ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 11:23

გაგრძელება
ნ----------

დაბინდდა, ღამე იკრეფდა ძალას ხეობაში, ხეები იფლობოდნენ ბნელ ბურუსში. ცაზე აინთო უთვალავი ვარლსკვავი. და მათი ციმციმი ცივ და სუსტ ნათებას ანიჭებდა წყვდიადში ჩაფლულ ხეობას, სადაც მხოლოდ ერთი სინათლის წერტილი იყო - დონ არჩილის მიერ დანთებული კოცონი, რომელსაც სამი მგზავრი შემოუსხდა და გემრიელად მიირთმევდნენ სახელდახელოდ დამზადებულ ვახშამს და ცხელ ყავას აყოლებდნენ.
სუსხიანი ღამე იყო. მგზავრები მიიყუჟნენ კოცონთან, სითბოს და სინათლის ერთადერთ წყაროსთან ამ ცივ და მიუსაფარ ბნელ ღამეში.
დონ ნიკოლამ ამოიღო დოქი, რომელშიც არაყი იყო და შესთავაზა თანამეონახეებს.
ჯერ ღვთის სადიდებელი დაილია, შემდეგ სამშობლოსი და ამ სტუმატრთმოყვარე იბერიის მიწისა.
მგზავრებს მონასტრის ძაღლი შეუერთდა. ალბათ სწორეთ ეს მურა ეგონა კეთილშობილ დონ ნიკოლას მელაკუდა, შესაძლოა სიბნელეში მან ვერ განასხვავა...
დონ ნიკოლა გამოესაუბრა მურიას, გაირკვა რომ იგი წმინდა მურაა, ბერები მას ცოდვების მოსანანიებლად ამარხულებენ, ახლა კი ყველაფერი მოვინანიეო და მშიაო, ასე დაასრულა მურამ მონათხრობი.
დაილია მეგობრობის, წასულთა, დიდ წინაპართა და სიყვარულის სადღეგრძელოები.
მი მალატ შვან

User avatar
N67
მაწანწალა
Posts: 666
Joined: 30 მაი 2007, 15:20
Location: Солярис
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by N67 » 17 ნოე 2008, 11:45

ეს ის ამბავია, თუ როგორ ჩაიკრა გულში სამი ადამიანი შემოდგომამ.
გავიდეს ცოტა დრო და მეც მოვყვე იქნებ რამე..
ჯერ ისევ ციხის ქონგურზე ვარ ჩამომჯდერი და ნიავით ოქროსფოთლებ აშლილ ტყეში ვასეირნებ მზერას.


და...

საქვეყნოდ ვიხდი ბოდიშს უზუსტობისთვის.


უბრალოდ, მაშინ ზემოდან კარგად ვერ დავინახე.
მელა კი არა, ნაცარა ცუგო გველოდებოდა თურმე...

არადა რამდენ ხანს მეგონა, რომ უბრალოდ გვაცილებდა..
ძალიან დამწყდა გული...

legenda, კი, როგორც ჩვენ ჩავედით - თეთრი წყაროს მხრიდან..
ისე კი, საკმაოდ გრძელი გზაა და უარესი, მაგას ისევ ხრამზე გადასვლა სჯობს, თუ სამანქანოდ გულისხმობდი..
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 12:00

სალამი დონ ნიკოლას!
აი მას რომ აქვს სურათი, სწორედ ამ ფერის იყო ფიტარეთის ტყეები!!!

