Page 15 of 68

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 10:24
by ჩიტუციო
ვისაც გაინტერესებთ კირიონის ნაშრომი ხირსაზე, აი აქედან შეგიძლიათ გადმოწეროთ...


Image

http://files.ge/file/340687/xirsa-pdf.html

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 11:19
by MIRANDA
ANIKOKOL wrote: აქ ქალი დგას და ბავშვი უკავია?
:D არა, აქ MIRANDA და khrukhuna დგანან...
Tamari-ch. wrote:
ახლაც რომ ვუყურებ ამ ტაძარს -

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეკლესიის რაღაც ნაწილი კვლავ მიწაშია....
მასეც არის... დაახლოებით მეტრანახევარი ისევ მიწაშია (რამდენადაც მე ვიცი).

ჩიტუციო
ბმულისთვის და ინფორმაციისთვის დიდი მადლობა :)

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 14:43
by amigo
ANIKOKOL
აქ MIRANDA და khrukhuna დგანან...
დიახ :)

სადღაც უნდა არსებობდეს ზუსტად მაგ მომენტის და ადგილის ამსახველი სხვა სურათიც, რომელიც ალბათ კარდინალურად განსხვავებული ჟანრის და ხასიათის იქნება. საინტერესო იქნება მისი ხილვაც :)

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 15:30
by Bivrili
უცნობია აგრეთვე თავად მონასტრის სახელის წარმოშობაც.
ზოგი ამ ფაქტს მდინარე ხირსასთან აკავშირებს, ზოგი კი პირიქით ფიქრობს, თავად მდინარემ მიიღო მონასტრისაგან სახელი "ხირსა", არსებობს კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია, რომ სახელი "ხირსა" თავად სტეფანემ შემოიტანა მცირე აზიიდან და განმარტოებულ ადგილს უწოდა..........


კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება - აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, სთხოვდა პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა...........


საბჭოთა წყობის დროს მონასტერი საწყობან გადაკეთდა, ბერების საცხოვრებელ ორსართულიან სახლში კი თურმე მუსიკალური სკოლა ფუნქციონირება..........

მაგრამ უფლის წყალობით და შემწეობით დღეს ტაძარში წირვა- ლოცვა აღევლინება და იმედია მალე აღდგენითი სამუშაოებიც ჩატარდება, მოხდება ტაძრის სახურავის განახლება და კედლების გამაგრება.............




ეპისკოპოსი კირიონი „ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი“
ირაკლი გუნია „საქართველოს მონასტრები“.........

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 15:35
by Ninukala
ვა... ჩემი სოფლით დაგიწყიათ..... :)
ჩიტუციო, მაგრამ ერთი შენიშვნასავით მაქვს... მართალია წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია მუდამ ხირსის მონასტერის სახელით იხსენიება, იგი დგას სოფელ ტიბაანში და ხისა საკმაოდ შორს არის :)

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 16:59
by ჩიტუციო
Ninukala
ხო თვითონ ეს სოფელი ტიბაანი, სადაც მონასტერია XIX საუკუნის შუა წლებში ყოფილა დაარსებული, ხოლო სოფელი ხირსა კიდევ ძვ. წ. აღ I ათასწლეულში.

:)

* * *
ახლა წავიკითხე გ. პატაშურის წერილი, ხირსას სტეფანწმინდის მონასტრის ტაძრის გადაკეთებების დათარიღებისათვის... მოკლედ დავწერ ამ წერილის შინაარსს.

თავდაპირველად ხირსის ეკლესია სამნავიანი ტაძარი ყოფილა, აგებული VI საუკუნეში. გუმბათიან ეკლესიად იგი VIII-IX საუკუნეებში გადაუკეთებიათ. შემდგომი რესტავრაცია, სამხრეთი კედლის წარწერის თანახმად გაგიკ კახთა მეფის დროს - XI საუკუნის II მეოთხედში მომხდარა.

აი ეს წარწერა....
Image


ყველაზე დიდი რესტავრაცია ტაძარმა XVI საუკუნეში განიცადა, ზემოთ უკვე ვახსენეთ ეს წარწერა და მასში მოხსენიებული ლეონ მეფე. ამ დროს მოხდა თითქმის მთლიანად დანგრეული ტაძრის თავიდან აშენება. ბოლო რესტავრაცია კიდევ მოხდა 1822 წელს, ეს წარწერა დასავლეთი შესასვლელის თავზეა განთავსებული, ზემოთ მაქვს ეს წარწერაც მოყვანილი.

