ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...
Posted: 25 სექ 2008, 00:10
1. რეგიონი: კახეთი, ახმეტის რაიონი, მთა-თუშეთი
2. მარშუტის დასახელება: თბილისი-ომალო-შენაქო-დიკლო-დართლო-გირევი-ლაროვანის ტბა-დოჭუ.
3. ხანგრძლივობა: 4 დღე
4. სირთულე: რთული
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან ომალომდე - დაახლოებით 200-220 კმ, რასაც ემატება სოფლებში მიმავალი გზა.
7. ფეხით გავლილი მანძილი: მხოლოდ 2 დღე ვიარეთ ფეხით და ისიც ნაწილობრივ. შეიძლება სამანქანე, საფეხოსნო და საცხენოსნო გასვლები.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: უამრავია მთელი თუშეთის ტერიტოაზე. პრაქტიკულად, ყველა სოფელი თუ ნასოფლარი.
9. საბანაკე ადგილები: ყოველ ნაბიჯზე
10. სასმელი წყალი მარშრუტზე: ყოველ ნაბიჯზე
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: კარავი, საძილე, მსუბუქი, მაგრამ მთაში სიარულისთვის გამოსადეგი ფეხსაცმელი, საკვები.
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: საკმაოდ რთული რეგიონია, სადაც მოგზაურობას კიდევ უფრო ამძაფრებს საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობა. გზა ძალზე რთულია, თუმცა გამორჩეულად ლამაზი. ძალიან ბევრ სოფელში საოჯახო სასტუმროა. ასევე თითქმის ყველგან - პირიქითის ხეობის ზემო წელის სოფლების ანუ ჭეშოს, ფარსმისა და გირევის გარდა, თითქმის ყველგან უპრობლემოდ იჭერს მობილური, იმ სოფლებში კი კავშირი გართულებულია.
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში - სანახაობა ყველა სოფელშია.
14. რუქა:
ეს წუთია, დავბრუნდით მთა-თუშეთიდან, სადაც 4 დაუვიწყარი დღე გავატარეთ. ამ ლაშქრობას ლომს ვუძღვნთ, რომელის წინაშეც სინდისი მქენჯნის. გაისად თუ დააპირებს წასვლას, დიდი სიამოვნებით ვუმეგზურებ. მით უფრო, წლეულს თითქმის ყველაფერი ვნახე, რაც ადრე არ მენახა და ბერვრად მეტი გამოცდილება მივიღე.
ლაშქრობამ ძალიან კარგად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეს მოსულმა წვიმამ მარშრუტში კორექტივები მაინც შეგვატანინა - წოვათაში ვერ წავედით ანუ ვერც გომეწრის ხეობა ვნახეთ. ბოლო დღეს მხოლოდ მისი ნაწილი მოვიარეთ - დოჭუ ვინახულეთ. მარშრუტის ცვლილების მიუხედავად, ეს იმდენად შესანიშნავი გასვლა იყო, რომ 10+ შევაფასებ. თუშეთში მეხუთედ, წლეულს კი მეორედ გახლდით, მაგრამ ვაღიარებ, რომ შემოდგომის თუშეთი სულ სხვაა. ეს იმდენად კარგი რამ იყო, რომ ვთქვი, ამიერიდან თუშეთის ნახვაზე ზაფხულში აღარ მოვცდები, სულ ასე შემოდგომაზე ვივლი-მეთქი.
არაჩვეულებრივი იყო იქაურობა თავისი მრავალფეროვნებით - მწვანე თუ ყვითელი ფერებით, წითლად მოღუზღუზე ცირცელებით, მოწითალო-მოყავისფროდ შეფერილი მოცვის ფერდობებით და დათოვლილი მთებით. ბუნებამ თითქოს საგანგებოდ იზრუნა ჩვენზე და ბოლო დღის წვიმამ, წოვათის გამოტოვების მიუხედავად, სხვა სიკეთეც მოიტანა - ცაზე ღრუბლები, როგორც დიდი ადმინი გვალვა იტყოდა, ფოტოგრაფების დაკვეთით ირეოდნენ, ხოლო დაღესტნის შორეული მთები დათოვა და ეს ყველაფერი დამატებით სიჭრელეს სძენდა ისედაც აჭრელებულ აქაურ მთებს. ეს ისეთი სანახაობა იყო, თვალს ვერ ვაშორებდით.
ბუნებამ ხომ საგანგებოდ იზრუნა და ულამაზესი ფერები დაგვახვედრა, მაგრამ ეს ლაშქრობა სახალისო ეპიზოდებითაც გამორჩეული გამოდგა. რამდენი კურიოზი იყო აქ პირველი დღიდან მოყოლებული: ადმინის ძილში ამოძახილი - "ვერ დავეტევით" და სრულიად სწორ გზაზე მის მიერვე გაკეთებული აკრობატული ნახტომები თემისთვის "კარაველები ნახტომში" ესენი არც მერე დაუკლია. განსაკუთრებით - კახეთში ჩამოსულს და ბოლო სულაც თბილისში, მოსკოვის გამზირზე შეასრულა
); გზის დაბნევა უკუნეთ წყვდიადში, როცა ჭეშოს გადასახვევს გავცდით, მერე ვერც ფარსმისა შევამჩნიეთ და საბოლოოდ მწყემსების კარავს ისეთ ადგილას მივადექით, იქ მანქანამ ბოლოს როდის გაიარა, თავადაც არ იციან;
მაგრამ მთავარი კურიოზი მაინც ლამას მიერ სამაშველო სამსახურის გამოძახება იყო.
ლამა, ძმაო, ძმობაში და კარაველობაში უნდა მაპატიო - სხვა გზა არა გაქვს.
ამ ეპიზოდზე უფრო დაწვრილებით მაშინ ვილაპარაკებ, როცა მივადგები.
ამ გასვლისას მოვიარეთ დიკლო, შენაქო, ომალო, კესელოები, დართლო, დანო, კვავლო, ჭეშო, ფარსმა, გირევი და დოჭუ, ომალოში კი ლამის 2-3 საათი ვუსმენდით ნუგზარ იდოიძის ლექციას. კარავში მხოლოდ პირველი ღამე გავათენეთ, თითო დღე კი ჭეშოსა და ომალოში სასტუმროებში გავჩერდით. ჭეშოში იმდენად გვიან მივედით, კარვების გაშლა კი არა, სოფელს ძლივს მივაგენით, ომალოში კი სევატყვეთ, წვიმას აპირებდა და მაინც ასე ვარჩიეთ. კიდევ კარგი, თორემ ღამე ისეთი თავსხმა იყო, წაგვლეკავდა და წაგვიღებდა ანდის-ყოისუ.
არ ვიცი, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სხვა თუ შეძლებდა ამდენის მოვლას. სამწუხაროდ, გირევთან მდებარე ნასოფლარების - ჰეღოსა და დაქიურთის ნანგრევებში ვერ ვიბოდიალე, მაგრამ სამომავლოდაც ხომ უნდა დავიტოვო რაღაც.
არც დიკლოს ძველ ნაციხარზე გავსულვართ, რადგან თანამგზავრებმა დიკლოს ულამაზეს ტყეში გასეირნება ამჯობინეს და ისე შორიდან გავხედეთ ლეკთა სოფლებს - შეროსა და ინცუხს.
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვისო, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევაქო ჩვენი მძღოლი - გირა და მისი ტანკი, რომლებმაც ჯერ ხომ ის საშინელი გზები უშიშრად გვატარეს, ბოლოს ზედ ლაროვანის ტბაზე მიგვიყვანეს. დროა, გირა ოფროუდერებმა თავიანთ უპირობო ლიდერად აღიარონ.
აქვე ის ხალხიც უნდა ვახსენო, ის თუსეBი, რომლებმაც ეს ლაშქრობა გაგვილამაზეს. იდოიძეზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ისედაც იგულისხმება. ომალოში ნინო და თემურ არშაულიძეებმა გაგვიღეს სახლის კარი, რომლებსაც ისედაც კარგად ვიცნობდი, ჭეშოში კი ჩვენი სიმპათიები კატო აბალოიძე-მურთაზაშვილმა დაიმსახურა. მას არ ვიცნობდი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც თუშების სახე ჩამომიყალიბდა - ხელგაშლილი და გულღია მასპინძელი, რომელიც ღამე გავაღვიძეთ, მაგრამ მაინც ისე სიცილი-ღიმილით შეგვხდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვესტუმრეთ. პრინციპში, ეს უკვე აღარ მიკვირს და არც სიურპრიზია, მაგრამ მაინც იმდენად კარგი რამეა, რაც ისევ მიბიძგებს თუშეთში წასვლის, იქაურობის და იქაურების ნახვის სურვილს. აი, ასეთი ბუნების და ასეთი ხალხის გამო მიყვარს თუშეთი, დანარცენს კი ამ ლაშქრობის შესახებ ფოტორეპორტაჟში იხილავთ, რომელსაც ფოტოებიანები გააკეტებენ.