ღამის წყვდიადს ამასობაში მგზავრთა უსუსური კოცონის გარდა მთის წვერიდამ ამოსული მთვარეც შეებრძოლა და უმალვე დაამარცხა!
დონა ტრულა ისე მოიხიბლა მთვარის მკრთალი ნათებით, რომ აწია თასი და მისი სადღეგრძელოც შესვა! დონ ნიკოლას ეს ძალიან ესიამოვნა, ვინაიდან მთვარეს თავის მფარველად მიიჩნევს.
ამაზე დონა ტრულამ უპასუხა, რომ მისი მფარველი დიდი ღმერთი მარსია, მარსი თავდაპირველად ველური ბუნების ღვთაება იყო. ამიტომ როდესაც დონა ტრულა სამოგზაუროთ მიდის, იგი ყოველთვის სთხოვს მარსს მფარველობას!
ბევრ რამეზე საუბრობდნენ მგზავრები კოცონთან. დონ არჩილი ტრაბახობდა თავისი მამაცობით. დონ ნიკოლა უმეტესად დუმდა, მიუხედავად იმისა რომ მის მამაცობაზე ტრუბადურები სიმღერებს თხზავდნენ და მთელს ქვეყნიერებას მოსდეს უშიშარ და დაუღალავ მოგზაურ დონ ნიკოლა დე ვახანის თავგადასავლები.
დონა ტრულამ კარგად იცოდა კეთილშობილი იდალგოს დონ ნიკოლას მამაცობის და თავგადასავლების შესახებ და სათანადოდ აფასებდა მის მოკრძალებას.
შუა ღამე ახლოვდებოდა, დონ არჩილმა მოისურვა ეკლესიისკენ გაბრუნება, ეგებ ბერების ლოცვაზე დასწრების ღირსი გამხდარიყო. დონა ტრულა და დონ ნიკოლა კი მშვიდად შეჰყურებდნენ უთვალავი ვარლსკვავებით მოჭედილ ცას და საუბრობბდნენ ცხოვრების ამაოებაზე და ბუნების მშვენიერებაზე.
დონ არჩილს არ გაუმართლა ლოცვაზე დასწრებაში და მალევე მობრუნდა ბანაკში.
დაღლილ დაქანცული მგზავრები კარავში დასაძინებლად დაწვნენ და დაიძინეს.
მი მალატ შვან

User avatar
Na-tia
მაწანწალა
Posts: 471
Joined: 31 ივლ 2008, 14:34
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Na-tia » 17 ნოე 2008, 12:29

ვგიჟდები შემოდგომის წითელ-ყვითელ ფერებზე, როგორ მინდოდააა :cry: :cry: :cry:

User avatar
s.rodeo
ბილიკზე მოარული
Posts: 91
Joined: 12 მარ 2008, 13:17
Location: Nature...
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by s.rodeo » 17 ნოე 2008, 12:42

..მაგრები ხართ :D მარა მე რა?.. წელიწადის ამ დროს შეუძლებელია რაღაც განსაკუთრებული არ განიცადა, ამიტამ დაახლავებით ვხვდები თქვენს ემაციებს და მშურს, თანაც შავი შურით !

Trulala
..ქართველი სერვანტესი ხარ რა.. :D მაგარ.. სიამავნებით წაგიკითხე..
Watching the darkness closing around me
Feeling the cold all through my body
That`s why I`m calling all stations
In the hope that someone hears me
A single lonely voice...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Mta Mkvarebia » 17 ნოე 2008, 13:29

Trulala
დონია, ისეთ საშინელ განწყობაზე ვარ ახლა, მართალი გითხრა, რეპორტაჟების კითხვის თავიც არ მქონდა. მაგრამ შემთხვევით შემოვიხედე და პირველი პოსტის წაკითხვის მერე, ვეღარ მოვწყდი. შენ მალე, მგონი, ცნობილ ბელეტრისტად ჩამოყალიბდები.
bela wrote: ..
ანუ, დონ ნიკოლას დაწყებულ მელაკუდას ზღაპარს ღირესულად აგრძელებს დონა ტრულა...
მეც სწორედ მაგ აზრი გამიჩნდა...
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 13:32

Mta Mkvarebia
გმადლობ... ეს რომ დავწერე ჯერ არაფერი არ ვიცოდი, ახლა მეც ისეთ ხასიათზე ვარ რომ მიჭირს გაგრძელება....
მალე ვეცდები მოგზაურობის მეორე დღეც ავღწერო
მი მალატ შვან

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Naia » 17 ნოე 2008, 14:18

Trulala
ყოჩაღ, ტრული. მართლა კარგად წერ. ვკითხულობ და ვერ ვწყდები.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 15:52

მიუხედავად ამ ცუდი ამბისა, მასინც განვაგრძობ ზღაპრის თხრობას...