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 17:28
by Tamari-ch.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ხირსის მონასტერში XX ს-ის დასაწყისამდე შემორჩენილი იყო ერთი ძველი ქართული ჩვეულება - აღთქმის მიხედვით, ირგვლივ მოსახლე მამაკაცები მონასტერს თავის ფიზიკურ შრომას სწირავდენ, ე.ი. მოდიოდნენ მონასტერში და მუშაობდნენ უსასყიდლოდ რამდენიმე თვე, საკუთარი აღთქმის პირობაზე. მონასტერი კი ამ უფასო მუშებს მხოლოდ საკვებს და ქალამნებს აძლევდა. მონასტრისათვის შრომის უსასყიდლოდ შემწირველ მუშას „კურატი“ ეწოდებოდა. როდესაც კურატი დროს გაასრულებდა, სთხოვდა პარაკლისის გადახდას სთხოვდა მღვდელმონაზონს და შინ ბრუნდებოდა...........
ვაა - ეს საინტერესო დეტალია -
იცით თუ არა რომ კურატები წარმართულ ირიტუალიდან მოდის?

კურატი ძველ საქართველოში ნიშნავდა ახალგაზრდა მამაკაცს და ეს დაკავშირებული იყო სიტყვა კუროსთან -
ანუ ხარი ითვლებოდა მამაკაცურ სიმბოლოდ -
და კურატები იგივე კურეტები
ემსახურებოდნენ კიბელას -
ანუ დედა ღვთაებას.
კურეტები ართობდნენ პატარა ზევსს...

ეს კულტი პელაზგებისაა და გვრცელებული იყო კრეტაზე და ანატოლიაში.

დედა ღვთაება ასოცირდებოდა მიწასთან -
ანუ დედა- მიწა

მამაკაცური საწყისი ანუ კურეტი კი ასოცირდებოდა ხართან.

დედა იყო მზე -
მამ მთვარე -

ანუ ხარი (კაცი) ამუშავებდა და ანაყოფიერებდა მიწას (დედას)
და ეს კი იძლეოდა მოსავალს.

ასეთი კულტები არსებობდა წარმართულ საქართველოში და ხ,ელთაშუა ზღვის აუზში - და ეს კულტები მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიწათმოქმედებასთან.

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 17:38
by Tamari-ch.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D1% ... 1%82%D1%8B
აი აქაა კურეტებზე -
Мифические спутники Реи, сопровождавшие богиню, когда она искала место, чтобы тайно от Крона родить Зевса. Согласно легенде, куреты подняли невообразимый шум, дабы заглушить им крики новорожденного бога и тем самым спасти его от неминуемой гибели в чреве своего отца. Первоначально куреты имели, по-видимому, самостоятельное значение как демоны растительных сил земли.
Жрецы Реи. После слияния культа Кибелы с культом Реи куретов стали отождествлять с корибантами.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0% ... 1%82%D1%8B



По словам Деметрия Скепсийского, представляется вероятной тождественность куретов и корибантов; их считали молодыми людьми или юношами, которых приглашали для военной пляски на праздниках Матери богов, а также "корибантами" оттого, что они на плясовой манер "ходили бодаясь головой".
http://www.beltofpeace.com/7-3.html

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 18:16
by amigo
სურათები ავტვირთე:
პირველი ნაწილი - http://www.link.ge/file/121571/kaxeti01.zip.html
მეორე ნაწილი - http://www.link.ge/file/121721/kaxeti02.zip.html

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 18:25
by Tamari-ch.
ეტყობა ხირსაში ქრისტიანობამდე გავრცელებული იყო დედა ღვთაების -
რეა - კიბელას კულტი
და არაა გამორიცხული იქ წარმართული ტაძარიც ყოფილიყო...
და იქიდან შემორჩა კურეტების ტრადიციაც.



ხირსაში წმ. სტეფანე ხირსელი საფლავზე ლოცვები წავიკითხეთ
დაუჯდომელი და მერე
საქართველოს ერთიანობისათვის

Image


Image

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 18:31
by Tamari-ch.
ესეც ტაძარი შიგნიდან -

Image


Image


Image
კოკა

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 18:32
by Tamari-ch.
მერე ჩვენი ქართული დროშაც გავშალეთ -
და ჩავეხუტუნეთ



Image


Image


Image

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 18:58
by v_i_k_u_n_a
ძალიან მაგარი ხარ!!!!!!!!, :) იმედია სხვა დროსაც ცავალთ, მე ახლა დავრეგისტრირდი, ვიკა ვარ, თეას რომ გამოვყევი :) :) :)

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 19:03
by Tamari-ch.
ხირსის მონასტერთან (და არა მარტო იქ -
ნეკრესთანაც )
ბროწეულები ხარობდნენ -
ჰოდა ჩვენებმაც იხარეს მთელი დღე ბროწეულის ციცქნით -

Image

"ბროწეულ - ფართი"

Image


Image

ასურელი მამების კვალდაკვალ....

Posted: 07 ოქტ 2008, 19:04
by Tamari-ch.
v_i_k_u_n_a
უი ვიკუნა
შემო რა სკაიპში ჩემთა ნ
tamta7772

საქმე მაქვს შენთან
თამაზიმ დამირეკა დღეს და მკითხა -
რატომ არ დამირეკესო ტაოზე.

Image

ეკლესიის ეზო -

Image



Image
ეკლესიაში აქა იქ ჩაქარგულია ძველი ჩუქურთმები

წარმომიდგენია
რა ლამაზი იქნებოდა ხირსა ოდესრაც