ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 25 სექ 2008, 00:10

1. რეგიონი: კახეთი, ახმეტის რაიონი, მთა-თუშეთი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი-ომალო-შენაქო-დიკლო-დართლო-გირევი-ლაროვანის ტბა-დოჭუ.

3. ხანგრძლივობა: 4 დღე

4. სირთულე: რთული

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან ომალომდე - დაახლოებით 200-220 კმ, რასაც ემატება სოფლებში მიმავალი გზა.

7. ფეხით გავლილი მანძილი: მხოლოდ 2 დღე ვიარეთ ფეხით და ისიც ნაწილობრივ. შეიძლება სამანქანე, საფეხოსნო და საცხენოსნო გასვლები.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები: უამრავია მთელი თუშეთის ტერიტოაზე. პრაქტიკულად, ყველა სოფელი თუ ნასოფლარი.

9. საბანაკე ადგილები: ყოველ ნაბიჯზე

10. სასმელი წყალი მარშრუტზე: ყოველ ნაბიჯზე

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები: კარავი, საძილე, მსუბუქი, მაგრამ მთაში სიარულისთვის გამოსადეგი ფეხსაცმელი, საკვები.

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: საკმაოდ რთული რეგიონია, სადაც მოგზაურობას კიდევ უფრო ამძაფრებს საკომუნიკაციო საშუალებების არარსებობა. გზა ძალზე რთულია, თუმცა გამორჩეულად ლამაზი. ძალიან ბევრ სოფელში საოჯახო სასტუმროა. ასევე თითქმის ყველგან - პირიქითის ხეობის ზემო წელის სოფლების ანუ ჭეშოს, ფარსმისა და გირევის გარდა, თითქმის ყველგან უპრობლემოდ იჭერს მობილური, იმ სოფლებში კი კავშირი გართულებულია.

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც შეიძლება ინახოს ამ გასვლის ფარგლებში, დროის გახანგრძლივების შემთხვევაში - სანახაობა ყველა სოფელშია.

14. რუქა:

ეს წუთია, დავბრუნდით მთა-თუშეთიდან, სადაც 4 დაუვიწყარი დღე გავატარეთ. ამ ლაშქრობას ლომს ვუძღვნთ, რომელის წინაშეც სინდისი მქენჯნის. გაისად თუ დააპირებს წასვლას, დიდი სიამოვნებით ვუმეგზურებ. მით უფრო, წლეულს თითქმის ყველაფერი ვნახე, რაც ადრე არ მენახა და ბერვრად მეტი გამოცდილება მივიღე.
ლაშქრობამ ძალიან კარგად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა ბოლო დღეს მოსულმა წვიმამ მარშრუტში კორექტივები მაინც შეგვატანინა - წოვათაში ვერ წავედით ანუ ვერც გომეწრის ხეობა ვნახეთ. ბოლო დღეს მხოლოდ მისი ნაწილი მოვიარეთ - დოჭუ ვინახულეთ. მარშრუტის ცვლილების მიუხედავად, ეს იმდენად შესანიშნავი გასვლა იყო, რომ 10+ შევაფასებ. თუშეთში მეხუთედ, წლეულს კი მეორედ გახლდით, მაგრამ ვაღიარებ, რომ შემოდგომის თუშეთი სულ სხვაა. ეს იმდენად კარგი რამ იყო, რომ ვთქვი, ამიერიდან თუშეთის ნახვაზე ზაფხულში აღარ მოვცდები, სულ ასე შემოდგომაზე ვივლი-მეთქი.
არაჩვეულებრივი იყო იქაურობა თავისი მრავალფეროვნებით - მწვანე თუ ყვითელი ფერებით, წითლად მოღუზღუზე ცირცელებით, მოწითალო-მოყავისფროდ შეფერილი მოცვის ფერდობებით და დათოვლილი მთებით. ბუნებამ თითქოს საგანგებოდ იზრუნა ჩვენზე და ბოლო დღის წვიმამ, წოვათის გამოტოვების მიუხედავად, სხვა სიკეთეც მოიტანა - ცაზე ღრუბლები, როგორც დიდი ადმინი გვალვა იტყოდა, ფოტოგრაფების დაკვეთით ირეოდნენ, ხოლო დაღესტნის შორეული მთები დათოვა და ეს ყველაფერი დამატებით სიჭრელეს სძენდა ისედაც აჭრელებულ აქაურ მთებს. ეს ისეთი სანახაობა იყო, თვალს ვერ ვაშორებდით.
ბუნებამ ხომ საგანგებოდ იზრუნა და ულამაზესი ფერები დაგვახვედრა, მაგრამ ეს ლაშქრობა სახალისო ეპიზოდებითაც გამორჩეული გამოდგა. რამდენი კურიოზი იყო აქ პირველი დღიდან მოყოლებული: ადმინის ძილში ამოძახილი - "ვერ დავეტევით" და სრულიად სწორ გზაზე მის მიერვე გაკეთებული აკრობატული ნახტომები თემისთვის "კარაველები ნახტომში" ესენი არც მერე დაუკლია. განსაკუთრებით - კახეთში ჩამოსულს და ბოლო სულაც თბილისში, მოსკოვის გამზირზე შეასრულა :lol: :lol: :lol: ); გზის დაბნევა უკუნეთ წყვდიადში, როცა ჭეშოს გადასახვევს გავცდით, მერე ვერც ფარსმისა შევამჩნიეთ და საბოლოოდ მწყემსების კარავს ისეთ ადგილას მივადექით, იქ მანქანამ ბოლოს როდის გაიარა, თავადაც არ იციან; :D მაგრამ მთავარი კურიოზი მაინც ლამას მიერ სამაშველო სამსახურის გამოძახება იყო. :D ლამა, ძმაო, ძმობაში და კარაველობაში უნდა მაპატიო - სხვა გზა არა გაქვს. :lol: :lol: ამ ეპიზოდზე უფრო დაწვრილებით მაშინ ვილაპარაკებ, როცა მივადგები.
ამ გასვლისას მოვიარეთ დიკლო, შენაქო, ომალო, კესელოები, დართლო, დანო, კვავლო, ჭეშო, ფარსმა, გირევი და დოჭუ, ომალოში კი ლამის 2-3 საათი ვუსმენდით ნუგზარ იდოიძის ლექციას. კარავში მხოლოდ პირველი ღამე გავათენეთ, თითო დღე კი ჭეშოსა და ომალოში სასტუმროებში გავჩერდით. ჭეშოში იმდენად გვიან მივედით, კარვების გაშლა კი არა, სოფელს ძლივს მივაგენით, ომალოში კი სევატყვეთ, წვიმას აპირებდა და მაინც ასე ვარჩიეთ. კიდევ კარგი, თორემ ღამე ისეთი თავსხმა იყო, წაგვლეკავდა და წაგვიღებდა ანდის-ყოისუ. :D
არ ვიცი, დროის ასეთ მცირე მონაკვეთში სხვა თუ შეძლებდა ამდენის მოვლას. სამწუხაროდ, გირევთან მდებარე ნასოფლარების - ჰეღოსა და დაქიურთის ნანგრევებში ვერ ვიბოდიალე, მაგრამ სამომავლოდაც ხომ უნდა დავიტოვო რაღაც. :D არც დიკლოს ძველ ნაციხარზე გავსულვართ, რადგან თანამგზავრებმა დიკლოს ულამაზეს ტყეში გასეირნება ამჯობინეს და ისე შორიდან გავხედეთ ლეკთა სოფლებს - შეროსა და ინცუხს.
გემრიელი ლუკმა ბოლოსთვისო, მაგრამ არ ვიცი, როგორ შევაქო ჩვენი მძღოლი - გირა და მისი ტანკი, რომლებმაც ჯერ ხომ ის საშინელი გზები უშიშრად გვატარეს, ბოლოს ზედ ლაროვანის ტბაზე მიგვიყვანეს. დროა, გირა ოფროუდერებმა თავიანთ უპირობო ლიდერად აღიარონ. :D
აქვე ის ხალხიც უნდა ვახსენო, ის თუსეBი, რომლებმაც ეს ლაშქრობა გაგვილამაზეს. იდოიძეზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ისედაც იგულისხმება. ომალოში ნინო და თემურ არშაულიძეებმა გაგვიღეს სახლის კარი, რომლებსაც ისედაც კარგად ვიცნობდი, ჭეშოში კი ჩვენი სიმპათიები კატო აბალოიძე-მურთაზაშვილმა დაიმსახურა. მას არ ვიცნობდი და ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორც თუშების სახე ჩამომიყალიბდა - ხელგაშლილი და გულღია მასპინძელი, რომელიც ღამე გავაღვიძეთ, მაგრამ მაინც ისე სიცილი-ღიმილით შეგვხდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები ვესტუმრეთ. პრინციპში, ეს უკვე აღარ მიკვირს და არც სიურპრიზია, მაგრამ მაინც იმდენად კარგი რამეა, რაც ისევ მიბიძგებს თუშეთში წასვლის, იქაურობის და იქაურების ნახვის სურვილს. აი, ასეთი ბუნების და ასეთი ხალხის გამო მიყვარს თუშეთი, დანარცენს კი ამ ლაშქრობის შესახებ ფოტორეპორტაჟში იხილავთ, რომელსაც ფოტოებიანები გააკეტებენ.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 25 სექ 2008, 09:33

ფოტორეპორტაჟის დაწყებამდე რამდენიმე სასარგებლო რჩევა თუშეთში წასვლის მსურველებს. ვიცი, რომ კარაველები ისევ აპირებენ იქ წასვლას და ჩვენი გასვლიდან ჩამოტანილი ფოტოები ამ სურვილს კიდევ უფრო მეტს გაუძლიერებს.
სადღაც 7-10 დღის შემდეგ იქ წასვლა უკვე არაა რეკომენდირებული, რადგან უკვე თოვლი თანდათან მოიწევს სოფლებისკენ და წლეულს მთაც უფრო ადრე იცლება. ცხვარ-ძროხა უკვე მასობრივად დაიძრა ბარისკენ, რაც გზებზე საცობებსაც ქმნის და - ქვათაცვენის საშიშროებასაც. აქეთობისას ქვათაცვენაში ჩვენც მოვყევით, როცა მთიდან ჩამომავალმა ფარამ ქვები დაგვაყარა, მაგრამ გირას ტოიოტამ ამ გამოცდას გმირულად გაუძლო. :D პირადად მე მაგრად დავამუღამე ფარა-ნახირში მანქანისთვის გზის გაკვლევის ხერხები. :) :) ომის გამო წლეულს ტურისტული სეზონი ჩავარდა და სასტუმროებიც ან დაკეტილია, ან - მალე დაიკეტება. მაგალითად, ჭეშოში ჩვენი იდეალური მასპინძელი იქნებ უკვე წამოსულიცაა. ომალოდანაც ერთ კვირაში წამოვლენ, დართლოში კი ელანიძეების "სანციხე" უკვე დაკეტილი იყო. თან, წვიმების გამო გზების ჩამოშლის საშიშროებაც იზრდება, მათ კი ისე ინტენსიურად აღარ გაწმინდავენ. ერთგან ახლაც იყო ჩამოშლილი და ომალოში შუადღემდე მაგის გამო დავყოვნდით, თუმცა ჩვენს ამოსვლამდე გაწმინდეს და უხიფათოდ ვიარეთ.
სასტუმროებში თუ თქვენი საძიოლეებით და საკვებით მიხვალთ, ღამის გათევა 10 ლარი დაგიჯდებათ. თუ ცხენების დაქირავება გინდათ და ამ შემთხვევაშიც საძილე-საკვები ტქვენია, -15-20 ლარად იქირავებთ ცხენს, მაგრამ სასურველია, გამყოლი მაინც გაიყოლოთ, რაც დამატებით 40 ლარი ჯდება.

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by GIRA » 25 სექ 2008, 10:16

guruli
როგორ ხარ ძმობილო?
ადრე ამდგარსა კურდღელსა, ვერ დაეწევის მწევარიო......... ეგრეა შენი საქმე :lol: არც წუხელ გიძინის ამის წერაში და ამ დილასაც ადრიან დაგიწყის წერა :wink:
თუმც ეხლაღა გამახსენდა, ჩვენ ხომ იმ გვარისანი ვართ, უკან დახევა, რომ არ სჩვევიათ :lol:
რაღაც პოეტურ, რომანტიულ, აღდგენილ და რავიცი, რაღაც ამაღლებულ ხასიათზე გავიღვიძე, ნეტა რისი ბრალი არს :?: :?:
რა ლამაზიაააააა თუშეთიიიიიიიიი და ლაშარობა თუშურიიიიიიიიი...........
მმმმმმაგარი იყო

მინდა აღვნიშნო: თუ ვინმეს თუშეთში წასვლა გინდათ, გურულზე პროფესიონალ გამყოლ-გიდს ვერ იშოვით, სანთლითაც რომ ეძებოდ.
ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. არაერთხელ ვარ მეც თუშეთს ნამყოფი და ამდენი ინფო პირველად მივიღე :!:
ახლა გურულის ცუდი ჩვევაც მინდა ავღნიშნო............
ღრმად აღშფოთებული ვარ :lol: ...................
არ სვავსსსსსსს :shock:
იმდენი ღვინო დამატოვებინა და 4 ლიტრი და 800 გრამი ცეცხლოვანი წყალი(ეგრეთწოდებული არაყი) უკან წამომაღებინააააააააა :lol: :lol: :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Mta Mkvarebia » 25 სექ 2008, 10:19

მშვიდობა, თქვენს დაბრუნებას. სულმოუთქმელად ველოდებით რეპორტაჟს ფოტოებითურთ :D .
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Naia » 25 სექ 2008, 10:27

guruli
GIRA
მშვიდობით დაბრუნებას გილოცავთ!!!

მიხარია რომ დიდი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ მაინც წახვედით. ძალიან მინდოდა თუშეთის ნახვა, მაგრამ ალბათ წელს აღარ გამომივა :( ამიტომ, მოუთმენლად ველი თქვენს ფოტოებს

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by MIRANDA » 25 სექ 2008, 10:53

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება :D
სულმოუთქმენლად ველი რეპორტაჟს ბევრი ფოტოთი... 8)

წინასწარ ვიცი, რომ გული კიდევ ერთხელ გამისკდება, მაგრამ მაინც თავიდან ბოლომდე წავიკითხავ და დავათვალიერებ...

