ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 04 ოქტ 2008, 16:10

მოვიდა მომდევნო ზაფხული და შესაბამისად მომდევნო ლაშქრობების დროც: ჩვენი ოჯახური ლაშქრობის წლევანდელი გეგმაც ზემოთხსენებული მარშუტი იყო. ხოდა ჩვენც შევუდექით დასახული გეგმის სრულყოფას. :)

გადავწყვიტეთ და 24 ივლისს გავყევით ბარისახოს ავტობუსს. წელს სულ 11 კაცი მოვგროვდით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა მერაბი, ლალი მასწავლებელი, დედაჩემის ნათლული გურამი, მერაბის კლასელი აჩიკო, მამაჩემის მეგობარი ელგუჯა ბიძია (ბიძია ჩემთვის :) ) მეუღლითურთ და კიდევ ელგუჯა ბიძიას 2 მეგობარი: ნუგზარი ბიძია და ნანა დეიდა.

თუ დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ წინა წლის არხოტის ლაშქრობიდან მხოლოდ ხუთნი ვიყავით: მე, დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ძმა მერაბი და ლალი მასწავლებელი.


ასე და ამგვარად 24 ივლისის ცხელ შუადღეს ჩვენი ბარგი-ბარხანით ბარისახოს ავტობუსს მივადექით.
აქ მერაბი, გურამი აჩიკო და გურამის მამა საუბრობენ ავტობუსის ჩრდილში:
Image
By Bernar

აი ჩვენც აქა ვართ:
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 08:38

როგორც იქნა დაიძრა ავტობუსი და ასე 3 საათიანი ჯაყ-ჯაყის შემდეგ მივადექით ბარისახოს. მძღოლს ვთხოვეთ და ჩვენ ოხერხევში დაგვტოვა.
ასე და ამგვარად პირველი ბანაკი ოხერხევში გავშალეთ და დაველოდეთ ხვალინდელ დღეს: ნამდვილი ლაშქრობის დასაწყისს :)

ეს სურათი ღამე გადავიღეთ: უფრო ფოტოაპარატის შევამოწმეთ :)
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 08:44

გათენდა ნანატრი დილაც. ოპერატიულად ავშალეთ კარვები და შევუდექით გზას: დღეს როშკაში უნდა ავსულიყავით.

ხევსურეთის არაგვის ხეობა როგორც ყოველთვის ლამაზი და ექსტრემალური შეგრძნებების აღმძვრელი იყო. თან მკაცრი ზამთრის და დაგვიანებული ზაფხულის გამო თოვლიც მრავლად იყო შემორჩენილი ნაზვავების სახით.

ეს ერთერთი ჩანჩქერია
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 08:49

ბანაკის აშლიდან ერთ საათში უკვე როშკის ხიდთან ვიყავით. აქ ცოტა დასვენება გადავწყვიტეთ.
აქ ელგუჯა ბიძია, მისი მეუღლე ცუცა დეიდა და ლალი მასწავლებელი მოდიან:
Image
By Bernar

შესვენებისას გაგრილებას არ უწყენია :)

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 08:55

ეს კიდე იმ ულამაზესი ადგილის 3 კადრიანი პანორამაა:

Image
By Bernar

ალბათ დამეთანხმებით, რომ ხევსურეთის არაგვისა და როშკისწყლის შესართავი ერთერთი ულამზესი ადგილია ხევსურეთში

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 09:02

საფუძვლაინი შესვენების შემდეგ შევყევით როშკის ბილიკს: სამანქანო გზას ბილიკი ვარჩიეთ, სიმოკლის გამო.

ცოტა მაღლა რომ წავიწიეთ ყველასთვის კარგად ნაცნობი წახალეს მთა გამოჩნდა 2534 მ:
Image
By Bernar

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 09:10

აქ ელგუჯა ბიძია და ცუცა დეიდა ამოდიან ბილიკის მცირე სერპანტინზე

Image
By Bernar

ხოლო სერპანტინის ბოლოს, როდესაც თხემზე ავედით, ტანიესა (3499 მ) და წროლის (3442 მ) მწვერვალებიც გამოჩნდა, ოღონდ საკმაოდ სქელი თავსაბურავი წამოეხურათ

Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 09:24

აქაც ცოტა შევისვენეთ, დავტკბით ულამაზესი ხედებით და შემდეგ გზა განვაგრძეთ. ასე დღის ორი საათისათვის უკვე როშკაში ვიყავით. საკმაოდ დაგვღალა ბილიკმა და უფრო მეტად სიცხემ და ამიტომ როშკასთან რომ ორი არყის ხეა იმათ ჩრდილში ასე ორი საათი ვისვენებდით.

საფუძვლიანი დასვენების შემდეგ გადავედით როშკისწყლის მეორე ნაპირზე და წყაროსთავზე დავდგით ჩვენი ბანაკი (იმ პირობით, რომ იქაურობას არ დავანაგვიანებდით, რაც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირი მოვლენაა :( )

ესეც ჩვენი ბანაკი იმ საღამოს
Image
By Bernar

მამაჩემი ცეცხლის გაჩაღებას ცდილობს რათა
Image
By Bernar

დედაჩემმა საჭმელი მოგვიმზადოს:
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 09:32

და ბოლოს: ამ დღის კიდევ ერთი ამჯერად 4 კადრიანი პანორამა:
Image
By Bernar

შორს, შუაში რომ მცირედით თოვლიანი მთა მოჩანს ხახმატისმთაა (3010 მ), ხოლო მისგან ოდნავ მარცხნივ დათვის ჯვრის უღელტეხილია (2676 მ). დათვის ჯვრის უღელტეხილის უკან ასევე მოჩანს ერთი მცირედ თოვლიანი მწვერვალი სახელად ჭოკისმთა-მათურა (3170 მ).

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Archil » 06 ოქტ 2008, 10:45

Bernar

კაი გასვლა გქონიათ. დღეს რმ ეს თემა ვიხილე, პირველი რეაქცია ის იყო, რომ მეგონა გასულ შაბათ-კვირას მოახერხეთ გასვლა და გამიკვირს. მე მინდადა ჭაუხებზე გადასვლა და ეხლა უკვე ნაგვიანებია და თავი შევიკავე.

მშვენიერ ადგილებში ყოფილხართ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 10:56

Archil
მთავარი მშვენიერება წინაა, ტბებზე: ძალიან გაგვიმართლა, როდესაც ივლისის ბოლო კვირაში წავედით: თოვლი ბლომად იყო შემორჩენილი და ტბებიც უჩვეულოდ დიდი ზომის და ფერის იყო.
ამ ყველაფერში ის სურათებიც დაგარწმუნებთ, რომლებსაც უახლოეს მომავალში დავდებ :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by guruli » 06 ოქტ 2008, 11:34

Bernar
ამ ყველაფერში ის სურათებიც დაგარწმუნებთ, რომლებსაც უახლოეს მომავალში დავდებ
ძალიან დიდი ინტერესით და მოუთმენლად ველოდები. :wink:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 ოქტ 2008, 12:05

Bernar
მშვენიერი ოჯახური ჩვეულება გქონიათ.
ასე რომ დადიხართ, ესე იგი, ტკბილი ოჯახი გქონიათ.
ჩვენც დაგვემგზავრეთ ხოლმე.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 18:22

შემდეგ დილას როგორც კი გავიღვიძე და კარვიდან გამოვძვერი, ეგრევე როშკახორხს (3562 მ) და იმ უსახელო პიკს (3970 მ) გავხედე მარჯვნივ, საძელის უღელტეხილის (3056 მ) გადაღმა რომ მოჩანს. ორივე მწვერვალს ახლადამოსული მზე დაჰნათებდა და უცნაურ შეფერილობას აძლევდა:
Image
By Bernar

თუ კარგად დააკვირდებით, უსახელო პიკის უკან კიდევ ერთი მწვერვალი მოჩანს, რომელიც ჩემი აზრით სახარისმთა (3963 მ) უნდა იყოს.
Image
By Bernar

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ხევსურეთიდან ყაზბეგში ჭაუხის უღელტეხილით

Post by Bernar » 06 ოქტ 2008, 18:37

ცოტა ხანში ყველამ გავიღვიძეთ, ვისაუზმეთ, ავშალეთ ბანაკი
Image
By Bernar
და დავადექით ტბებისკენ მიმავალ ბილიკს.

დღეს მინშვნელოვანი დღე იყო: უკვე ისეთ ადგილას მივდიოდით სადაც ადრე ნამყოფები არ ვიყავით! თან რა ადგილას მივდიოდით!!! :o :o :o

გზადაგზა ვჩერდებოდი და ულამაზეს ყვავილებს ფოტოებს ვუღებდი:
Image
By Bernar

Image
By Bernar

Image
By Bernar

ვინც აბუდელაურის ტბებზე ერთხელ მაინცაა ნამყოფი, ალბათ დამეთანხმება, რომ ყვავილთა ფლორა ძალიან მრავალფეროვანი და რაც მთავარია ძალიან ლამაზია! ხშირად ნახავ ქათქათა თოვლის გვერდით ამოსულ საოცარი ფერების ყვავილებს!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]