Page 1 of 6
წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 11:34
by ARCHILI
ორიოდე დღის წინ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, დათო სიყმაშვილმა წაბლობაზე დამპატიჟა მის მშობლიურ სოფელ ლაგოდეხში...
მეც, ცხადია, სიამოვნებით დავთანხმდი და აჩქარებული ტემპით მივაკვარახჭინე აქაური პრობლემები...
დათო კარაველია და ცნობილია დრამერის ნიკით, მეტად წესიერი და კარგი ადამიანი... ვისაც ნინიას და ჩემი ხევსურული ვოიაჟი ახსოვს, ადვილად გაიხსენებს დრამერს და დრამერის მეუღლეს-ირმასაც...
ხევსურეთიდან ხევში სწორედ მათთან ერთად გადმოვედით ნინია და მე... ცნობილია ასევე დრამერის გაზის ბალონიო, რომელმაც ჭაუხები და მწვერვალები მოიარა და სეტყვასა და ელვა-მეხებშიც კი არ ვუშვებდი ხელს...
ჰოდა... ერთი სიტყვით, ა.წ. ოტომბერში, დრამერი, დრამერის ბენდის წევრები - ხათუნა მაკალათია, გიორგი ომაძე, მათი ახლობელი ნინო მაკალათია და თქვენი მონა-მორჩილი ლაგოდეხისკენ დავიძარით...
თითოეულ მათგანს და ამ მეტად სასიამოვნო გალაშქრებასაც დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მალე...
ეს კი ლაგოდეხის ტყიდან გადაღებული ერთ-ერთი ფოტოა, აქვე, ფოტოაპარატის თხოვნისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი არჩილ-დაკოტას და ჩემს მობილურსაც

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 11:53
by ARCHILI
სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავიდოდე, მცირე-მცირე შტრიხებს შემოგთავაზებთ...
ეს ფოტო ტყეში არ არის გადაღებული, იქვეა, დრამერის მეზობლად...
ძალიან ლამაზი და მოსავლიანი მხარეა... პირველად ვნახე მიწის თხილის მცენარე ასე ვთქვათ... ასევე წაბლის ხეები... გიგანტური ზომის ხეები ზოგადად... იშვიათი ჯიშის ნაძვები და ა.შ.
ეს ერთ-ერთი მათგანია:

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 11:59
by ARCHILI
წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 12:02
by ARCHILI
აი, როგორი ხედი იყო წამოწოლილი რომ იყურებოდი ზემოთ:

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 15:01
by nusa
მერე

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 15:41
by Linda
ლაგოდეხი როგორც ვიცი კახეთში ყველაზე მოსავლიანია
P.S და შენ ისეთ გადარბენებზე ხარ არ გცალია ხო
წავა მალე და მერე მეტყვი არ გამაცანიო
P.P.S ველოდები გაგრძელებას
წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 20 ოქტ 2008, 23:51
by ARCHILI
Linda
ვიღებ შენს შენიშვნას...
გამოვასწორებ...
nusa
მალე გავაგრძელებ...

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 00:03
by ele
ARCHIL_i
რა ჯობია ზმეიკიან კახურ წაბლს . . .

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 00:13
by ARCHILI
ele wrote:ARCHIL_i
რა ჯობია ზმეიკიან კახურ წაბლს . . .

"ზმეიკიანზე" სხვები გაიმეტე - მე შესანიშნავ წაბლზე ვიყავი
======================================
მოოკლედ...
ჩავედით დრამერას სოფელში და პირველ რიგში შესანიშნავი ცეცხლი ავაგიზგიზეთ ბუხარში:

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 00:20
by ARCHILI
ცეცხლს რამდენიმე ფუნქცია ჰქონდა: ერთი, რომ გვათბობდა, მეორე, რომ სასიამოვნო იყო და მესამე:
ბუხართან თავად დრამერი ზის...
წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 00:26
by ARCHILI
ჰო...
გაგაცნობთ ამ ლაშქრობის მონაწილეებს:
დრამერის ბენდის წევრები კი არა და მთავარი გული და სული - ხათუნა მაკალათია და გიორგი ომაძე... მათ ორ კვირაში ქორწილი აქვთ, ძალიან კარგი და საინტერესო ადამიანები არიან... ჩემთვის ნამდვილად პატივი იყო მათ საზოგადოებაში მოხვედრა...

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 00:48
by ARCHILI
წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 00:56
by ARCHILI
ესეც თქვენი მონა-მორჩილი - არჩილი

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 01:00
by ARCHILI
ესეც მთავარი გმირი - დრამერი - იგივე დათო სიყმაშვილი... ადამიანი, რომელთანაც თავის დროზე ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ ლაშქრობაში დავმეგობრდი...

წაბლობა ლაგოდეხის ტყეებში ანუ მზიანი ოქტომბრული უიკენდი
Posted: 21 ოქტ 2008, 01:06
by ARCHILI
ნელ-ნელა მზადდებოდა წვადი...
დრაერის პაპამ შესანიშნავი კახური ღვინო თავის ხელით მოგვართვა... ბუხართან ფილოსოფიური საუბრების შემდეგ ნაკვერჩხალმაც ისახელა თავი და ჩვენ მიერ ნაყიდმა "უმზეურამ"...
აქვე, ვისარგებლებ მომენტით და გკითხავთ, აბა, რომელმა იცით, რა არის "უმზეურა"???
უუუგემრიელესი იყო!!!
დათოს ბაბომ სულ ნაირნაირები მოგვართვა: სოკო - უგემრიელესი, ყველი, სალათი, ნივრის წნილი და ა.შ. მენანებით, რომ ყველაფერი ჩამოგითვალოთ...
