სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
დავტოვეთ სარო და გეზი ახალქალაქისკენ ავიღეთ. გზად ჯავახეთის მკაცრი სილამაზით ვტკბებოდით. ეს მხარე მოკლებულია იმ სიდიადეს რაც კავკასიონს ახალიათებს, არაა ცაზე მიბჯენილი სალი კლდეები და მთები, რომელთა მწვერვალებიც ღრუბლებში იმალება... აქ ყველაფერი სადაა, არა მყვირალა და ძალიან მკაცრი.
შევცედით ახალქალაქის რაიონში. აქ უკვე სომხური სოფლები ჭარბობს, სახლებიც სხვანაერია... ახალქალაქში კი სამენოვანი წარწერებია, ქართული რუსული სომხური. ისე ასპინძას რომ გავცდით თანამედროვე საქართველოც უკან დაგვრჩა. აღარც გზის მაჩვენებლებია, და აბრებიც კომუნისტების დროიდან არის შემორჩენილი, ქართულად და რუსულად.
ახალქალაქმა საკმაოდ არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. ავივსეთ ბენზინით და ხანჩალის ტბისკენ ავიღეთ გეზი.
ხანჩალის ტბა ნინოწმინდის რაიონში მდებარეობს. მიუხედავად ასეთი უდავოდ ქართული სახელისა, ქართული აქ არაფერია, ხალხს ენაც არ ესმით
ტბა რეალურად დიდი ჭაობია, აქ ჯკარგია დილით ან საღამოთი მოსვლა ფრინველებზე დასაკვირვებლად, შუა დღეზე კი.... არ იყო დიდად სანახავი.
ჩალისფერი ლანდშაფტი, ჭაობი, წყალი... ქვები...
ვისადილეთ, მე თეფში დამიკარგეს და წავედით საღამოს ტბისკენ.
ამ ტბის სილამაზის შესახებ ძალიან ბევრი მსმენია და ცოტა არ იყოს იმედ გაცრუებული დავრჩი. ულამაზესი იყო მზის სხივების ანარეკლი ტბაში... ზაფხულში მწვანე ბალახით გარსშემორტმული ალბათ მართლაც ულამაზესია, დიდი სურვილი გამიჩნდა ამ ტბასთან მთელი დღე გავატარო და აღმოვაჩინო მისი სილამაზე.
გადავიღეთ სურათები, გავნაგრძეთ გზა სოფელ განძანისკენ, რათა აბულის ციხე გვენახა. აქ ადგილობდივებმა (ქართული არ იციან) დაგვაკვალიანეს და წავედით თავგადასავლებით სავსე ოფროუდინგ დაკარგვაში.

მი მალატ შვან
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ჰმ.. ეს თემა ვერ დავინახე და მეც გავხსენი.., რა უცნაურია...
მი მალატ შვან
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ეკიპაჟი ასე გამოიყურებოდა:
1. პატრული - პაატა, მარი, კოლხი გოგო (ხაშირამდე), დათო (ხაშურიდან), თამუსია და ტრულალა
2. პაჯერო - გურამი, აცაბაცა, ინტელი, თიკალო და ციცინო
3. ზურმუხტა - ნაია, გოგა, მთაშენკა, ნინუკალა და ზიკა
4. მურანო - დონი, მინუსი, ზვიოსული და თებრო
5. რუხის თეთრი ნივა - რუხი, გვალვა, გია, ჭუნა
6. მაკენას იეტი ჯიპი - მაკენა, მასაი, კოლხი გოგო (ხაშურიდან), სასკვა და ნატალიკო-ნატალიკო
P.S. იმედია შემადგენლობა ზუსტად დავიმახსოვრე და არავინ გამოვტოვე

