ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 18:44

Image

მარა ნამეტანი ლამაზია შემოდგომაზე ბოჭორმა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 18:52

უჯარმამდე მისვლას დიდ დრო არ დასჭირდა...

მზე უკვე იხრებოდა


და ოქროსფერი სხივებით შეამკო უჯარმის კომპლექსი....


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 18:53

მატიანეთა ცნობით, უჯარმა იყო ციხე-ქალაქი. დაარსებულა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე.მდებაორეობს მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, რომლის ნანგრევები დღესაც აცვიფრებს მნახველს.

უჯარმის ციხე და ეკლესია. უჯარმის ციხე მდებაორეობს მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, რომლის ნანგრევები დღესაც აცვიფრებს მნახველს. მატიანეთა ცნობით, უჯარმა იყო ციხე-ქალაქი. დაარსებულა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს: “ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა”.ციხე განლაგებული იყო მაღალ კონცხსა და მის დასავლეთ ფერდობზე. კონცხის აღმოსავლეთი ნაწილი პიტალო კლდეზე მდებარეობდა. სწორედ აქ აუგიათ ციტადელი.



Image
Last edited by Tamari-ch. on 25 ოქტ 2008, 19:02, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 18:56

Image


IV ს-ში მირიან მეფეს თავისი ძე რევისათვის საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი მიუცია, ხოლო რეზიდენციად – უჯარმა.

ქალაქი უჯარმა განსაკუთრებით აყვავდა V ს-ის მეორე ნახევარში, როცა ვახტანგ გორგასალმა იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია. ამის შესახებ ისტორიკოსი ჯუანშერი წერს: “ვახტანგ დაჯდა უჯარმას, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა”. მემატიანე მართალი იყო, როცა ამბობდა, ვახტანგმა “უზომო” შენობები ააგოო. მტრის შემოსევის ჟამისათვის მეფეს სწორედ ამ შენობების იმედი ჰქონია. სპარსთა მეფის, ხოსროს, მოახლოებისას ვახტანგს კათალიკოსისთვის უთქვამს: “დადექ ეკლესიასა.. რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქანი გარემო უჯარმო იძლივენენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით”.
იქიდან წასულმა ვახტანგმა გმირული ბრძოლით ისახელა თავი, მაგრამ მოღალატის მუხანათურად ნასროლმა ისარმა სასიკვდილოდ დაჭრა. ვეღარ განიკურნა და “აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა” მის მიერ აგებულ უჯარმაში. შემდგომ ვახტანგის მემკვიდრენიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს.

დღემდე შემორჩენილ ნანგრევებში ქალაქის ქვედა გალავნისგან აშკარად გამოიყოფა გრძელი მრგვალგვერდა ციტადელი. კოშკებით გამაგრებული მისი გალავანი მთის რელიეფს მიჰყვებოდა. ციტადელის შიგნით არის კარის ეკლესია “ჯვარ-პატიოსანი”, ორსართულიანი სასახლე, წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობები.

ეკლესიაში წმ. ნინოს სიცოცხლეში გაკეთებული “სასწაულმოქმედი” ჯვარი ყოფილა აღმართული, საკურთხეველის წინ. ეს ჯვარი მერე ახმეტაში გადაუტანიათ და, სამწუხაროდ, 1924 წელს გაუნადგურებიათ. არც ეკლესიას მოუღწევია ჩვენამდე პირვანდელი სახით. მისთვის მოგვიანო ხანებში, IX-X სს-ში, დაუშენებიათ მეორე სართული ისე, რომ თავდაპირველი, V ს-ის ფორმები მხოლოდ ამ ნაგებობის ქვედა, პირველ სართულს შემოუნახავს (ნალისებური მოხაზულობის კონქი, შესასვლელის თაღი, კამარა). აღსანიშნავია, რომ შემდგომ ამ ეკლესიის გავლენით დარქმევია მთლიანად ციხეს “ჯვარ-პატიოსანი”.

კონცხის ჩრდილოეთ ფერდობზე ციტადელიდან მდინარის ნაპირამდე ქალაქის ტერიტორია კედლებით ოთხკუთხედად შემოეფარგლათ. გალავნის კუთხეებსა და საპასუხისმგებლო ადგილებში კოშკები აღემართათ. ჩიხისა და კოშკების კედლები ყრუ იყო. ეტყობა, დაცვა მაღალი გალავნის ქონგურებიანი საბრძოლო ბილიკებიდან და კოშკების ბანებიდან ხორციელდებოდა. ორ და სამსართულიან კოშკებს კარი და დიდი ფანჯრები მხოლოდ ეზოს მხარეს ჰქონდა.

არქიტექტურული თვალსაზრისით, უჯარმის ციხე იშვიათი გემოვნებითაა ნაგები. ალავნისა და კოშკის მშენებლობაში პროპორციებია დაცული. მთლიანად ანსამბლს მონოლითური სახე აქვს.

არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X ს-ში იგი არსებობდა, როგორც მხოლოდ ციხესიმაგრე, მაგრამ უკვე აღარ იყო გამორჩეული. ახლობლად მდგარი ბოჭორმა მასზე უკეთეს სიმაგრედ მიაჩნდათ.

914 წ, როცა არაბთა ამირა აბულ-კასიმი დიდძალი ჯარით უჯარმას მოსდგომია, ციხეს თურმე სამასი კაცი იცავდა. ცხადია, ასე მცირერიცხოვანი რაზმი ვერას გახდებოდა არაბთა დიდძალ ჯართან, მაგრამ მტერს წინააღმდეგობას რამდენიმე დღე უწევდა. როცა მეციხოვნენი დარწმუნდნენ, რომ მაშველი არსაიდან ჩანდა, ერთ ღამეს თვითონ დაუცლიათ ციხე. მტერი ციხეში შესულა და მისი კედლები დაუნგრევია. მიუხედავად ამისა, ქართველებს ციხე მალე აღუდგენიათ და საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში იგი საკმაო როლს ასრულებდა.

მომდევნო საუკუნეებში უჯარმა ქვეყნის ცხოვრებაში ნაკლებად მონაწილეობდა და არსებობას განაგრძობდა, როგორც მცირე მასშტაბის დასახლება.


http://ge.lemill.net:8080/Lemill/conten ... 810d0/view

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 18:59

Image


უჯარმა

ციხე-ქალაქი უჯარმა თავისი ისტორიული წარსულითა და გრანდიოზულობით შეიძლება დავაყენოთ მცხეთის გვერდით. ერთ ხანს ციხე-ქალაქი წარმოადგენდა საქართველოს მეორე დედაქალაქს ( IV-VII ს). მისი დაარსება მომდინარეობს მეფე ასფატურის მეფობიდან ( III საუკუნე. ახ წ.) მემეტიანეს სიტყვებით უჯარმა განუახლებია და ხელმეორედ აუშენებია V ს-ში ვახტანგ გორგასალს.

უჯარმა X საუკუნის დასაწყისში არაბ დამპყრობლებს დაუნგრევიათ, ხოლო XII საუკუნეში უჯარმა კვლავ აღუდგენია მეფე გიორგი III-ეს (1156 - 1184წ.წ) და თავის განძთსაცავად უქცევია. ციხე-სიმაგრე აგებულია მდ. ივრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მაღალ გორაზე და წარმოადგენდა იორის ვიწრო გასასვლელის ჩამკეტ კარიბჭეს
უჯარმა ძველთაგანვე წარმოადგენდა საუკეთესო საკურორტო ზონას, ისტორიულად ქართველი მეფეები უჯარმას იყენებდნენ, როგორც მცხეთის ქალაქგარე რეზიდენციას, ჯერ მირიან ხოსროიანს IV საუკუნეში უჯარმა საუფლისწულო მამულად და ციხე-ქალაქად გაუხდია.

რაც შეეხება მეფე სარდალ ვახტანგ გორგასალს მან მთელი თავისი ცხოვრება უჯარმაში გაატარა და უჯარმა ქართლის (საქართველოს) სამეფო რეზიდენციად გადააქცია.

დღევანდელი უჯარმა წარმოადგენს ბალნეოლოგიურ კურორტს.
.
http://www.kakheti.gov.ge/index.php?cat=60&par=6

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:00

Image
ეს სილამაზე რომ დავინახეთ - რასაც ჰქვია -
შევაფრინდით ციხე -ქალაქს.....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:03

Image

ზოგიერთები მართლა კინაღამ გაფრინდნენ....


User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:11

Image

უჯარმის შეგნით ეკლესიაც არის...
(ვისი სახელობისაა არ ვიცი..)
ზედა ფოტო ამ ეკლესიის ქვედა სართულს აჩვენებს

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:14

Image

ეს ყველაზე მაღალი კოშკია -

ოღონდ ცოტა ვერ გავერკვიე
ამ სქემაზე რომელია..
:roll:


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:18

Image

ეკლესიაში სანთლები დავანთეთ -
ნინიმ ლოცვები წაიკითხა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:20

Image

აი ეს - ციხის ეზოში იყო....
:roll:

ოღონდ არ ვიცი ეს რას ნიშნავს...
:roll:

რობინზონ კრუზო ცხოვრობდა აქ?
:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:24

ზღუდენი უჯარმისა -

Image

Image


Image
შეაფასეთ ზომები და გაბარიტები

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 25 ოქტ 2008, 19:28

Image


მზის ჩასვლისას სურათები განსაკუთრებით ლამაზი გამოდის ხოლმე...


ოქროსფერი...


Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]