ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by N67 » 09 დეკ 2008, 09:14


დილის ტკბილი ძილი მუდამ შეუბრალებელი მაღვიძარის მჭახე ხმამ დაფხრიწა და
ფეხქვეშ გაიფინა. რამე ახალია? რა, გუშინაც იგივე არ იყო? წავა ახლა ისევ
Snooze-სთან ერთსათიანი ვაჭრობა, რომ იქნებ კიდევ დავცინცლო ათიოდე
უძვირფასესი წუთი და ისე ძალიანაც აღარ ვიყო მაღვიძარაზე არანაკლებ
შეუბრალებელი ძილთუხუცესის ვალში..

არა! - უცებ შევყვირე - ალბათ ხმის ტემბრის იმედი მქონდა, რომ ბოლო
მომენტში სიმამაცე არ მიმტყუნებდა და კიდეც შევძელი - სპარტანული
სიმამაცით წამოვხტი თბილი საწოლიდან, ორიოდე აძაგძაგებული ნახტომით
გადავირბინე ოთახი (პირიდან ორთქლის ფრქვევით კაი ნიკოლოზის დროინდელი
ორთქმავალივით) და ავად ვეძგერე მაღვიძარას - საბოლოოდ მოვაკეტინე. დღეს
სხვა დღეა!

ზურგჩანთა გუშინვე ჩალაგებული მქონდა. სამწუხაროდ, კუჭი წინადღით
ჩალაგებას არაფრად არ აგდებს და რაღას გავხდებოდი - მომიწია მისი კაპრიზების
უსიტყვოდ დაკმაყოფილება.

ორთაჭალის სადგურში მისულს ორი ცუდი ამბავი დამხვდა - 10 წუთი
დამეგვიანა და ნინი არ წამოვიდოდა. სამაგიეროდ, ვეება მზე გვაფრქვევდა დილის
სტაფილოსფერ სინათლეს ხის ქვეშ შეკრებილებს - არჩილს, რუსოს და მე, ჯერ
კიდევ საწოლიდან გამოყოლილი ძილის ნარჩენების ფერთხვაში რომ ვიყავი.
კლიენტს დახარბებულ გაურკვეველი მოდგმის მძღოლებს ხან ერევანში, ხან
სტამბოლში და ხან კი ალლახმა უწყის სად მიმავალი მგზავრები ვეგონეთ.
პრინციპში, მე ყველაფერს ავეკიდებოდი, რაც იმ ქედის ძირას მიყუჟულ
დომანისს ჩაუვლიდა. კაი 40 წუთი ლოდინს მაინც ვერ გადავრჩით. გავიდა ეს
დროც და იბოძა ნება და მერსედესის ერთმანეთზე უფრო გაზიმზიმებულ
ავტობუსებს შორის ამაყად შემოგორდა ოდესღაც ყვითელი, ახლა
ძირგავარდნილი მოზრდილი სამარშრუტო (კი, პარადოქსია - ასევე მერსედესის ფირმის..
ან კი, ვისზე პატარა ჰქონდა ის სამქიმა ფირმის ნიშანი?).

ზომაზე მეტად ნება-ნება გავუდექით გზას. რაკი მძღოლზე არანაირმა
გადაკრულმა სიტყვამ არ გაჭრა, (ისადა.. ასე ხო ბევრი ბენზინი იწვება?) მე და
არჩილმა, პროტესტის ნიშნად, იმ ყუთზე, რომელშიც რაიცი და იქნებ მჩხავანა
კატაა ჩასმული (აუ, ეგ როგორ დაგვავიწყდა რომ გვენახა მართლა...)
გემრიელად შემოვაწყეთ ფეხები და დავშტამპეთ ჩვენ-ჩვენი ფეხსაცმლის
ფირმის ნიშნების სარკისებურად მოტრიალებული ვარიანტებით.

დროის გასაყვანად წამოწყებული მარჩიელობა (კიდევ რამდენი დღე უნდა
ვიაროთ) რომ მოგვბეზრდა, არჩილმა GPS-სთან მიჰყო ხელი კონსულტაციებს და
მალე კარგი ამბავი გვაცნობა - ჩავდივართ!
ჩვენთვის კი იყო კარგი ამბავი, მაგრამ შეგეხედათ ნეტა დანარჩენი მგზავრების
ფიზიონომიებისთვის... უკანა კარი არ იღებოდა და კოპერფილდი ჯანდაბას და
ვადაჭკორიაც არავინ ჩანდა ჩვენს შორის, რომ სამი ერთმანეთზე უფრო ვეება
გაბარიტების ჩანთა უკანა რიგებიდან უცებ გარეთ, გზაზე რომ აღმოჩენილიყო,
თავ-თავიანთი პატრონებიანად. და რაც არ უნდა საოცარი იყოს, სამარშუტოს
გავარდნილ ძირში არსებული სიცარიელეც მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა საამისოდ.

ბევრი იჯუჯღუნეს თუ ცოტა, მოუწიათ გარეთ გადაბარგება. მადლი იყო
მაგათზე - გაურკვეველი მარკის უფილტრო სიგარეტის ხრჩოლის ნაცვლად
სუფთა ჰაერს ჩაყლაპავდნენ რამდენიმე წუთით.

