სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Truli » 03 ნოე 2008, 13:10

დავტოვეთ სარო და გეზი ახალქალაქისკენ ავიღეთ. გზად ჯავახეთის მკაცრი სილამაზით ვტკბებოდით. ეს მხარე მოკლებულია იმ სიდიადეს რაც კავკასიონს ახალიათებს, არაა ცაზე მიბჯენილი სალი კლდეები და მთები, რომელთა მწვერვალებიც ღრუბლებში იმალება... აქ ყველაფერი სადაა, არა მყვირალა და ძალიან მკაცრი.
შევცედით ახალქალაქის რაიონში. აქ უკვე სომხური სოფლები ჭარბობს, სახლებიც სხვანაერია... ახალქალაქში კი სამენოვანი წარწერებია, ქართული რუსული სომხური. ისე ასპინძას რომ გავცდით თანამედროვე საქართველოც უკან დაგვრჩა. აღარც გზის მაჩვენებლებია, და აბრებიც კომუნისტების დროიდან არის შემორჩენილი, ქართულად და რუსულად.
ახალქალაქმა საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ავივსეთ ბენზინით და ხანჩალის ტბისკენ ავიღეთ გეზი.
ხანჩალის ტბა ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს. მიუხედავად ასეთი უდავოდ ქართული სახელისა, ქართული აქ არაფერია, :cry: ხალხს ენაც არ ესმით :(
ტბა რეალურად დიდი ჭაობია, აქ ჯკარგია დილით ან საღამოთი მოსვლა ფრინველებზე დასაკვირვებლად, შუა დღეზე კი.... არ იყო დიდად სანახავი.
ჩალისფერი ლანდშაფტი, ჭაობი, წყალი... ქვები...
ვისადილეთ, მე თეფში დამიკარგეს და წავედით საღამოს ტბისკენ.
ამ ტბის სილამაზის შესახებ ძალიან ბევრი მსმენია და ცოტა არ იყოს იმედ გაცრუებული დავრჩი. ულამაზესი იყო მზის სხივების ანარეკლი ტბაში... ზაფხულში მწვანე ბალახით გარსშემორტმული ალბათ მართლაც ულამაზესია, დიდი სურვილი გამიჩნდა ამ ტბასთან მთელი დღე გავატარო და აღმოვაჩინო მისი სილამაზე.
გადავიღეთ სურათები, გავნაგრძეთ გზა სოფელ განძანისკენ, რათა აბულის ციხე გვენახა. აქ ადგილობდივებმა (ქართული არ იციან) დაგვაკვალიანეს და წავედით თავგადასავლებით სავსე ოფროუდინგ დაკარგვაში.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Truli » 03 ნოე 2008, 13:13

ჰმ.. ეს თემა ვერ დავინახე და მეც გავხსენი.., რა უცნაურია...
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Truli » 03 ნოე 2008, 13:13

ვაი... მოდერ თემეგი გააერთიანე!!
მი მალატ შვან

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by saskva » 03 ნოე 2008, 13:14

ეკიპაჟი ასე გამოიყურებოდა:

1. პატრული - პაატა, მარი, კოლხი გოგო (ხაშირამდე), დათო (ხაშურიდან), თამუსია და ტრულალა
2. პაჯერო - გურამი, აცაბაცა, ინტელი, თიკალო და ციცინო
3. ზურმუხტა - ნაია, გოგა, მთაშენკა, ნინუკალა და ზიკა
4. მურანო - დონი, მინუსი, ზვიოსული და თებრო
5. რუხის თეთრი ნივა - რუხი, გვალვა, გია, ჭუნა
6. მაკენას იეტი ჯიპი - მაკენა, მასაი, კოლხი გოგო (ხაშურიდან), სასკვა და ნატალიკო-ნატალიკო

P.S. იმედია შემადგენლობა ზუსტად დავიმახსოვრე და არავინ გამოვტოვე :roll: :roll: :roll:
Last edited by saskva on 03 ნოე 2008, 13:16, edited 1 time in total.

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Truli » 03 ნოე 2008, 13:15

მეორე თემაში მე დავწერე არაზუსტად :)
მი მალატ შვან

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Int3lig3nt » 03 ნოე 2008, 13:19

saskva
1. პატრული - პაატა, მარი, კოლხი გოგო (ხაშირამდე), დათო (ხაშურიდან), თამუსია და ტრულალა
2. პაჯერო - გურამი, აცაბაცა, ინტელი, თიკალო და ციცინო
3. ზურმუხტა - ნაია, გოგა, მთაშენკა, ნინუკალა და ზიკა
4. მურანო - დონი, მინუსი, ზვიოსული და თებრო
5. რუხის თეთრი ნივა - რუხი, გვალვა, გია, ჭუნა
6. მაკენას იეტი ჯიპი - მაკენა, მასაი, კოლხი გოგო (ხაშურიდან), სასკვა და ნატალიკო-ნატალიკო
თუ პაუნას გია ქვია, ე.ი. ყველაფერი ზუსტად გიწერია Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ნოე 2008, 13:19

Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
სა1ო ჯამში 813 კმ გავიარეთ.
ჩვენი პაჯეროს მრიცხველმა 700-ზე ცოტა მეტი დაითვალა :).