ნ-

დილა გათენდა, მზე ამოვიდა და უკან დაახევინა ჯერ წყვდიადს, შემდეგ ყინვასაც.
პირველი დონ ნიკოლა დე ვახანი ადგა, გაიხედა გარეთ, დაინახა თეთრი თრთვილით შემოსილი არემარე და უკან თბილ კარავში დაბრუნდა და არხეინად ძილი განაგრძო.
მეორე დონა ტრულა ადგა. მას ბუნება უკვე თეთრი თრთვილის სამოსის გარეშე დახვდა. მზე მაღლა აიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან და სუსტ, მაგრამ თბილ სხივებს უგზავნიდა მარტოსული კარავის ბინადრებს.
ბოლოს დოპნ არჩილმაც დააჭყტა თვალები და დონა ტრულას მიერ შეგულიანებული ადგა და დაანთო კოცონი.
დონა ტრულამ აადუღა ყავა და მამაც რაინდებს დაუსხა. კეთილშობილ ნიკოლას ჯერ კიდევ ეძინა, თან ტრულას ადგომის შემდეგ, ტრულას თბილი, ნაქები საძილეც მას ერგო, და ასეთი სითბოდან გამოსვლა სულაც არ უნდოდა.
ყავა კი ცივდებოდა.
დონა ტრულამ რამდენიმეჯერ შეიხედა კარავში და სცადა მეგობრის გაღვიძება, ხოლო როდესაც ამ საქმის უშედეგობაში დარწმუნდა, მამაცი დონ ნიკოლას კათხა ნაკვერჩხლებზე დადო, რათა არ გაციებულიყო და პირის დასაბანად წყაროსკენ გაეშურა.
ამასობაში დონ ნიკოლაც როგორც იქნა ადგა და მგზავრები საუზმეს შეუდგნენ.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 16:03

გემრიელი და ხანგძლივი საუზმის შემდეგ ბანაკის აშლის დროც დადგა...
სევდით ემშვიდობებოდნენ მოგზაურები ამ ლამაზ მდელოს... გზას გაუდგნენ და უკან მურა მოსდევდათ. მონასტრისკენ ავიდნენ. აქ ბალახზე ჩამომჯდარი ბერები დახვდნენ.
- დილა მშვიდობისა პატივცემულო მამაოებო - მიესალმა მათ დონ ნიკოლა
- ღმერთი გფარავდეთ კეთილშობილო მგზავრებო!
- ტანძიის გზას ხომ ვერ გვასწავლით?
- ამ გზას მიყევით - და მამაომ ეკლესიიდან ქვემოთ მიმავალი გზა აჩვენა - სულ წინ ივლით, ხრამის ციხესთან ჩახვალთ, შემდეგ ხიდით მდინარეს გასდაკვეთავთ და ზემოთ მთას აუყვებით.
- თუ შესაძლოა იქ ცხენები ვიქირავოთ, ან საფოსტო ეტლი ვნახოთ რათა სატახტო ქალაქში ჩავიდეთ
- არა, უკვე გვიანია,... მაგრამ გზა გააგრძელეთ და 1 საათში ქვეშამდეგ ჩახვალთ, იქ დიდებული ციხის წინ გადის დმანისიდან მომავალი საქარავნო გზა და რამეს ეგებ გადაეყაროთ.
ასე დაემშვიდობნენ მგზავრები მამაოს და ტყეში შევიდნენ.
ულამაზესი იყო წითელი ფოთლებით მოფენილი გიორგობის თვის ტყე. ზოგ ხეს სამოსი აღარ ჰქონდა, ზოგი წითლად, ზოგი ოქროსფრად, ზოგიც კი მომწვანო მოყვითალო სამოსით იწონებდა თავს... ფერთა ამ კალეიდოსკოპით მიწაც აჭრელებულა...
ზოგან კი ამ შემოდგომის ფერთა გამოფენისთვის სრულიად შეუფერებლად მწვანედ ხასხასებდნენ მარადმწვანე მცენარეები... მათი სიმწვანე კიდევ უფრო მწვავედ იგრძნობოდა შემოდგომის მიწურულს.
ბევრი იარეს თუ ცოტა, მათ უკნიდან შემოძახილი მოესმათ, მიიხედეს და გუშინდელი ცხენოსანი დაინახეს
-ხომ ვთქვი კიდევ შევხვდებით თქო! - შემოსძახა მან ფეხოსნებს და წინ გააჭენა.
სამ მგზავრს კუდში ერთგული მონასტრის მურა მიყვებოდა, რომელსაც ალბათ მობეზდრა მონაზვნების განაწესი და ქალაქური ცხოვრებით ტკბობა სურდა.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 16:21