ჩვენ კი გზას გავუდექით. გვიანი შემოდგომის პეიზაჟებში ჯერჯერობით
ყველაზე მეტ ყურადღებას ადგილობრივი მოსახლეობის ლოყაწითელი ვაშლები
იქცევდა. მეც დამავიწყდა, ძირნაყარი რომ არაფერი არ უნდა მეჭამა და ხარბად
დავუწყე ხრამუნი ვის და რის ნაკვალევით აღარ აჭრელებულ გზაზე ნაპოვნ
ვაშლებს. არჩილმა, ეგრე არ უნდაო და ტყისპირას ნაპოვნი ქამა შესანსლა, უმად.
დამეღალა ენა... ჰოდა სურათებსაც მოვიშველიებ..



გზა მდელო-მდელო მიუყვებოდა აღმა ქედს...

Image


და ნოემბრის გამჭვირვალე ჰაერში მოცინარი მზის სხივები კიაფობდნენ.

Image



ესეც კიდევ ერთი მოგზაური

Image

Image



და ჩვენსავით მზიან დღეს დახარბებული ულამაზესი არსებები.

Image



ქედის მეორე მხარეს ტყე კიდევ უფრო გალამაზდა და გახშირდა.
(გადასაღებად ვიღას ეცალა, შუა ჭამაში ვართ)



მერე იყო ბევრი დაღმართი, ტალახი და ურიცხვი მოსახვევი. მერე რა?
რახანია ვიცი, თუ რატომ ამბობდა მამაჩემი, რომ შეიძლება მძიმე ზურგჩანთა
გეკიდოს, ცუდი ფეხსაცმელი გეცვას და თავზე გაწვიმდეს გაუთავებლად,
მაგრამ დაღლას და რამე უსიამოვნოს საერთოდ ვერ გრძნობდე. როცა ასე
მიდიხარ და გრძნობ, რომ სწორედ აქ უნდა იყო ახლა და არსად სხვაგან, როცა
გრძნობ რომ სახლში ხარ, რომელიც ყველაზე ლამაზია და გულუხვი, მაშინ არც
სველი ფეხები გაწუხებს და ზურგჩანთის არც ის გამოშვერილი ნაკეცი...
ძალიან მარტივად რომ ვთქვა, დაღლაც და ყველაფერიც ტვინში წყდება და არა ფეხებში.
(სადაც გზამ იმდენჯერ მიუხვი-მოუხვია, ცოტა მეც ხომ უნდა გადავუხვიო?)


ჯერ ისევ ხშირ ტყეში პირველად ძაღლის ყეფა გავიგეთ. მერე არჩილის GPS-მა
დაიწყო ჯიუტად მტკიცება, უკვე ფიტარეთში ხართო გინდათ თუ არაო. უცებ
ხეებმაც ფარდასავით აკეცეს ჩვენს თავსზემოთ ტოტები და ეს დავინახეთ..

Image




მე ფიტარეთი ასეთი დამამახსოვრდა სამუდამოდ:

Image



მზემ კიდევ ერთხელ შეავლო მზერა მიდამოს და ღიმილით გამოგვეთხოვა დილამდე.

Image



მერე, ვარსკვლავებით ავსებული ცის ქვემოთ, ცეცხლი ენთო კარვის პირას.
ირგვლივ სამი ადამიანი უსხდა და ძარღვებში იმ ადამიანის სისხლის ფეთქვას
გრძნობდნენ, პირველად რომ დაადგა ფეხი ამ ტაფობის მიწას.




დილა იყო უდარდელზე უდარდელი. როდის-როდის ავლაგდით და
დავიძარით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ხრამისპირა მდელოზე გავედით.
მერე აღმართებს შევუდექით და ტანძიას მივადექით, საბას ტანძიას...
ისევ დაღმართები, უკვე გაშლილი ველები და პატარ-პატარა სოფლები აქა-იქ.



მერე გადაჯდა გადმოჯდა ჩაალაგა ამოალაგა მგზავრობის ღირებულება
ნავთლუღი ასვალტი მანქანების ფარა ხრჩოლი მეტრო გრიხინი... მოკლედ
ნაცრისფერ სკას (ჩემეულად) ანუ ბეტონის საქათმეს (მამაჩემისეულად)
დავუბრუნდით ყველანი. ისევ.



როცა ძალიან მომენატრება ხოლმე ფიტარეთის მიდამოები, აქ, ციხის ქონგურზე
მივძვრები და ზედ ჩამომჯდარი ვტკბები ამ სილამაზით...


Image




Image


Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 09 დეკ 2008, 10:05

N67
ნიკუშ... რა ლამაზად აღწერე!!!!!
აღშფთოვანებული ვარ!!!
კიდევ მინდა იქ დაბრუნება...
ჩემს ზღაპარზე უკეთესად გამოგივიდა!!!
მი მალატ შვან

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by N67 » 09 დეკ 2008, 10:33

მოკლედაო, აქედან ყველანი მივდივართ....

კლდეკარში!!

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 09 დეკ 2008, 10:41

N67
წევიდეთ :lol: :lol:
თვალები მეტკინა...
მი მალატ შვან

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by N67 » 09 დეკ 2008, 22:20

N67 wrote:მოკლედაო, აქედან ყველანი მივდივართ....

კლდეკარში!!

ბოდიშით, ბირთვისში!

:P
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 09 დეკ 2008, 22:24

N67
ჯანდაბას... ნაკლები სვი, თორემ მალე ეგეთი ტემპებით ხულოში ამოვყოფთ თავს...
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]