ბერები და იცავენ მის სიწმინდეებს. თავადები კი ყოველ წელს დიდძალ შემოსაწირს აძლევენ ბერებს და მონებსაც უგზავნიან.
სანამ კეთილშობილი იდალგოები თაყვანს სცამდნენ სიწმინდეებს, დონა ტრულა გარეთ იცდიდა და ტკბებოდა ულამაზესი ბუნებით და მზის ჩასვლით.
მალე იდალგოები გამოვიდნენ ტაძრიდან, აიკიდეს გუდა-ნაბადი და საბანაკე მდელოსკენ გაეშურნენ.
თვალის დახამხამებაში დონ არჩილმა დაანთო კოცონი, დონ ნიკოლამ კი გაშალა დიდებული კარავი, რომელიც შესშვენოდა კეთილშობილ მგზავრებს.

ნ------
გაგრძელება ხვალ იქნება

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 17 ნოე 2008, 00:00
by დათო
კარგი აღწერაა :D

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 17 ნოე 2008, 00:01
by ele
თქვენო კეთილშობილებავ დონ ტრული საოცრად აღწერთ. . . :)

სურვილი დიდი იყო მეც ერთერთი იდალგოთაგანი ვყოფილიყავი. . .


ახლა კი თქვენი დიდსულოვანი დახმარებით

მივაბიჯებ უღრან ტყეში გიორგობის თვეს,
წითელ და
ოქროსფრად შეღებილ მიწაზე. . .
ვპოულობ დაკარგულ ბილიკს. . .


დაბურული ტყიდნ გასულს კი სული მეკვრის
ფიტარეთის სიდიადით. . . ყოველი ქვით. . .
ჩაღვაჭიჭებული ჩუქურთმის სიმრგვალით. . .
ხარაჩოებს მიღმა დარჩენილი ცალი თვალით მომზირალი სარკმლის სინათლის შუქით. . .


ჰმ. . .

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 17 ნოე 2008, 00:05
by bela
ვაააახ, ზღაპარიც ასეთუ უნდააა!

ანუ, დონ ნიკოლას დაწყებულ მელაკუდას ზღაპარს ღირესულად აგრძელებს დონა ტრულა, რომელსაც, რატომღაც სიწმინდეების ხილვაზე უარი უთხრა უცნობი ორდენის წევრმა ღვთისმსახურმა :roll: :roll: :roll:

მაგრამ, მოგზაურებოოო, ფოტოებიც დადეთ რაააა...

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 17 ნოე 2008, 00:07
by z g a r b i
bela
ეჰ ფოტოებზე ფიქრი არ ღირს უახლოეს მომავლში ...... ნ67 იგებდა მარტო და ისიც- ფირიანი აპარატით :(

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 17 ნოე 2008, 08:06
by nataliko-nataliko
Trulala

ტრული ისე ყვები, რომ მგონია თქვენთან ერთად ვიყავი... :wink:

ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Posted: 17 ნოე 2008, 10:10
by legenda
Trulala

აღშფოთებული ვარ აღფრთოვანებისგან :D


და იცი რა მინდა გკითხოთ თვენო კეთილშობილებავ დონ ტრული:

ფიტარეთში არის გზა, რომელიც ხრამზე არ გადის?

და მონასტერში მანდილოსნებს აღარ უშვებენ?

:roll: