Page 1 of 5

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 00:15
by Int3lig3nt
1. რეგიონი:
იმერეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ყუმისთავი* - სათაფლია - ნავენახევი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი
მგზავრობა - დამღლელი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
17 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
23 მოლაშქრე

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქუთაისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დავრეკავ ანზორთან და დავაზუსტებ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
1 კილომეტრამდე :D

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალევი (სათაფლიაში)

12. საბანაკე ადგილები:
ბევრია საბანაკე ადგილი, თუმცა ალბათ მხოლოდ დაცული ტერიტორიის გარეთ შეიძლება დაბანაკება.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყუმისთავში ჰქონდათ წყალი, სათაფლიაშიც ალბათ ექნებოდათ. ნავენახევში ცოტა ზემოთ ავედით მანქანით და წყარო იყო სოფელში.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საშუალო ან მაღალძირიანი ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი (წელიწადის ნებისმიერ დროს 15 გრადუსია მღვიმეებში).

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ალბათ წელიწადის ნებისმიერ დროს.
თუმცა ყუმისთავის მღვიმეში რემონტი მიდის და მაისამდე ვერ მოხერხდება დათვალიერება.

16. რისკები, საფრთხეები:
სტალაქტიტი თუ ჩამოტყდა და თავში დაგეცა... თორე ისე სხვა არაფერი :)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

გელათი, ბაგრატის ტაძარი

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ინფორმაცია არ მოგვეპოვება.

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ალბათ გოგას ექნება რაიმე ინფო და დავამატებ

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია

* - რემონტი იყო და ვერ დავათვალიერეთ :(.

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 00:33
by Int3lig3nt
როგორც პირველ პოსტში ავღნიშნე, ყუმისთავის მღვიმის დათვალიერება ვერ მოვახერხეთ, მიმდინარე რემონტის გამო.

შეგვპირდნენ, მაისისთვის დავამთავრებთო... ასე, რომ კიდევ ერთხელ წავალთ მის სანახავად და დღეს ვინც ვერ შეძლო, მათაც შეეძლებათ ნახვა :).
როგორც გოგამ გაარკვია, ფერადი განათებები იქნება და იმედია მთლიანად თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შეარემონტებენ.

სათაფლიის გამოქვაბული რამდენიმე წლის წინ მქონდა ნანახი.
მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (პირველად ვიყავი მღვიმეში), მაგრამ დღეს ცოტა იმედები გამიცრუვდა.
ალბათ ეს ცუდი განათების ბრალი იყო...
რამდენიმე მეტრის ინტერვალით თითო ნათურა ბჟუტავდა :(.

ვარაუდით ვიღებდი სურათებს და აპარატში ვნახულობდი რეალურ სილამაზეს...

დინოზავრების ნაკვალევიც არასათანადოდ არის დაცული... დაბალი რკინის ღობე აქვს გარსშემორტყმული (რომელზეც გადაძვრომაც არ გჭირდება, გადააბიჯებს მაღალი ადამიანი). თვითონ ნაკვალევებიც ისევ ღია ცის ქვეშ არის :(... წესით გადახურვა უნდა ჰქონდეს, ან თვითონ მთელ ტერიტორიას, ან როგორც ადრე ჰქონდა (ალბათ ასე ჰქონდა), ყოველი ნაკვალევის თავზე შუშის სახურავი.

ნავენახევის მღვიმე ძალიან მომეწონა, 70 მეტრის სიღრმეზე ჩადიხარ და ბევრად ლამაზია სანახაობრივად :).

საერთო ჯამში გასვლით კმაყოფილი ვარ, ცოტა გზა იყო დამღლელი :).

ახლა ვნახავ, ინტერნეტში თუ არის რამე ინფორმაცია ამ მღვიმეებზე და დავდებ ამ თემაში.

ფოტოების დადებას კი ხვალ დავიწყებ :).

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 00:38
by Int3lig3nt
სათაფლია

კარსტული მღვიმე ქუთაისის მახლობლად ,სამგურალის სერზე,სათაფლიის სახემწიფო ნაკრძალში. ნაკრძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლ. პალეონტოლ, სპელეოლოგიურ,ზოლოგიურ და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია 95% დაფარულია კოლხური ტიპის ტყით: ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ტყეში გვხდება: ჭყორი, შქერი, წყავი, კუნელი, იელი, მაყვალი ზღმარტლი და სხვა, ბევრია ლიანებიც , ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია: ტურა , კვერნა, მაჩვი, კურდღელი, ციყვი იშვიათად შემოდის შველი. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახი ჭამია დინოზავრების 200 მდე ნაკვალევი. არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. მღვიმე დერეფნული ტიპისაა აქვს განშტოებები ( ,, გუმბათოვანი, ნაღვენთების სასაფლაო და სხვა.“ ) ჯამური სიგძე 900 მეტრია მაქსიმალური სიმაღლე 10 მეტრი სიგანე 12 მეტრი. მდიდარია სტლაქტიტებიტ, სტალაგმიტებითა და ფარდებით. არის გამდინარე ნაკადული. წყლის და ჰაერის ტემპერატურა თანაბარია (12-13) გრადუსამდე. აღმოაჩინა ა. ჭაბუკიანმა. მას იყენებენ სამკურნალო მიზნითაც. მღვიმე კეთილმოწყობილია .