Last edited by saskva on 03 ნოე 2008, 13:16, edited 1 time in total.
- Int3lig3nt
- იეტი
- Posts: 3524
- Joined: 01 ივლ 2005, 11:31
- Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
- Contact:
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
saskva
თუ პაუნას გია ქვია, ე.ი. ყველაფერი ზუსტად გიწერია1. პატრული - პაატა, მარი, კოლხი გოგო (ხაშირამდე), დათო (ხაშურიდან), თამუსია და ტრულალა
2. პაჯერო - გურამი, აცაბაცა, ინტელი, თიკალო და ციცინო
3. ზურმუხტა - ნაია, გოგა, მთაშენკა, ნინუკალა და ზიკა
4. მურანო - დონი, მინუსი, ზვიოსული და თებრო
5. რუხის თეთრი ნივა - რუხი, გვალვა, გია, ჭუნა
6. მაკენას იეტი ჯიპი - მაკენა, მასაი, კოლხი გოგო (ხაშურიდან), სასკვა და ნატალიკო-ნატალიკო
2 იანვარს ზღარბი დამებედა
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
700 კმ?Int3lig3nt wrote:GAMARJOBA SAKARTVELOჩვენი პაჯეროს მრიცხველმა 700-ზე ცოტა მეტი დაითვალა .სა1ო ჯამში 813 კმ გავიარეთ.
თქვენი მეტი ალბათ იმიტომ არის, რომ უკან მოგიწიათ აბრუნება.
გამორიცხულია.
ყველანაირი ლოგიკით, სულ მცირე, 780 კმ უნდა დაეწერა.
შედარებით ნაკლები გაირა დონის ეკიპაჟმა, რადგან მისი მანქანა ყველგან ვერ ავიდა.
აბა, შენს მძღოლს კგდ ჰკითხე, რამდენი გაიარა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
მოდერს ვთხოვთ, რომ ეს ჩემა შენსას მიაბას, რადგან შენ ლაშქრობის აღწერის წესები გაქვს დაცული.Trulala wrote:ჰმ.. ეს თემა ვერ დავინახე და მეც გავხსენი.., რა უცნაურია...
თან, შენ უფრო ადრე გაგიხსნია თემა
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
ბარემ აქვე დავწეროთ, რომ 1-2 ნოემბრის ჯიპტურის მონაწილენი და გულშემატკივრები, ანუ სხვა ფორუმულები,
ვიკრიბებით დღეს 2თაჭალის "თაღლაურაში".
მკდ, შთაბეჭდილებები იქაც გავუზიაროთ 1მანეთს.
"სხვა აქტივობეში" საამიო ტემაც გახნილია.
აბა, გელით
ვიკრიბებით დღეს 2თაჭალის "თაღლაურაში".
მკდ, შთაბეჭდილებები იქაც გავუზიაროთ 1მანეთს.
"სხვა აქტივობეში" საამიო ტემაც გახნილია.
აბა, გელით
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
მაშინ გავაერთიანებ თემებს, მაგრამ სახელად გოგას სათაურს დავუტოვებ, რადგან უფრო დაკონკრეტებულია .GAMARJOBA SAKARTVELO wrote:მოდერს ვთხოვთ, რომ ეს ჩემა შენსას მიაბას, რადგან შენ ლაშქრობის აღწერის წესები გაქვს დაცული.Trulala wrote:ჰმ.. ეს თემა ვერ დავინახე და მეც გავხსენი.., რა უცნაურია...
თან, შენ უფრო ადრე გაგიხსნია თემა
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Mta Mkvarebia
კარგი აზრია

გაუმარჯას ყველას
მე გავიარე 780 კმ.
მე გავიარე 780 კმ.
-
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
გაუმარჯოს.Don wrote:გაუმარჯოს ყველას
მე გავიარე 780 კმ.
ეგრეც ვიცოდი.
ესე იგი, სხვა მანქანებმა 820 კმ მაინც გაიარა
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 03 ნოე 2008, 13:38, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
და ამით ჩემიანებს ვეხმარები
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
სამცხე-ჯავახეთის ჯიპ-ტური 2008ის 1-2 ნოემბერს
Mta Mkvarebia
გმადლობ.
განვაგრძობ თხრობას.
როგორც ავღნიშნე, ჩვენმა კოლონამ დატოვა განძანი და აბულის ციხისკენ წავედით. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ ავღმოვჩნდით დიდი და პატარა აბულის მთებს შორის, არა და თავი პარატა აბულის სამხრეთ ფერდზე გვეგონა. ციხე ვერ ვიპოვეთ. რუხი დიდი აბულისკენ ავიდა და მის ფერდზე ნაქალაქარი აღმოაჩინეს, მაგრამ ციხე არ იყო. აბულის უღელტეხილის სიმაღლე 2311 მეტრია. გავიყინეთ. თან ავბედითი მურანო დაგვრჩა უკან და დაგვეკარგა. რუხის დაბრუნების შემდეგ ჩვენი აზრი გაიყო. გოგას მიაჩნდა რომ უკან უნდა წავიდეთ და მურანო ვიპოვოთ, ხოლო დანარჩენებმა გადავწყვიტეთ უღელტეხილი ბოლომდე გაგვევლო (ჩვენ არც კი ვიცოდით რომ უღელტეხილზე ვართ) და ახალქალაქისკენ ჩავსულიყავით.
ჩვენ და ზმობილი ჯიპი ერთად დავიძერით და სინქრონულად ჩავედით სოფელ აბულში.
აქ ვიღაც ახალგაზრდები შედგვხვდნენ ბირჟაზე. ციხის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ მანქანაში ამდენი ქალის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდათ. გვითხრეს გოგოების და დისკოტეკების გარდა ყველაფერი გვაქვსო. ახალქალაქის გზა გვანახეს და წავედით. შემდეგი სოფელი კარტიკამი იყო. აქ უკვე დავეჭვდი რომ უღელტეხილზე თუ არ ვიყავით აქ როგორ მოვხვდით თქო... აღმოჩნდა ციხეს სულ სხვა მთხის ფერდზე ვეძებდით. მაგრამ რა გვექნა, დაგვაღამდა, დავიღალეთ და გეზი ცივილიზაციის ცენტრის - ახალქალაქისკენ ავიღეთ, სადაც სხვა ჯიპებს უნდა შევხვედროდით.
ჩვენი ეკიპაჟი ხანჩალის ტბიდან დაწყებული თავს ნამიოკობანას და სიტყვობანას თამაშით ვირთობდით. კაპიტანი პაატა და მისი თანაშემწე” დათო მოწყენის საშუალებას არანაერად არ გვაძლევდნენ.
ჩავგორდით ახალქალაქში.