თქვენი მეტი ალბათ იმიტომ არის, რომ უკან მოგიწიათ აბრუნება.
700 კმ?
გამორიცხულია.
ყველანაირი ლოგიკით, სულ მცირე, 780 კმ უნდა დაეწერა.
შედარებით ნაკლები გაირა დონის ეკიპაჟმა, რადგან მისი მანქანა ყველგან ვერ ავიდა.
აბა, შენს მძღოლს კგდ ჰკითხე, რამდენი გაიარა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ნოე 2008, 13:21

Trulala wrote:ჰმ.. ეს თემა ვერ დავინახე და მეც გავხსენი.., რა უცნაურია...
მოდერს ვთხოვთ, რომ ეს ჩემა შენსას მიაბას, რადგან შენ ლაშქრობის აღწერის წესები გაქვს დაცული.

თან, შენ უფრო ადრე გაგიხსნია თემა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ნოე 2008, 13:23

ბარემ აქვე დავწეროთ, რომ 1-2 ნოემბრის ჯიპტურის მონაწილენი და გულშემატკივრები, ანუ სხვა ფორუმულები,
ვიკრიბებით დღეს 2თაჭალის "თაღლაურაში".
მკდ, შთაბეჭდილებები იქაც გავუზიაროთ 1მანეთს.
"სხვა აქტივობეში" საამიო ტემაც გახნილია.
აბა, გელით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Mta Mkvarebia » 03 ნოე 2008, 13:24

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
Trulala wrote:ჰმ.. ეს თემა ვერ დავინახე და მეც გავხსენი.., რა უცნაურია...
მოდერს ვთხოვთ, რომ ეს ჩემა შენსას მიაბას, რადგან შენ ლაშქრობის აღწერის წესები გაქვს დაცული.

თან, შენ უფრო ადრე გაგიხსნია თემა
მაშინ გავაერთიანებ თემებს, მაგრამ სახელად გოგას სათაურს დავუტოვებ, რადგან უფრო დაკონკრეტებულია :) .
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by zika » 03 ნოე 2008, 13:29

Mta Mkvarebia

კარგი აზრია :)

Don
იეტი
Posts: 2922
Joined: 20 ოქტ 2005, 14:56
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Don » 03 ნოე 2008, 13:34

გაუმარჯას ყველას

მე გავიარე 780 კმ. :)

:)

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 03 ნოე 2008, 13:37

Don wrote:გაუმარჯოს ყველას

მე გავიარე 780 კმ. :)

:)
გაუმარჯოს.
ეგრეც ვიცოდი.
ესე იგი, სხვა მანქანებმა 820 კმ მაინც გაიარა
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 03 ნოე 2008, 13:38, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by ZVIOSULI » 03 ნოე 2008, 13:38

მანქანიდან გადაღებულებს დავდებ მხოლოდ - და ჩილავეკებს - თორე დანარჩენები ნამეტნავად დონე ფოტოებია და თან აპარატი ნახევრად არ მიმუშავებდა, გადაღების ღილაკი მიჭედავდა და......... იტოგში :
Image
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Post by Truli » 03 ნოე 2008, 13:39

Mta Mkvarebia
გმადლობ.

განვაგრძობ თხრობას.
როგორც ავღნიშნე, ჩვენმა კოლონამ დატოვა განძანი და აბულის ციხისკენ წავედით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ავღმოვჩნდით დიდი და პატარა აბულის მთებს შორის, არა და თავი პარატა აბულის სამხრეთ ფერდზე გვეგონა. ციხე ვერ ვიპოვეთ. რუხი დიდი აბულისკენ ავიდა და მის ფერდზე ნაქალაქარი აღმოაჩინეს, მაგრამ ციხე არ იყო. აბულის უღელტეხილის სიმაღლე 2311 მეტრია. გავიყინეთ. თან ავბედითი მურანო დაგვრჩა უკან და დაგვეკარგა. რუხის დაბრუნების შემდეგ ჩვენი აზრი გაიყო. გოგას მიაჩნდა რომ უკან უნდა წავიდეთ და მურანო ვიპოვოთ, ხოლო დანარჩენებმა გადავწყვიტეთ უღელტეხილი ბოლომდე გაგვევლო (ჩვენ არც კი ვიცოდით რომ უღელტეხილზე ვართ) და ახალქალაქისკენ ჩავსულიყავით.
ჩვენ და ზმობილი ჯიპი ერთად დავიძერით და სინქრონულად ჩავედით სოფელ აბულში.
აქ ვიღაც ახალგაზრდები შედგვხვდნენ ბირჟაზე. ციხის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ მანქანაში ამდენი ქალის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ. გვითხრეს გოგოების და დისკოტეკების გარდა ყველაფერი გვაქვსო. ახალქალაქის გზა გვანახეს და წავედით. შემდეგი სოფელი კარტიკამი იყო. აქ უკვე დავეჭვდი რომ უღელტეხილზე თუ არ ვიყავით აქ როგორ მოვხვდით თქო... აღმოჩნდა ციხეს სულ სხვა მთხის ფერდზე ვეძებდით. მაგრამ რა გვექნა, დაგვაღამდა, დავიღალეთ და გეზი ცივილიზაციის ცენტრის - ახალქალაქისკენ ავიღეთ, სადაც სხვა ჯიპებს უნდა შევხვედროდით.
ჩვენი ეკიპაჟი ხანჩალის ტბიდან დაწყებული თავს ნამიოკობანას და სიტყვობანას თამაშით ვირთობდით. კაპიტანი პაატა და მისი თანაშემწე” დათო მოწყენის საშუალებას არანაერად არ გვაძლევდნენ.
ჩავგორდით ახალქალაქში.
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]