კიდევ საკმაო ხანს ტკეპნეს მოგზაურებმა დაცვენილი ფოთლები, როდესაც უეცრად დასრულდა ტყე და ისინი ლამაზ ველზე გავიდნენ. წინ დიდებული ციხის კოშკები დაინახეს, მარჯნივ კი, მდინარის მეორე პირას, კლდეში მღვიმეები იყო გამოკვეთილი. ნეტავ ვისი ციხეა, ვინ არიანმ მისი მცველები...
- მე წინ წავალ - თქვა დონ ნიკოლა დე ვახანმა. - შესაძლოა ვინმე ნაცნობიც იყოს... კარგად დავენახვოთ, მიხვდნენ რომ უბრალო მოგზაურები ვართ.
გადაკვეთეს მდელო, შევიდნენ ისევ ტყეში და კლდეზე ამაყად აღმართული დიდებული ციხის ძირში აღმოჩნდნენ. გარს მდინარიდან გადმოყვანილი წყლის ალყა ჰქონდა შემორტყმული, რომლის გარშემოც ხასხასა მწვანე მცენარეები იზრდებოდა. დონ ნიკოლა გაეშურა კარიპჭისკენ და საყვირში ჩაბერა.
სარკმელიდან ციხის მცველმა გადმოიხედა.
- ვინ ხართ და რისთვის მოხველთ?
- მე დონ ნიკოლა დე ვახანი ვარ, ესენი კი ჩემი თანამგზავრები, დონა ტრულა და დონ არჩილ დე დაკოტელი არიან. ჩვენ ფიტარეთის საიბუმლო ორდენის სიწმინდეებს ვეცით თაყვანი და ახლა ტანძიისკენ მივდივართ, რათა სატახტო ქალაქში დავბრუნდეთ!
- დონ ნიკოლა დე ვახანი? თქვენ ლეგენდარული რომაელი მოგზაურის ნიკოლუს ვახანუსის ჩამომავალი ხომ არ ბრძანდებით?
- ნამდვილად, გახლავართ!
- მაშინ, კეთილშობილო დონ, გთხოვთ მობრძანდეთ თქვენც და თქვენი თანამგზავრებიც. ციხეში ახლა ერისთავი ორბელიანის ვაჟი გახლავთ, და იგი მოხარული იქნება სადილად დაგპატიჟოთ.
მგზავრები ციხეში შევიდნენ. დაისვენეს, თითო ჭიქა თბილი ღვინო დალიეს და მიუხედავად სადილად მოპატიჟებისას გზა განაგრძეს.
ცოტაოდენი გაიარეს და ორბელიანთა მონები დაინახეს, მათ ალბათ ფიტარეთისკენ მიერეკებოდნენ, ბერებისთვის შესაწირად.
ხრამზე საცალფეხო ხიდით გადავიდნენ და მთისკენ მიმავალ გზას აუყვნენ.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 16:33