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 10:31
by Linda
სათაფლიის გამოქვაბული რამდენიმე წლის წინ მქონდა ნანახი.
მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა (პირველად ვიყავი მღვიმეში), მაგრამ დღეს ცოტა იმედები გამიცრუვდა.


პირველად ყოფნის დროსაც არ მოუხდენია ჩემზე სათაფლიას დიდი შთაბეჭდილება, ალბათ იმიტომ რომ მანძილიც მოკლეა და ღრმადაც არ ჩადიხარ

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 12:00
by masai11
სინამდვილეში არავითარი დინოზვრის ნაკვალევი სათაფლიაში არ არის.
ეს ყველაფერი რამოდენიმე, ტურიზმი სფეროში "მოღვაწე" აფერისტი ქუთაისელის მოფირებულია ზღაპარია რუსი ტურისტების მოსაზიდად.
ის "ნაკველევიც" მაგათია . კომუნისტების დროს მოსული "პონტი" იყო ეგეთი რამეები :D
მოკლეთ ქუთაისელი აფერისტების დეიჯერება რამე?! მით უფრო პალეონტოლოგიაში? :lol:

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 12:12
by Int3lig3nt
masai11
შენ გინდა თქვა, რომ ხელით ამოკვეთეს ის ნაფეხურები?

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 12:19
by masai11
Int3lig3nt wrote:masai11
შენ გინდა თქვა, რომ ხელით ამოკვეთეს ის ნაფეხურები?
ხელოვნური არის კი და რითი ამოკვეთეს ვერ გეტყვი.

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 13:14
by Int3lig3nt
masai11
ეგ ინფო საიდან :)?
ვინმემ დაამტკიცა?

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 13:24
by გვალდა
სინამდვილეში არავითარი დინოზვრის ნაკვალევი სათაფლიაში არ არის.
მეც ასე ვიცი... ყოველ შემთხვევაში, ეხლანდელ ტურისტებს სასაცილოდ არ ჰყოფნით ეს ფაქტი და შესაბამისად, არასოდეს წამიყვანია სათაფლიაში... :?

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 13:29
by Truli
გვალდა
გავითვალისწინებ :lol:
და ტურისტები ქუთაისელთა აფერისტობას თვითონ ხვდებიან თუ???

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 13:55
by masai11
Int3lig3nt wrote:masai11
ეგ ინფო საიდან :)?
ვინმემ დაამტკიცა?
მე თვად ვარ ქუთაისელი, იქ დაბადებულ დამშვენებული :D
კმარა იმისათვის რომ ინფო სარწმუნოდ ჩაითვალოს? ;)

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 14:12
by Ninukala
Int3lig3nt
ამდენ კამათს ჯობია ფოტოები დადო ;) :!: :!: :!:

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 14:48
by Int3lig3nt
Ninukala
ამდენ კამათს ჯობია ფოტოები დადო
არ ვკამათობ, კითხვებს ვსვამ :P.

ფოტოებს დავდებ, ჩემს მაგივრად თუ იმუშავებ, სამსახურში ;).

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 17:05
by Nini_A
Int3lig3nt
კარგი იქნება თუ დაისწებ ფოტოების დადებას, ძალიან მაინტერესებს :roll:


სათაფლიაში სკოლიდან ვიყავით და დინოზავრის ნაკვალევზე ბევრი ვიცინე, ხელოვნურია აბა რა :lol: :lol: :lol:

თანაც ქუთაისის მშვენება გეუბნება ამას :D

ყუმისთავის, სათაფლიის და ნავენახევის მღვიმეები - 12.10.08

Posted: 13 ოქტ 2008, 19:59
by Bivrili
მე კი ვფიქრობ, რომ დინოზავრის ნაკვალევი ნამდვილია.............

და ვინ დამიმტკიცებს რომ ხელოვნურია?........

ნაკვალევი არსებობს, მისი არარსებობის დამადასტურებელ ცნობებს თუ მომაწვდით , მაშინ დავიჯერებ რომ ტყუილია.......... :lol:

თუ ერთი აფერისტი მეუბნება არსებობსო, მეორე კი ამბობს არ არსებობსო, რატომ უნდა ვირწმუნო, რომ მომელიმე მათგანი სიმართლეს ამბობს?........ :roll:

იქნება და ორივე ცრუობს................ :lol: .............


მომავალ წელს იმედია მეც შემოგიერთდებით ყუმისთავის მღვიმეში საბოდიალოდ..............
აბა სურათები და შთაბეჭდილებები?............ :roll: