Page 1 of 6
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 04 ოქტ 2008, 16:10
by Bernar
მოვიდა მომდევნო ზაფხული და შესაბამისად მომდევნო ლაშქრობების დროც: ჩვენი ოჯახური ლაშქრობის წლევანდელი გეგმაც ზემოთხსენებული მარშუტი იყო. ხოდა ჩვენც შევუდექით დასახული გეგმის სრულყოფას.
გადავწყვიტეთ და 24 ივლისს გავყევით ბარისახოს ავტობუსს. წელს სულ 11 კაცი მოვგროვდით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა მერაბი, ლალი მასწავლებელი, დედაჩემის ნათლული გურამი, მერაბის კლასელი აჩიკო, მამაჩემის მეგობარი ელგუჯა ბიძია (ბიძია ჩემთვის

) მეუღლითურთ და კიდევ ელგუჯა ბიძიას 2 მეგობარი: ნუგზარი ბიძია და ნანა დეიდა.
თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ წინა წლის არხოტის ლაშქრობიდან მხოლოდ ხუთნი ვიყავით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა მერაბი და ლალი მასწავლებელი.
ასე და ამგვარად 24 ივლისის ცხელ შუადღეს ჩვენი ბარგი-ბარხანით ბარისახოს ავტობუსს მივადექით.
აქ მერაბი, გურამი აჩიკო და გურამის მამა საუბრობენ ავტობუსის ჩრდილში:

By
Bernar
აი ჩვენც აქა ვართ:

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 08:38
by Bernar
როგორც იქნა დაიძრა ავტობუსი და ასე 3 საათიანი ჯაყ-ჯაყის შემდეგ მივადექით ბარისახოს. მძღოლს ვთხოვეთ და ჩვენ ოხერხევში დაგვტოვა.
ასე და ამგვარად პირველი ბანაკი ოხერხევში გავშალეთ და დაველოდეთ ხვალინდელ დღეს: ნამდვილი ლაშქრობის დასაწყისს
ეს სურათი ღამე გადავიღეთ: უფრო ფოტოაპარატის შევამოწმეთ

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 08:44
by Bernar
გათენდა ნანატრი დილაც. ოპერატიულად ავშალეთ კარვები და შევუდექით გზას: დღეს როშკაში უნდა ავსულიყავით.
ხევსურეთის არაგვის ხეობა როგორც ყოველთვის ლამაზი და ექსტრემალური შეგრძნებების აღმძვრელი იყო. თან მკაცრი ზამთრის და დაგვიანებული ზაფხულის გამო თოვლიც მრავლად იყო შემორჩენილი ნაზვავების სახით.
ეს ერთერთი ჩანჩქერია

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 08:49
by Bernar
ბანაკის აშლიდან ერთ საათში უკვე როშკის ხიდთან ვიყავით. აქ ცოტა დასვენება გადავწყვიტეთ.
აქ ელგუჯა ბიძია, მისი მეუღლე ცუცა დეიდა და ლალი მასწავლებელი მოდიან:

By
Bernar
შესვენებისას გაგრილებას არ უწყენია

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 08:55
by Bernar
ეს კიდე იმ ულამაზესი ადგილის 3 კადრიანი პანორამაა:

By
Bernar
ალბათ დამეთანხმებით, რომ ხევსურეთის არაგვისა და როშკისწყლის შესართავი ერთერთი ულამზესი ადგილია ხევსურეთში
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 09:02
by Bernar
საფუძვლაინი შესვენების შემდეგ შევყევით როშკის ბილიკს: სამანქანო გზას ბილიკი ვარჩიეთ, სიმოკლის გამო.
ცოტა მაღლა რომ წავიწიეთ ყველასთვის კარგად ნაცნობი წახალეს მთა გამოჩნდა 2534 მ:

By
Bernar

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 09:10
by Bernar
აქ ელგუჯა ბიძია და ცუცა დეიდა ამოდიან ბილიკის მცირე სერპანტინზე

By
Bernar
ხოლო სერპანტინის ბოლოს, როდესაც თხემზე ავედით, ტანიესა (3499 მ) და წროლის (3442 მ) მწვერვალებიც გამოჩნდა, ოღონდ საკმაოდ სქელი თავსაბურავი წამოეხურათ

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 09:24
by Bernar
აქაც ცოტა შევისვენეთ, დავტკბით ულამაზესი ხედებით და შემდეგ გზა განვაგრძეთ. ასე დღის ორი საათისათვის უკვე როშკაში ვიყავით. საკმაოდ დაგვღალა ბილიკმა და უფრო მეტად სიცხემ და ამიტომ როშკასთან რომ ორი არყის ხეა იმათ ჩრდილში ასე ორი საათი ვისვენებდით.
საფუძვლიანი დასვენების შემდეგ გადავედით როშკისწყლის მეორე ნაპირზე და წყაროსთავზე დავდგით ჩვენი ბანაკი (იმ პირობით, რომ იქაურობას არ დავანაგვიანებდით, რაც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირი მოვლენაა

)
ესეც ჩვენი ბანაკი იმ საღამოს

By
Bernar
მამაჩემი ცეცხლის გაჩაღებას ცდილობს რათა

By
Bernar
დედაჩემმა საჭმელი მოგვიმზადოს:

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 09:32
by Bernar
და ბოლოს: ამ დღის კიდევ ერთი ამჯერად 4 კადრიანი პანორამა:

By
Bernar
შორს, შუაში რომ მცირედით თოვლიანი მთა მოჩანს ხახმატისმთაა (3010 მ), ხოლო მისგან ოდნავ მარცხნივ დათვის ჯვრის უღელტეხილია (2676 მ). დათვის ჯვრის უღელტეხილის უკან ასევე მოჩანს ერთი მცირედ თოვლიანი მწვერვალი სახელად ჭოკისმთა-მათურა (3170 მ).
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 10:45
by Archil
Bernar
კაი გასვლა გქონიათ. დღეს რმ ეს თემა ვიხილე, პირველი რეაქცია ის იყო, რომ მეგონა გასულ შაბათ-კვირას მოახერხეთ გასვლა და გამიკვირს. მე მინდადა ჭაუხებზე გადასვლა და ეხლა უკვე ნაგვიანებია და თავი შევიკავე.
მშვენიერ ადგილებში ყოფილხართ

ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 10:56
by Bernar
Archil
მთავარი მშვენიერება წინაა, ტბებზე: ძალიან გაგვიმართლა, როდესაც ივლისის ბოლო კვირაში წავედით: თოვლი ბლომად იყო შემორჩენილი და ტბებიც უჩვეულოდ დიდი ზომის და ფერის იყო.
ამ ყველაფერში ის სურათებიც დაგარწმუნებთ, რომლებსაც უახლოეს მომავალში დავდებ

ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 11:34
by guruli
Bernar
ამ ყველაფერში ის სურათებიც დაგარწმუნებთ, რომლებსაც უახლოეს მომავალში დავდებ
ძალიან დიდი ინტერესით და მოუთმენლად ველოდები.

ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 12:05
by GAMARJOBA SAKARTVELO
Bernar
მშვენიერი ოჯახური ჩვეულება გქონიათ.
ასე რომ დადიხართ, ესე იგი, ტკბილი ოჯახი გქონიათ.
ჩვენც დაგვემგზავრეთ ხოლმე.
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 18:22
by Bernar
შემდეგ დილას როგორც კი გავიღვიძე და კარვიდან გამოვძვერი, ეგრევე როშკახორხს (3562 მ) და იმ უსახელო პიკს (3970 მ) გავხედე მარჯვნივ, საძელის უღელტეხილის (3056 მ) გადაღმა რომ მოჩანს. ორივე მწვერვალს ახლადამოსული მზე დაჰნათებდა და უცნაურ შეფერილობას აძლევდა:

By
Bernar
თუ კარგად დააკვირდებით, უსახელო პიკის უკან კიდევ ერთი მწვერვალი მოჩანს, რომელიც ჩემი აზრით სახარისმთა (3963 მ) უნდა იყოს.

By
Bernar
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით
Posted: 06 ოქტ 2008, 18:37
by Bernar
ცოტა ხანში ყველამ გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, ავშალეთ ბანაკი

By
Bernar
და დავადექით ტბებისკენ მიმავალ ბილიკს.
დღეს მინშვნელოვანი დღე იყო: უკვე ისეთ ადგილას მივდიოდით სადაც ადრე ნამყოფები არ ვიყავით! თან რა ადგილას მივდიოდით!!!
გზადაგზა ვჩერდებოდი და ულამაზეს ყვავილებს ფოტოებს ვუღებდი:

By
Bernar

By
Bernar

By
Bernar
ვინც აბუდელაურის ტბებზე ერთხელ მაინცაა ნამყოფი, ალბათ დამეთანხმება, რომ ყვავილთა ფლორა ძალიან მრავალფეროვანი და რაც მთავარია ძალიან ლამაზია! ხშირად ნახავ ქათქათა თოვლის გვერდით ამოსულ საოცარი ფერების ყვავილებს!