Page 1 of 9

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:19
by legenda
1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ზარზმა - ჭულე - ოქროს ციხე - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
მინი ბუსის ქირა - 350 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
14 (+1 ერთი სტუმარი დაგვემატა ახალციხეში = 15)

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
Jnosy, nini_a

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ზარზმა- სოფელი ზარზმაში
ჭულე- 2-3კმ.
ოქროს ციხე- 5კმ (დაახლოებით)

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
500კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ოქროს ციხე - 6კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჭულეს მონასტრისკენ მიმავალ გზაზე- ციხე (სახელი ცნობილი არ არის)
და ჩანჩქერი ჭულეს მონასტერთან.

12. საბანაკე ადგილები:
ზარზმაში სოფელში მდინარის პირას არის ტყე.
ჭულეში მონასტრის გვერძე ჩამოდის მდინარე და არის აგრეთვე ტყე...


13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ზარზმაშიც და ჭულეშიც სასმელი წყალი გზაზე არ შეგვხვედრია, თუმცა მოსახლეობისგან წყლის აღება შესაძლებელია...
ოქროს ციხესთან წყალი არ არის.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ზარზმა და ჭულე - წყალი აუცილებლად.
ოქროს ციხე - მოცურების საწინააღმდეგო ბათინკები, ღამის ფანრები, წყალი. საკმაოდ ცივა.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერ სეზონზე?!

16. რისკები, საფრთხეები:
ზაფხულში ციხეზე ბევრი გველია. სხვაგან საფრთხეები და რისკები არ არის.

17. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10.

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:21
by ნინი_85
აბა აბა ველი გაგრძელებას :)

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:36
by legenda
11 ნოემბერს დილის 6:00 დან 7:00 შევიკრიბეთ(ჩემს გარდა) რესპუბლიკის მოედანზე...

ნუ იქ რა მოხდა და რეები ხდებოდა მე არ ვიცი, თუმცა....

დაახლოებით 40 წუთი დიღმის ტრასაზე, გარიჟრაჟი და ულამაზე-უკომპორტაბელურესი მინი ბუსი, ბატონ ნოდარის ხელმძღვანელობით ჩემს წინ აიტუზა, არა მთლად ჩემს წინ ვერა... მარა იქვე ახლოში.
თვალებს არ ვუჯერებდი, ისეთი ლამაზი იყო, ხასხასა ბალახის ფერი.

ხოდა გავუდექით გზას....

ნელნელა ბნელი ნათელმა შეცვალა და.....

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:41
by legenda
ვიდრე თხრობას გავაგრძელებ(თ)

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო:
ჩვენს მარგალიტ მთაშენკას :wink:
ნაიას :wink:
მაკენას :wink:
კონსტანტინეს :wink:
ლიაკოოს :wink:

ყურადღებისთვის!


P.S. ეს რაც მე ვიცი, და თუ ვინმე გამომრჩა.... მომიტევეთ :oops:

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:51
by legenda
1. გვალვა
2. ნინი_ა
3. ჟნოსი
4. ხრუხუნა
5. ზურა
6. ზურას+
7. ლეგენდა
8. ნინი_ა + ნანა
9. ნინო მაღრაძე
10. ლაშარელა
11. lasharelas+
12. lasharelas+
13. ნინა_ა +
14. ნინი_ა +



აი სრული შემადგენლობა....
ახალ ციხეში ნანას + დაგვემატა და დავიძარით ზარზმისკენ.


გზად რამდენჯერმე შევჩერდით ლამაზი პეიზაჟების გადასაღებად...

ადმინ სურათებს ველით :wink:

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:57
by lasharela
ლამაზი პეიზაჟები ბევრი იყო მარა ნოემბერი მაინც ნოემბერია და ფერების ნაკლებობა იყო, ოქტომბერს კი არ გავს :))) ოქროს ციხეზე ფერების დეფიციტი ნაღდად არაა, მითუმეტეს საღამოს როცა მთლიანად ციხე და გარემო ოქროა ოქრო

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 14:59
by Nino M
მინიბუსისი აღფრთოვანებული დავრჩით :lol: , ფერად-ფერადი განათება, პაწაწინა ბალიშები, და კარები ,,სიმ სიმ გაიღე"-ს ფუნქციით :lol:
იქნებ ინტერიერ-ექსტერიერის სურათები შემოგვთავაზოთ თუ გაგვაჩნია? :D

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:05
by Nini_A
ძალიან კარგი გასვლა გამოგვივიდა მართლაც,
დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის და ყურადღებისთვის :)

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:06
by legenda
საისტორიო ტრადიციიის თანახმად,
საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საეპისკოპოსო კათედრა სწორედ ამ მხარეში დაუარსებია (სამცხე-ჯავახეთი) წმინდა მოციქულს, ანდრია პირველწოდებულს...

ზარზმა...
ულამაზესი ხუროთმოძღვრება.
სოფელ ზარზმაში დედოფალივით აღმართული....
ულამაზესი ფრესკები და წმინდანთა ნაწილები...

და კიდევ უამრავი ხალხი იყო ზარზმაში (ნუ მე ამდენს არ ველოდი), თუმცა გასაკვირიც არ არის.
ამ უდიდეს დღესასწაულს 5 მეუფე ესწრებოდა:

ტაო-კლარჯეთის და ახალციხის მიტროპოლიტი თეოდორე

ცაგერი-ლენტეხის ეპისკოპოსი სტეფანე

მესტიის და ზემო სვანეთის ეპისკოპოსი ილარიონი

ნეკრესის და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი

ურბნისის და რუისის მიტროპოლიტი იობი.

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:07
by Nino M
Image

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:14
by Nini_A
06:00 დავიწყეთ შეკრება, თუმცა ჩემს+ ჩაწერილ 3 ადამიანმა ისე დააგვიანა, ერთი კი ვთქვით წავიდეთო შემდეგ ისევ მოვიცადეთ და საბოლოოდ 07:00 გავედით

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:18
by Nini_A
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ გამოჩნდა ზარზმაც, მივდიოდით და მიგვიხაროდა, ცოტა კი გავბრაზდი ჩემს +ნანაზე და მის მეგობრებზე ასე რომ დაგვაგვიანეს
ზარზმაში რომელზე ჩავედით? არ ვიცი.
პირდაპირ ტაძარს მივაშურე, თუმცა საკმაოდ დაგვაგვიანდა სახარება სულ ახალი დამთავრებული იყო, დავესწარით ქადაგებას, შემდეგ მოვიარეთ მონასტრის შემოგარენი და წამოვედით ზარზმიდან

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:20
by Nini_A
ფოტოებს იმედია მალე ატვირთავენ ადმინი, ხრუხუნა და ლაშარელა

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:24
by Nino M
Image

ეპისკოპოსი სტეფანე, მიტროპოლიტი იობი.
მიტროპოლიტი თეოდორე, ეპისკოპოსი ილარიონი

ზარზმა-ჭულე-ოქროს ციხე 11.11.2008

Posted: 12 ნოე 2008, 15:28
by Nini_A
მარშუტკა მართლაც კარგია, მარა მძროლი უფრო მაგარია, არანაირი პრეტენზია პირიქით მანამ ჩვენ ვბჭობდით ჭულეში წავსულიყავით თუ არა დროის სიმცირის გამო, რადგან გვეშინოდა ოქრო ციხეს ვერ მოვასწრებდით მძროლმა გადაუხვია და დაადგა მონასტრის გზას, ხოდა ჩვენც გავჩუმდით, ოქრო ციხეზე კი რამის ციხემდე აგვიყვანა :D

გუშინდელი მძროლის საკონტაქტო ნომერია - 877 420 243 ნოდარი
ძირიტადად ჩემს კომპანიასტან და საგარეო საქმეტა სამინისტროსთან თანამშრომლობს

აწი კარავთან დამეგობრდება იმედია