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 25 სექ 2008, 11:05

GIRA
guruli
როგორ ხარ ძმობილო?
ფიზიკურად აქ, მაგრამ ფიქრით - იქ. :D
შენის არ იყოს, მეც მენატრება "ლაშარობა თუშური". :D
მინდა აღვნიშნო: თუ ვინმეს თუშეთში წასვლა გინდათ, გურულზე პროფესიონალ გამყოლ-გიდს ვერ იშოვით, სანთლითაც რომ ეძებოდ.
შენთან და შენს ტოიოტასთან ერთად კიდევ დიდი სიამოვნებით წავიდოდი იქ და არა მარტო იქ. კიდევ ერთხელ რესპექტები!
ახლა გურულის ცუდი ჩვევაც მინდა ავღნიშნო............
ღრმად აღშფოთებული ვარ ...................
არ სვავსსსსსსს
კომპანიონობას ხომ გიწევდი, მეტი რაღა გინდა? :D :D წამოსვლისას მასპინძელს კინაღამ კიდევ დავამატებინეთ ის პიტნის არაყი. :D (ხომ პიტნა იყო? :roll: :roll: )
და შენ კიდე ისეთი თამადობა გცოდნია, ხომ ნახე, ჭეშოში არც ერთი სადღეგრძელო არ ამიცილებია. :D
იმდენი ღვინო დამატოვებინა და 4 ლიტრი და 800 გრამი ცეცხლოვანი წყალი(ეგრეთწოდებული არაყი) უკან წამომაღებინააააააააა
მოიცა, ღვინო ხომ დამთავრდა კაცო? :)
და მაგდენი არაყი რომ დაგველია, პირობას გაძლევ, ახლაც იქ ვიქნებოდით და რაც ვნახეთ, იმის მეათედიც არ გვექნებოდა ნანახი. :D
Mta Mkvarebia, Naia, MIRANDA - ძალიან დიდი მადლობა, გოგოებო. პირველ დღეს ომალოში რომ დავბანაკდით, სულ ფიჭვებით გარშემორტყმული მინდორი იყო. კარვები რომ გავშალეთ, მაშინვე ვინატრე, რაც სხვებს ვუთხარი კიდეც - ნეტავ, კიდევ ბევრი კარავი იდგეს აქ და ბევრი კარაველი ჟრიამულობდეს თავის ბადმინტონით, ფრენბურთის ბადით და ამგვარებით, როგორც დიდი გასვლებისას ვიცით-მეთქი. მართლა გულით მინდოდა, ბევრნი ვყოფილიყავით იქ, იმ ჯადოსნურ ადგილას.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 25 სექ 2008, 11:07

MIRANDA
წინასწარ ვიცი, რომ გული კიდევ ერთხელ გამისკდება,
კაპლები და საგულე საშუალებები ნამდვილად დაგჭირდებათ. :lol: :lol: :lol:

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by GIRA » 25 სექ 2008, 11:17

ისე, მართლა კარგი იქნებოდა ბევრნი, რომ ვყოფილიყავით :(
მეტი სახალისო მომენტები იქნებოდა :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by GIRA » 25 სექ 2008, 11:18

აუუუუუუუუ :!: :!: ადმინ ცოცხალი ხარ :?: აუუუუუუუ :!: :!:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by L-O-M-I » 25 სექ 2008, 11:37

ვაშა თქვენ გამოჩენას! :o დაყარეთ ახლა ფოტოები თორემ დავიტანჯე მოლოდინისგან... :?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 25 სექ 2008, 11:37

GIRA
აუუუუუუუუ ადმინ ცოცხალი ხარ აუუუუუუუ
მუხლები და ზოგადად - ფეხები სტკიოდეს, კიდევ მესმის, მაგრამ თითებზე რაღა დაემართა ნეტა?! :roll: :roll: ვიფიქრე, ეგებ რაღაც მომენტი გამომეპარა და GIRA-მ იცის-მეთქი... :D :D
მაგრამ რაც მაგან სურათები გადაიღო... :D როდის იმას დაახარისხებს, როდის დადებს...
L-O-M-I
ვაშა თქვენ გამოჩენას!

:wink: :wink: :wink:
ლამა სადაა, თუ იცით ვინმემ, რატომ არაფერს პოსტავს ამ თემაში? :)

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by tiko_r » 25 სექ 2008, 11:51

Welcome back!

მიხარია რომ ბედნიერად მოიარეთ იქაურობა
შემოდგომის თუშეთის ფოტოებს სიამოვნებით ვიხილავ!!! ველი!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Mta Mkvarebia » 25 სექ 2008, 11:55

guruli wrote:
ლამა სადაა, თუ იცით ვინმემ, რატომ არაფერს პოსტავს ამ თემაში? :)
ნეტა ამიტომ ხომ არა? :wink: :lol:
lama wrote:ეს არის მატყუარების თემა
გურულის გასაგონად ვამბობ ამას!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
წყარო:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=525
Image

User avatar
L-O-M-I
იეტი
Posts: 1170
Joined: 02 ივლ 2008, 10:53
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by L-O-M-I » 25 სექ 2008, 11:55

guruli
ისე მე მეგონა დღეს ბრუნდებოდით უკან... :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]