გზა გველივით იკლაკნებოდა და სულ ზევით და ზევით, მთის წვერზე ადიოდა, სადაც სოფელი ტანძია მდებარეობდა.
მგზავრებმა რამდენიმეჯერ შეისვენეს. დონა ტრულა მთელი გზა ცდილობდა თანამგზავრ მამაკაცებზე უარესად არ ევლო, მაგრამ აღმართზე შეიმჩნა მისი სისუსტეც, და მოუკლო მან სვლას, იმედით რომ შემდეგ დაღმართზე აანაზღაურებდა. უკვე მოშივდათ კიდევაც მგზავრებს.. მაგრამ წინ კიდევ დიდი გზა იყო დარჩენილი. ბოლოს როგორც იქნა ფოთლოვანი წითელ-ოქროსფერი ტყე მწვანე წიწვნარმა შეცვალა და აი, ერთი აღმართიც და სოფლის კიდევ გამოჩნდა.
კიდევ ცოტაც და სიქაგაცლილი და მშიერი მგზავრები უკვე ტანძიიდან ქვეშისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
ტანძიელები გაკვირვებით უცქეროდნენ შორი გზიდან მომავალთ...
სოფელსაც გაცდნენ... უკვე სანარტელი გაუხდათ, ეგებ ცარიელი ეტლი ან ფაეტონი შეგვხვდეს და საქარავნო გზამდე ჩაგვიყვანოსო... მაგრამ ამაო იყო მათი იმედები..
ბოლოს დონა ტრულამ ვეღარ გაუძლო. მთელი გზა ცდილობდა კაცებისთვის ტვირთად არ ქცეულიყო, და ბოლოს ვეღარ აიტანა და დასვენება მოითხოვა.
დონ ნიკოლას კი ისე შიოდა რომ მოხარულიც იყო, შეისვენეს. სახელდახელოს ამოალაგეს საგზალი და დაიწყეს ჭამა, როდესაც გზაზე ურიკა გამოჩნდა. დონა ტრულის ცალ ხელში საჭმელი ეჭირა, ისე გაიქცა და გააჩერა ურიკა. მგზავრებმა გუდა-ნაბადი სწრაფად ჩადეს ურიკაში და გაემგზავრნენ საქარავნო გზისკენ, თან ჭამაც განაგრძეს.
მათი ხასიათი ბევრად გამოასწორა ამ წარმატებამ. ქვეშის დიდებული ციხეც გამოჩნდა.
- კეთილშობილო იდალგოებო და ძვირფასო დონა - მიმართა მგზავრებს ურიკისპატრონმა - მე ორბელიანის ყმა გახლავართ და ქვეშის ციხეში ვარ დაბარებული. ასე რომ არ იყოს თბილისამდე ჩაგიყვანდით, მაგრამ რას იზამ, უნდა დავშორდეთ, თუმცა ღრმად ვწუხვარ რომ მეტ პატივს ვერ გცემთ.
მოგზაურები მიუხედავად ამისა ძალიან მადლობლები იყვნენ და თბილად დაემშვიდობნენ ყმას.
მი მალატ შვან

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by z g a r b i » 17 ნოე 2008, 16:36

ისე შევედი როლებში მართლა მაგ დროში გადავფრინდი...... თქვენ აქ ვეღარ წარმომიდგენიხართ ისე გიხდებათ ეგ როლები :) მშვენივრად სწერთ დონა ტრული..........
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by Truli » 17 ნოე 2008, 16:39

საქარავნო გზაზე ჩამოსხდნენ ჩვენი მგზავრები იმედით რომ შეგვიანებულ ქარავანს მაინც მიყვებოდნენ. ამ დროს მათ მავრი მიუახლოვდა და მიესალმა
- სალამ ალეიკუმ კეთილშობილო ბატონებო და ქალბატონო. ალახის დიდება იყოს. სხვა რჯულის ვართ, მაგრამ ეგებ დავემგზავროდ ერთმანეთს? მე მარტო ვარ, ალახის წყალობით მუხამედ იბნ მუსტაფა, მარნეულში მივდივარ. ამ დროს ქარავანს ვეღარ იპოვით, ვერც დმანისიდან, ვერც კაზრეთიდან და ეგებ ერთად ავიყვანოთ აქლემი, იაფი დაგვიჯდება, და მარნეულში ჩავიდეთ? იქიდან კი საფოსტო კარეტა გადის სატახტო ქალაქისკენ.
მგზავრებს მოეწონათ მავრის აზრი და უმალვე იქირავეს აქლემი, შემოსხდნენ და მარნეულისკენ გასწიეს.
აქლემმა ძუნძულით ჩაიყვანა მოთენთილი მგზავრები ქალაქში.
აქ მუხამედ იბნ მუსტაფამ სიტყვა შეასრულა, მიიყვანა საფოსტო კარეტასთან მგზავრები და თბილად დაემშვიდობა მათ.
სამი მოგზაური უკვე ნახევარი საათის შემდეგ კი დედაქალაქის მისადგომებთან იყო მოსული.
ჭირი იქა
ლხინი აქა
ქატო იქა
ფქვილი აქა
მი მალატ შვან

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
ფიტარეთის ზღაპარი სამი მოგზაურისგან

Post by z g a r b i » 17 ნოე 2008, 16:51

მშვენიერია :!: :!: :!: 100 ქულა შენ :) ისე ნიკი შეიცვალე არ გინდა? დონა ტრულა ძალიან გიხდება :wink: :)
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]