Page 1 of 9

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 01:06
by GAMARJOBA SAKARTVELO
1. რეგიონი:
მცხეთა მთიანეთი, ყაზბეგის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-არშისა და გველეთის ჩანჩქერები-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
არშის ჩანჩქერები - 1 ჩანჩქერი - საშუალო, მე2 - რთული
გველეთის ჩანჩქერი - საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
23 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
13 მოლაშქრე

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
არშის ჩანჩქერებთან სოფელი არშა (1 კმ), აჩხოტი (2 კმ)
გველეთის ჩანჩქერი სოფელი გველეთი(1,5 კმ), ცდო 3,5 კმ ქალაქი ყაზბეგი (8 კმ)

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
340 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
არშის ჩანჩქერები 1,5 კმ
გველეთის ჩანჩქერები 1,3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მთისა და დასახლებების ხედები, ჩანჩქერები და მათი სათავეები

12. საბანაკე ადგილები:
ჩანჩქერებთან დაბანაკება ქვათა ცვენისა და ფერდობების გამო, მოუხერხებელია.
სოფლებში შესაძლებელია,
აგრეთვე, გველეთში მთასვლელთა სპეციალური ბანაკია მოწყობილი

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
დასახლებებში. შესაძლებელია მდინარის წყლის დალევა

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სამთო და წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
არშის ჩანჩქერებთან მისასვლელად მოხერხებულია მარჯვენა ბილიკით ასვლა და მარცხენით სოფლისკენ დაშვება

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
მაისი-ნოემბერი

16. რისკები, საფრთხეები:
ქვათაცვენა, ფხვიერი ფერდობები

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს

არშის მე2 ჩანჩქერის თავზე ციხის ნანგრევებია
გველეთის ჩანჩქერამდე მარჯვენა მხარეს 1 კმანი ბილიკი ტბასთანა მიდის.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ბილიკები არ იძებნება.
არშის ჩანჩქერები გზიდანვე ჩანს, გველეთის ჩანჩქერამდე მისასვლელი გზა თეთრ-ლურჯი ზოლებითაა მონიშნული და გზის გაგნება ადვილია

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არაა საჭირო. გველეთის ჩანჩქერზე მისვლამდე გზის თაობაზე რჩევების მიღება შესაძლებელია ყაზბეგის ცენტრშივე მოსახლეობისგან

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
ა) მონახულებულის შეფასება:
არშის ჩანჩქერები 8
გველეთის ჩანჩქერი 8

ბ) სა2განიზაციო მხარე:
9

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 01:17
by GAMARJOBA SAKARTVELO
მკდ, მზინი ამინდი რომ ყოფილიყო, გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა ბუნებისა და თავად ჩანჩქერების ფერები.
სხვა მყრივ, ყველაფერმა კგდ ჩაიარა.
გავედით 13ნი:
1. ნაია
2. მთაშენკა
3. ბელჯი
4. არჩილ დაკოტელი
5. ბელა
6. მარიკუნა (ჩემი+)
7. თებრო
8. ტრული
9. ნიმფა
10. თეო ტირე
11. ნაიას და ეკა
12. გვალდა
13. მე

ამ ჩანჩქერებისკენ წასასვლელად პირადად მე, თეო ტირემ და ერი-ერი თიკო ერიმ თავიანთი კარავული იდეებით მიბიძგეს.
ჰოდა, მათმიერ შემოთავაზებული ჩანჩქერები გავა1იანეთ და 1 დღეში მათი ნახვა მშვენივრად მოვასწარით.
არშის ჩანჩქერების თავზე ციხეკოშკის ნაშთებია. მოკლე დღის გამო, იქ ასვლას ვეღარ ვასწრებდით და მისი ნახვა სხვა დროისთვის გადავდეთ.

ჰო, როგორც იქნა, აბალდუის თხოვნა ამჯერად ავასრუკეთ და საღამოს აჩხოტის მამათა მონასტერში მივედით.
თან, სასულიერო მოღვწეებს მისი მოკითხვაც გადავეცით.

ლაშქრობის ფოტოებს მოგვიანებით დავდებ

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 02:44
by teo-
:lol:

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 12:27
by Archil
მობილურით ვიღებდი, ვერ ქაჩავს ხარისხში, მომიტევეთ...

მხოლოდ ისეთებს დავდებ, რომლებიც სხვებს არ ექნებათ გადაღებული...

ფოტოაპარატი ისევ სამსახურში დამრჩა და ... :(

ბელჯი და გვალდა არშის პიველ ჩანჩქერთან

Image

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 12:34
by Archil
იგივე ჩანჩქერი თავხედში... უი, უი.. ზედხედში ;)

Image

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 12:38
by Archil
არშის მეორე, უფრო დიდ ჩანჩქერისკენ გადავინაცვლეთ

თეო და ქალის თმა (ასე ეძახიან ამ ჩანჩქერს)

Image

უნდა აღინიშნოს, რომ აქაურობა თეომ იცოდა და ის გვიწევდა მეგზურობას

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 12:45
by Archil
ბელა და გამარჯობა ჩანჩქერის ძირში

Image

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 13:14
by Archil
იგივენი და ჩანჩქერი

Image

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 13:33
by Archil
ასე ამოდიოდნენ დანარჩენები ჩანჩქერზე....

Image

მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ციცაბო აღმართი იყო, ყველა ამოვიდა

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 13:42
by Archil
გვალდა და ბელჯი ფოტოსესიის დროს

Image

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 15:06
by Archil
ესეც თებროლე მიდის წყალზედა :)

Image

Image

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 15:07
by Archil
დანარჩენები უკვე უკეთესი ხარისხის ფოტოები ვისაც აქვს, იმათ დადონ

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 22:35
by bellge
გაიხარე არჩილ :) ეხლა ავტვირთავთ და დავდებთ ფოტოებსაც :)

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 23:05
by teo-
uf rogor velodebiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii

არშისა და გველეთის ჩანჩქერები

Posted: 12 ოქტ 2008, 23:22
by ARCHILI
უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა რომ აჩხოტში შეიარეთ და მამებსა და ძმებს ჩემი მოკითხვა გადაეცით...

უმეორეს ყოვლისა, დიდი მადლობა, რომ იქიდან მირეკავდით და მკითხულობდით...

უმესამეს ყოვლისა, მადლობა რომ (აქ უკვე თქვენ მოიფიქრეთ, რა დავწერო)....




მალადცი...