Page 1 of 41

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 12:06
by Truli
1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ბორჯომი-ახალციხე-ასპინძა-სარო -ახალქალაქი-ნინოწმინდა-ხანჩალის ტბა-საღამოს ტბა-განძანი-დაკარგვა-აბული-ახალქალაქი-ასპინძა-ზველი-ურაველი-ენთელი-აგარა-ბაიები-ახალციხე-ბოლაჯირი-ოქროს ციხე-ახალციხე-ბორჯომი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
სიარული მარტივი, ჯიპებისთვის ფრაგმენტულად რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საწვავი კაცზე 40 ლ. სასტუმრო 25.

6. მონაწილეთა რაოდენობა
25

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
მაკენა, გამარჯობა საქართველო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
უი... თბილისი-ახალციხე დაახ. 230 კმ მეტი არ ვიცი

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ენთელი - 500 მ
აგარა - 200 მ
ოქროს ციხე - 1 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ძალიან ბევრი.

12. საბანაკე ადგილები:
საღამოს ტბასთან არის. ურაველის ხეობაში კი ბაიებთან კარგი ადგილებია.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ჯავახეთში არ ვიცი, სამცხეში კი ბევრი წყაროებია

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ამ სეზონში თბილი ტანსაცმელი.
თუ საფეხმავლო ტურია მაშინ კარგი ფეხსაცმელიც.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზამთარში შესაძლოა გზების პრობლემა შეიქმნას. ისე კი ყოველთვის!!!

16. რისკები, საფრთხეები:
ზაფხულში ციხეზე ბევრი გველია. სხვაგან საფრთხეები და რისკები არ არის.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ვარდის ციხე, კოხტას ციხე, ხერთვისი, წუნდა, კუმურდო, ვანის ქვაბები, ვარძია, გელსუნდა, საფარა, შორეთი, ზარზმა, აწყურის ციხე, რაბათი, მწვანე მონასტერი, ფოკა და კიდევ უამრავი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
http://www.axisglobe.com/Image/2005/10/ ... akheti.gif
კარგი ელექტრონული რუქა ვერ ვნახე :(


19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
მაკენა - სამცხის ათაბაგი
ჩიკო სასტუმრო ასპინძაში - ვარძიის 9. 893906405

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ჰმ... 9 ბალი.... კიდევ უნდა დავბრუნდეთ. ჯავახეთი კი მაინც შეუსწავლელი დარჩა

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 12:24
by ZVIOSULI
ის რა სოფელი იყო პირველად რომ ვიყავით, დიდი ლოდებით ნაშენი რომ იყო ოდესღაც კედლები?

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 12:29
by Naia
ZVIOSULI wrote:ის რა სოფელი იყო პირველად რომ ვიყავით, დიდი ლოდებით ნაშენი რომ იყო ოდესღაც კედლები?
სარო

