Page 1 of 8

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 21:41
by qvevri
პატივცემულებო ბევრი ვითმინე თუ ცოტა ვითმინე ვხსნი თემას. ვიმედოვნებ, რომ არავინ არ მიწყენს ჩემს მოუთმენლობას და საწყენად არ მიიღებენ იმას, რომ თემა მე გავხსენი.
რაც შეეხება თავად საქმეს:
პირადად მე გუდამაყარში პირველად ვიყავი, და სრულფასოვნად ვერ შევაფასებ ამ ხეობას. თავად საღამო კარგად იყო ორგანიზებული, რომლის მოთავეც დუშეთის გამგეობა იყო. მე ვფიქრობ, რომ იმ დღეს და იმ პირობებში რისი გაკეთებას შეიძლებიოდა, ყველაფერი შესანიშნავად გაკეთდა. ჩვენ სოფელ ჩოხში დაახლოვებით თორმეტი საათისათვის ვიყავით. გზა ნორმალური იყო. ვიყავით მიკროავტობუსით 20 კაცი და ადგილზე ასვლა არანაირად არ გაგვჭირვებია, ჩვეულებრივი სოფლის გზაა. წარმოდგენა გაიმართა მცირედი დაგვიანებით (დაგეგმილი იყო 12-13 საათზე დაწყება, მაგრამ რიგი მიზეზების გამო დაიწყო საათნახევრის დაგვიანებით). ვინაიდან ეს გასვლა ტიპიური ლაშქრობა არ იყო, თუმცა კი იხსნება "ლაშქრობებში", მაგრამ თხრობა ტრადიციული ლაშქრული დასაწყისივით არ იწყება. სიამოვნებით დაველოდები სხვა კარველებს, ძალიან მაინტერესებს მათი აზრი, განსაკუთრებით მათი, ვინც ამ ხეობაში პირველად არ იყო. სურათებიც მომეძებნება და ცოტა ხანში შემოგთავაზეთ.

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 21:58
by guruli
qvevri
არ მიწყენს ჩემს მოუთმენლობას
რაღა მოუთმენლობას - მთელი დღე ველოდებით ამ თემის გახსნას.

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 21:58
by meore monadire
ძალიან ლამაზი დღე იყო, მე პირველად მომიწია ქვევრის ნათამადარ სუფრაზე ჯდომამ და ახლა უკვე მეც მჭირს ქვევრომანია :)

ქვევრის მარანი ყველაფერზე უფრო შთამბეჭდავად დამამახსოვრდა

მე ფოტოები არ მაქვს, სამაგიეროდ მაქვს ძალიან გამთბარი გული და იმედი რომ ძველ პაკალენიასთან ერთად კიდევ წავალ სადმე ...

ყველას ვისაც თავი მოგაბეზრეთ ჩემი ხევსურული სიმღერებით თავიდანვე გიხდით ბოდიშს :)

სულ ფერადის ბრალი იყო :)

გოდერძიზე ბევრი ითქვა და ბევრი დაიწერა...

კიდევ ბევრს იტყვიან და დაწერენ ...

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:00
by guruli
meore monadire
ყველას ვისაც თავი მოგაბეზრეთ ჩემი ხევსურული სიმღერებით თავიდანვე გიხდით ბოდიშს
ოღონდ შენ იმღერე და ვისაც ეგ მობეზრდეს... :D

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:11
by pataputina
ვაშავაშა!
გაიხსნა
როგორც იქნა

:D


კი არა და

გუშინდელი დღით
თავის
მგზავრობაფერადმთიანმჟავეწყლიანშუადღესაღამოიანშიმშილიანხინკლიანჭამასმიანცეკვასიმღერიანად
აღშფრთოვანებული ვარ

:oops:


წელს პირველად ვნახე გაშემოდგომებული მთამინდორველები

:roll:


1-2 კვირაში ალბათ უფრო შეფერადდება გუდამაყარი
კიდევ შეილება დაიგეგმოს გასვლა
კარგი იქნება

:oops:


ჰხოდა რამდენიმე სურათს დავდებ ბარემ

:roll:


Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:15
by qvevri
მე ამ სურათით დავიწყებ.
Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:15
by qvevri
Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:17
by pataputina
შეხვედრის ადგილი უცვლელია - სამთო ქიმია

:roll:

შევიკრიბეთ ქართული წესით

8 სთ-ს ნაცვლად 9-ისთვის შევგროვდით


დაგვიანებულებს შეგნებულად არ ვასახელებ

:D


Image

Image

Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:20
by qvevri
მანამდე კი მინიბუსში:
Image
პირველი გაჩერება იყო გუდამაყრის ხეობაში მჟავე წყალთან. ამ ადგილას შავი არაგვის ნაპირები მატარებლის ლიანდაგის "შპალებით" იყო გამაგრებული, რომელზეც ადმინმა კუდრაჭულად დაიწყო ხტუნვა.. :D
Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:22
by qvevri
შავი არაგვის ხეობა
Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:24
by qvevri
ხეობის შესასვლელშივე ერთი ძეგლი იდგა (ისე ცოტა მოშორებით სტალინის ძეგლიც იდგა)
Image
გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:26
by qvevri
გზაში, მჟავე წყლიდან ცოტა ფეხით გავიარეთ სიარულს მონატრებულებმა. სადღაც ეს პატარა ხვლიკი დავიჭირე, ესე მითხრა ოღონდ ლამას არ მისცე ჩემი თავი და ერთ სურვილს შეგისრულებო :D
Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:26
by ლეონტი
qvevri wrote:მე ამ სურათით დავიწყებ.
Image
ძლიერადაა დანახული.

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:32
by qvevri
სავარაუდოდ სოფელ ზანდუკთან ადილობრივი ქალბატონები(სამნი ერთი ბავშვით) ავიყვანეთ და გზა გავაგრძელეთ. ჩვენმა ერთმა ნაწილმა ფეხით გამოსეირნება გადაწყვიტა და ასეც მოიქცნენ. ხოლო მეორე უმცირესი ნაწილი კი მონიბუსს გავყევით სოფელ ჩოხამდე. გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი საღამო სოფელ ჩოხში, ძველი სკოლის ეზოში გაიმართა. ეს სწორედ ის სკოლაა. სხვათა შორის ამ შენობაშია გადაღებული გოდერძის "ლუკას სახარებაც"
Image

გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Posted: 05 ოქტ 2008, 22:32
by qvevri
Image