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 12:40
by Truli
სანამ სხვები პასიურობენ, დავიწყებ თხრობას.
მოვედი დიდუბეში დაახ. 6:45-ზე. ხალხი იყო ჯიპები აგვიანებდნენ. ბოლო ჯიპი მოვიდა 7:10 წითზე და გავნაწილდით. მე მოვხვდი მარის ბიძაშვილის პაატას მშვენიერ ნისან პატრულში. ჩემთან ერთად მარის და პაატას გარდა იყვნენ კოლხი გოგო და თამუსია. დავსხედით, გაზს დავაჭირეთ და გავქროლეთ.
ეკიპაჟები ასე დაკომპლექტდა (თუ სწორად მახსოვს):
1. ჩვენი დიადი პატრული - პაატა, მარი, კოლხი (ხაშირამდე), დათო (ხაშურიდან), თამუსია და მე.
2. ძმობილი პაჯერო - გურამი, აცაბაცა, ინტელი, ზიკა და კიდევ ვიღაც.
3. ზურმუხტა - ნაია, გოგა, მთაშენკა, ნინუკალა და არ მახსოვს მეხუთე
4. ავბედითი მურანო - დონი, მინუსი, ზვიოსული და თებრო
5. რუხის თეთრი ნივა - რუხი, გვალვა, გია, ჭუნა
6. მაკენას იეტი ჯიპი - მაკენა, მასაი, (ხაშურიდან) კოლხი, სასკვა და კიდევ გოგო ვისი სახელიც არ ვიცი, საქ. ბანკში მუშაობს.
ხაშურამდე მხოლოდ საწვავი ჩავასხით და ჰერი ჰერი ახალციხისკენ.
ხაშურში კოლხი გადაჯდა მაკენას იეტ ჯიპში, ჩვენ კი პაატას პლიუსი დათო დაგვემატა.
ჰერი ჰერი ახალციხისკენ!
ახალციხის გასასვლელთან შევიკრიბეთ და დავიძერით ერთ კოლონად ასპინძის რაიონიდან. აქ ელკანას ლურჯი ნივა შემოგვიერთდა მეგზურით.
გავცდით ასპინძას, და საროს და ხიზაბავრასკენ ავუხვიეთ. აი ოფროუდი სად დაიწყო. გზიდან სარომდე 4 კმ. არის. საროში არის ეკლესია და ძვეკლი ციხე. როგორც ჩვენმა მეგზურმა თქვა ეკლესია 8 საუკუნისაა, ხოლო ციხე გაცილებით ადრინდელი, ძველი წელთაღრიცხვის.
ციხე ძალიან შთამბეჭდავია, მთელი ნაქალაქარია იქ.
სამწუხაროდ გათხრები არ ტარდება მანდ და შეუსწავლელია ეგ ადგილები. იმედია ფოტოებზე კარგად გამოჩნდება საროს ციხის და ნაქალაქარის სიდიადე.
ლანდშაფტი ამ სეზონში გამოირჩეოდა მკაცრი, მიუსაფარი სილამაზით... როგორც მთელი ჯავახეთი... აქ არაა იმერეთის სითბო, კოლხური ტყის სიცოცხლის ზეიმი... სადა, ძალიან მკაცრი, ყველაფერი მეტყველებს გადარჩენისთვის მძიმე ბრძოლის შესახებ. აქ მხოლოდ ძლიერს შეუძლია გაძლება. ეს მხარე არ გეფერება, არამეც გიწვევს ორთაბრძოლაში... მდუმარე უსიცოცხლო მთები.. ცივი ქარი.. აბა აქ თუ გაძლებ? ეს მხარე არაა ლაღებისთვის.

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 12:49
by Naia
Trulala
3. ზურმუხტა - ნაია, გოგა, მთაშენკა, ნინუკალა და არ მახსოვს მეხუთე
ზურმუხტაში მეხუთე ზიკა იყო :)

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 12:51
by Truli
Naia
ლოლ
და ძმობილ პაჯეროში?

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:04
by zika
Trulala
აგერი ჩემო კარგო :D

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:04
by ZVIOSULI
2. ძმობილი პაჯერო - გურამი, აცაბაცა, ინტელი, ციცინო და Tikalo

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:05
by Tikalo?!
Trulala

ძმობილი პაჯერო: გურამი, აცაბაცა, ინტელი, ციცინო და თიკალო


მეკანას ეკიპაჟი : საქ. ბანკში მომუშავე სახელად ნატალიკო

:P

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
იმის გამო, რომ ბევრი ღირსშესანიშნაობა ვნახეთ, ლაშქრობის აღწერის წესებს გადავუხვევ.
თუმცა, მთავარს მაინც დავწერ.

მკდ, 1-2 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტურში 6 ეკიპაჟი მონაწილეობდა.
სა1ო ჯამში 813 კმ გავიარეთ.
მონაწილის ხარჯმა 50 ლარი შეადგინა.

1ლი დღე:
გავედით 1ლ ნოემბერს დილის 7ზე სქიმიიდან.
ვნახეთ საროს ეკლესია, შემდეგ ხერთვისით ნინოწმინდაში ავედით და ხანჩალის ტბა ვნახეთ.
იქ უცაბედათ გადავწყვიტეთ, რომ აბულის ციხეზე ავსულიყავით და ამიტომ, გზას საღამოს ტბის გავლით დავადექით.

აბულიმდე დროისა და ზუსტი გზის არცოდნის გამო, ვერ ავაღწიეთ და ასპინძაში მშვენიერ საოჯახო სასტუმროში გავათენეთ.
თუმცა, აბულის ციხის ძიებას მცირე და ვიტყოდი, აზარტული თავგადასავლებიც ახლდა.
ამაზე ქვემოთ.

მე2 დღე:
2 ნოემბერი მთლიანად სამცხეს დავუთმეთ:
დილის 9 სთზე ასპინძიდან სოფელ ზველისკენ (ძველსაც ეძახიან) დავიძარით.
ვნახეთ წმინდა გიორგის სახელობის
ულამაზესი ეკლესია. 25 წუთიანი მგზავრობის შემდეგ ჭობარეთის გზისძირა ეკლესია ვნახეთ, რომელსაც ვარანას ეკლესიას ეძახიან.
ჭობარეთიდან სოფელ ურაველის გავლით ენთელის ქვაკაცის სანახავად ავედით. იქიდან კი 2 კმტში მდებარე
აგარის უმშვენიერესი კომპლექსი ვნახეთ. შემდეგ კი იქვე წავიხემსეთ კიდეც.
4 სთზე ბაიების კლდეში შეშენებული ეკლესიასთან ვიყავით.
იქიდან ახალციხეში დავეშვით და ადიგენის რაიონში მდებარე ოქროს ციხისკენ გავიგეზეთ.
6 სთზე ოქროს ციხის ბოლო აღმართს დავადექით, სადაც მანქანა უკვე ვეღარ ადის.
7ის ნახევარზე ზედ ციხეზე ვიყავით, მაგრამ დღე ისეთი მკ იყო, რომ თითქმის კონტურებსღა ვხედავდით.
ის კი უდავოა, რომ ციხე თავისი მაშტაბებით საქართველოში უდიდესი და ულამაზესია.

უკვე 9ზე ბორჯომთან ახლოს რესტორანში წავიხემსეთ. 12ზე გომთან ნაიას დაბადების დღეც წამოგვეწია,
შამპანურიც ვბუთქეთ, წავიცეკვეთ კიდეც და ღამის 2ზე უმრავლესობა უკვე შინ ვიყავით.

ამინდი 2ვე დღეს უმშვენიერესი იყო.

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
ახლა ფოტოები თანმიმდევრულად:
1ლი დღე:
ჯიპტურის მონაწილე მანქანები (ეგებ ვინმემ ჩამოწეროთ სრული შემდაგენლობა):
Image

საროს ეკლესია:
Image

შემდეგ საღამოს ტბა ვნახეთ, რომელიც ივლისში ნანახისგან საკმაოდ დაპატარევბული დაგვიხვდა
Image

ხანჩალიდან საღამოზე გადავედით, რომ აბულის ციხის გზას დავდგომოდით.
აქედან გზა მკ იყო, დაახლოებით 13 კმ.
ნინოწმინდა-ახალქალაქი-აბულით 38-40 კმ გამოდიოდა

Image

აბულის ციხესთან ახლოს, მაგრამ ციხე სად იყო, ვერ მივაკვლიეთ
Image

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
მე2 დღე:
სოფელ ზველის ეკლესია
Image

ვერანას ეკლესია. სახურავი, სამწუხაროდ, ჩამონგრეული აქვს.
ზედ სახურავის თავზე სამანქანო გზა გადის
Image

ენთელის ქვაკაცი
Image

აგარები
აქ მრავალი ნაგებობაა. მათ შორის არის, თუ არ ვცდები, საქართველოშI ყველაზე დიდი ძველი სატრაპეზო
Image

ბაიების კომპექსი
Image

ოქროს ციხის მცირე ნაწილი უკვე შებინდებისას
Image

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:07
by GAMARJOBA SAKARTVELO
გაგრძელება იქნება. მანამდე, აბა, თქვენ გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.
განსაკუთრებულად ოქროს ციხით ვარ აღფრთოვანებული
და 2009ში 1 გასვლა უნდა გავაკეთოთ

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:08
by saskva
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2677
:shock: :shock: :shock:

რომელში დავპოსტო????

სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს

Posted: 03 ნოე 2008, 13:09
by Int3lig3nt
GAMARJOBA SAKARTVELO
სა1ო ჯამში 813 კმ გავიარეთ.
ჩვენი პაჯეროს მრიცხველმა 700-ზე ცოტა მეტი დაითვალა :).

თქვენი მეტი ალბათ იმიტომ არის, რომ უკან მოგიწიათ აბრუნება.